image
image
53
54
55
Loading..
image

თემა: ქორწინება,  ჯვრისწერა

ვცხოვრობ მეორე სამოქალაქო ქორწინებაში, მაგრამ ჯვარდაწერილი მხოლოდ ერთხელ ვარ (პირველი ქორწინების დროს ჯვარი არ დამიწერია), ეკლესიის წესის მიხედვით რომელი ქორწინებაა ძირითადი?ძირითადი ჯვარდაწერილია. პირველის გამო კი უნდა შეინანო მოძღვართან აღსარებაში.
link
image

თემა: ლოცვა,  ჯადოქრობა

დღეს ძალზე მომრავლდნენ ჯადოქრები, ექსტრასენსები და ბნელი ძალების სხვა მსახურები, როგორ დავიცვათ თავი მათი ზემოქმედებისაგან? რომელი ლოცვები წავიკითხოთ და კიდევ რა ვიღონოთ?რათა თავი დავიცვათ ბნელი ძალებისაგან, არ ჩავიდინოთ მომაკვდინებელი ცოდვები და არ მივმართოთ სატანის მსახურებს - ჯადოქრებს, ექსტრასენსებს, ჰიპნოზიორებს (კოდირება), სხვადასხვა ჯურის მკურნალებს და ბნელი ძალების სხვა მსახურებს; სარგებელი სიწმიდეებით და ლოცვით მივიღოთ.
link
image

თემა: ლოცვა,  სახარების კითხვა,  ადგილი ლოცვისათვის

შიძლება სიარულის დროს ან დაწოლილ მდგომარეობაში ლოცვა? როდესაც სახლში ლოცულობ, აუცილებელლია სახარების კითხვისას ფეხზე დგომა? შეიძლება სახარების კითხვა საზოგადო ტრანსპორტში?როდესაც ლოცვის წესს არ ასრულებ, ლოცვა შეიძლება ნებისმიერ მდგომარეობაში, ხოლო როდესაც ლოცვის წესს ასრულებ, მაშინ რაიმეზე დაყრდნობაც და აუცილებლობის გარეშე ჯდომაც კი ცოდვაა. თუ, შეგიძლია სახარების კითხვა ფეხზე მდგომარე უკეთესია; ხოლო თუ დაიღალე, ან შეუძლოდ ხარ, მაშინ დამჯდარმა წაიკითხე მოწიწებით. საზოგადო ტრანსპორტში უმჯობესია ვიკითხოთ ფსალმუნები.
link
image

თემა: ღვთის აღიარება,  პირჯვრისწერა

აგვიხსენით, როგორ გავიგოთ სახარების სიტყვები: "რამეთუ რომელსა იგი სირცხვილ უჩნდეს ჩემი და სიტყუათა ჩემთაი, ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან არცხვინოს მას" (მარკ. VIII, 38)გახსოვდეს მუდამ: არ მოერიდო ქრისტეს სახელის აღიარებას პირჯვრის გადაწერით; არ მოიხსნა ჯვარი არც საერთოდ აბანოში და არც ექიმთან; თავი არ შეიკავო სიკეთესა და ბოროტებაზე საუბრისაგან; როდესაც მართმადიდებელ სარწმუნოებას ფეხქვეშ თელავენ, სამარცხვინოდ არ გაჩუმდე იმის შიშით, რომ ჩამორჩენილის და ფანატიკოსს გიწოდებენ, როგორც წუთისოფლის მკვიდრნი ეძახიან იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ, თავის ქრისტიანულ მოვალეობებს პირნათლად მოეკიდონ; სახლში იქონიე წმიდა ხატები.
link
image

თემა: ქორწინება,  ოჯახი,  მარხვა

შეიძლება დავარღვიოთ მარხვა და შევასრულოთ ცოლ-ქმრული მოვალეობა მცირედმორწმუნე მეუღლის სურვილით? თუ არა, მაშინ როგორ მოვიქცეთ მორიგი თხოვნის დროს, როდესაც ლაპარაკია სხვა პარტნიორის მოძებნაზე?წმიდა მოციქულ პავლეს აქვს ასეთი სიტყვები: "... ხოლო სიძვისთვის, კაცად-კაცადსა თავისი ცოლი ესვან, და თვითოეულსა თავისი ქმარი ესვან; ცოლი თვისთა ხორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ქმარი; ეგრეთცა ქმარიცა თვისთა ხორცთა არა უფალ არს, არამედ ცოლი. ნუ განეშორებით ურთიერთს, გარნა თუ შეთქუმთ რაიმე, ჟამ რავდენმე, რაითა მოიცალოთ ლოცვად და მარხვად და კუალად ურთიერთსავე იყვენით, რაითა არა განგცადნეს თქუენ ეშმაკმა უთმინოებითა თქუენითა" (1 კორ. VII, 2-5). ამ წერილის მიხედვით ეკლესიას აქვს წესი, რომ არ დაუშვას სიძვა ერთ-ერთი მეუღლის მხრიდან და დაუთმოს მცირედმორწმუნეს ამ საკითხში. მაგრამ ამ მცირედმორწმუნემ უნდა მოინანიოს თავისი მოუთმენლობის ცოდვა. არ შეიძლება ცოლქმრული კავშირი დიდმარხვის პირველ კვირას და ვნების შვიდეულში, აგრეთვე დიდ დღესასწაულებში და ერთი დღე ზიარებამდე.
link
image

