ID ბარათების - ელექტრონული პირადობების შესახებ (3)
აბორტი (80)
ადამი და ევა (25)
ადამიანი (145)
ადამიანის სიყვარული ღვთისადმი (243)
ადგილი ლოცვისათვის (4)
ავადმყოფობა (93)
აზარტით შეპყრობილება (5)
აზარტის მსგავსება ნარკომანიასთან (7)
აზარტულ დაწესებულებებში მოგებული ფული (6)
აზარტულ დაწესებულებებში მომსახურე პერსონალი (7)
აზარტული დაწესებულებების მეპატრონეთათვის (14)
აზარტული დაწესებულებების რეკლამირება (8)
აზარტული თამაშები - აზარტომანია - აზარტი (14)
აზარტული თამაშები ინტერნეტში (4)
აზრები (36)
აზროვნება (11)
ათეიზმი_ურწმუნოება (74)
ათი მცნება (13)
ამაოდმეტყველება (30)
ამაოება (6)
ამპარტავნება (290)
ანგარება (22)
ანგელოზი (26)
ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ (3)
ანტიქრისტე (20)
აპოკალიფსი (8)
აღდგომა (163)
აღზრდა (134)
აღსარება (102)
აღშფოთება (9)
ახალი წელი (9)
ბედისწერა (6)
ბედნიერება (131)
ბერ-მონაზვნობა (7)
ბიბლია (29)
ბილწსიტყვაობა (4)
ბოლო ჟამი (13)
ბოროტება (209)
ბოროტი - სამხიარულო ხუმრობები (11)
ბოროტი აზრები (33)
ბოროტი გულისთქმანი (19)
ბოროტი ზრახვები (54)
ბოროტი საქმეები (20)
ბუდა ბარის შესახებ (6)
ბუნება (22)
გალობა (3)
გამოცხადებები (12)
განათლება (35)
განდეგილობა (7)
განკითხვა (229)
განმარტოება (45)
განრისხება (12)
განსაცდელები (313)
განსჯა (51)
განუწყვეტელი ლოცვა (51)
განღმრთობა (7)
გარდაცვალება (33)
გარდაცვლილთა პატივისათვის (19)
გარდაცვლილთათვის გლოვა (3)
გარეგნობა (9)
გართობა (8)
გაღიზიანება (12)
გემოთმოყვარება (16)
გინება (10)
გლახაკი (7)
გლოვა ცოდვებისათვის (106)
გმობის გულისთქმები (26)
გმობის ზრახვები (7)
გონება (147)
გონების განწმენდა (10)
გონების დაცვა (13)
გრძნობები (15)
გულგრილობა (5)
გულგრილობა ბოროტი ზრახვების მიმართ (4)
გულგრილობა ლოცვაში (3)
გულგრილობა სარწმუნოებაში (5)
გული (188)
გულის განწმენდა (44)
გულისთქმანი (23)
გულისწყრომა (7)
გულმოდგინება (9)
დავითგარეჯის შესახებ (3)
დათმობა (3)
დალოცვა (3)
დაუდევრობა (9)
დაყუდება (11)
დაცემა (4)
დაცინვა (7)
დედაკაცი (72)
დემონი (12)
დიდებისმოყვარეობა (40)
დიდი მარხვა (8)
დოგმატები (3)
დრო (25)
დრო ლოცვისათვის (3)
დროის უქმად კარგვა (13)
დუმილი (10)
დღესასწაული (26)
ეგოიზმი (26)
ეკლესია (229)
ეკლესიაში დუმილი (9)
ეკლესიაში კრძალვა (16)
ეკლესიაში ლოცვა (20)
ენა (52)
ეპიტიმია (3)
ერესი (66)
ერთგულება (17)
ერთობა (15)
ერთსულოვნება (6)
ერი (11)
ეშმაკი (156)
ვერცხლისმოყვარება (78)
ვნებათაგან განთავისუფლება (16)
ვნებები (164)
ზეთისცხება (3)
ზეცა (4)
ზიარება (119)
ზნეობა (57)
ზნეობრივი ლიტერატურის კითხვა (9)
ზომიერება (8)
ზრახვები (51)
თავგანწირვა (23)
თავდაჯერებულობა (9)
თავისუფალი ნება (54)
თავისუფლება (75)
თავშეუკავებლობა (5)
თამბაქო (3)
თანაგრძნობა (20)
თანასწორობა (6)
თეატრი - კინო (4)
თვალი (8)
თვითმკვლელობა (23)
თვითნებობა (6)
იესოს ლოცვა (111)
იმედი (5)
კადნიერება (4)
კაზანტიპის შესახებ (4)
კამათი (20)
კარტის შესახებ (6)
კაცთმოთნეობა (6)
კეთილგონიერება (5)
კეთილდღეობა (23)
კეთილი აზრები (8)
კეთილი ზრახვები (24)
კეთილი საქმეები (188)
კრძალულება (7)
კულტურა (21)
ლანძღვა (3)
ლმობიერება (8)
ლოცვა (484)
ლოცვა გარდაცვლილთათვის (4)
ლოცვაში მრავალსიტყვაობა (6)
ლოცვის ხანგრძლივობა (4)
ლოცვის ხარისხები (8)
ლოცვისას გონებაგაფანტულობა (18)
ლოცვისთვის მომზადება (4)
მაგალითი ადამიანებისა (41)
მადლი (135)
მადლიერება (6)
მადლის დაკარგვა (12)
მადლის მოქმედება (24)
მადლის შენარჩუნება (7)
მაიას ტომის წინასწარმეტყველება 2012 წლის დეკემბერი (4)
მამაო ჩვენო (21)
მარადისობა (37)
მართლმადიდებლობა (61)
მარხვა (103)
მაღალი და დაბალი წოდება (18)
მდუმარება (34)
მეგობრობა (53)
მევახშეობა (7)
მემარცხენე ზრახვები (5)
მემთვრალეობა (34)
მეორედ მოსვლა (7)
მეფე (13)
მეცნიერება (30)
მზაკვრობა (7)
მზერა (4)
მზვაობრობა (5)
მთავრობისმოყვარეობა (3)
მიტევება (89)
მკვლელობა (61)
მკითხაობა (9)
მოვალეობანი მშობლების მიმართ (20)
მოთმინება (174)
მომხვეჭელობა (13)
მომხვეჭელობა (6)
მონაზვნობა (58)
მონაზონთათვის (105)
მონარქია (4)
მონასტერი (15)
მორჩილება (90)
მოუთმენლობა (9)
მოყვასთან ურთიერთობა (13)
მოყვასი (21)
მოჩვენებითი სიმშვიდე (4)
მოძღვართათვის (5)
მოძღვარი (14)
მოწყალება (296)
მოწყინება (33)
მრავლისმეტყველება (13)
მრავლისმეტყველება (5)
მრისხანება (128)
მრუშობა (24)
მრწამსი (13)
მტერობა (84)
მღვდელმსახურება (7)
მღვდლობა (30)
მშვიდობა (74)
მშობლები (9)
მცნებათა დაცვა (110)
მცნებები (17)
მძინარება (4)
მწუხარება (204)
მხილება (50)
