image
image
1
2
3
4
image
image
Loading..
image

თემა: ადამიანის სიყვარული ღვთისადმი,  ღვთის სიყვარული ადამიანისადმი

იმისათვის, რომ შეგიყვარონ, უნდა თვითონ გიყვარდეს, როგორც ბრძანებს უფლის საყვარელი მოწაფე: "ჩუენ გვიყუარს იგი, რამეთუ მან პირველად შემიყუარნა ჩუენ" ( 1 იოანე 4, 19).
link
image

თემა: სხეული,  სული გარდაცვალების შემდეგ,  შრომა,  სულიერი მღვიძარება

მუდამ ჩაბეჭდილი გქონდეს გონებაში სიტყვები, რომლებსაც ერთი მოძღვარი ამბობდა ყოველი დღის დაწყებისას: "სხეულო, იმუშავე, რათა იკვებო. სულო, იფხიზლე, რათა ცხონდე!"
link
image

თემა: სიმდაბლე,  ამპარტავნება

გახსოვდეს, რომ უფალს შენი ნებისმიერი ცოდვის მოთმენა შეუძლია, გარდა – ამპარტავნებისა. გაიხსენე ის შეურაცხყოფა, დევნა და უპატიობა, რაც ქრისტემ ჯვარზე მოითმინა და ეს თავის დამდაბლებაში დაგეხმარება.
link
image

თემა: წუთისოფლის ამაოება

რომელიმე საფლავის გახსნისას შენ დარწმუნდები ამქვეყნიური დიდების სიცრუეში. რაოდენ საოცარია, რომ ასეთი დიდება, მიუხედავად იმისა, რომ ის - არარაობაა, მაინც ესოდენ სასურველია უგუნური ადამიანების თვალში!
link
image

თემა: ამპარტავნება,  სიმდიდრე,  ჯოჯოხეთი

ესაია წინასწარმეტყველი გვეუბნება, რომ ჯოჯოხეთში ჩადიან ძლიერნი, დიდებულნი, განდიდებულნი, მდიდარნი და სხვანი, მათივე მსგავსნი: ,,მოდრკება ადამის ძე და კაცი დამცირდება, ამპარტავანთა თვალი დაიხრება" (ის. 5,15).
link
image

თემა: ამპარტავნება,  სიმდაბლე,  ცხონება,  თავდაჯერებულობა

"ცხონება ადამიანისათვის ადვილიცაა და ძნელიც, ვინაიდან ჯერ თუ სიმდაბლის გამო სამოთხისკენ აღიყვანება, ერთი წუთის შემდეგ კი – თავს ჯოჯოხეთის სატანჯველში იგდებს თვითდაჯერებულობისა და ამპარტავნების გამო".
link
image

თემა: სიყვარული გლახაკთა მიმართ

ნუ მოიძულებ ღატაკებსა და უმნიშვნელო ადამიანებს, ვინაიდან ღატაკნი - ქრისტეს ნაცვალნი არიან, როგორც თავად მან ბრძანა მათ შესახებ: ,,რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავით" (მთ 25,40).
link
image

თემა: დიდებისმოყვარეობა,  პატივმოყვარეობა

ადამიანები გაქებენ სილამაზის გამო, მაგრამ შენი ჭეშმარიტი სილამაზე იფარება გარეგნობით, როგორც ზამთარში იფარება თოვლის ქვეშ ფუნა. შენი სილამაზე მარადიული ვერ იქნება, ისევე როგორც თოვლი არ არის მარადიული.
link
image

თემა: რწმენა

რწმენა უნდა იყოს არა მხოლოდ წესი, თუ "როგორ ვიწამოთ" , არამედ წესი იმისა, თუ "რა ვაკეთოთ". რწმენა მხოლოდ ის კი არაა, რომ სწორად გვწამდეს, არამედ ისიც, რომ სარწმუნოებისამებრ ვიცოვროთ: "სარწმუნოებაი თვინიერ საქმეთასა მკუდარ არს" (ია... იხილეთ სრულად
link
image
image
1
2
3
4
image
image