Loading..
ID ბარათების - ელექტრონული პირადობების შესახებ (3)
აბორტი (83)
ადამი და ევა (26)
ადამიანი (150)
ადამიანის სიყვარული ღვთისადმი (250)
ადგილი ლოცვისათვის (7)
ავადმყოფობა (102)
აზარტით შეპყრობილება (5)
აზარტის მსგავსება ნარკომანიასთან (7)
აზარტულ დაწესებულებებში მოგებული ფული (6)
აზარტულ დაწესებულებებში მომსახურე პერსონალი (7)
აზარტული დაწესებულებების მეპატრონეთათვის (14)
აზარტული დაწესებულებების რეკლამირება (8)
აზარტული თამაშები - აზარტომანია - აზარტი (14)
აზარტული თამაშები ინტერნეტში (4)
აზრები (37)
აზროვნება (12)
ათეიზმი_ურწმუნოება (78)
ათი მცნება (13)
ამაოდმეტყველება (47)
ამაოება (6)
ამპარტავნება (300)
ანგარება (22)
ანგელოზი (27)
ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ (3)
ანტიქრისტე (20)
აპოკალიფსი (8)
აღდგომა (164)
აღზრდა (138)
აღსარება (115)
აღშფოთება (9)
ახალი წელი (17)
ბედისწერა (6)
ბედნიერება (137)
ბერ-მონაზვნობა (7)
ბიბლია (33)
ბილწსიტყვაობა (6)
ბოლო ჟამი (13)
ბოროტება (215)
ბოროტი - სამხიარულო ხუმრობები (11)
ბოროტი აზრები (40)
ბოროტი გულისთქმანი (21)
ბოროტი ზრახვები (63)
ბოროტი საქმეები (20)
ბუდა ბარის შესახებ (6)
ბუნება (23)
გალობა (4)
გამოცხადებები (12)
განათლება (36)
განდეგილობა (7)
განკითხვა (246)
განმარტოება (50)
განრისხება (12)
განსაცდელები (355)
განსჯა (53)
განუწყვეტელი ლოცვა (55)
განღმრთობა (7)
გარდაცვალება (33)
გარდაცვლილთა პატივისათვის (20)
გარდაცვლილთათვის გლოვა (3)
გარეგნობა (9)
გართობა (12)
გაღიზიანება (12)
გემოთმოყვარება (24)
გინება (10)
გლახაკი (7)
გლოვა ცოდვებისათვის (111)
გმობის გულისთქმები (27)
გმობის ზრახვები (13)
გონება (148)
გონების განწმენდა (10)
გონების დაცვა (13)
გრძნობები (16)
გულგრილობა (5)
გულგრილობა ბოროტი ზრახვების მიმართ (4)
გულგრილობა ლოცვაში (3)
გულგრილობა სარწმუნოებაში (5)
გული (201)
გულის განწმენდა (46)
გულისთქმანი (23)
გულისწყრომა (7)
გულმოდგინება (10)
დავითგარეჯის შესახებ (3)
დათმობა (3)
დალოცვა (3)
დაუდევრობა (9)
დაყუდება (11)
დაცემა (4)
დაცინვა (9)
დედაკაცი (74)
დემონი (12)
დიდებისმოყვარეობა (42)
დიდი მარხვა (9)
დოგმატები (4)
დრო (25)
დრო ლოცვისათვის (9)
დროის უქმად კარგვა (15)
დუმილი (10)
დღესასწაული (27)
ეგოიზმი (27)
ეკლესია (231)
ეკლესიაში დუმილი (9)
ეკლესიაში კრძალვა (16)
ეკლესიაში ლოცვა (20)
ენა (55)
ეპიტიმია (3)
ერესი (73)
ერთგულება (17)
ერთობა (15)
ერთსულოვნება (6)
ერი (11)
ეშმაკი (161)
ვალენტინობა (3)
ვერცხლისმოყვარება (83)
ვნებათაგან განთავისუფლება (22)
ვნებები (184)
ზეთისცხება (3)
ზეცა (4)
ზიარება (123)
ზნეობა (59)
ზნეობრივი ლიტერატურის კითხვა (9)
ზომიერება (10)
ზრახვები (58)
თავგანწირვა (23)
თავდაჯერებულობა (9)
თავისუფალი ნება (56)
თავისუფლება (79)
თავშეუკავებლობა (6)
თამბაქო (5)
თანაგრძნობა (22)
თანასწორობა (6)
თეატრი - კინო (4)
თვალი (9)
თვითმკვლელობა (24)
თვითნებობა (7)
იესოს ლოცვა (124)
იმედი (5)
კადნიერება (4)
კაზანტიპის შესახებ (9)
კამათი (20)
კარტის შესახებ (6)
კაცთმოთნეობა (6)
კეთილგონიერება (7)
კეთილდღეობა (24)
კეთილი აზრები (9)
კეთილი ზრახვები (28)
კეთილი საქმეები (207)
კრძალულება (7)
კულტურა (25)
ლანძღვა (4)
ლმობიერება (8)
ლოცვა (605)
ლოცვა გარდაცვლილთათვის (4)
ლოცვაში მრავალსიტყვაობა (6)
ლოცვის ხანგრძლივობა (4)
ლოცვის ხარისხები (8)
ლოცვისას გონებაგაფანტულობა (28)
ლოცვისთვის მომზადება (8)
მაგალითი ადამიანებისა (44)
მადლი (147)
მადლიერება (12)
მადლის დაკარგვა (15)
მადლის მოქმედება (25)
მადლის შენარჩუნება (7)
მაიას ტომის წინასწარმეტყველება 2012 წლის დეკემბერი (4)
მამაო ჩვენო (21)
მარადისობა (42)
მართლმადიდებლობა (63)
მარხვა (125)
მაღალი და დაბალი წოდება (18)
მდუმარება (40)
მეგობრობა (53)
მევახშეობა (8)
მემარცხენე ზრახვები (5)
მემთვრალეობა (40)
მეორედ მოსვლა (7)
მეფე (13)
მეცნიერება (40)
მზაკვრობა (7)
მზვაობრობა (6)