ნათლისღება (42)
ნარკომანია (22)
ნაყროვანება - მუცელღორობა (36)
ნიჭი (18)
ნუგეშინისცემა (9)
ოთხშაბათის და პარასკევის მარხვა (3)
ომი (8)
ოცნება (7)
ოჯახი (53)
პატივმოყვარეობა (135)
პატიოსნება (5)
პატრიოტიზმი (18)
პირფერობა (42)
პირჯვრისწერა (7)
რა არის აზარტი და რატომ არის ცოდვა (9)
რელიგია (36)
რელიგია და მეცნიერება (24)
როგორ განვთავისუფლდეთ აზარტის ვნებისგან (14)
როგორ დავეხმაროთ აზარტით შეპყრობილებს (18)
რჩევის მიღება (16)
რჩევის მიცემა (14)
რჩეული (7)
რწმენა (325)
რჯულის კანონები (14)
საზრდელის მიღება (27)
სათნოებები (318)
საკუთარ თავზე მინდობა (30)
საკუთარი თავის გამართლება (9)
საკუთარი თავის გამტყუნება (12)
საკუთარი თავის განკითხვა (5)
საკუთარი თავის მართლება (14)
საკუთარი თავის სიყვარული (15)
საკუთარი თავის უარყოფა (37)
საკუთარი თავის ფლობა (8)
საკუთარი თავის ქება (22)
საკუთარი თავის შეცნობა (66)
საკუთარი ნების უარყოფა (12)
სამართლიანობა (26)
სამება (8)
სამკაულები (8)
სამოთხე (11)
სამოქალახო ხელისუფლება (33)
სამშვინველი (3)
სანთელი (10)
საპატრიარქოსა და სიონს შორის აშენებულ სამორინეზე (11)
სარწმუნოება (31)
სასოება (8)
სასოწარკვეთილება (56)
სასულიერო ხელისუფლება (13)
სასუფეველი (91)
სასწაულები (118)
საუნჯე (4)
საქართველო (44)
საქმე (77)
საღვთო სჯული (11)
საშინელი სამსჯამრო (35)
სახარება (48)
სახარების განმარტება (21)
სახარების კითხვა (82)
სახელმწიფო (24)
სახელმწიფოს როლი აზარტული თამაშების მიმართ (7)
სახმართმოყვარება (12)
სექტანტების ლიტერატურის კითხვა (13)
სექტანტობა (15)
სიამაყე (43)
სიბერე (28)
სიბილწე (11)
სიბოროტე (27)
სიბრალული (3)
სიბრძნე (80)
სიბრძნისმოყვარება (7)
სიზარმაცე (40)
სიზმარი (12)
სიკეთე (212)
სიკვდილი (80)
სიკვდილის მოლოდინი (20)
სიკვდილის ხსოვნა (42)
სიმამაცე (12)
სიმართლე (62)
სიმდაბლე (376)
სიმდიდრე (185)
სიმტკიცე (7)
სიმშვიდე (132)
სინანული (226)
სინდისი (83)
სისულელე (3)
სისუსტე (5)
სიტყვა (75)
სიფრთხილე (8)
სიღარიბე (89)
სიყვარული (258)
სიყვარული - მიჯნურობა (7)
სიყვარული გლახაკთა მიმართ (13)
სიყვარული მოყვასისადმი (233)
სიყვარული მტრისადმი (40)
სიყვარული ცოდვებისადმი (6)
სიყმაწვილე (28)
სიცილი (7)
სიცოცხლე (15)
სიცრუე (48)
სიძვა (52)
სიძულვილი (35)
სიძუნწე (13)
სიწმინდე (86)
სიწრფელე (4)
სიხარული (74)
სრულყოფილება (21)
სტუმართმოყვარეობა (12)
სულგრძელება (16)
სული (103)
სული გარდაცვალების შემდეგ (5)
სულიერი ბრძოლა (96)
სულიერი დაცემა (56)
სულიერი მოძღვარი (39)
სულიერი მღვიძარება (54)
სულის უგძნობელობა (3)
სულმოკლეობა (7)
სხეული (56)
სხეული (3)
ტალანტი (13)
ტაძარი (5)
ტელევიზორი (55)
ტექნიკური პროგრესი (25)
ტრადიციული ღირებულებები (10)
უბედურება (93)
უბრალოება (20)
უდებება (7)
უვნებელობა (27)
უზნეო ლიტერატურის კითხვა (3)
უზნეობა (13)
უკეთური ფულით კეთილი საქმეების კეთება (8)
უმადურობა (9)
უმანკოება (4)
უმეცრება (10)
უპოვარება (12)
ურჩობა (11)
უსამართლობა (19)
უსაქმურობა (18)
უფალი იესო ქრისტე (216)
უღმერთობა (4)
უცოდინრობა (5)
უწმინდურება (11)
ფარისევლობა (27)
ფერიცვალება (6)
ფილოსოფია (7)
ფიცი (6)
ფსალმუნები (31)
ფუფუნება (7)
ქალწულება (21)
ქება (40)
ქედმაღლობა (24)
ქველმოქმედება (18)
ქვეშევრდომთა მოვალეობანი (11)
ქმარი (10)
ქორწინება (45)
ქრისტიანობა (124)
ქრისტიანული ცხოვრება (47)
ქურდობა (25)
ღალატი (8)
ღვაწლი (97)
ღვთის სახელის ხსენება (15)
ღვთის არასათნო ლოცვა (17)
ღვთის აღიარება (4)
ღვთის განგება (34)
ღვთის განკაცება (74)
ღვთის გმობა (8)
ღვთის გულმოწყალება (19)
ღვთის დაშვება (8)
ღვთის თაყვანისცემა (14)
ღვთის იმედი (43)
ღვთის მსჯავრი - სასჯელი (63)
ღვთის ნება (44)
ღვთის სათნო ყოფისათვის (60)
ღვთის სამართალი (10)
ღვთის სიყვარული ადამიანისადმი (74)
ღვთის უარყოფა (11)
ღვთის ყოვლისშემძლეობა (6)
ღვთის შიში (92)
ღვთის ძიება (20)
ღვთის წყალობა (27)
ღვთის ხსოვნა (35)
ღვთისადმი ვედრება (7)
ღვთისადმი მადლიერება (23)
ღვთისათვის თავგანწირვა (19)
ღვთისაკენ სწრაფვა (10)
ღვთისმსახურება (39)
ღვთისმსახურთა მიმართ (36)
ღვთისმსახურთა პატივი (15)
ღვინო (13)
ღმერთზე მინდობა (42)
ღმერთი (436)
ღმრთისმეტყველება (24)
ღმრთისმშობელი (42)
ყურადღება (27)
ყური (9)
შეურაცხყოფა (65)
შთამომავლობა (8)
შიში (39)
შობა (118)
შრომა (116)
შური (82)
შურისძიება (35)
შფოთი (18)
ჩაგვრა (3)
ჩაცმულობა (6)
ჩვევები (13)
ჩვეულებები (7)
ცდუნება (25)
ცილისწამება (40)
ციხეში პატიმრების წამების შესახებ (7)
ცნობისმოყვარეობა (4)
ცოდვა (641)
ცოდნა (68)
ცოლი (26)
ცრურწმენა (5)
ცუდმედიდობა (16)
ცხოველები (43)
