თემა: გლოვა ცოდვებისათვის, ცოდვა 79. ბევრი ჩვენგანი წუხს ცოდვათა გამო, მაგრამ ცოდვათ–მიზეზებს წადიერად განიკუთვნებს. link
თემა: ღვთის ხსოვნა, ლოცვა 25. როცა ღმერთი გახსოვს, ლოცვა გაამრავლე, რათა მისი დავიწყების ჟამს უფალმა გაგიხსენოს link
თემა: წუთისოფლის სიამოვნებანი 128. სხეულებრივ სიამეებში ჯეროვანზე მეტად შვებული, ასმაგი შეჭირვებით ზღავს ნაჭარბევს. link
თემა: მოთმინება, შეურაცხყოფა, სიწმინდე 49. კაცთგან ლანძღვა გულს მწუხარებით ავსებს, მაგრამ მომთმენთათვის ის სიწმინდის მიზეზია link
თემა: მხილება 38. სხვაა ბოღმითა და შურისძიების წყურვილით მხილება, სხვაა - ღვთის შიშითა და ჭეშმარიტებით link
თემა: შეურაცხყოფა, მოთმინება 49. კაცთაგან ლანძღვა გულს მწუხარებით ავსებს, მაგრამ მომთმენთათვის ის სიწმინდის მიზეზია link
თემა: ანგარება 164. განაშორე შენი აზრი ყოველგვარ ანგარებას და მაშინ შეძლებ დაინახო ეშმაკის მზაკვრობანი. link
თემა: სიკეთე 3. ყოველგვარი სიკეთე ღმერთისგან გვეძლევა და ვისაც ამგვარად სწამს, არასდროს მოაკლდება ის link
თემა: სინანული, ღმერთი 78. არავინაა იმგვარად კეთილი და მოწყალე, როგორც უფალი, მაგრამ შეუნანებელს არც ის შეუნდობს. link