მთავრობისმოყვარეობა (3)
მიტევება (95)
მკვლელობა (62)
მკითხაობა (12)
მოვალეობანი მშობლების მიმართ (22)
მოთმინება (192)
მომხვეჭელობა (13)
მომხვეჭელობა (6)
მონაზვნობა (58)
მონაზონთათვის (105)
მონარქია (4)
მონასტერი (15)
მორჩილება (99)
მოუთმენლობა (9)
მოყვასთან ურთიერთობა (13)
მოყვასი (21)
მოჩვენებითი სიმშვიდე (5)
მოძღვართათვის (5)
მოძღვარი (14)
მოწყალება (325)
მოწყინება (38)
მრავლისმეტყველება (14)
მრავლისმეტყველება (5)
მრისხანება (138)
მრუშობა (26)
მრწამსი (13)
მტერობა (86)
მღვდელმსახურება (7)
მღვდლობა (30)
მშვიდობა (80)
მშობლები (9)
მცნებათა დაცვა (117)
მცნებები (18)
მძინარება (5)
მწუხარება (225)
მხილება (50)
ნათლისღება (42)
ნარკომანია (22)
ნაყროვანება - მუცელღორობა (53)
ნიჭი (19)
ნუგეშინისცემა (10)
ოთხშაბათის და პარასკევის მარხვა (3)
ომი (8)
ოცნება (7)
ოჯახი (61)
პასუხისმგებლობა (4)
პატივმოყვარეობა (141)
პატიოსნება (5)
პატრიოტიზმი (18)
პირფერობა (42)
პირჯვრისწერა (9)
რა არის აზარტი და რატომ არის ცოდვა (9)
რელიგია (41)
რელიგია და მეცნიერება (24)
როგორ განვთავისუფლდეთ აზარტის ვნებისგან (14)
როგორ დავეხმაროთ აზარტით შეპყრობილებს (18)
რჩევის მიღება (21)
რჩევის მიცემა (14)
რჩეული (7)
რწმენა (351)
რჯულის კანონები (14)
საზრდელის მიღება (27)
სათნოებები (337)
საკუთარ თავზე მინდობა (31)
საკუთარი თავის გამართლება (10)
საკუთარი თავის გამტყუნება (13)
საკუთარი თავის განკითხვა (8)
საკუთარი თავის მართლება (15)
საკუთარი თავის სიყვარული (15)
საკუთარი თავის უარყოფა (37)
საკუთარი თავის ფლობა (8)
საკუთარი თავის ქება (22)
საკუთარი თავის შეცნობა (72)
საკუთარი ნების უარყოფა (15)
სამართლიანობა (27)
სამება (8)
სამკაულები (8)
სამოთხე (11)
სამოქალახო ხელისუფლება (35)
სამშვინველი (3)
სანთელი (10)
საპატრიარქოსა და სიონს შორის აშენებულ სამორინეზე (11)
სარწმუნოება (40)
სასოება (9)
სასოწარკვეთილება (67)
სასულიერო ხელისუფლება (13)
სასუფეველი (92)
სასწაულები (119)
საუნჯე (4)
საქართველო (45)
საქმე (79)
საღვთო სჯული (11)
საშინელი სამსჯამრო (38)
სახარება (51)
სახარების განმარტება (27)
სახარების კითხვა (102)
სახელმწიფო (24)
სახელმწიფოს როლი აზარტული თამაშების მიმართ (7)
სახმართმოყვარება (14)
სექტანტების ლიტერატურის კითხვა (13)
სექტანტობა (21)
სიამაყე (51)
სიბერე (28)
სიბილწე (12)
სიბოროტე (28)
სიბრალული (3)
სიბრძნე (83)
სიბრძნისმოყვარება (7)
სიზარმაცე (44)
სიზმარი (12)
სიკეთე (220)
სიკვდილი (80)
სიკვდილის მოლოდინი (21)
სიკვდილის ხსოვნა (44)
სიმამაცე (12)
სიმართლე (64)
სიმდაბლე (401)
სიმდიდრე (195)
სიმტკიცე (7)
სიმშვიდე (142)
სინანული (245)
სინდისი (88)
სისულელე (3)
სისუსტე (6)
სიტყვა (76)
სიფრთხილე (8)
სიღარიბე (90)
სიყვარული (267)
სიყვარული - მიჯნურობა (7)
სიყვარული გლახაკთა მიმართ (14)
სიყვარული მოყვასისადმი (243)
სიყვარული მტრისადმი (42)
სიყვარული ცოდვებისადმი (6)
სიყმაწვილე (28)
სიცილი (7)
სიცოცხლე (15)
სიცრუე (51)
სიძვა (56)
სიძულვილი (38)
სიძუნწე (15)
სიწმინდე (94)
სიწრფელე (4)
სიხარული (78)
სრულყოფილება (24)
სტუმართმოყვარეობა (12)
სულგრძელება (16)
სული (106)
სული გარდაცვალების შემდეგ (5)
სულიერი ბრძოლა (97)
სულიერი დაცემა (57)
სულიერი მოძღვარი (41)
სულიერი მღვიძარება (55)
სულის უგძნობელობა (3)
სულმოკლეობა (7)
სხეული (57)
სხეული (3)
ტალანტი (14)
ტაძარი (5)
ტელევიზორი (55)
ტექნიკური პროგრესი (27)
ტრადიციული ღირებულებები (10)
უბედურება (100)
უბრალოება (23)
უდებება (7)
უვნებელობა (27)
უზნეო ლიტერატურის კითხვა (3)
უზნეობა (13)
უკეთური ფულით კეთილი საქმეების კეთება (8)
უკრძალველობა (3)
უმადურობა (13)
უმანკოება (4)
უმეცრება (10)
უპოვარება (12)
ურჩობა (11)
უსამართლობა (21)
უსაქმურობა (24)
უფალი იესო ქრისტე (221)
უღმერთობა (4)
უცოდინრობა (6)
უწმინდურება (11)
ფარისევლობა (27)
ფერიცვალება (7)
ფილოსოფია (7)
ფიცი (7)
ფსალმუნები (33)
ფუფუნება (8)