ცხოვრების არსი (13)
ცხონება (202)
ძაგება (8)
ძალადობა (17)
ძალაუფლება (5)
ძვირის ხსენება (21)
ძვირის ხსოვნა (13)
ძილი (10)
წარმოდგენები ლოცვისას (7)
წესი ქრისტიანის გარდაცვალებისა (4)
წმინდანები (124)
წმინდანთა სწავლების კითხვა (52)
წმინდანთა ცხოვრების კითხვა (18)
წუთისოფელი (129)
წუთისოფელში ცხოვრების მიზანი (70)
წუთისოფლის ამაოება (65)
წუთისოფლის საზრუნავები (22)
წუთისოფლის სიამოვნებანი (43)
წუთისოფლის სიყვარული (13)
წუთისოფლის სიძულვილი (12)
წუთისოფლის უარყოფა (18)
წუწუნი (10)
წყევლა (9)
წყენა (58)
ჭეშმარიტება (88)
ჭეშმარიტი ქრისტიანობა (93)
ჭორაობა (5)
ხატი (16)
ხელმძღვანელთა მოვალეობანი (39)
ხელოვნება (5)
ხიბლი (38)
ხორციელი მღვიძარება (36)
ჯადოქრობა (6)
ჯანმრთელობა (13)
ჯვარი (64)
ჯვრისწერა (4)
ჯოჯოხეთი (41)
ჰელოუინის შესახებ (3)
ჰომოსექსუალიზმი (8)
მოძღვარი: ილია II
წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) [გვ. 64]
თემა: ტრადიციული ღირებულებები,  აღდგომა

სააღდგომო ეპისტოლე - 2004

ტრადიციულ და ზნეობრივ ფასეულობებს დაცვა სჭირდება

საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველ ერთგულსა და ღვთივკურთხეულ შვილს:

მთავარი სიბრძნე სიბრძნის მოხვეჭაა; ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა უნდა მოიხვეჭო. დააფასე იგი და აღგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავ (სიბ. სოლ. 4, 7-8).

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, ბერ-მონაზონნო, მეცნიერნო და მუშაკნო, ხელისუფალნო და საზოგადო მოღვაწენო, ჩვენო საყვარელო ახალგაზრდებო, ყოველნო ღვთისმოყვარენო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის მკვიდრნო და სამშობლოს გარეთ დროებით მცხოვრებნო ჩვენო თანამემამულენო: "კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!"
    მაცხოვრის აღდგომის სიხარულით აღვსილი, ყველას გულითადად გილოცავთ პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს:
    ქრისტე აღდგა!
    უფალი ბრძანებს: "... ამისთვის შობილ ვარ და ამისთვის მოვივლინე სოფლად, რაითა ვწამო ჭეშმარიტი" (ინ. 18,37). ჭეშმარიტება! რა ახლოსაა და, ამავე დროს, რა მიუწვდომელია იგი. ყოველდღიურად თითქოს ვუახლოვდებით, მაგრამ ის მაინც შორეულად რჩება, ალბათ, იმიტომ, რომ ჭეშმარიტებას სადღაც გარეთ, საკუთარი თავის მიღმა ვეძიებთ და ვერ ვგრძნობთ, რომ იგი სინამდვილეში ჩვენშია.
    მაშ, როგორ მივეახლოთ მას? უფლის პასუხი ასეთია: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე" (ინ. 14,6). დიახ, ჭეშმარიტება თვით იესო ქრისტეშია და რამდენადაც ახლოს ვართ უფალთან, იმდენად ახლოს ვართ ჭეშმარიტებასთანაც. მის მადლს, როგორც არასდროს, ყველაზე ძლიერად სწორედ პასექის დღეებში შევიგრძნობთ.
    ქრისტეს აღდგომით ზეიმობს ღვთაებრივი მარადიული ჭეშმარიტებაც და ჩვენც მონაწილენი ვხდებით ამ საოცარი სიხარულისა. რომ არა ეს დღესასწაული, ჩვენი სარწმუნოება აზრს დაკარგავდა. ამიტომაც წერს პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში: "უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო სამე არს ქადაგება ესე ჩუენი და ამაო არს სარწმუნოებაი ეგე თქუენი" (I კორ. 15,14).
    დღეს კაცობრიობა იმდენად მოცულია მიწიერი და მატერიალური პრობლემებით, რომ სულიერი და ზნეობრივი საკითხები თითქმის აღარ ახსოვს. სულიერებას მოკლებული ადამიანი უფრო და უფრო ინთქმება ცოდვის, სიძულვილისა და სასოწარკვეთილების უფსკრულში. ყოველ ჩვენგანს დიდი დაკვირვება ჰმართებს, რათა გამოიცნოს, სადაა ჭეშმარიტება და სად – სიცრუე. ამის გარჩევა უძველეს დროშიც უჭირდათ. ამიტომაც იყო, რომ წინასწარმეტყველმა სოლომონმა სამეფო ტახტზე ასვლის წინ უფლისგან სწორედ სიბრძნე და გონიერი გული ითხოვა, რათა ქვეყნის სამართლიანად მართვა და სიკეთისა და ბოროტების გამიჯვნა შეძლებოდა.
    ამქვეყნად ცოდვა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საზოგადოება მას ადრე მანკიერებად აღიქვამდა და მისგან თავის დაღწევას ცდილობდა. დღეს მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ უფლის მცნებების დარღვევა მიუღებლად აღარ მიიჩნევა, პირიქით, საჯაროდ ხდება ცოდვის პროპაგანდა და მას ადამიანისთვის დამახასიათებელ ბუნებრივ თვისებად წარმოაჩენენ. საზოგადოებაში უკვე გაჩნდა ფილოსოფიური ტერმინი – "ხრწნილებისადმი შეგუება".
    დიახ, დამკვიდრდა ე.წ. "თავისუფლება", ანუ პრინციპი – "ყველაფერი ნებადართულია". ფილოსოფოსი ნიკოლოზ ბერდიაევი წერს: "ადამიანმა შეიყვარა ცრუ თავისუფლება. ამგვარ თავისუფლებას ის უჩვეულო დაჟინებით ესწრაფვის და მის გარეშე უკვე აღარაფერი სურს".
