Loading..
image
თემა: სათნოებები

1. რომელიღაც ძმამ წმინდა ნიფონტს ჰკითხა: ჩემო მამაო, მითხარი სასარგებლო სიტყვა, როგორ ვცხონდე?ბერმა ამაზე ასე უპასუხა: ჩემო შვილო! შენ თუ ადამიანებს შორის ცხოვრება გსურს, მაშინ შემდეგი საქმეები უნდა აღასრულო: არავინ გაკიცხო, არ განიკითხო, არავინ დაამცირო, ასევე საკუთარ თავზე არ იფიქრო, რომ ოდესღაც კეთილი საქმე გაგიკეთებია და მოერიდე ლაპარაკს: ესა და ეს კარგად ცხოვრობს, ხოლო ის უკრძალველად, რამეთუ ეს სწორედ ამას ნიშნავს: „ნუ განიკითხავთ“ (მათე 7, 1). ყველას ერთნაირად უყურე, ერთი და იგივე გულის განწყობით, ერთნაირი აზრით, უბრალო გულით და ყველა ისე მიიღე, როგორც ქრისტე. ყურს ნუ დაუგდებ იმ ადამიანს, რომელიც ცილს სწამებს მოყვასს და ნუ დატკბები ასეთი ლაპარაკით; არამედ შენი ბაგეები ხშირად დუმილში დაიმარხე; იყავი ზანტი ლაპარაკისთვის და მოსწრაფე ლოცვისთვის. არასოდეს არ უსაყვედურო ცილისმწმამებელს ან სხვა ვინმეს, ვინც უსამართლობას სჩადის, არამედ ყოველთვის შენს ნაკლოვანებებს უყურე, საკუთარი თავი გაკიცხე და ყოველდღიურად დაამცირე. 2. ძმამ უთხრა: ეს, ჩემო მამაო, მხოლოდ სრულყოფილ მოღვაწეებს შეუძლიათ.ნეტარმა უპასუხა: ჩემო შვილო! ახალგაზრდას სიმდაბლე თუ აქვს, მისთვის ეს საკმარისია, ვინაიდან ღმერთი ახალგაზრდას სხვას არაფერს სთხოვს, თუ არა მხოლოდ სიწმინდეს და სიმდაბლეს. შენ კი, ჩემო შვილო, იყავი მშვიდი და მდაბალი, ლმობიერი და მოწყალე, საკუთარი თავი ყველა ადამიანზე უვარგისად ჩათვალე და ჭეშმარიტად ღმერთით იცხოვრებ. იმისათვისაც იღვაწე, რომ საკუთარ თავზე არ იფიქრო: მე ამა და ამ წმინდანის საზომს მივაღწიეო; არამედ ყოველთვის უთხარი შენს თავს: იცი კი, ჩემო სულო, რომ ჩვენ ცოდვებით თვით ეშმაკებსაც გადავაჭარბეთ, ხოლო კეთილი საქმეები ღვთის გულისათვის არასოდეს გაგვიკეთებია. ვაი ჩვენ, ო, შერცხვენილები, რას მოვიმოქმედებთ სამსჯავროს დღეს? მთელი შენი ცხოვრების მანძილზე, ჩემო შვილო, როგორც ცოდვილმა ილოცე და ყოველთვის თქვი: „უფალო, იესო ქრსიტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე! ღმერთო გამწმიდე მე ცოდვილი! ეს სიტყვებიც ყოველთვის გაიმეორე: „საიდუმლოთა ჩემთაგან განმწიდე მე და უცხოთაგან იცევ მონაი შენი“ (ფს. 18, 12-13). ისიც იცოდე, შენი კეთილი საქმეებით არ უნდა დაკმაყოფილდე და ნუ გექნება მათი იმედი, იმიტომ, რომ არ ვიცით, სათნოა თუ არა ისინი ღვთისათვის. ამიტომ ღვთისა და მისი ძალის იმედი გქონდეს, ხოლო საკუთარი თავი უსარგებლო ნაცრად შერაცხე. გამოსწორებაც აქედან იწყება.