ქალწულება (21)
ქართული ენა (3)
ქება (45)
ქედმაღლობა (26)
ქველმოქმედება (24)
ქვეშევრდომთა მოვალეობანი (11)
ქმარი (15)
ქორწინება (56)
ქრისტიანობა (128)
ქრისტიანული ცხოვრება (50)
ქურდობა (29)
ღალატი (8)
ღვაწლი (117)
ღვთის სახელის ხსენება (16)
ღვთის არასათნო ლოცვა (17)
ღვთის აღიარება (8)
ღვთის განგება (33)
ღვთის განკაცება (76)
ღვთის გმობა (9)
ღვთის გულმოწყალება (20)
ღვთის დაშვება (8)
ღვთის თაყვანისცემა (14)
ღვთის იმედი (44)
ღვთის მსჯავრი - სასჯელი (63)
ღვთის ნება (51)
ღვთის სათნო ყოფისათვის (67)
ღვთის სამართალი (10)
ღვთის სიყვარული ადამიანისადმი (75)
ღვთის უარყოფა (11)
ღვთის ყოვლისშემძლეობა (6)
ღვთის შიში (95)
ღვთის ძიება (20)
ღვთის წყალობა (28)
ღვთის ხსოვნა (39)
ღვთისადმი ვედრება (8)
ღვთისადმი მადლიერება (40)
ღვთისათვის თავგანწირვა (19)
ღვთისაკენ სწრაფვა (10)
ღვთისმსახურება (45)
ღვთისმსახურთა მიმართ (36)
ღვთისმსახურთა პატივი (15)
ღვინო (13)
ღმერთზე მინდობა (42)
ღმერთი (446)
ღმრთისმეტყველება (24)
ღმრთისმშობელი (43)
ყურადღება (28)
ყური (9)
შეურაცხყოფა (76)
შთამომავლობა (8)
შიში (39)
შობა (119)
შრომა (122)
შური (89)
შურისძიება (35)
შფოთი (19)
ჩაგვრა (3)
ჩაცმულობა (6)
ჩვევები (16)
ჩვეულებები (7)
ცდუნება (35)
ცილისწამება (45)
ციხეში პატიმრების წამების შესახებ (7)
ცნობისმოყვარეობა (7)
ცოდვა (703)
ცოდნა (73)
ცოლი (28)
ცრურწმენა (6)
ცუდმედიდობა (17)
ცხოველები (44)
ცხოვრების არსი (13)
ცხონება (222)
ძაგება (8)
ძალადობა (17)
ძალაუფლება (6)
ძვირის ხსენება (21)
ძვირის ხსოვნა (14)
ძილი (10)
წარმოდგენები ლოცვისას (8)
წესი ქრისტიანის გარდაცვალებისა (4)
წმინდა წიგნების კითხვა (22)
წმინდანები (137)
წმინდანთა სწავლების კითხვა (62)
წმინდანთა ცხოვრების კითხვა (14)
წუთისოფელი (129)
წუთისოფელში ცხოვრების მიზანი (74)
წუთისოფლის ამაოება (67)
წუთისოფლის საზრუნავები (22)
წუთისოფლის სიამოვნებანი (44)
წუთისოფლის სიყვარული (13)
წუთისოფლის სიძულვილი (12)
წუთისოფლის უარყოფა (19)
წუწუნი (11)
წყევლა (13)
წყენა (74)
ჭეშმარიტება (94)
ჭეშმარიტი ქრისტიანობა (96)
ჭორაობა (6)
ხატი (16)
ხელმძღვანელთა მოვალეობანი (39)
ხელოვნება (5)
ხიბლი (47)
ხორციელი მღვიძარება (36)
ჯადოქრობა (11)
ჯანმრთელობა (13)
ჯვარი (66)
ჯვრისწერა (6)
ჯოჯოხეთი (45)
ჰელოუინის შესახებ (3)
ჰომოსექსუალიზმი (8)
მოძღვარი: ილია II
თემა: შობა

საშობაო ეპისტოლე - 1985

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სულიერ შვილებს:
    

"ყოვლითა დაცვითა დაიცევ გული შენი, რამეთუ
    ამისგან გამოვლენ წყარონი ცხოვრებისანი" (იგავ. 4, 23)


    ყოვლადსამღვდელონო მიტროპოლიტნო, მთავარეპისკოპოსნო და ეპისკოპოსნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერნო და მონოზონნო, ღვთივკურთხეულნო სულიერნო შვილნო ჩვენი წმიდა ეკლესიისა, მკვიდრნო საქართველოჲსა და მცხოვრებნო მის ფარგლებს გარეთ! "მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, და სიყუარული ღმრთისა და მამისაჲ, და ზიარებაჲ სულისა წმიდისაჲ თქუენ ყოველთა თანა. ამინ" (2 კორ. 13,13).
    აღსრულდა ძველი წინასწარმეტყველება წმიდა ესაიასი მაცხოვრის ამ სოფლად მოვლინებასთან დაკავშირებით: "აჰა, ქალწულმან მუცლად იღოს და შვეს ძე, და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ" (ეს. 7,14).
    ახლად შობილი ყრმის, იესო ქრისტეს სახით ღვთაებრივი სიყვარული გადმოვიდა ქვეყნად, რათა ადამიანი საუფლო დიდების თანაზიარი გამხდარიყო. ღვთის განკაცების დიად საიდუმლოს ბოლომდე ვერასდროს შეიცნობს ჩვენი გონება. უფალმა განხორციელებით ცხადყო თვისი უნაპირო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, სიყვარული, რომელი არს აღმადგინებელი, მკურნალი, შემაკავშირებელი, გადამრჩენელი. ბეთლემის გამოქვაბულის ბაგაში მწოლი ჩვილი მაცხოვარი მარადიული მაგალითია თავმდაბლობისა, მასწავლებელი თანადგომის, ძმობის, თანასწორობის, თანხმობისა და სიყვარულისა.
