image
image
33
34
35
36
image
image
Loading..
image

თემა: სათნოებები

222. როგორ გავიგოთ მაცხოვრის სიტყვები: "ითხოვდით და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოოთ, ირეკდით და განგეღოს თქუენ" (მათ. 7.7)?თხოვნა ნიშნავს ღმერთისადმი ლოცვით ვედრებას. ძიება ნიშნავს, რომ ვეძიებდეთ სათნოებათა მოგებას, ანუ რა არის მათი მომპოვნებელი და როგორ შევიძინოთ ისინი. რეკვა სათნოებათა აღსრულებას ნიშნავს, რადგან ადამიანი ხელით რეკავს, ხოლო ხელი საქმის აღმნიშვნელია. ჩვენ გვევალება, რომ არა მარტო ვითხოვდეთ, არამედ ვეძიებდეთ და ვიქმოდეთ კიდეც.
link
image

თემა: სათნოებები

514. რომელია ის სათნოება, რომლის აღსრულება ყოველთვის და ყოველი ადამიანისთვისაა შესაძლებელი?სხვა სათნოებათა ქმნა ყოველთვის როდია ჩვენს ხელში. მაგალითად, ეკლესიაში ღვთისმსახურებაზე დასასწრებად მისვლა განიზრახეთ, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ან ეკლესია ვერსად ნახოთ თქვენს მახლობლად, ან მსახურება უკვე დამთავრებული იყოს. ვთქვათ, განიზრახეთ გლახაკთა შეწევნა. ირგვლივ, შესაძლოა ვერავინ ნახოთ ასეთი, ანდა მისაცემი არაფერი გქონდეთ. იქნებ ქალწულების დამარხვა (დაცვა) გსურდეს, მაგრამ ვერც ეს სურვილი შეისრულო, პირადი აგებულების ან მტრის მზაკვარებათა გამო, რომელთა წინა აღდგომა, ადამიანური უძლურების გადამკიდე, ყოველთვის არ ძალგიძს. სხვა რომელიმე სათნოების ქმნაც შეიძლება გეწადოს ქრისტესთვის, მაგრამ ან ძალა არ გეყოს, ან საჭირო გარემოება არ მოგეცეს. ლოცვას კი არც ერთი ეს წინააღმდეგობა არ ელის. ლოცვა ყველასათვის და ყოველთვის შესაძლებელია – მდიდრისა და გლახაკის, აზნაურისა და უაზნოს, ძლიერისა და უძლურის, ჯანმრთელისა და ავადმყოფის, მართლისა და ცოდვილისათვის.
link
image

თემა: სათნოებები

საყვარელნო, ვისწრაფოთ, რათა ყოველი უკეთურება განვსდევნოთ სულთაგან ჩვენთა და არა ოდეს ვიქმოდეთ ზაკვასა. რათა გულარძნილთა მიმართ გულარძნილნი გზანი მიავლინეს უფალმან და წმიდა იგი სული ღვთისა ივლტის ზაკვისაგან და ზრახვათა ბოროტთა. რამ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სათნოებები

967. ადამიანისათვის თავისუფალი ნება რომ არ მიეცა ღმერთს, ცოდვაშიც ხომ არ ჩავარდებოდა. რატომ მიეცა მას თავისუფალი ნება?ისმინე, რომელიც ასეთ შკითხვას სვამ – შენც ხომ მაშინ არ თვლი შენს მონას ერთგულად, როცა შეკრული გყავს და აიძულებ, არამედ, როცა ნებით ასრულებს შენს სურვილს. ღმერთსაც იძულებით დამორჩილებული კი არ უყვარს, არამედ, რომელიც სათნოებაში წარემატება. ხოლო სათნოებები მიიღება ნებით და არა იძულებით, და ნება ჩვენს ხელთაა, ხოლო ეს ნება არის თავისუფალი. ასე რომ, ვინც ადანაშაულებს შემოქმედს და ამბობს: რატომ არ შეგვქმნა ღმერთმა იძულებით უცოდველნიო, ის პირუტყვთა ბუნებას პირმეტყველთა ბუნებაზე წინ აყენებს და უმოქმედოსა და უგუნურს – მოქმედებისა და ნება–სურვილის მქონეზე წინ.
link
 