    ამ ზღვარდაუდებელი "თავისუფლების" სახელით დღეს ურცხვად გვთავაზობენ გარყვნილების ლეგალიზაციას, ბავშვების გახრწნას, უხამს კინოპროდუქციას; შეუძლებელია არ გაგაოცოს ძალადობის, ყაჩაღობის, მკვლელობის პროპაგანდამ, ზოგადსაკაცობრიო, ეროვნული, ზნეობრივი და სულიერი ფასეულობებისადმი უპატივცემულობამ, რაც ჩვენს დაბალ კულტურასა და პროვინციალიზმზე მეტყველებს. ამას არ შეიძლება ეწოდოს თავისუფლება, ეს არის მონობა ცოდვისა და მანკიერებისა, ესაა გზა თვითგანადგურებისა და სულიერი სიკვდილისა.
    აღნიშნული საკითხი არა მარტო ზნეობრივი პრობლემაა, არამედ სახელმწიფოებრივიც. მორალის გარეშე დარჩენილი საზოგადოება ძლიერ ქვეყანას ვერ ააშენებს. ამიტომაც ანიჭებენ ამ საკითხს ცივილიზებულ ქვეყნებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
    ეს თემა ჩვენი საზოგადოებისთვისაც მეტად მტკივნეულია. მასზე ჩვენ არაერთხელ გავამახვილეთ ყურადღება, მაგრამ ადრინდელმა მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო. ვიმედოვნებთ, ახალი ხელისუფლება, რომლის ნდობაც ხალხს დიდი აქვს, გაითვალისწინებს მოსახლეობის ფართო ფენების დამოკიდებულებას და ქმედით ნაბიჯებს გადადგამს მდგომარეობის გამოსასწორებლად.
    განსაკუთრებულ ყურადღებას ასევე საჭიროებს სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში ჩვენი ახალგაზრდების აღზრდის საკითხი. უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს საუბარი სასწავლო პროგრამების განახლებასა და ახლის შემუშავებაზე.
    ბოლო დროს მოსახლეობაში დიდი მღელვარება გამოიწვია ბავშვების სექსუალური აღზრდის პროექტმა. ის, რაც კულუარულად იყო ცნობილი, ალბათ, ვერ განხორციელდება საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი პოზიციის გამო. ჯერ-ჯერობით უცნობია მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სასწავლო პროგრამებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ განათლების სამინისტროს არ უნდა დაეკისროს; განათლების რეფორმა პრეზიდენტისა და მთავრობის განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს და, რადგან საქმე ერის მომავალს ეხება, მისი განხილვა ფართო საზოგადოებრიობის მსჯელობის საგნად უნდა იქცეს.
    თუ ჯანსაღი, ქვეყნის ერთგული, ძლიერი თაობის აღზრდა გვსურს, დიდი დრო უნდა დაეთმოს ქართული ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიის სწავლებას, შრომის კულტურას, აზროვნების განვითარებას, სამშობლოსადმი თავდადებისა და ვაჟკაცობის ამსახველი ქართული და უცხოური ნაწარმოებების გაცნობას.
    კარგად გვესმის, რომ არ შეიძლება მხოლოდ ძველი სტერეოტიპებით ცხოვრება. ჯერ კიდევ რომაელები ამბობდნენ: დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთადო, მაგრამ ისიც აუცილებელია, რომ ახალი ღირებულებების შეთვისებისას, არ დავკარგოთ ჩვენი ტრადიციული და ზნეობრივი ფასეულობანი.
    ცალკე უნდა შეიქმნას აღზრდის პროგრამა, რაც გულისხმობს ურთიერთობების კულტურისა და ქცევის წესების შესწავლას. დღეს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ეს მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია უგულვებელყოფილია და მისთვის მხოლოდ ოჯახი ზრუნავს. საჭიროა აღზრდის საერთო მეთოდით ხელმძღვანელობდეს და ურთიერთკავშირში იყოს ოჯახიც, ეკლესიაც და სასწავლებელიც, ანუ გამთლიანდეს ის გარემო, სადაც მოზარდი ყალიბდება.
    ცნობილი ხელოვანი, შესანიშნავი მკვლევარი, წარმატებული ფერმერი, ან ბიზნესმენი, კარგი მუშა ან ნიჭიერი ახალგაზრდა როგორც ადამიანი, შეიძლება სულაც არ იყოს ზნეობრივი პიროვნება. სულიერი ღირსებების გარეშე კი ნებისმიერი ადამიანი ფასს კარგავს და მისი არსებობა ქვეყანას დიდ სიკეთეს ვერ მოუტანს. იმედია, ჩვენ არ გვსურს ასეთი თაობის აღზრდა.
    როგორც პიროვნების, ისე საზოგადოების ჩამოყალიბებაში სერიოზული წვლილი დღეს ეკლესიასაც შეაქვს. ამიტომ მინდა, შევჩერდე სასულიერო პირის მნიშვნელობასა და ფუნქციაზე.
    მღვდლობა – მოძღვრობაა, ესაა ცხოვრება უფლისა და მოყვასისათვის. ჩვენს ეკლესიაში ეს განცდა ნამდვილად არის, მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთი შემთხვევებიც იჩენს თავს, როცა მღვდლები თავიანთ სულიერ შვილებთან მიმართებაში შეცდომას უშვებენ, უხეშად ერევიან მათ პირად ცხოვრებაში, ზოგჯერ კი ოჯახის შექმნას თუ ბერად აღკვეცას აიძულებენ.
    ლონდონში მრავალი წელი მსახურობდა მიტროპოლიტი ანტონი (ბლუმი), რომელსაც კარგად ვიცნობდი. იგი დიდი სულიერებით გამოირჩეოდა. აი, რას წერს იგი ამ საკითხზე: "ჩემი აზრით, ამგვარი მდგომარეობა აღმაშფოთებელია, რადგან ძალადობა პიროვნებას სულიერად ამახინჯებს, ამიტომაც, უკიდურესად მკაცრი ზომები უნდა მივიღოთ, ასეთი რამ რომ არ მოხდეს, - რადგან ბერობაც და ოჯახის შექმნაც ადამიანის თავისუფალ ნებას და გონივრულ მიდგომას საჭიროებს".
    ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მონასტრის წინამძღვარსა და მის მორჩილებაში მყოფ სასულიერო პირთა შორის ურთიერთობები განსხვავდება სამღვდელოებასა და მის მრევლს შორის დამოკიდებულებისგან. ეს განსხვავება კი იმას გულისხმობს, რომ მოძღვრები თავიანთი სამწყსოს სულიერი მრჩევლები არიან და არა მათი ბედის განმკარგველნი, "სიყვარულით მწყსიდეთ თქვენდამი რწმუნებულ სამწყსოს და ნუ ეუფლებით მას," – გვმოძღვრავს პავლე მოციქული.
