ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 

მოწამე სალომე ქართველი - სპარსთაგან წამებული

მოიხსენიება 20 ივლისს (ახალი სტილით: 2 აგვისტოს)
წმიდა სალომე ქართველის შესახებ ცნობას გვაწვდის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვინაქსარი: "ამასვე დღესა (20 ივლისი) წამებაჲ სალომე ქართველისაჲ, რომელი პირველ შესცთა სპარსთა მიერ და ქრისტე უარყო. ამისა შემდგომად კუალად აღიარა სარწმუნოებაჲ ქრისტესი და თავი წარეკუეთა და ცეცხლისა მიერ სრულ იქმნა წამებაჲ მისი".

მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი) თავის "მიმოსლვაში" აღნიშნავს, რომ "მუნ (ე.ი. იერუსალიმის ჯვრის მონასტერში) წამებულა წმიდა მოწამე სალომე, რამეთუ შეუპყრიესთ უსჯულოთა და დატევებისათვის სჯულისა აიძულებდენ რა, განბასრა სარწმუნოება მათი მჴნემან მან. ამის შემდგომად ცეცხლითა და მახვილითა უწამებიათ სანატრელი იგი". როგორც ჩანს, სალომე ქართველი იყო იერუსალიმის დედათა სავანეში მოღვაწე ქალი. ვარაუდობენ, რომ ის ეწამა წმიდა ლუკა იერუსალიმელის (ხს. 12 თებერვალს, 1227) მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ.

0_28