    ამ სათნოებით რომ შევიმოსოთ, ჯერ საკუთარ სულში ჩახედვა უნდა შევძლოთ, უნდა შევიცნოთ თავი თვისი; Nosce te ipsum, - როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ; ერთი შეხედვით, ეს იოლი საქმეა, მაგრამ სინამდვილეში მრავალთათვის ქცეულა იგი ლოდად შებრკოლებისა. ბრძენთ უთქვამთ: ადამიანში სამი პიროვნებაა: პირველი - როგორ წარმოიდგენენ მას სხვანი, მეორე - როგორი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და მესამე - რასაც სინამდვილეში წარმოადგენს.
    როდესაც მთელი სიმართლით დაინახავ საკუთარ შინაგან სახეს, უკვე იოლად გადაჭრი მრავალ საკითხს, ადვილად იპოვი შენს ადგილს ცხოვრებაში. საკუთარი თავის ძიების პროცესში აუცილებლად წამოიჭრება მარადიული კითხვები: ვინ ვარ, რატომ ვარ დედამიწაზე, რა არის ჩემი მოწოდება? ღვთისმეტყველთა განმარტებითა და ქრისტიანთა შეხედულებით, ადამიანი ღვთის იდეა და ქმნილებაა ამქვეყნად, ყველაზე სრულყოფილი, მაგრამ მაინც განვითარებადი. სრულქმნის პროცესი პიროვნების თავისუფალი ნებით იწყება დედამიწაზე და შემდეგ მარადიულ სამყოფელში გრძელდება. კაცს აქვს თავისი დანიშნულება საწუთროში და ღვთის ნების განსახორციელებლად გააჩნია კიდეც შესაბამისი სასიცოცხლო სწრაფვა და მოთხოვნილება, ოღონდ ამისთვის საჭიროა მთელი ჩვენი შესაძლებლობების გამოყენება, ნიჭისა და მადლის გამომზეურება.
    "უფლის წყალობით, ყოველივე ისეა მოწყობილი, რომ თითოეული ადამიანი მონაწილეობს სულიერ წინსვლაში თავისი არჩევანის თანახმად. მარადიულ ცხოვრებას ვეზიარებით ღვთის კურთხევით, ოღონდ დამსახურებისამებრ. წინსვლა ხორციელდება არა მარტო შემოქმედის ნებითა და წყალობით, არამედ ადამიანის თანაქმედებითა (სინერგია) და ძალითაც მსგავსად ამისა, ღვთის ნების სრულ განხორციელებას, თავისუფლებასა და განწმენდის მთელ სისავსეს მოვიპოვებთ არა მარტო ჩვენი შესაძლებლობებით, ძალითა და სიმტკიცით, არამედ სულიწმიდის შემწეობითა და მეოხებით", - ვკითხულობთ ღირსი მამა მაკარი დიდის შრომებში (ვრცელი ეპისტოლე, გვ. 238).
    მიზანს რომ მივაღწიოთ, ყოველი წუთი გონივრულად უნდა მოვიხმაროთ. დრო სწრაფწარმავალია; "აწმყო იმდენად ხანმოკლეა, რომ გვეჩვენება, საერთოდაც არ არსებობს იგი. თითქოს დაბადებამდევე დაასრულაო სიცოცხლე", - წერდა სენეკა. ჩვენ კი არ ვაფასებთ დღევანდელ დღეს, ყველაფერს მერმისისთვის გადავდებთ ხოლმე; ბრძენი სოლომონი გვასწავლის: "ნუ იქადი ხუალისა დღისათვის, რამეთუ არა უწყი, რასა შობს შემომსვლელი დღე" (იგავ. 27, 1).
    ხშირად ისეც ხდება, რომ პიროვნება თავის უნარს ფუჭად ახმარს რაღაც წვრილმანებს, საკუთარი ნებით ეჯაჭვება მატერიალურ სამყაროს, წვალობს, იტანჯება. ტანჯვის მიზეზი კი ის არის, რომ დაკარგული აქვს სულიერობა, კავშირი მასთან, ვინც არის სიცოცხლის და სიხარულის მომნიჭებელი; თუ არ აღვზრდით ჩვენში სულიერ ფასეულობებს: ღვთის რწმენასა და მისგან გამომავალ სიკეთეს, არ ექნება აზრი და მიზანი ჩვენს ფიზიკურ ძალას, ჯანმრთელობას, გონებრივ განვითარებასა და თვით სიყვარულის უნარსაც კი. აუცილებელია პიროვნების სულიერი და ფიზიკური მონაცემების ჰარმონიული განვითარება და არა მისი ცალკეული შესაძლებლობების წინ წამოწევა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ ვიყოთ ღირსეული მემკვიდრენი ჩვენი დიდებული წინაპრებისა, რომელთა ღვაწლნი და საქმენი საამაყოდ გვაქვს მიჩნეული.
    ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ვიყოთ სულიერ და მატერიალურ ღირებულებათა არა მარტო მომხმარებელნი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, შემქმნელნი. ამ პრინციპით უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილებიც.
    მამათა და შვილთა დამოკიდებულების საკითხი რთულია. ზოგიერთი ფილოსოფოსი გამოთქვამს მცდარ აზრს, თითქოს, ახალი თაობა ძველის მიმართ ყოველთვის ქვეცნობიერი სიძულვილითაა განმსჭვალული. ეს ასე არ არის. ახალგაზრდის ფსიქოლოგია მყიფეა, სინდისი - თავანკარა წყაროსავით სუფთა; უყვარს სიმართლე, ეძიებს ჭეშმარიტებას, ესწრაფვის იდეალს, აღვსილია ენერგიით და მზადაა ბოროტებასთან საბრძოლველად; მაგრამ, როცა მშობლებში, პედაგოგებში და საერთოდ მათში, ვინც წვრთნიდა და არიგებდა, იდეალს ვერ იპოვის, ღიზიანდება, დრტვინავს და სიმკაცრეს იჩენს. იგი მოუმზადებელია ცხოვრებისათვის, ვერ ითვალისწინებს იმ დაბრკოლებებს, რაც ჩვეულებრივია მიწიერი ყოფისა და ადამიანთა ურთიერთობისათვის. ყოველივე ეს იწვევს უიმედობას, გულგატეხილობას... და ჩნდება ნაპრალი თაობათა შორის.
