ღირსი ევსები, სირიელი მეუდაბნოე

მოიხსენიება 15 თებერვალს (ახალი სტილით: 28 თებერვალს)
ღირსი ევსები მეუდაბნოე სირიის ქალაქ ასიქაში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. ის მეტად ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა. როცა ღირს ევსების მნახველები მოუმრავლდა, მან ახლოს მდებარე მონასტერს მიაშურა, მის ზღუდესთან მცირე თავშესაფარი მოაწყო და იქ დაეყუდა აღსასრულამდე.