image
image
2
3
4
5
6
image
image
Loading..
image

თემა: ლოცვა,  სულიერი მღვიძარება,  ხორციელი მღვიძარება

ლოცვა მღვიძარების სათნოებასთან ერთად სულს ასაზრდოებს – მით უმეტეს თუ მლოცველი ამავე დროს სულიერად მღვიძარებს, უსაფრთხოებას ანიჭებს მას, როგორსაც ჩვილი მშობლის ხელებზე განიცდის.
link
image

თემა: თანაგრძნობა

ობოლს, მით უფრო, როცა მას დედა არა ჰყავს, ის თუნდაც ზღარბივით იყოს, მაინც უნდა მოვეფეროთ, თანაგრძნობით და მხურვალე სიყვარულით, რათა იგი ჯერ გათბეს, გამხნევდეს და შემდეგ მისი გული გაიხსნას.
link
image

თემა: მადლი,  ვნებათაგან განთავისუფლება,  ვნებები

მადლმოსილი კაცი სხვებსაც გადასცემს ღვთაებრივ მადლს და ხორციელ ადამიანებს გარდაქმნის, ათავსუფლებს მათ ვნებათა ტყვეობისაგან და ამდენად მიაახლოებს ღმერთთან, სადაც ისინი ხსნას პოულობენ.
link
image

თემა: ღვაწლი,  სიმდაბლე,  განკითხვა

როცა ადამიანს სულიერი სიჯანსაღის მოპოვება სურს, გაძლიერებულად უნდა იმოღვაწეოს, დიდი თავმდაბლობა იქონიოს, არავის ცოდვები არ უნდა განიხილოს და განიკითხოს – მხოლოდ საკუთარი თავი განსაჯოს.
link
image

თემა: სინდისი

ვინც საკუთარ სინდისს არ იკვლევს, სარგებელს ვერც სასულიერო საკითხავიდან და ვერც ბერ-მონაზვნების რჩევა-დარიგებიდან მიიღებს. მას არც საღვთო მცნებების დაცვა ძალუძს, რადგან უგრძნობელი ხდება.
link
image

თემა: ადამიანის სიყვარული ღვთისადმი,  სიმშვიდე

ქრისტეს მხურვალე სიყვარული ყოველგვარ ნივთიერ საკვებზე მეტად ასაზრდოებს, სულსა და სხეულს უამრავ კალორიებს აწვდის, ხშირად წამლების გარეშეც კურნავს უკურნებელ სნეულებებს და სულებს ამშვიდებს.
link
image

თემა: სათნოებები,  უპოვარება,  სიყვარული,  ვნებები

სიყვარული, როცა იგი გარეგან უპოვრობასთან არის შეზავებული, ხელს უწყობს შინაგანი უპოვრობის მიღწევას – ვნებებთან მიმართებაში. უპოვრობის ეს ორივე სახე კი ადამიანს ღვთიური სათნოებებით ამდიდრებს.
link
image

თემა: ბოლო ჟამი

ჩვენთვის სრულიად არ არის აუცილებელი იმის ცოდნა, თუ როდის იქნება უფლის მეორედ მოსვლა, რადგან სიკვდილის შემდეგ ყველა იმის შესაბამისად იქნება გასამართლებული, რა მდგომარეობაშიც მას სიკვდილი ეწევა.
link
image

თემა: მოწყალება

ისინი, რომლებსაც მოწყალების გაცემის კეთილგანწყობა გააჩნიათ, მაგრამ არაფერს ფლობენ და გაცემის შეუძლებლობის გამო თვითგვემას განიცდიან, ამით უკვე წყალობენ, რადგან გულიდან გამონადენ სისხლს გასცემენ.
link
image

თემა: სიყვარული მოყვასისადმი,  სიყვარული

მათ, ვისაც სიყვარული გააჩნიათ და სწორად მოღვაწეობენ, ყველა სიმძიმე სიყვარულით გადააქვთ; მოყვასის სიყვარულის გამო ყველაფერს იკლებენ და მათ სიმშვიდეს თვითონვე ეწირებიან, რადგან მოყვასი თვით ქრისტეა.
link
image
image
2
3
4
5
6
image
image