    სამწუხაროდ, ისიც ხდება, რომ მოძღვრები თავიანთ სულიერ შვილებს გამოყოფენ სხვა მრევლისგან და ნებას არ აძლევენ, სულიერ საკითხებზე სხვა მღვდლებსაც მიმართონ, თვითონაც შეკითხვის ან აღსარებისთვის მისულ სხვა მოძღვრის სულიერ შვილებს არ იღებენ, რითაც მრევლში განყოფა შეაქვთ. ასეთი დამოკიდებულება გაუმართლებელია და აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.
    მეუფე ანტონი (ბლუმი) ჭეშმარიტი მოძღვრის მსახურებას წმიდა იოანე ნათლისმცემლის მისიას ადარებს. მოძღვარს ადამიანები უფალთან უნდა მიჰყავდეს და არა საკუთარ თავთან; მღვდელი არ უნდა ამაყობდეს იმით, რომ მასთან მრავალი ადამიანი დადის. უმრავლესობა ამ ადამიანებისა სულიერად გამოუცდელია: ისინი, სხვადასხვა განსაცდელით შეწუხებულნი, ნუგეშსა და თანადგომას ეკლესიაში ეძებენ. მათთან მიმართებაში სასულიერო პირი უფლის მადლის გამტარი უნდა იყოს და არა საკუთარი იდეების მქადაგებელი; იგი ადამიანებს არა საკუთარი თავის, არამედ ქრისტეს, ეკლესიისა და სახარების გარშემო უნდა კრებდეს.
    არის სამწუხარო შემთხვევები, როდესაც მოძღვარი თავის მრევლს ისეთ შთაბეჭდილებას უქმნის, რომ იგი თითქოს სხვებზე უფრო მადლმოსილი იყოს, რითაც სხვა მღვდლებისადმი ნებსით თუ უნებლიეთ, უნდობლობას უნერგავს. როგორც კი მოძღვარს ვინმე ამგვარ დამოკიდებულებას შეამჩნევს, უნდა განშორდეს მას და სხვას მიმართოს.
    ღვთის მადლით აღვსილი სასულიერო პირი არასდროს განიკითხავს და დაამცირებს სხვას, მით უმეტეს მღვდელს.
    გახსოვდეთ, თუ ნებისმიერ ადამიანს, განსაკუთრებით ღვთისმსახურს, გაუჩნდება განცდა საკუთარი უპირატესობისა, ეს მისი სულიერი დაცემის დასაწყისია.
    მინდა, შეგახსენოთ მაგალითი წმინდანთა ცხოვრებიდან: ღირსმა ანტონი დიდმა, ეგვიპტეში ბერ-მონაზვნური ცხოვრების დამაარსებელმა, შეიტყო, რომ თებეს უდაბნოში მოღვაწეობდა წმიდა ბერი პავლე თებაიდელი. მოხუცებულობის მიუხედავად იგი თებეში გაემგზავრა, რათა მისგან კურთხევა და წმიდა ლოცვები გამოეთხოვა. პავლე თებაიდელი დაყუდებული იყო და საერთოდ არავის იღებდა, მაგრამ ანტონი დიდის თხოვნამ თავისი ქნა და კარი გააღო. ორი ცრემლმორეული მეუდაბნოე ერთმანეთს გადაეხვია, მათ ერთმანეთი არასოდეს ენახათ, მაგრამ შეხვედრისას ერთმანეთს სახელებით მიმართეს და როგორც უახლოესმა სულიერმა ძმებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
    პავლე თებაიდელის სიწმიდითა და სულიერი სიმაღლით შეძრული, უდაბნოში უკან დაბრუნებული ანტონი დიდი გოდებით ამბობდა: "ჰოი, როგორი უბადრუკი და გლახაკი ცოდვილი ვარ! მე ვიხილე ილია, ვიხილე იოანე უდაბნოში, ვიხილე პავლე სასუფეველში".
    ასე სწუხდა თავისი უღირსების გამო ეს უდიდესი მოღვაწე ბერი, მაშინ, როდესაც ათასობით ადამიანისთვის თვითონ იყო საოცარი მაგალითი სიმშვიდისა, სიწმინდისა, ღვთივგანბრძნობილობისა, მარხვისა, ლოცვისა და სხვა მრავალ სათნოებათა.
    ცნობილია ანტონი დიდის დიალოგი მის სულიერ შვილთან: წმინდა მამა ეკითხება: "შვილო ჩემო, რატომ ხარ მდუმარედ?" იგი კი პასუხობს: "მამაო ჩემო, ჩემთვის შენი ყურებაც საკმარისია და მრავლის მთქმელი". როგორი სიყვარული და მადლმოსილებაა ამ სიტყვებში!
    ეს გრძნობა მარადიულია და მისი ძალა ულევი. არაფერი ისე არ აახლოებს ადამიანებს, როგორც სიყვარული და წმინდა ცხოვრება. უფალი მოგვიწოდებს: "... იყუარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარეთ თქუენ" (ინ. 15,12). დღეს კი საზოგადოებას დაახლოების ახალ საშუალებას – გლობალიზაციას სთავაზობენ. როგორც თ. დოსტოევსკი ამბობს: "კაცობრიობის მოთხოვნილებად იქცა მსოფლიო და საყოველთაო ერთობა".
    ჩვენ ყველანი ყურადღებითა და სიფრთხილით ვადევნებთ თვალს ამ პროცესს. თუმცა გლობალიზაცია, შესაძლოა, სხვადასხვაგვარად გავიგოთ და ამის მიხედვით, მისდამი დადებითად ან უარყოფითად განვეწყოთ.
    ის, რომ პატარა სახელმწიფოები უმეტეს შემთხვევაში დიდი სახელმწიფოების გავლენის ქვეშ იმყოფებიან და საერთაშორისო ურთიერთობებშიც ხშირად ძალისმიერი პოლიტიკა დომინირებს, ფაქტია, მაგრამ ისიც რელობაა, რომ ასეთი პოლიტიკა გლობალიზაციის პირობებში დიდი ზიანის მომტანი იქნება. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ თუკი გლობალიზაცია აღქმული იქნება, როგორც მხოლოდ უძლიერესის ძალაუფლება, მას სტაბილურობა არ მოჰყვება, - პირიქით, მსოფლიოს მოიცავს დაძაბულობა. ასე რომ არ მოხდეს, გლობალიზაციის შესაძლო ნეგატიური გამოვლინებანი უნდა აღმოიფხვრას: ბატონობის პოლიტიკა ურთიერთნდობის, თანამშრომლობისა და მოლაპარაკებების პოლიტიკით უნდა შეიცვალოს, კონფლიქტური ან თავდაცვითი ტაქტიკა სამართლიან, ურთიერთხელსაყრელ და კონსტრუქციულ დიალოგად უნდა იქცეს. საჭიროა ამ პროცესებს ჩვენი ქვეყანა მომზადებული შეხვდეს. ვფიქრობ, ამისთვის საუკეთესო გზაა ჩვენი და უცხოელი მეწარმეებისა და მეცნიერების მიერ ერთობლივი პროექტების შემუშავება (სადაც ქვეყნის ინტერესები აუცილებლად იქნება დაცული), კულტურის მოღვაწეთა თანამშრომლობა, ცივილიზაციათა დიალოგი. საჭიროა ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის როგორც ჩვენი, ისე ნებისმიერი სხვა ერის თვითმყოფადობას, მის ეროვნულ ღირებულებებს და, ამასთან, მეზობელ სახელმწიფოებთან კონფლიქტის გარეშე, ყველას მისცემს საშუალებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და შენარჩუნებისა.
    ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისათვის აუცილებელია ერის გამთლიანება. ამ მიმართულებით ხელისუფლებამ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა და ჩვენმა ეკლესიამაც თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას დაბადების 65 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში. ეს პროცესი კვლავაც უნდა გაგრძელდეს და გაღრმავდეს, თუმცა უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ საუკუნეების მანძილზე გარეშე ძალა ყოველთვის ცდილობდა ქვეყნის დაყოფას და კუთხურობის ნიშნით დაპირისპირების შექმნას. დღესაც, თბილისსა და აჭარას შორის წარმოქმნილი პოლიტიკური დაძაბულობა გარკვეულმა ძალებმა სცადეს ქართველებსა და აჭარლებს შორის დაპირისპირებად წარმოეჩინათ. ამ პროვოკაციას ჩვენმა ხალხმა, მათ შორის აჭარის მოსახლეობამაც, საკადრისი პასუხი გასცა, - ჩვენ ვართ ერთი ერი, ერთი სახელმწიფო, გვაქვს ერთი კულტურა და ერთი ისტორია. ჩვენი განუყოფელი ნაწილია აფხაზეთიც და სამაჩაბლოც.
    როდესაც ამ პრობლემებზე ვსაუბრობთ, თავისთავად დგება საკითხი ეკლესიის როლის შესახებაც. მართლმადიდებელი ეკლესია – ეს არის ღვთის მიერ მოწოდებულ ადამიანთა ერთობა, რომლის მიზანია დაიცვას უფლის მცნებები და აღასრულოს მისი ნება. გვწამს, რომ ამქვეყნიურ ყოფაში სულიერი ცხოვრებისა და საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის გარეშე პიროვნების შინაგანი სრულყოფა და ღმერთთან სიახლოვე შეუძლებელია. ეკლესია კაცობრიობისათვის უდიდესი მადლია. ესაა ღვთის წყალობა, მომნიჭებელი ცოდვათა მიტევებისა და განწმენდისა, სიკვდილზე გამარჯვებისა და ხსნისა.
    საუკუნეთა მანძილზე ბოროტი ძალა სხვადასხვა სახით ებრძოდა ქრისტეს ეკლესიას. ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. ხშირია შემთხვევა, როდესაც იბეჭდება ცილისმწამებლური წერილები და გამიზნულად ხდება ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის უნდობლობის გაღვივება. მათ ავტორებს ავიწყდებათ, რომ ეკლესია მაცხოვრის მისტიკური სხეულია, რომელიც კლდესა ზედა არის დაშენებული და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ეკლესია "სვეტი და სიმტკიცეა ჭეშმარიტებისა" (I ტიმ. 3,15).
    წმიდა ბასილი დიდი ასე გვარიგებს: "შენ ხარ კეთილაღნაგი ჭურჭელი, რომელმაც უფლისაგან სიცოცხლე მიიღე: ადიდე შენი შემოქმედი, რადგან იმისთვის ხარ მოწოდებული, რომ იყო ღირსეული გამოვლინება ღვთის მადლისა; ეს სამყარო შენთვის ცოცხალი წიგნია, რომელიც უფლის სიდიადეს ქადაგებს და შენ, გონიერ არსებას, მის იდუმალ და უხილავ ბრწყინვალებას გაზიარებს, რათა შეიცნო ჭეშმარიტების ღმერთი" (გრ. დიაჩენკო, "სარწმუნოება", გვ. 176).
    ყოველწლიურად ჩვენ ყველანი ზეიმით ვეგებებით პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელსაც მუდამ ახალი, ადრინდელისგან განსხვავებული სიხარული მოაქვს. ესაა განცდა მარადიული ნეტარებისა. ყოველ წელს ჩვენს გულებში ინთება ახალი კანდელი ცათა სასუფევლისკენ ჩვენი მომავალი მსვლელობის გზის გამნათებელი.
    შეიმუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი და ჩვენ სიკვდილის დათრგუნვასა და მარადიული ცხოვრების დაწყებას ვდღესასწაულობთ.
    სააღდგომო საგალობელში ვკითხულობთ: "დღეს მეუფემან წარმოსტყვენა ჯოჯოხეთი და აღადგინა კრულნი, რომელნი საუკუნითგან ბოროტად პყრობილ იყვნეს მას შინა".
    მაშ, დავივიწყოთ მიწიერი განსაცდელი და ამ წარმავალი წუთისოფლიდან თვალი მარადიულობას მივაპყროთ. მოვიგონოთ ჩვენი მშობლები და კეთილმორწმუნე წინაპრები. დაე, მარად გიცავდეთ დედის სითბო და მამის მზრუნველობა. პატივი მიაგეთ მათ, ხოლო თუ ისინი გარდაცვლილნი არიან, მაინც ჩვეულებრივ ესაუბრეთ და დახმარებაც სთხოვეთ. გახსოვდეთ, მათ ყოველივე ესმით, კვლავინდებურად უყვარხართ და ლოცულობენ თქვენთვის.
    სერბი მღვდელმთავარი ნიკოლოზი წერს: ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს დედის ღიმილი დამტევნელი სიბრძნისა, წყალობისა, სიყვარულისა და, რაც მთავარია, მარადიულობისა, რადგან სიცილიცა და ტირილიც დროებითია და წარმავალი და მხოლოდ ღიმილია – მარადიული.
    თქვენდამი სიყვარულით გამთბარი გულით კიდევ ერთხელ გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს.
    ქრისტე აღდგა!
    დაე, სიხარული სუფევდეს თქვენს სულში.
    ვილოცოთ ჩვენი ძვირფასი სამშობლოს მშვიდობის, ერთობისა და კეთილდღეობისათვის. ვილოცოთ მსოფლიოს მშვიდობისთვისაც. უფალი შეისმენს ჩვენს ვედრებას, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
    აღდგომა ქრისტესი
    თბილისი, 2004 წ.

გახადე შენი რჩეული
17571

აქტუალური თემები

16 ივლისი (ახალი სტილით: 29 ივლისი) დღეს არის ხსენება:
მოწამენი: პავლე, ალევტინა (ვალენტინა) და ქიონია (308)
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი (დაახლ. 311)
მოწამე ანტიოქე მკურნალი (IV)
მოწამე იულია ქალწული (440 ან 626)

ხელისუფლების რომელ პოზიციას უჭერთ მხარს, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით?

