image
ავტორი: ილია II

თემა: სიყვარული,  სიყვარული მოყვასისადმი,  კეთილი საქმეები,  ლოცვა

კლიმენტის აზრით, არ არის საკმარისი ოდენ ცოდნა. პიროვნება აუცილებლად უნდა ესწრაფვოდეს სიკეთის ქმნას, რომ შეძლოს აღასრულოს ღვთის მცნებანი და თანდათანობით მიემსგავსოს შემოქმედს.
    ასეთი ადამიანისათვის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის არა ჯილდოს მიღების სურვილი ან სასჯელის შიში, არამედ ღვთის და სიკეთის ქმნის უანგარო სიყვარული. ამგვარი პიროვნება თანდათან თავისუფლდება შურის, სასოწარკვეთილების, შიშის, ბოროტების და სხვა ვნებებისაგან, მას უყვარს ყველა და ცდილობს, დააახლოვოს ისინი ღმერთს. ამასთან მუდამ ახსოვს იოანე ღვთისმეტყველის სიტყვები: "ღმერთი სიყვარული არს" და თვითონაც სიყვარულის მადლით ამყარებს მუდმივ, ლოცვით ერთობას უფალთან და მოყვასთან.
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები