image
image
1
2
3
4
5
image
image
Loading..
image

თემა: ლოცვისას გონებაგაფანტულობა

441. და თუ ლოცვაში გონებით გავერთობი, როგორ მოვიქცე?თუ ლოცვაში გონებით გაერთობი, მაშინ იშრომე, რომ გაუბნევლად ილოცო და იფხიზლე, რომ არ გაერთო. და თუ ეს კვლავ გაგრძელდება, მაშინ ლოცვის ბოლოს შინაგანად მაინც უსაყვედურე საკუთარ თავს და ლმობიერად თქვი: „უფალო, შემიწყალე და შემინდე ჩემი ყველა შეცოდება“ - და ყველანაირი შეცოდების და გაბნევის გამო, რომელიც ლოცვის დროს შეგემთხვევა, შენდობას მიიღებ.
link
image

თემა: მოყვასთან ურთიერთობა,  სასულიერო ხელისუფლება,  ხელმძღვანელთა მოვალეობანი

585. როგორი უნდა ვიყო ძმებთან ურთიერთობაში?საკუთარი თავი ყველაზე უღირსად და ამასთანავე ყველას მმართველად მიიჩნიე, რომელმაც პასუხი უნდა აგოს იმ ხარისხისთვის, რომელიც მიიღო. ყველას მიმართ გულმოწყალე უნდა იყო (ეფეს. 4, 32), როგორც მოციქულმა თქვა: „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ“ (გალ. 6, 2), სწავლიდით უწესოთა მათ, ნუგეშინისცემდით სულმოკლეთა“ (1 თეს. 5, 14), და „ნუ ვის ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ“ (რომ. 12, 17), არამედ - კეთილი. თუ ვინმე არ დაგემორჩილა, იგი შეისწავე და ნუ თანააღერევი მას (2 თეს. 3, 14). დანარჩენზე, რაც ჩემს მცირედ სიტყვაში აღნიშნული არაა, დაე იმავე მოციქულმა შეგაგონოს.
link
image

თემა: დღესასწაული,  საქმე

758. არის თუ არა ცოდვა კვირა დღეს რაიმეს კეთება? ღვთის სადიდებლად თუ ვაკეთებთ, ცოდვა არაა, რამეთუ მოციქული ამბობს: „ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაითა არა-ვის დაუმძიმოთ“ (1 თეს. 2, 9); ხოლო არაღვთისნიერი საქმეების კეთება, კვირა დღის არად ჩაგდების, მექრთამეობის თუ სხვადასხვა სახის მდაბალი გამორჩენის მიზნით - ცოდვაა. საერთოდ, კვირა დღეს, საუფლო დღესასწაულებზე და წმინდა მოციქულების ხსენების დღეებში, საქმეებისაგან გათავისუფლება და ტაძარში მისვლაა სასარგებლო, რამეთუ ამას წმინდა მოციქულთა გადმოცემა გვასწავლის.
link
image

თემა: ეკლესიაში დუმილი,  ეკლესიაში ლოცვა

744. დასაშვებია თუ არა ვინმესთვის ტაძარში საუბარი?წმინდა ლიტურგიის დროს, ღვთის სახლში, ვინც არ უნდა იყოს, არამც და არამც არ უნდა ისაუბროს, არამედ ლოცვაში უნდა ივარჯიშოს და საღმრთო წერილს გულმოდგინედ უსმინოს, რომელიც გვაუწყებს იმას, თუ რა ემსახურება ჩვენი სულების ცხონებას. თუ საჭიროება აუცილებლად მოითხოვს რაღაცის თქმას, მაშინ უნდა ვთქვათ მოკლედ, მიმდინარე მსახურებისადმი კეთილკრძალულებითა და შიშით, და ვიცოდეთ, რომ ეს საქციელი სხვა რამეს ისე არ ემსახურება, როგორც ჩვენსავე განკითხვას.
link
image

