მოწამენი: იაკობ ხუცესი, აზადან და ავდიკი დიაკონნი

მოიხსენიება 10 აპრილს (ახალი სტილით: 23 აპრილს)
წმიდა მოწამენი იაკობ ხუცესი, აზატან და ავდიკი დიაკონნი ( დაახლ. 380) - აღესრულნენ სპარსეთში მეფე საპორის დროს. ისინი შეიპყრეს ეპისკოპოს აკეპსიმესთან (ხს. 3 ნოემბერს) ერთად. ხანგრძლივი წამების შემდეგ მოწამეებს ნესტოებში ძმარგარეული მდოგვი ჩაასხეს, გააშიშვლეს და ყინვაში დაკიდეს ფეხებით. დილით ხელახლა აწამეს და ისევ საკანში ჩაყარეს, ბოლოს კი თავები მოჰკვეთეს.