    ყოველ ახალ თაობას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი აზრები, ინტერესები, რომელთაც ხშირად ვერ იზიარებენ უფროსები მაგრამ თუ მამებსა და შვილებს აკავშირებთ ერთი სარწმუნოება, ერთი მსოფლმხედველობითი პოზიციები, იდეალი და მიზანი, თუ უფროსები სამაგალითონი არიან, ცალკეულ შეხედულებათა სხვაობის მიუხედავად, შვილები მამათა საქმის ერთგული გამგრძელებელნი ხდებიან.
    შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების სიჯანსაღის საზომი ახალგაზრდობაა. იგი ყოველთვის იყო და არის ყოფის უშუალო მონაწილე, დიად საქმეთა თანაზიარი. მისი ცხოვრების ჭეშმარიტების გზით წარმართვა აუცილებელია, რადგანაც ახალგაზრდები ერის სასიცოცხლო ძალას წარმოადგენენ.
    ჩვენი ქალიშვილები და ჭაბუკები დაინტერესებულნი არიან სულიერი საკითხებით, ეძიებენ შინაგანი ფერისცვალების გზებს, მაგრამ გამოუცდელობით ზოგჯერ შეცდომა მოსდით. ამის გამოვლინებაა თუნდაც ის, რომ ამ ბოლო დროს ახალგაზრდობის ნაწილი გაიტაცა აღმოსავლურმა რელიგიებმა და მათგან გამომდინარე ისეთმა მიმდინარეობებმა, როგორიცაა ინდუიზმი, ბუდიზმი, იოგა, თეოსოფია, ანთროპოსოფია და სხვა.
    ინდუიზმი მრავალღმერთიანობას აღიარებს, კაცს ღვთის ნაწილად სახავს, ხოლო მის აზროვნებას მხოლოდ ერთიანი მთელისგან მომდინარედ მიიჩნევს. ამ სწავლების მიხედვით, გაუგებარია, რატომღა არსებობს ცოდვა, რომლის გამოც ასე ხშირად ეწინააღმდეგება ადამიანი შემოქმედს, რა აზრი აქვს სულთა გადასახლებას, რაც მათი რწმენის შემადგენელი ნაწილია და სხვა.
    ბუდიზმი უფრო მწყობრი მოძღვრებაა. თავის დროზე მან დიდი როლი შეასრულა აღმოსავლეთის ქვეყნების სულიერ განვითარებაში, ჩაუნერგა რა ჩინეთის, ინდოჩინეთის, ტიბეტის, იაპონიის ბუნებით მებრძოლ ხალხებს აზრი მშვიდობის, მორჩილების, გულმოწყალების, სახიერების, ჭირში ურთიერთთანადგომის შესახებ. ბუდიზმი ადამიანს თუმც მოუწოდებს თავგანწირვისაკენ, სიყვარულისა და სიკეთისაკენ, მაგრამ ფაქტიურად უარყოფს ღვთის არსებობას, უარყოფს ადამიანის უკვდავი პიროვნული სულის იმქვეყნიურ ცხოვრებას.
    თეოსოფიისა და ანთროპოსოფიის წარმომადგენლები ეყრდნობოდნენ აღმოსავლურ რელიგიებს და ცდილობდნენ მათთან შეეთანხმებინათ ქრისტიანობა. მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. დღეს დასავლეთში ამ სახის ლიტერატურით ცოტა ვინმეღაა დაინტერესებული.
    აღნიშნულ მიმდინარეობებს შორის სხვაობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მათ ერთი რამ აკავშირებთ და აერთიანებთ. ესაა მეტად საშიში და არარეალური განდიდება პიროვნებისა, მასში ჩანერგვა აზრისა თავისი უნაპირო შესაძლებლობების შესახებ, რაც სინამდვილეში ადამიანთა სისუსტეზე თამაშია. მაგალითად, იოგას ერთგული მიმდევრებისათვის უცილობელი ზეადამიანური შესაძლებლობების მიღწევა და მადლმოსილების გამოვლინებაა, ის კი ავიწყდებათ, რომ სასწაული შეიძლება მოხდეს არა მარტო ღვთის შეწევნით, არამედ ბოროტი ძალითაც. გავიხსენოთ თუნდაც წმიდა მოსესა და მისი მოწინააღმდეგე ეგვიპტელ გრძნეულთა საოცრებანი და მოვიგონოთ მაცხოვრის სიტყვები: "ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს" (მათ. 12,39).
    ქრისტიანული სწავლებით, წმინდანობა არ ნიშნავს სნეულთა განკურნვის, წინასწარმეტყველებისა და სხვა სასწაულთა მოხდენის აუცილებელ უნარს. წმიდა მამები ყოველთვის ერიდებოდნენ ამის მისაღწევად ზრუნვას, ანდა ამგვარი შესაძლებლობების ჩვენებას. მათთვის მთავარი სულიერი სრულყოფა - მოყვასისადმი თავგანწირული სიყვარულისა და ღმერთთან შესაძლებელი სიახლოვის მოპოვება იყო.
    სასწაულმოქმედების ბოროტ ძალას იყენებს მაგია და ოკულტიზმიც, რათა თავის უძირო ჭაობში მიიზიდოს შეცდომილნი. "...ვაი მათდა, რომელნი იტყვიან ბოროტსა კეთილად, და კეთილსა ბოროტად, რომელნი დასდებენ ბნელსა ნათლად, და ნათელსა ბნელად, და რომელნი დასდებენ მწარესა ტკბილად, და ტკბილსა მწარედ", - წერს წმიდა ესაია წინსწარმეტყველი (ეს. 5,20).
    აღმოსავლურ რელიგიებში ადამიანის ღმერთამდე ამაღლებისა და თვით მასზე უფრო მეტად საკუთარი თავის განდიდებისაკენ სწრაფვა ეყრდნობა ჰიპნოთერაპიისა და ფსიქიკის უკიდურესად აღგზნების მეთოდს. იგივე საფუძველი უდევს ალკოჰოლით, მორფითა და სხვა გამაბრუებელი ნივთიერებებით ამ ცხოვრებისაგან განდგომის იდეას. განსხვავება ის არის, რომ აქ შედარებით გამარტივებული გზაა მოძებნილი, ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომი საშუალებებია გამოყენებული, ოღონდ ამ მოჩვენებითი ნეტარებისთვის მსხვერპლად შენი და შენი შვილების ჯანმრთელობა უნდა გაიღო, სული უნდა გასწირო. ამ საწამლავით დაავადებულნი სჩადიან დანაშაულს, რომელიც თვითმკვლელობის ტოლფარდია და სულიწმიდის გმობას ნიშნავს. "ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა" (მათ. 12, 31), - ბრძანებს მაცხოვარი.
