image
image
3
4
5
Loading..
image

თემა: ხიბლი

მეკითხებით, საიდან წარმოიშვება იესოს ლოცვაში ვარჯიშის დროს ხიბლი? მისი წარმომშობი ლოცვა კი არაა, არამედ აღსრულების სწორედ ის სახეა, რომელიც სიკეთისმოყვარებაშია აღწეილი. იმ სახით მისი ათვისება ამ საქმეში კარგად გარკვეული მასწავლებლ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ხიბლი

412. ნუთუ მაშინაც უნდა შევიძულო ისინი, როდესაც ჩვენი მეუფის, ქრისტეს სახით მეცხადებიან?სწორედ მაშინ უფრო უნდა შეიძულო მათი ბოროტება და ხიბლი, და შეაჩვენო ისინი. ძმაო, არასოდეს მოგხიბლოს ასეთმა დემონურმა გამოცხადებებმა, რამეთუ ღვთაებრივი გამოცხადებები მხოლოდ წმინდანებს აქვთ. და მას წინ ყოველთვის გულისმიერი სიჩუმე, მშვიდობა და სულის კეთილშობილება უძღვის. მაგრამ წმინდანები როცა გამოცხადების ჭეშმარიტებას შეიცნობენ, საკუთარ თავს უღირსებად თვლიან, ხოლო ცოდვილები, იციან რა საკუთარი უღირსება, მით უმეტეს, არასოდეს არ უნდა ერწმუნონ ასეთ გამოცხადებებს.
link
image

თემა: ხიბლი

როგორ მოვიქცეთ სულიერად დავადებულ ადამიანებთან (ეშმაკეულებთან) ურთიერთობისას, ან მათ გვერდით ყოფნისას?ვუთანაგრძნოთ ავადმყოფებს და გუნებაში ვილოცოთ მათთვის. შევასრულოთ ცხოვრებაში ეს წესი: "ყველა გიყვარდეს და ყველას ერიდე". ბერი არსენი ათონელი წერს: "ეშმაკეულებთან სიახლოვისას ძალზე ფრთხილად უნდა იყო, რათა მტერმა ისეთი ფიქრები არ შთაგაგონოს, თითქოს განსაკუთრებულად ღვთისმოყვარე ხარ, გაქვს ღვთის მადლი და სხვა. ყოველივე ამას მტერი იმისთვის შთაგაგონებს, რომ იფიქრო, თითქოს ღვთისმოსაურად ცხოვრობ - არა ისე, როგორც სხვები. თუ ადამიანი ასე იფიქრებს, იგი ღვთისაგან ყოველგვარ ჯილდოს დაკარგავს".
link
image

თემა: ხიბლი

416. ზოგჯერ ვხედავ, რომ ჩემს აზრს გულში მხეცებივით გარს ერტყმიან ბოროტი აზრები, მაგრამ ოდნავადაც ვერ მაზიანებენ. რას ნიშნავს ეს?ეს მტრის ხიბლია, რომელშიც ამპარტავნება იმალება, და მათ სურთ დაგარწმუნონ, რომ ბოროტი აზრები ოდნავადაც ვერ გაზიანებენ, რათა ამ გზით გაგიამაყონ გული. მაგრამ შენ ეს კი ნუ მოგხიბლავს, არამედ შენი უძლურება და ცოდვები გაიხსენე და მტრის წინააღმდეგ დასახმარებლად ღვთის სახელს მოუხმე.
link
image

თემა: ხიბლი

შეიძლება ლოცვაზე წარმოვისახოთ უფალი, წმიდანები? შეიძლება ჩვენში აღვძრათ ანგელოზების ნახვის სურვილი, ან იესო ქრისტეს ტანჯვის თანაგანცდა?ქრისტეს წარმოსახვას ბევრი წმიდა მამა კრძალავს, კერძოდ, წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი და წმ. თეოფანე დაყუდებული. ისინი კრძალავენ წარმოსახვით ლოცვას, რადგან ის ხიბლის ლოცვაა.
link
image