 
სულიერი მდელო (3118)
ათასი კითხვა დედა-ეკლესიას (966)
სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) (843)
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. I ტომი (739)
ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) (442)
სულიერი ცხოვრების სახელმძღვანელო (ნაწილიII) (401)
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. II ტომი (368)
ღმერთი და ადამიანები (287)
ბერის დიადემა (278)
მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა (274)
გონებრივი ღვაწლი. იესოს ლოცვის შესახებ (232)
ჩემი ცხოვრება ქრისტეში (192)
კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 2) (181)
აღსარების აგების გამოცდილება (177)
რა აღასრულა ღმერთმა ჩვენი გადარჩენისათვის (162)
სულის საწამლო ბალახები (160)
კრებული (წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი) (154)
სათნოებათა სასწავლებელი წმინდა მამათა ცხოვრებიდან (II ნაწილი) (152)
კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 1) (144)
წმიდა მამათა სწავლანი (115)
სწავლანი (წმ. ნილოს სინელი) (115)
მრევლთან შეხვედრა (111)
ოქროს წყარო (106)
სწავლანი (98)
სათნოებათა სასწავლებელი წმინდა მამათა ცხოვრებიდან (I ნაწილი) (95)
სულიერი ბრძოლა (94)
მართლმადიდებელი ეკლესიის პასუხები სულიერი ცხოვრების 1141-2407 კითხვაზე (93)
ვეფხისტყაოსანი (80)
ცხონდება თუ არა მდიდარი (69)
ღირსი სერაფიმე საროველი - სასწაულმოქმედი (61)
ქადაგებები, სტატიები 1 - არქიმანდრიტი რაფაელი (59)
აბორტის ცოდვის შესახებ (თანამედროვე ჰეკატომბა) (58)
სულიერი სწავლებანი - წმინდა მარკოზ განშორებული (55)
ილია (45)
საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი (29)
ამბიონის ქადაგებები (26)
მხეცნი - მორჩილნი ადამიანთა (26)
არქიმანდრიტ რაფაელის ქადაგებანი (22)
ჩვენთან არს ღმერთი (21)
სულის ფარული სნეულებანი (20)
რელიგია და მეცნიერება (19)
სულიერ მოძღვართა შესახებ (17)
მხეცის საიდუმლო (16)
შენ გაიმარჯვე გალილეველო (14)
მართლმადიდებლური ეკლესიის საიდუმლოებანი (12)
სულიერი გამოღვიძება (11)
ხმა მწყემსისა (მოძღვრებანი და სიტყვანი) (11)
წმიდა მამათა სწავლანი (მოსკ. წმ. გიორგის ქართული ეკლესია) (4)
წმიდა სილუანის ცხოვრება და სწავლანი (3)
ცხოვრება და რჩეული თხზულებანი წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა (3)
ვაჟა ფშაველას მშობელი მამის, მამა პავლეს (რაზიკაშვილი) ქადაგებანი (3)
თესლი კეთილი (3)
ილია II (3516)
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე) (1246)
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე (835)
წმ. იოანე ოქროპირი (763)
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი) (629)
წმ. ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი) (595)
პაისი მთაწმინდელი (544)
წმ. მარკოზ მონაზონი(განშორებული) (520)
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი (486)
არქიმანდრიტი გაბრიელი(ურგებაძე) (380)
იოსებ ათონელი(ისიხასტი) (367)
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი (355)
წმ. თეოფანე დაყუდებული (315)
წმ. ნილოს სინელი (301)
წმ. ანტონი დიდი (278)
წმ. ტიხონ ზადონელი (240)
წმ. იოანე კრონშტადტელი (226)
წმ. სერაფიმე საროველი (215)
არქიმანდრიტი რაფაელი(კარელინი) (213)
წმ. ბასილი დიდი (209)
წმ. ევსუქი ხუცესი (201)
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (184)
წმ. ეფრემ ასური (145)
წმ. ისააკ ასური (136)
ნეტარი ავგუსტინე (132)
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი (126)
წმ. ანტონ ჭყონდიდელი (122)
არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი (108)
სულხან-საბა ორბელიანი (100)
წმ. ილია მართალი (98)
იგავნი სოლომონისა (97)
შოთა რუსთაველი (95)
სიბრძნე ზირაქისა (93)
დეკანოზი პ. ხელიძე (83)
ამბა ისაია (71)
მამა გიორგი ბასილაძე (58)
პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი (57)
წმ. დიმიტრი როსტოველი (56)
კიევო-პეჩორის ლავრის მღვდელ-მონაზონი ვლადიმერი (56)
წმ. მარკოზ მოსაგრე (54)
სახარება მათესი (52)
აბბა დოროთე (52)
დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი (50)
ბერი პორფირი (49)
წმ. იოანე დამასკელი (43)
კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე პავლე მოციქულისა (40)
წმ. ამბროსი მედიოლანელი (40)
ამბროსი ნეკრესელი (40)
ეპისკოპოსი ზენონი (39)
ვალაამის მონასტრის სქემიღუმენი იოანე (39)
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე (37)
წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (36)
სულიერი მარგალიტი (34)
მღვდელი ვლადიმერ ელისეევი (33)
დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი (32)
ეპისკოპოსი პეტრე (31)
ბერი იერონიმე (30)
წმ. მეფე დავით მეფსალმუნე (30)
წმ. პიმენი დიდი (30)
წმ. ესაია განშორებული (30)
ბერი ამფილოქე (30)
დეკანოზი დავით ლონდარიძე (28)
წმ. დიდმოწამე ვლადიმერი(ბოგოიავლინსკი) (28)
მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (28)
ღირსი ზოსიმე პალესტინელი (28)
წმ. ამბროსი ოპტინელი (27)
წმ. სილუან ათონელი (27)