თემა: მცნებები

შეცვალა თუ არა იესო ქრისტემ მოსესთვის ღმერთის მიერ მიცემული კანონი? ამ კითხვაზე პასუხი ვნახე ბიბლიაში. "ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჰხსნად სჯულისა, გინა წინასწარ-მეტყველთა; არა მოვედ დახსნად, არამედ აღსრულებად" (მათ.V,17). რატომ დღესასწაულობენ ეკლესიაში კვირა დღეს და არა შაბათს, როგორც ღმეთმა გვამცნო?თუ სახარებას ყურადღებით წაიკითხავთ, დაინახავთ, რომ ძველი აღთქმის ბევრი წესი (მოსეს კანონი) იესო ქრისტეში გამუდმებით უარყოფით დამოკიდებულებას იწვევდა. ნახეთ, როგორ ამხილა მან ფარისევლები და მოსეს წეს-ჩვეულებების კანონმცდნოები ამ კანონებისა და წეს-ჩვეულებების მხოლოდ გარეგნული პატივისცემისათვის. მაცხოვარი იქვე განმარტავს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეს კანონები: " გესმა, რამეთუ ითქვა: არა იმრუშო. ხოლო მე გეტყვით თქვენ, რამეთუ ყოველი, რომელი ჰხედვიდეს დედაკაცსა გულის თქმად მას, მუნვე იმრუშა მისთანა გულსა შინა თვისსა... " (მათ.v,27-47). გარდა ამისა " საქმე მოციქულთადანაც" გვახსოვს, როგორ უთხრა მაცხოვარმა პეტრე მოციქულს საჭმელზე, რომლის ჭამაც მოსეს კანონის მიხედვით აკრძალული იყო, როგორც უწმინდურისა: "რომელი იგი ღმერთმან წმიდა ჰყო, შენ ნუ შეგინებულ გიჩნს" (საქმ.X,15).
კიდევ ბევრი ადგილის მოტანა შეიძლება ახალი აღთქმიდან, წმიდა წერილიდან, სადაც ნათქვამია, რომ ძველი აღთქმის ბევრი წესი ქრისტიანისათვის აუცილებელი არ არის. ეკლესიის ისტორიიდან ვიცით, რომ უკვე პირველ საუკუნეში ქრისტიანები სალოცავად იკრიბებოდნენ არა შაბათ დეღეს, არამედ კვირას, ე.ი. ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის დღეს. აღდგომა კი - ქრისტეს ყველა მორწმუნისათვის ცენტრალური მოვლენა. "თუ ქრისტე არ აღმდგარა, ამაოა ჩვენი ქადაგება, და ამაოა ჩვენი რწმენაც". ამიტომაც შეიცვალა შაბათი კვირით.
link
image

თემა: ჯადოქრობა,  ლოცვა,  აღსარება,  ზიარება

წმიდა წიგნებში ამომიკითხავს, რომ ვნებიანი ადამიანის წიგნებით სარგებლობის დროს შეძლება ვნება გადაგედოს, ეს როგორ შესააბამება იმას, რომ არაფერი ხდება ღვთის ნების გარეშე? თუ ეს ასეა, რა შუაშია ნივთები? ეს ცრუმორწმუნოება ხომ არ არის? თუ ნივთს თავისთავად მნიშვნელობა არ აქვს, მაშინ ჯადოქრები რატომ მოქმედებენ თავად ნივთებით (სურსათ- სანოვაგე, წყალი და სხვ.)ღმერთი ადამიანს თვით ადამიანისავე მეშვეობით იცავს. ჯადოქრები ნივთებით, სურსათ-სანოვაგით იმიტომ მოქმედებენ, რომ ადამიანი თავის დასაცავად სიწმიდეებს არ იყენებს - არ ლოცულობს და საშველად არ უხმობს უფალს, სიწმიდეებით არ სარგებლობს, აღსარებას არ ამბობს და არ ეზიარება.
link
image
image
53
54
55