წმიდა გორგონია

მოიხსენიება 23 თებერვალს (ახალი სტილით: 8 მარტს)
წმიდა გორგონია, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის და, გამოირჩეოდა ღვთისმოშიშებით, თავმდაბლობით, სიბრძნით, შრომისმოყვარეობით. მისი სახლი მუდამ ღია იყო გლახაკთათვის. წმიდანი მშვიდობით მიიცვალა 372 წელს, 39 წლის ასაკში.