ამბა დოროთე (27)
წმ. ისიდორე პელუზიელი (27)
წმ. ევაგრე მონაზონი (27)
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი (26)
ამბა ევაგრე (26)
კათოლიკე ეპისტოლენი იაკობ მოციქულისა (25)
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი (24)
ძველი პატერიკი (24)
პირველი ეპისტოლე იოანე მოციქულის (22)
მთავარეპისკოპოსი თადეოზი (22)
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა (22)
მთავარეპისკოპოსი სტეფანე კალაიჯიშვილი (20)
წმ. კირილე იერუსალიმელი (20)
ოპტინელი ბერი სტარეცი (20)
ვ. გუბანოვი (19)
ნეტარი იერონიმე (19)
წმ. გრიგოლ პალამა (19)
ფილარეტი, მიტროპოლიტი მოსკოვისა (19)
წმ. ლეონიდე ოქროპირიძე (18)
ეკლესიასტე (18)
მღვდელი ანდრეი გორბუნოვი (17)
პროტოპრესვიტერი პ. სოკოლოვი (17)
წმ. ალექსი ბერი (16)
დეკანოზი დავით ქვლივიძე (16)
წმ. კასიანე რომაელი (16)
სიბრძნე სოლომონისა (16)
დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი (15)
წმ. მაქსიმე აღმსარებელი (15)
წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელი (15)
ამბა პიმენი (14)
სქემარქიმანდრიტი ლავრენტი ჩერნიგოველი (14)
წმ. მაკარი ეგვიპტელი (14)
წმ. პეტრე დამასკელი (14)
წმ. კვიპრიანე კართაგენელი (14)
ეპ.ლეონიდე ოქროპირიძე (14)
ეპისკოპოსი ეფრემი გამრეკელიძე (14)
დეკანოზი დავით ციცქიშვილი (14)
პ. ი. მალკოვი (14)
პროტოპრესვიტერი მ. ტყემალაძე (13)
თეოლიპტე მიტროპოლიტი (13)
დავით ეპისკოპოსი (13)
წმ. ტიმოთე ალექსანდრიელი (13)
ისიხი იერუსალიმელი პრესვიტერი (12)
ამბა ფალასი (12)
წმ. მაკარი დიდი (12)
წმ. ბარსანოფი ოპტინელი (11)
წმ. ნიკონ ოპტინელი (11)
წმ. შიო (11)
არქიეპისკოპოსი პავლე (11)
წმ. ბარსანოფი დიდი (10)
წმ. გრიგოლ დიოლოღოსი (10)
პირველი ეპისტოლე პეტრე მოციქულისა (10)
ბერი იოსები (10)
ბერი იოილი (10)
წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი (10)
დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი (10)
წმ. გრიგოლ ნოსელი (9)
ბერი იაკობი (9)
წმ. გრიგოლ სინელი (9)
წმ. იოანე ზედაზნელი (9)
ინოკენტი, არქიეპისკოპოსი ხერსონისა (9)
ბერი ფილოთეოსი (8)
წმ. იოანე(მაქსიმოვიჩი) (8)
ბერი ევსევი (8)
ეგნატე და კალისტე კსანთოპულები (8)
დეკანოზი დავით შარაშენიძე (8)
წმ. იოანე ღვთისმეტყველი (8)
არქიმანდრიტი თეოფანე ნოვოზერელი (8)
ამბა მოსე (8)
ტერტულიანე (8)
ფსიქოთერაპევტი თეა გოგოტიშვილი (8)
არქიმანდრიტი ლაზარე(აბაშიძე) (8)
ფილადელფოს კიკნაძე (7)
წმ. ათანასე ალექსანდრიელი (7)
იღუმენი ბენიამენი ბელქანია (7)
იღუმენი ლაზარე(გაგნიძე) (7)
წმ. ეპიფანე კვიპრელი (7)
წმ. ზოსიმე პალესტინელი (7)
კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე (7)
რომაელთა მიმართ ეპისტოლე პავლე მოციქულისა (7)
დეკანოზი ალექსი ადამაშვილი (7)
ფილარეტი, არქიეპისკოპოსი ჩერნიგოვისა (7)
იოვანე ბოლნელი (7)
სენეკა (7)
წმ. თეოდორე სტუდიელი (6)
ამბა აგაფონი (6)
პროტოპრესვიტერი ივანე ტოლმაჩოვი (6)
წმ. ფილოთეოს სინაელი (6)
წმ. ექვთიმე მთაწმინდელი (6)
წმ. ბონიფანტე (6)
წმ. იუსტინე(პაპოვიჩი) (6)
მთავარეპისკოპოსი ამბერკი (6)
მღვდელი სიმონ ჭელიძე (5)
იღუმენი არსენი (5)
წმ. გიორგი მთაწმინდელი(ათონელი) (5)
წმ. ანტონი ოპტინელი (5)
წმ. მაკარი ოპტინელი (5)
აბბა ისაია (5)
მიტროპოლიტი მაკარი ბულგაკოვი (5)
ბერი ეპიფანე (5)
წმ. ევსევი (5)
არქიმანდრიტი სოფრონი(სახაროვი) (5)
სახარება მარკოზისა (5)
ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე (5)
წმ. ათანასე დიდი (5)
დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი (5)
ნეტარი თეოფილაქტე (5)
წმ. დავით გარეჯელი (5)
არქიმანდრიტი სერაპიონ ჯიშკარიანი (5)
ბერი არსენი ათონელი (5)
დეკანოზი კ. ცინცაძე (5)
ამბა იოანე (4)
თეოლოგი აკაკი მინდიაშვილი (4)
პლუტარქე (4)
წმ. ტიხონ ვორონეჟელი (4)
ეპისკოპოსი იაკობი (4)
ამბა ისიხი (4)
წმ. სინკლიტიკია (4)
ღირსი აბბა ესაია (4)
ტიმოთეს მიმართ პირველი ეპისტოლე პავლე მოციქულისა (4)
ბერი გიორგი ათონელი (4)
არქიეპისკოპოსი არსენი ჩუდოვი (4)
წმ. იოანე მმარხველი (4)
ღირსი ესაია ეგვიპტელი (4)
წმ. სვიმეონ თესალონიკელი (4)
წმ. აბბა თალასე (4)
ბერი ანთიმოზი (4)
ნეტარი თეოდორიტე (4)
წმ. ისიქი იერუსალიმელი (4)
წმ. ანატოლი ოპტინელი (3)
წმ. ავგუსტინე (3)
სქიმონაზონი პართენი (3)
მოწამე მეფე არჩილი (3)
წმ. აბბა მოსე (3)
წმ. იუსტინე მარტვილი (3)
მეუფე დანიელი (3)
მეუფე სპირიდონ აბულაძე (3)
წმ. კონსტანტინე დიდი (3)
ამბა სილუანი (3)
ლიმონარი (3)
დეკანოზი ბიძინა გუნია (3)
გრიგოლ განმანათლებელი (3)
წმ. იოანე ლესტვიჩნიკი (3)
სქიმონაზონი თეოფილე (3)
წმ. მეფე დემეტრე თავდადებული (3)
ამბა ისაკი (3)
ბერი ილიოდორ გლინელი (3)
ეპისკოპოსი ეგნატე (3)
ბერი დანიელი (3)
ეფესელთა მიმართ მეორე ეპისტოლე პავლე მოციქულისა (3)
ტერტულიანე (3)
სქიმონაზონი ზოსიმე (3)
ამბა თეოგნოსტე (3)
კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლე პავლე მოციქულისა (3)
ამბა სისო (3)
იღუმენი ნიკონი (3)
მამა ბარსანუფი ღაზელი (3)
სულიერი განმარტებანი (3)
მამა იოანე კართაგენელი (3)
ეპისკოპოსი ლეონიდი (3)
სახარება ლუკასი (3)
ამბა ევგენი (3)