link
image
თემა: სათნოებები

585. როგორ უნდა გავიგოთ მაცხოვრის სიტყვები: „ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რათა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქუენსა ზეცათასა“ (მათ. 5.16)?ეს სიტყვები იმას კი არ ნიშნავს, თითქოს უფალი გვამცნობდეს, რომ მაჩვენებლები ვიყოთ, არამედ იგი ღვთისთვის სათნო ცხოვრებისაკენ მოგვიწოდებს. როგორც მზის სინათლის ხილვისას ჩვენ ხოტბას ვასხამთ არა ჰაერს, ნათებაში რომ მონაწილეობს, არამედ მზეს, რომელსაც აქვს ნათელი და ასხივებს მას; ასევე, სათნოებებით შემკული ადამიანის ხილვისას ჩვენ განვადიდებთ მზეს სიმართლისას, რადგანაც ასეთ კაცს, როგორც კი შესამჩნევი გახდება, ადამიანები სიმართლის მზის – ქრისტეს განდიდებისაკენ მიჰყავს. მაგრამ არაფერი ვთქვათ დიდ სათნოებებზე. მხოლოდ ერთს გეტყვით: თქვენთან ერთად ტაძარში ლოცვად მდგომი რომ უნებურად უკან მოვიხედავ და თვალს შევავლებ რა მათ, რომელნიც, შემუსვრილნი, გონიერებით აღუვლენენ გალობას უფალს, ან კი იმათ მივაპყრობ მზერას, მდუმარედ და ყურადღებით რომ დგანან ლოცვაში ჩაღრმავებულნი, მხოლოდ ეს ერთი შეხედვაც კი ფრთებს მასხამს, კმაყოფილებით მავსებს და მეც განვადიდებ ზეციურ მამას.