    ლოთები, ნარკომანები საკუთარი ხელით შეგნებულად ისპობენ უფლისგან მომადლებულ უნარსა და შესაძლებლობებს, რომელთა გონივრული გამოყენებითა და ყოველდღიური სულიერი შრომის წყალობით უნდა განეხორციელებინათ დიადი მიზანი - მოემზადებინათ სული მარადიული ნეტარებისთვის.
    სამწუხაროდ, ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილი ამ უმძიმესი ცოდვის მსხვერპლია, დღეს ისე, როგორც არასდროს, ადამიანები ეძიებენ იოლ გზებს მატერიალურ სიკეთეთა შეძენის მიზნით, იოლადვე უნდათ მიაღწიონ წინსვლას სულიერ ცხოვრებაშიც, მაგრამ სწორედ აქ ცდებიან; დაბნეულნი და შეცდომილნი სინათლის ნაცვლად ბნელის გავლენის ქვეშ ექცევიან და ეჩვენებათ უკუნი ნათლად.
    "მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს... რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხჳთ კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი" (იოან. 10,91), - გვასწავლის ჩვენთვის ვნებული, დაფლული და მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი და გვეუბნება: "მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაჲ" (იოან. 8,12). ამ გზით, ქრისტეს ერთადერთი გადამრჩენელი გზით, ვიდოდნენ ჩვენი წინაპარნი. მას უნდა შევუდგეთ ჩვენც და აღვასრულოთ მცნებანი მისნი. ამიტომაც აუცილებელია, ვიცნობდეთ წმიდა წერილს - ბიბლიას, რომლის მეოხებითაც უფალმა მოგვაწოდა ცოდნა ჩვენი მიწიერი ყოფის იმგვარად წარმართვისათვის, რომ ღირს ვიქმნეთ იმ ქვეყნად სასუფევლის დამკვიდრებისა.
    საღვთისმეტყველო განათლებისა და სულიერი წინსვლის მისაღწევად ასევე დიდმნიშვნელოვანია წმიდა მამათა: იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, გრიგოლ ნოსელის, ეფრემ ასურის, იოანე დამასკელის, გრიგოლ პალამას, ანტონ დიდის, წმიდა თეოდორიტეს, წმიდა თეოფანეს, გიორგი მცირის, იოვანე ზედაზნელის, გიორგი და ექვთიმე მთაწმიდელთა, გრიგოლ ხანძთელის... და ყოველთა სხვათა დიდთა მოძღვართა ცხოვრებისა და შრომების გაცნობა. ისინი იყვნენ ბიბლიის არა მარტო შესანიშნავი მცოდნენი და შემოქმედებითი უნარით დაჯილდოებულნი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, დიდი სულიერობით გამორჩეულნი, რადგანაც ათობით წელი ჰქონდათ გატარებული განმარტოებით ლოცვასა, მკაცრ მარხვასა და განდეგილობაში. შემდეგ კი მათ თავიანთი გამოცდილება გადასცეს მოწაფეებს და შრომებისა და წერილების სახით გაგვიზიარეს ჩვენ, ქრისტიანებს.
    წმიდა მამათა სწავლანი მიზნად ისახავს ადამიანის ღმერთთან დაახლოებას, ნეტარებასა და წარუვალ სიხარულს. "გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყჳ: გიხაროდენ" (ფილიპ. 4,4), - გვარიგებს პავლე მოციქული.
    განა შეიძლება ჩვენი სიხარული იყოს მუდმივი, როცა გარშემო ამდენი მწუხარება, გაჭირვება, ავადმყოფობა, გაღიზიანება და შფოთია, როცა სულ ახლოს ჩაივლის ხოლმე სიკვდილი და გრძნობ, მალე შენც შეგეხება? მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ეს სიტყვები ეკუთვნის იმ ადამიანს, ვინც მრავალჭირნახული ცხოვრება განვლო და მოწამეობრივად აღესრულა. სწორედ იგი, ქრისტიანობის ქადაგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დამაშვრალთაგანი, დაჟინებით და თანაც არაერთხელ მოგვიწოდებს მარადიული სიხარულისკენ, იმ სიხარულისკენ, რომელსაც ვერავითარი მიწიერი განცდა ვერ განაქარვებს, იგი იესოს [?]სობით მოენიჭა კაცთა მოდგმას.
    "გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა, რამეთუ იშუა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა" (ლუკ. 2,10-11). - ამ სიტყვებით მიმართა ანგელოზმა შობის ღამეს ბეთლემელ უბრალო მწყემსებს. თითქმის ოცი საუკუნეა, რაც კაცობრიობა ისმენს ზეციურ უსხეულო ძალთა საგალობელს, პირველად იმ იდუმალ ღამეს რომ მოეფინა დედამიწას: "დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ" (ლუკ. 2,14). ამ ხნის მანძილზე დიდი ძვრები მოხდა ადამიანთა სამყაროში, შეიცვალა პიროვნება, მისი შეხედულებანი სულიერ და მატერიალურ ფასეულობებზე, მაგრამ უცვლელი და ჩვენთვის ახლა უფრო აუცილებელი გახდა ანგელოზთა ამ სადიდებლის მოწოდება მშვიდობისა და ურთიერთსიყვარულისაკენ, რადგანაც დღეს მსოფლიო თავისი არსებობის მეტად საშიშ პერიოდში შევიდა. მეცნიერება და ტექნიკა დიდი ტემპით მიიწევს წინ; თუ არ მოხდა პიროვნების გონიერი და სულიერი საწყისის შესაბამისი სისწრაფით განვითარება, სიცოცხლე ქვეყნად ბირთვული კატასტროფის საბედისწერო საფრთხის წინაშე დადგება.
