ღირსი სტეფანე

მოიხსენიება 14 იანვარს (ახალი სტილით: 27 იანვარს)
ღირსი სტეფანე VII საუკუნეში ცხოვრობდა. დიდი მოსაგრე მამების მიბაძვით, მან მოიარა პალესტინის ბევრი სავანე, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა და სავანე დააარსა ბითვინიაში, ქალკედონის მახლობლად, სადაც ბევრმა ბერმა მოიყარა თავი.

წმიდა მამამ წინასწარ განჭვრიტა თავისი მიცვალების ჟამი. რამდენიმე ბერი ღირსი გახდა ეხილა ანგელოზთა თანხლებით მისი დიდებული ამაღლება ცათა სასუფეველში.

src="http://sibrdzne.ge/lightbox/js/lightbox.js">