link
 
თემა: სათნოებები

1913.რა არის სათნოება?სათნოება არის სულიერი მდგომარეობა, როდესაც განიცდი სწრაფვას ღმრთისკენ და რომელიც გიადვილებს ღმრთის ნების აღსრულებას.1914.როგორ ვიძენთ სათნოებას?სათნოებას ვიძენთ მაშინ, როდესაც მის შესახებ ვევედრებით ღმერთს და ვიწვრთნებით მასში.1915.როგორ იყოფა სათნოება?სათნოება იყოფა ღმრთიურად და კეთილზნეობრივად.1916.რომელი სათნოებაა ღმრთიური?ღმრთიუს სათნოებებს მიეკუთვნება: რწმენა, სასოება და სიყვარული.1917.რატომ ითვლება ღმრთიურ სათნოებებად რწმენა, სასოება და სიყვარული?იმიტომ, რომ ისინი სულს ღმრთისკენ წარმართავენ და სხვა სათნოებათა საფუძველს წარმოადგენენ.1918.რაში მდგომარეობს ღმრთიური რწმენის სათნოება?ეს არის მტკიცე რწმენა ინისა, რომ არსებობს ღმერთი და ყველას გვმართებს დავიცვათ მისი წმიდა სჯული.1919.რაში მდგომარეობს სასოების ღმრთიური სათნოება?ეს არის ღმრთის ნების მინდობა და რწმენა იმისა, რომ ღმერთი თავისი უსაზღვრო მოწყალებით მუდამ ზრუნავს ჩვენზე და ჩვენი ხსნისთვის.1920.რაში მდგომარეობს ღმრთიური სიყვარულის სათნოება?ეს არის ჩვენი შინაგანი ძალა, რომელიც ღმერთისკენ გვიზიდავს, რათა ის ყველაზე მეტად გვიყვარდეს და მზადყოფნაში ვიყოთ ყოველივე შევწიროთ მას.განმარტებაპავლე მოციქული ამბობს: ,,აწ ესერა ჰგიეს სარწმუნოება, სასოებაი და სიყვარული არს" (Iკორ.13,13).1921.რომელია კეთილზნეობრივი სათნოებანი?კეთილზნეობრივი სათნოებანია:1. მორჩილება ღმრთისა და თავმდაბლობა ადამიანთა წინაშე,2. გულუხვობა,3. სულისა და სხეულის სიწმინდე,4. კეთილმოსურნეობა მოყვასის მიმართ,5. თავშეკავება,6. თავმდაბლობა,7. გულმოდგინება საქმესა და ლოცვაში.განმარტებაI. სათნოებას ღმერთთან მივყავართ, ცოდვა განგვაშორებს ღმერთისგან.II. სათნოებას ადამიანები თანხმობასა და ძმობისკენ მიყავს, ცოდვა ბოროტებასა და უწესრიგობას სთესავს.III. ღმრთის წინაშე მორჩილებასა და თავის დამდაბლების გარეშე ადამიანს არ ძალუძს სულიერი წარმატების მოპოვება. მაცხოვარმა ბრძანა, რომ ამპარტავანი ფარისეველი ტაძრიდან გაუმართლებელი გამოვიდა მაშინ, როდესაც თავმდაბალი მეზვერე განმართლებულ იქნა (ლკ.18,10-14).1922.რომლებია უმთავრესი კეთილი საქმეები?ესენია: ლოცვა, მარხვა და მოწყალება.1923.აუცილებელი კეთილ საქმეთა აღსრულება?აუცილებელია; იაკობ მოციქული თავის ეპისტოლეში ამბობს, რომ ,,სარწმუნოება თვინიერ საქმეთაისა მკდუარ არს" (იაკ.2,20).1924.როგორ აღვასრულოთ კეთილი საქმენი?უნდა აღვასრულოთ:1. ნებაყოფლობით, ღმრთისადმი სიყვარულით, პატივითა და დიდებით.2. საღმრთო სჯულის მიხედვით.1925.რა არის ლოცვა?ლოცვა არის გონებისა და გულის წარმართვა ღმრთისაკენ, საუბარი ღმერთთან.1926.როგორ უნდა ვილოცოთ?შეგვიძლია ვილოცოთ სხვადასხვაგვარად:1. ხმამაღლა - კითხვით ან გალობით,2. უხმოდ და უსიტყვოდ,3. ერთპიროვნულად ან საჯაროდ,4. მარტო ან სხვებთან ერთად,5. ფეხზე მდგართ ან მუხლომოდრეკით.განმარტებაუსიტყვოდ ვლოცულობთ მაშინ, როდესაც ღმერთს მივმართავთ გონებით, როცა საღმრთო საქმეებს ვიზრახავთ.1927.როგორ იყოფა ლოცვები შინაარსის მიხედვით?შინაარსის მიხედვით არის:1. სადიდებელი ლოცვები,2. სავედრებელი ლოცვები,3. სამადლობელი ლოცვები.1928.როგო რუნდა ვილოცოთ?უნდა ვილოცოთ1. ყურადღებით,2. თავმდაბლობით,3. სასოებით,4. მუდმივად.1929.რა უნდა შევთხოვოთ ღმერთს?უნდა ვთხოვოთ ის, რაც გვჭირდება ჩვენ და ჩვენს მოყვასს სულისა და სხეულის გადასარჩენად.1930.როდის არ აქვს ლოცვას ფასი?მაშინ, როდესაც ის გულწრფელად არ არის მიმართული ღმერთისადმი ან როდესაც უყურადღებოდ გამოითქმის.განმარტებამათ შესახებ, ვინც უყურადღებოდ ლოცულობს, მაცხოვარმა ბრძანა: ,,ერი ესე ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორად განშორებულ არიან ჩემგან" (მთ.15,8).1931.როდის არ შეისმენს უფალი ჩვენს ლოცვებს?არ შეისმენს მაშინ:1. როდესაც ჯეროვნად არ ვლოცულობთ,2. როცა ისეთ რამეს შევთხოვთ, რაც ხსნას არ მოგვიტანს.1932.შეიძლება რომ მხოლოდ ჩვენთვის ვილოცოთ?