თემა: უსაქმურობა

594. რატომ არ შეიძლება საცხოვრებელში უსაქმოდ მოხეტიალეთა მიღება?ვინაიდან საცხოვრებელში შემოსვლისას მათ მხოლოდ მწუხარება შემოაქვთ, ამიტომ უმჯობესია არ მიიღოთ ისინი, არამედ დალოცეთ და გაუშვით.
link
image

თემა: გლოვა ცოდვებისათვის

397. მითხარი, ჩემო მამაო, რატომ არ გლოვობს ფრიად მოწყლული ჩემი სული?ვინც იცის, რა დაკარგა, ის იგლოვებს მისთვის. და ვისაც რაიმეს მიღწევა სურს, სასურველის მიღების მოლოდინში ბევრს იმოგზაურებს და ბევრსაც დაითმენს.
link
image

თემა: განუწყვეტელი ლოცვა,  ღვთის სახელის ხსენება

716. ვინმესთან საუბრის დროს კარგია თუ არა ღვთის სახელის მოხმობა?არა მარტო საუბრის დროს, არამედ საუბრის დაწყებამდე და საუბრის შემდეგაც, ყოველთვის და ყველგან ღვთის სახელს უნდა მოვუხმოთ. წერილი ამბობს: „მოუკლებელად ილოცევდით“ (1 თეს. 5, 17); რამეთუ მისი მეშვეობით უქმდება ყველანაირი ცდუნება.
link
image

თემა: კეთილი საქმეები,  მცნებათა დაცვა,  სიკეთე

406. შეუძლია თუ არა ადამიანს თავისი ნებით რაიმე სიკეთეზე ფიქრი?არც თუ იშვიათად ბუნებრივმა აზრმა შეიძლება კეთილი ფიქრი აღძრას, ამგრამ ესეც ღმერთს უნდა მივაწეროთ, რამეთუ ჩვენი ბუნების შემოქმედი ისაა. ხოლო ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სიკეთეს სხვაგვარად ვერ აღვასრულებთ, თუ არა ღვთის მცნებებით; ანუ, ჩვენი გული სიკეთის აღსრულებაში მაშინ მტკიცდება, როდესაც მათ თვალწინ წარმოვიდგენთ.
link
image

თემა: ეკლესია

837. კარგია თუ არა საეკლესიო ანგარიშების წარმოება?თუ შენ მათ ისე აწარმოებ, როგორც საეკლესიოს, მაშინ ეს საღმრთო ანგარიშსწორებაა, რამეთუ შენ ეკლესიის ეკონომოსი ხარ და საეკლესიო ანგარიშების წარმოება მოგეთხოვება, რათა სიჭარბის დროს გლახაკები და ობლები გამოკვებო, რომელთა მამა და გამომზრდელი ღმერთია (ფსალ. 67,6) და რათა სახლები მოუწყო მათ. ხოლო, როდესაც არ გექნება სიჭარბე, შემოსავლების გაზრდაზე იზრუნე. თუ სხვაგვარად იქცევი, მაშინ საეკლესიო ანგარიშებს კი არ აწარმოებ, არამედ მხედველობაში მხოლოდ საკუთარი სარგებელი გაქვს. ასეთი ქმედების დროს ანგარიშგება ეშმაკს ესათნოება და არა ღმერთს. ყველაფერი ღვთისნიერად აკეთე და მიიღებ მისგან საზღაურს.
link
image

თემა: ქრისტიანობა,  ქრისტიანული ცხოვრება,  ჭეშმარიტი ქრისტიანობა

848. (ამ პასუხის შეკითხვა არ წერია - შენიშვნა). მისწერე მას შემდეგი: მცირედი სიხარული როდი მოგვიტანა ჩვენ და ყველა ღვთისმოშიშს ქრისტეს რწმენაში თქვენმა მოსვლამ, მაგრამ ის კიდევ უფრო გაიზრდება, როდესაც თქვენში სულიერი ნაყოფის ზრდას... იხილეთ სრულად
link
image
image
1
2
3
4
5
image
image