image
image
1
2
3
4
5
image
image
Loading..
image

თემა: განსაცდელები,  გული,  ენა,  თვალი,  ყური

ვინც უდაბნოსა და მდუმარებაში ცხოვრობს, ის სამი განსაცდელისგან თავისუფალია: სმენის, ენისა და მზერისგან; მას მხოლოდ ერთი განსაცდელი აქვს - საკუთარი გულისგან.
link
image

თემა: ადამიანის სიყვარული ღვთისადმი,  ღმერთი

154. განწმენდილ და ღვთისმოყვარე სულში მყოფი გონება ჭეშმარიტად ხედავს ღმერთს, _ უშობელს, განუჭვრეტელსა და გამოუთქმელს, ერთადერთს წმინდას გულით განწმენდილთათვის.
link
image

თემა: ღვთის სათნო ყოფისათვის

161. წმინდანად იწოდება ის, ვინც განწმენდილია ბოროტებისა და ცოდვათაგან. ასე რომ, სულის უდიდესი წარმატება და ღვთისადმი სათნოყოფა ესაა ადამიანში ბოროტების არარსებობა.
link
image

თემა: გარდაცვალება

114. ისევე როგორც მუცელში დასრულებული სხეული აუცილებლად უნდა იშვას, ამგვარადვე სულიც, სხეულში ღვთივგანსაზღვრული ჟამის აღმსრულებელი, აუცილებლად უნდა გამოვიდეს სხეულიდან.
link
image

თემა: გონება

106. გონება ყველაფერს ხედავს, - იმასაც, რაც ცაშია, - და არაფერი აბნელებს მას, თუ არა მხოლოდ ცოდვა, ხოლო განწმენდილისთვის არაფერია ჩაუწვდომელი, ისევე როგორც სიტყვისთვის - გამოუთქმელი.
link
image

თემა: წმინდანები,  მაგალითი ადამიანებისა

კეთილსურნელების გამყიდველთან მისული ადამიანი სასიამოვნო სურნელს მიიღებს: ასევე ღვთისმოსავ მამებთან ურთიერთობის მქონე თავისდაშეუმჩნევლად ეჩვევა და მათ სათნოებებში ბაძავს.
link
image
image
1
2
3
4
5
image
image