უნდა ვილოცოთ როგორც ჩვენთვის, ასევე -1. მშობლებისა და ნათესავებისთვის,2. ჩვენი სულიერი მოძღვრისა და სამსახურის უფროსებისთვის,3. მართლმადიდებელი ეკლესიისა და მამულისათვის,4. ყველა ადამიანისათვის - მოყვასისთვისაც და მტრისთვისაც,5. ცოცხალთათვის და მიცვალებულთათვის.1933.სად შეგვიძლია ვილოცოთ?ლოცვა შეგვიძლია ყველგან - სახლშიც და სხვაგანაც, მაგრამ განსაკუთრებით უნდა ვლოცულობდეთ ტაძარში.1934.რატომ არის ტაძარში ლოცვა ყველაზე კარგი?იმიტომ, რომ 1. ტაძარი ღმრთის სახლია, ხოლო წმიდა ევქარისტიის საიდუმლოს აღსრულებისას წმიდა ტრაპეზზე თვით მაცხოვარი სუფევს;2. ჩვენი ლოცვა ტაძარში თანამლოცველებთან ერთობლივი ლოცვით ძლიერდება.1935.როდის უნდა ვილოცოთ?ხშირად უნდა ვილოცოთ, განსაკუთრებით კი:1. დილას და საღამოს,2. საზრდელის მიღებამდე და მიღების შემდეგ,3. საქმის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ,4. ცოხვრებისეული განსაცდელებისა და ცთუნებების დროს.1936.რას უნდა შეიცავდეს ძირითადად დილის ლოცვა?უმთავრესად უნდა - 1. ვმადლობდეთ ღმერთს დღევანდელი დღისთვის,2. ვთხოვოთ, რომ თვისი საფარველით დაგვიფაროს,3. ვთხოვოთ, რომ შეგვეწიოს კეთილად აღვასრულოთ იმდღევანდელი მორჩილება და დაგვიცვას ცოდვებისგან.1937.რას უნდა შეიცავდეს ძირითადად საღამოს ლოცვა?უნდა შეიცავდეს:1. სამადლობელს ღმრტისადმი განვლილი დრის გამო,2. თხოვნას მშვიდობიანი და უშფოთველი ძილისა და დღის განმავლობაში ჩადენილ ცოდვათა შენდობისთვის.1938.როგორ უნდა ვილოცოთ საზრდელის მიღების წინ?საზრდელის მიღების წინ ვკითხულობთ ლოცვას: ,,მამაო ჩვენო" ... შემდგომ კი: ,,უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შენ აკურთხე საზრდელი და სასმელი ესე, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნისამდე, ამინ".1939.როგორ უნდა ვილოცოთ საზრდელის მიღების შემდეგ?საზრდელის მიღების შემდეგ უნდა ვილოცოთ ასე: ,,გმადლობ შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რამეთუ განმაძღე ჩვენ ქვეყნიერთა კეთილითა შენთაგან; ნუ დამაკლებ ჩვენ ზეცისაცა შენსა სასუფეველსა, არამედ, ვითარცა შორის მოწაფეთა შენთა მიხვედ, მაცხოვარ, და მშვიდობა მიმადლე მათ, ეგრეც ამოვედ ჩვენთანა და გვაცხოვნენ ჩვენ, ამინ", შემდეგ: ,,ღირს არს" ... უფალო შეგვიწყალენ (3-გზის), მეუფეო ზეცათაო გვაკურთხენ.1940. რაზედ უნდა ვილოცოთ საქმის დაწყების წინ?მასზედ, რომ უფალმა აკურთხოს ჩვენი შრომა.1941.რაზედ უნდა ვილოცოთ საქმის დასრულების შემდეგ?მადლი უნდა შევსწიროთ ღმერთს იმ შემწეობისთის, რომელიც მოიღო ჩვენთვის.1942.რაზედ უნდა ვილოცოთ განსაცდელისა და ცოდვების ჟამს?უნდა ვილოცოთ, რათა უფალმა არ მიგვატოვოს და გამოგვიხსნას მათგან.1943.რომელი დღეები უნდა მივუძღვნათ განსაკუთრებით ლოცვას?განსაკუთრებით უნდა ვილოცოთ კვირა დღეს და სადღესასწაულო დღეებში.განმარტებაI. მიენდე ღმერთის ნებას და ის ყოველთვის შეისმენს შენს თხოვნას.II. შეეჩვიე იმას, რომ ყოველი ლოცვის წინ შეუნდო ყველას, ვინც გაწყენინა.III. ლოცვისას ნუ იჩქარებ.VI. უფალი გვახსნებეს, რომ ვილოცოთ განუწყვეტლად, ყველგან და განსაცდელების ჟამს (ლკ.18,1). განუწყვეტლივ ლოცულობს ის, ვინც მუდამ, - შრომობს თუ ისვენებს, ღმრთის არსებობას შეიგრძნობს. ასეთ ქრისტიანზე შიეძლება ითქვას, რომ ყოველი მისი საქმე თუ წამოწყება ლოცვაა. ასეთი ადამიანი ღმერთში ცოცხლობს და რმერთი ცოცხლობს მასში.1944.რომელია უმთავრესი ლოცვა?უმთავრესი ლოცვაა ,,მამაო ჩვენო ..." ანუ საუფლო ლოცვა.1945.რატომ ითვლება უმთავრესად საუფლო ლოცვა?იმიტომ, რომ ის მოიცავს ყველაფერს, რისთვისაც უნდა ვილოცოთ.1946.რატომ იწოდება ,,მამაო ჩვენო ..." საუფლო ლოცვად?იმიტომ, რომ ის თავად უფალმა იესო ქრისტემ ასწავლა მოციქულებს.1947.როგორ იკითხება საუფლო ლოცვა?იკითხება ამგვარად:,,მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. პური ჩუენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანა-ნადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანა-მდებთა მათ ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ გვიხსენ ჩუენ ბოროტისაგან, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ" (მთ.6,9-13).

link
image
თემა: სათნოებები
link