თემა: სათნოებები

ღირსი მაკარი, რომელიც ყვითელი წყლების მახლობლად ვიწრო სამყოფელში ცხოვრობდა, ღვთის წინაშე ლოცულობდა და მოყვასისთვის კეთილ საქმეებს აღასრულებდა. იგი არა მხოლოდ ერთმორწმუნე ქრისტიანებს შეეწეოდა, არამედ რაიმე საქმეზე მოსულ თათრებსაც ნ... იხილეთ სრულად
link
 

თემა: სათნოებები

ერთ დილას ამბა არსენის სენაკს მისი ორი მოსწავლე ეწვია. მათ ბერს თავიანთი სათნო ცხოვრების შესახებ თხრობა დაუწყეს. ისინი ერთმენათში ხშირად კამათობდნენ, თუ ვინ უფრო მართალ ცხოვრებას ეწეოდა და ახლა ამის განსასჯელად მოძღვართან მისულიყვ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სათნოებები

634. რადგანაც თითოეული ნეტარება ერთ სულიერ სათნოებას მოიცავს, საკმარისია თუ არა ერთი სათნოება ცხონებისათვის, ჩემო მამაო?სხეული ერთია, ხოლო ასოები მრავალი. თუ სხეულს ერთი ასო აკლია, მაშინ ის სრულყოფილი არაა, ასევე იმსჯელე შინაგან ადამიანზე, რომლის ასოებიც შინაარსით მრავალი სათნოებებია. თუ მას ერთი ასო აკლია, მაშინ ის არაა სრულყოფილი. ხელოსანმა, რომელმაც კარგად იცის თავის ხელობა, მოქნილი გონების გამო სხვა საქმეებსაც ასრულებს; მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის მხოლოდ თავის საქმის ოსტატად იწოდება და არა სხვა საქმეების. ასევეა აქაც; ვისაც ყველა სათნოება აქვს, ის იმ სათნოების მიხედვით შეიცნობა და ხდება სახელოვანი, რომლის მეშვეობითაც უპირატესად ბრწყინავს მასში სულიწმიდის მადლი.
link
 

თემა: სათნოებები

ჩვენი მერვე შერკინება ამპარტავნების წინააღმდეგაა, რომელიც უსასტიკესია და ყველა წინარე ვნებაზე უველურესი. იგი განსაკუთრებით ებრძვის იმათ, რომლებიც სრულქმნილნი არიან და თითქოს სათნოებათა მწვერვალზე ასულნი, ცდილობს რა მათ დამხობას. მ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სათნოებები

საყვარელნო, გულის-ხმა-ვყოთ, რამეთუ, რომელთა იგი ეშინოდა და ძრწოდეს, მათ მორაიღეს სული წმიდა. მეყსეულად უშიშად შევიდოდეს ბრძოლად მახვილისა და ცეცხლისა და მხეცთა და ზღვათა და ყოვლისა ჭირისა. და უსწავლელთა მათ და უმეცართა ესე ვითარი ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სათნოებები

972. თუკი ჩვენი მშობლები, წინაპრები, ან ხორციელი ნათესავები ღვთისმოსავი და წმინდა ადამიანები იყვნენ, ხოლო ჩვენ უდებებით განვლევთ დღეებს, შეგვეწევა თუ არა მათი სიწმინდე?დაე, ნუ ვიამაყებთ ნათესავთა სიწმინდის გამო, არამედ იმას ვესწრაფოდეთ, რომ თავად ვიცხოვროთ ღვთისთვის სათნოდ. რადგან უმეტესი სასჯელი მოგველის მაშინ, როდესაც მამა, ძმა ან შვილი გვყავს ღვთისმოყვარე და კეთილმსახური, ხოლო ჩვენ უკეთურად ვიქცევით. უმეტესად დასასჯელად შეგექმნება, როცა ასეთი მაგალითები გყავს ირგვლივ, ხოლო შენ მათ არ ბაძავ, რადგან უდებ შვილთათვის მშობელთა სათნოებანი დასასჯელია მხოლოდ.
link
image
image
33
34
35
36
image
image