თემა: ხიბლი

413. მითხარი მეუფეო, როგორ ბედავს ეშმაკი ხილვაში ან ძილის ოცნებებში ქრისტე უფალის ან წმიდა ზიარების ჩვენებას?მას არც თავად მეუფე ქრისტეს და არც წმიდა ზიარების ჩვენება არ შეუძლია, არამედ იტყუება და რომელიმე ადამიანის სახეს ან უბრალო პურს წარმოგვიდგენს. მაგრამ წმიდა ჯვრის ჩვენებას ვერ ახერხებს, რამეთუ სხვა სახით მისი გამოსახვის საშუალებას ვერ პოულობს. და რადგან ჩვენ ჯვრის ჭეშმარიტ ნიშანს და სახეს ვიცნობთ, ამიტომ ეშმაკი ვერ ბედავს ჩვენს მოსახიბლად მის გამოყენებას იმიტომ, რომ ჯვარმა გაანადგურა მისი ძალა და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მას. ვინაიდან ჩვენ მეუფე ქრისტეს ხორციელად ვერ ვიცნობთ, ეშმაკი ამიტომაც ცდილობს მოტყუებით დაგვარწმუნოს, რომ ხიბლი ჭეშმარიტებად მივიღოთ და დაგვღუპოს. ამრიგად, როდესაც სიზმარში ჯვარს ნახავ, იცოდე, ეს სიზმარი ჭეშმარიტია და ღვთისგანაა; მაგრამ შეეცადე მისი მნიშვნელობა წმიდანებისაგან გაიგო და არ ერწმუნო შენს აზრს. დაე, უფალმა გაგინათოს გონება და აზრები ძმაო, რომ მტრის ყოველგვარ ხიბლს თავი დააღწიო.
link
image

თემა: ხიბლი

წმიდაო მამაო, როდესაც გავბრაზდები ხოლმე, ნიაღვარს ვემსგავსები, თავის შეკავება არ შემძლია.და რად შეგიძლია, რომ თავი შეიკავო?იმიტომ, რომ საკუთარი აზრისა მჯერა.მაშ, თუ ასეა, საკუთარი "მრწამსი" გქონია, შენი საკუთარი საკუთარი "სარწმუნოების სიმბოლო"! ეს ეგოიზმის ამბავია. თავს ნუ იმართლებ, სულელური აზრი თვითონვე მოიშორე, ნუ მიიღებ მას.როგორ უნდა შევძლო იმის მიხვედრა, რომ აზრი "სულელურია"?რაო, განა ესეც არ გესმის?! მაშინ დედა-იღუმენიას გაანდე ის და ერთი ამოსუნთქვით მოიშორე ზრახვა, რასაც გეტყვის იღუმენია, ყველაფერში მას მოუსმინე. თუ სულიერი ადამიანი საკუთარ აზრებს ენდობა, ეს ხიბლის დასაწყისია. მისი გონება ამპარტავნებით ბნელდება, სწორედ ამიტომაა შესაძლებელი, რომ ხიბლში ჩავარდეს. მაშინ უმჯობესი ხდება, რომ მის გონებას ევნოს რაიმე, იმიტომ, რომ ასეთ დროს დანაშაულის შემამსუბუქებელი მიზეზი ექნება.წმიდაო მამაო, განა სხვებს არ შეუძლიათ ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის დახმარება?იმისათვის, რომ ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს დახმარებამ სარგებლობა მოუტანოს, თვითონაც უნდა ეხმარებოდეს საკუთარ თავს, უნდა მიხვდეს, რომ დაჯერება საკუთარი აზრისა, რომელიც ჩააგონებს, თითქოს თვითონ ყველაზე უკეთესია, ყველაზე წმიდაა და სხვა - ამის მსგავს რამეს, - მხოლოდ ხიბლის ნიშანია. ასეთ აზრს, თუკი ადამიანი თავისი ნებით იწყნარებს მას, სიმდაბლეა საჭირო. ზოგჯერ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები მთხოვენ, რომ მათთვის ვილოცო. მაგრამ ასეთ კაცს ჩემი ლოცვა რაში დაეხმარება! თუკი ის დაიტოვებს ბიკფორდის ზონარს, რომელიც მასში ეშმაკმა ჩააბა, მაშინ კვლავ ჰაერში აფრინდება. ეს იგივეა, რომ ადამიანი დენთის კასრზე იჯდეს, ხელში ფითილი ეჭიროს, მის ანთებას ცდილობდეს და ამასთან, შენ გეხვეწებოდეს, რომ აფეთქებას გადაარჩინო.წმიდაო მამაო, მე უბრალოდ არანორმალური გავხდი...ასეთი რამ ვინ გითხრა? განა ეს შენი საკუთარი აზრია?! ნუ გეშინია, წმიდა მთიდან მე გადევნებ თვალყურს. მახსოვხარ. შენ არანორმალურდ არ გადაქცეულხარ... მაგრამ, თუ საკუთარი აზრების ყურისგდებას დაიწყებ, ისინი ნამდვილად გადაგიყვანენ ჭკუიდან. ნუ დაუჯერებ საკუთარ აზრებს ნურც მაშინ, როდესაც ისინი გეუბნებიან, რომ იღუპები და ნურც მაშინ, როდესაც წმიდანობამდე აგამაღლებენ.
link
image