    გვწამს, უფალი და ხალხის კეთილი ნება არ დაუშვებს, რომ ჩვენი აყვავებული დედამიწა ნაცარტუტად იქცეს.
    ქრისტესმიერნო დანო და ძმანო!
    სულიერი სიხარულით აღვსილი, გულითადად მოგესალმებით და მოგილოცავთ ქრისტეს შობის დიად დღესასწაულს. დაე, ყოვლისშემძლე ღმერთმა არ მოგიშალოთ მშვიდობა, ჭეშმარიტი სიყვარული და სიხარული მარადიული.
    "მოწყალებანი და სარწმუნოებანი ნუ მოგაკლდებიან შენ; შეიბნ იგინი ყელსა შენსა და დაწერენ იგინი ფიცართა გულისა შენისათა და ჰპოო მადლი წინასწარგანზრახვად კეთილისა წინაშე ღმრთისა და კაცისა" (იგავ. 3,3-4).
    გწამდეთ, არა ხართ მარტო; გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
გახადე შენი რჩეული
23304
 



2 ოქტომბერს (ახალი სტილით: 15 ოქტომბერს) დღეს არის ხსენება:
 
ხელისუფლების რომელ პოზიციას უჭერთ მხარს, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით?

 
ილია II (3776)
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე) (1247)
მამა ვალენტინი მორდასოვი (1160)
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე (835)
წმ. იოანე ოქროპირი (762)
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი) (629)
წმ. ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი) (595)
პაისი მთაწმინდელი (544)
წმ. მარკოზ მონაზონი(განშორებული) (520)
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი (487)
არქიმანდრიტი გაბრიელი(ურგებაძე) (380)
იოსებ ათონელი(ისიხასტი) (367)
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი (355)
წმ. თეოფანე დაყუდებული (315)
წმ. ნილოს სინელი (301)
წმ. ანტონი დიდი (278)
არქიმანდრიტი რაფაელი(კარელინი) (273)
წმ. ტიხონ ზადონელი (240)
წმ. იოანე კრონშტადტელი (226)
წმ. სერაფიმე საროველი (215)
წმ. ბასილი დიდი (209)
წმ. ევსუქი ხუცესი (201)
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (184)
წმ. ეფრემ ასური (145)
წმ. ისააკ ასური (136)
ნეტარი ავგუსტინე (132)
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი (126)
წმ. ანტონ ჭყონდიდელი (122)
არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი (108)
სულხან-საბა ორბელიანი (100)
წმ. ილია მართალი (98)
იგავნი სოლომონისა (97)
შოთა რუსთაველი (95)
სიბრძნე ზირაქისა (93)
დეკანოზი პ. ხელიძე (83)
ამბა ისაია (71)
მამა გიორგი ბასილაძე (58)
პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი (57)
კიევო-პეჩორის ლავრის მღვდელ-მონაზონი ვლადიმერი (56)
წმ. დიმიტრი როსტოველი (56)
წმ. მარკოზ მოსაგრე (54)
აბბა დოროთე (52)
სახარება მათესი (52)
დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი (50)
ბერი პორფირი (49)
წმ. იოანე დამასკელი (43)
ამბროსი ნეკრესელი (40)
კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე პავლე მოციქულისა (40)
წმ. ამბროსი მედიოლანელი (40)
ვალაამის მონასტრის სქემიღუმენი იოანე (39)
ეპისკოპოსი ზენონი (39)
წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (36)
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე (35)
სულიერი მარგალიტი (34)
მღვდელი ვლადიმერ ელისეევი (33)
დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი (32)
ეპისკოპოსი პეტრე (31)
წმ. პიმენი დიდი (30)
ბერი იერონიმე (30)
ბერი ამფილოქე (30)
წმ. მეფე დავით მეფსალმუნე (30)
წმ. ესაია განშორებული (30)
წმ. დიდმოწამე ვლადიმერი(ბოგოიავლინსკი) (28)
დეკანოზი დავით ლონდარიძე (28)
მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (28)
ღირსი ზოსიმე პალესტინელი (28)
წმ. ამბროსი ოპტინელი (27)
წმ. ევაგრე მონაზონი (27)
წმ. სილუან ათონელი (27)
ამბა დოროთე (27)
წმ. ისიდორე პელუზიელი (27)
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი (26)
ამბა ევაგრე (26)
კათოლიკე ეპისტოლენი იაკობ მოციქულისა (25)
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა (25)
ძველი პატერიკი (24)
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი (24)
წმ. ფილარეტი მიტროპოლიტი მოსკოვისა (23)
მთავარეპისკოპოსი თადეოზი (22)
პირველი ეპისტოლე იოანე მოციქულის (22)
მთავარეპისკოპოსი სტეფანე კალაიჯიშვილი (20)
წმ. კირილე იერუსალიმელი (20)
ოპტინელი ბერი სტარეცი (20)
დეკანოზი დავით ქვლივიძე (19)
ნეტარი იერონიმე (19)
ვ. გუბანოვი (19)
წმ. გრიგოლ პალამა (19)
ეკლესიასტე (18)
წმ. ლეონიდე ოქროპირიძე (18)