თემა: ხიბლი

796. მავანნი ამბობენ, იესოს ლოცვისაგან ყოველთვის, ანდა თითქმის ყოველთვის ხიბლი იშვებაო და კრძალავენ მას. რას გვასწავლიან ამ აზრთანდ დაკავშირებით წმ. მამები?ამ აზრსა და ამ აკრძალვაში საშინელი ღმრთისგმობა და სავალალო ხიბლია ჩადებული. ჩვენი ცხონების ერთადერთი წყარო და გზაა უფალი იესო ქრისტე, მისმა კაცობრივმა სახელმა მისივე ღმრთაებრივი ბუნებისაგან შეითვისა განუსაზღვრელი, ყოვლადწმიდა ძალა ჩვენი ცხონებისა. და განა შესაძლებელია, რომ ეს ძალა, ჩვენს საცხოვნებლად მოვლენილი, ჩვენსავე დასაღუპად გვექცეს? ეს ხომ უაზრობაა! ეს გახლავთ გულსატკენი, ღმრთისმგმობი, სულის წარმწყმედელი შეცდომა, ხოლო ვინც ეს აზრი შეითვისა, ის მართლაც ხიბლშია ჩავარდნილი და სატანისგანაა ცდუნებული. იესოს ლოცვის ამკრძალველებს შეგვიძლია მივუგოთ პეტრე და იოანე მოციქულთა სიტყვებით, როდესაც მათ სინედრიონის ასეთივე აკრძალვაზე უპასუხეს: „უკუეთუ სამართალ არს წინაშე ღმრთისა თქუენი სმენა უფროს, ანუ ღმრთისა, საჯეთ“. (საქ. 4, 19).
link
image

თემა: ხიბლი

402. შეუძლიათ თუ არა დემონებს, ვინმეს რაიმე კეთილი აუწყონ? რით მჟღავნდება, რომ ეს სიკეთე დემონისგანაა და რით განსხვავდება ის საღმრთო სიკეთისაგან?ზოგიერთს ეჩვენება, რომ სიკეთეს იხვეჭს, მაგრამ სინამდვილეში ბოროტისაგან იხიბლება. ეშმაკისაგან მომდინარე, ყველანაირი სიკეთე ადამიანს ხიბლავს და თუ ზუსტად გამოვიკვლევთ, მოჩვენებითი აღმოჩნდება, რამეთუ ეშმაკი ცრუა და მასში არაა ჭეშმარიტება (იოანე 8, 44); და ამას (ამ მოჩვენებით სიკეთეს), შედეგი ადასტურებს. მოციქულის სიტყვის თანახმად, მისი სინათლე სიბნელით მთავრდება, რომელიც ეშმაკის მაცნეებზე საუბრისას ამბობს, რომ ისინი სიმართლის მსახურთა სახეებს ღებულობენ: „რომელთაი აღსასრული იყოს საქმეთა მათთაებრ“ (2 კორ. 11, 15); და მაცხოვარიც ამბობს: „ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი“ (მათე 7, 16). თუ გონივრულად და განსჯის მოხმობით გამოიკვლევ, ნახავ, რომ ეშმაკისაგან მომდინარე მოჩვენებით სიკეთეს, სიკეთის არანაირი კვალი არ ატყვია, და მასში ან პატივმოყვარეობა, ან შფოთი, ან რაიმე მისი მსგავსია; ღვთის სიკეთე კი ყოველთვის სინათლეს და გულის სიმდაბლეს გვანიჭებს და ადამიანს ამშვიდებს. ხოლო, როდესაც უმეცრებით, ეშმაკის ხიბლი რაღაცით დაგვაზიანებს და ამის შემდეგ მივხვდებით, რომ ეს განსაცდელია, მაშინ საკუთარ თვს უნდა მოვუწოდოთ და ღმერთს შევუერთდეთ, რათა მან აგვარიდოს ეს განსაცდელი. და უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგიერთი ასეთ განსხვავებას დასაწყისშივე ამჩნევს; ცოდვილები კი ამას განსაცდელის დამთავრებისას ხვდებიან, მსგავსად იმისა, როგორც დახელოვნებული ოქრომჭედელი, ოქროს ხელში აღებისთანავე, ანუ ცეცხლში გამოცდამდე ხვდება როგორია იგი, გამოუცდელი კი ამას მანამ ვერ გაიგებს, სანამ ღუმელში არ გამოსცდის.
link
image
image
3
4
5