მღვდელი ანდრეი გორბუნოვი (17)
პროტოპრესვიტერი პ. სოკოლოვი (17)
სიბრძნე სოლომონისა (16)
წმ. კასიანე რომაელი (16)
წმ. ალექსი ბერი (16)
წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელი (15)
წმ. მაქსიმე აღმსარებელი (15)
დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი (15)
წმ. მაკარი ეგვიპტელი (14)
ამბა პიმენი (14)
ეპ.ლეონიდე ოქროპირიძე (14)
სქემარქიმანდრიტი ლავრენტი ჩერნიგოველი (14)
წმ. პეტრე დამასკელი (14)
ეპისკოპოსი ეფრემი გამრეკელიძე (14)
დეკანოზი დავით ციცქიშვილი (14)
პ. ი. მალკოვი (14)
წმ. კვიპრიანე კართაგენელი (14)
თეოლიპტე მიტროპოლიტი (13)
წმ. ტიმოთე ალექსანდრიელი (13)
დავით ეპისკოპოსი (13)
პროტოპრესვიტერი მ. ტყემალაძე (13)
წმ. მაკარი დიდი (12)
ისიხი იერუსალიმელი პრესვიტერი (12)
ამბა ფალასი (12)
არქიეპისკოპოსი პავლე (11)
წმ. შიო (11)
წმ. ბარსანოფი ოპტინელი (11)
წმ. ნიკონ ოპტინელი (11)
ბერი იოსები (10)
ბერი იოილი (10)
წმ. ბარსანოფი დიდი (10)
პირველი ეპისტოლე პეტრე მოციქულისა (10)
წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი (10)
დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი (10)
წმ. გრიგოლ დიოლოღოსი (10)
წმ. გრიგოლ სინელი (9)
წმ. იოანე ზედაზნელი (9)
ბერი იაკობი (9)
ინოკენტი, არქიეპისკოპოსი ხერსონისა (9)
წმ. გრიგოლ ნოსელი (9)
არქიმანდრიტი ლაზარე(აბაშიძე) (8)
ეგნატე და კალისტე კსანთოპულები (8)
ტერტულიანე (8)
წმ. იოანე ღვთისმეტყველი (8)
ბერი ფილოთეოსი (8)
არქიმანდრიტი თეოფანე ნოვოზერელი (8)
ბერი ევსევი (8)
ფსიქოთერაპევტი თეა გოგოტიშვილი (8)
წმ. იოანე(მაქსიმოვიჩი) (8)
დეკანოზი დავით შარაშენიძე (8)
ამბა მოსე (8)
იღუმენი ბენიამენი ბელქანია (7)
სენეკა (7)
რომაელთა მიმართ ეპისტოლე პავლე მოციქულისა (7)
დეკანოზი ალექსი ადამაშვილი (7)
ფილადელფოს კიკნაძე (7)
ფილარეტი, არქიეპისკოპოსი ჩერნიგოვისა (7)
წმ. ათანასე ალექსანდრიელი (7)
იოვანე ბოლნელი (7)
წმ. ეპიფანე კვიპრელი (7)
იღუმენი ლაზარე(გაგნიძე) (7)
წმ. ზოსიმე პალესტინელი (7)
კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე (7)
მთავარეპისკოპოსი ამბერკი (6)
პროტოპრესვიტერი ივანე ტოლმაჩოვი (6)
წმ. ბონიფანტე (6)
წმ. თეოდორე სტუდიელი (6)
წმ. ფილოთეოს სინაელი (6)
წმ. ექვთიმე მთაწმინდელი (6)
ამბა აგაფონი (6)
წმ. იუსტინე(პოპოვიჩი) (6)
წმ. ათანასე დიდი (5)
არქიმანდრიტი სერაპიონ ჯიშკარიანი (5)
სახარება მარკოზისა (5)
წმ. გიორგი მთაწმინდელი(ათონელი) (5)
იღუმენი არსენი (5)
ნეტარი თეოფილაქტე (5)
ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე (5)
ბერი ეპიფანე (5)
აბბა ისაია (5)
მღვდელი სიმონ ჭელიძე (5)
ბერი არსენი ათონელი (5)
არქიმანდრიტი სოფრონი(სახაროვი) (5)
წმ. დავით გარეჯელი (5)
მიტროპოლიტი მაკარი ბულგაკოვი (5)
დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი (5)
დეკანოზი კ. ცინცაძე (5)
წმ. ანტონი ოპტინელი (5)
წმ. მაკარი ოპტინელი (5)
წმ. ევსევი (5)
ბერი ანთიმოზი (4)
ამბა იოანე (4)
ეპისკოპოსი იაკობი (4)
პლუტარქე (4)
თეოლოგი აკაკი მინდიაშვილი (4)
წმ. ისიქი იერუსალიმელი (4)
ბერი გიორგი ათონელი (4)
წმ. ტიხონ ვორონეჟელი (4)
წმ. იოანე მმარხველი (4)
ღირსი ესაია ეგვიპტელი (4)
ღირსი აბბა ესაია (4)
არქიეპისკოპოსი არსენი ჩუდოვი (4)
წმ. აბბა თალასე (4)
წმ. სინკლიტიკია (4)
ნეტარი თეოდორიტე (4)
ტიმოთეს მიმართ პირველი ეპისტოლე პავლე მოციქულისა (4)
ამბა ისიხი (4)
წმ. სვიმეონ თესალონიკელი (4)
მეუფე სპირიდონ აბულაძე (3)
წმ. ანატოლი ოპტინელი (3)
მამა ბარსანუფი ღაზელი (3)
იღუმენი ნიკონი (3)
წმ. აბბა მოსე (3)
მოწამე მეფე არჩილი (3)
წმ. კონსტანტინე დიდი (3)
ეპისკოპოსი ლეონიდი (3)
წმ. ავგუსტინე (3)
სქიმონაზონი პართენი (3)
ამბა სილუანი (3)
კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლე პავლე მოციქულისა (3)
დეკანოზი ბიძინა გუნია (3)
ლიმონარი (3)
წმ. მეფე დემეტრე თავდადებული (3)
გრიგოლ განმანათლებელი (3)
მეუფე დანიელი (3)
ტერტულიანე (3)
ბერი ილიოდორ გლინელი (3)
ამბა ისაკი (3)
ეფესელთა მიმართ მეორე ეპისტოლე პავლე მოციქულისა (3)
სქიმონაზონი თეოფილე (3)
სქიმონაზონი ზოსიმე (3)
ამბა თეოგნოსტე (3)
სახარება ლუკასი (3)
მამა იოანე კართაგენელი (3)
სულიერი განმარტებანი (3)
ბერი დანიელი (3)
ეპისკოპოსი ეგნატე (3)
ამბა სისო (3)
ამბა ევგენი (3)
წმ. იოანე ლესტვიჩნიკი (3)
წმ. იუსტინე მარტვილი (3)

0_28