image
image
24
25
26
Loading..
image

თემა: განკითხვა

707. თუკი ვინმე მეტყვის, ნესტორი და მისი მსგავსი ერეტიკოსები შეაჩვენეო, უნდა მოვიქცე ასე, თუ არა?ნესტორი და მისი მიმდევარი ერეტიკოსები რომ ანათემას გადასცეს - ეს ცხადია, მაგრამ შენ არამც და არამც არ გაკადნიერდე, რომ ვინმე შეაჩვენო, რადგან ვინც საკუთარ თავს ცოდვილად თვლის, მან საკუთარ ცოდვებზე უნდა იგლოვოს და მეტი არაფერი; ამიტომ საჭირო არაა ვინმეს განკითხვა და შეჩვენება, არამედ „საქმენი თვისნი გამოიცადენინ კაცად-კაცადმან“ (2 კორ. 13, 5; გალ. 6, 4). 708. და თუ აქედან ვინმე დაასკვნის, რომ მეც მათსავით ვაზროვნებ, რა ვითხრა მას?უთხარი: ცხადია ერეტიკოსები შეჩვენებას იმსახურებენ, მაგრამ მე თავად ყველა ადამიანზე ცოდვილი ვარ და მეშინია, როგორღაც სხვისი განკითხვით, საკუთარი თავი არ განვიკითხო, ვინაიდან თვით სატანაც რომ შევაჩვენო, ამით საკუთარ თავს შევაჩვენებ, რადგანაც მეც მის საქმეებს ვაკეთებ. უფალმა თქვა: „უკუეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“ (იოანე 14, 15) და მოციქულიც ამბობს: „რომელსა არა უყუარდეს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, იყავ შეჩუენებულ“ (1 კორ. 16, 22). ამრიგად, ვინც ღვთის მცნებებს არ ასრულებს, მას ღმერთი არ უყვარს, და ვისაც ის არ უყვარს, წყევლის ქვეშ იმყოფება; როგორ შეუძლია ასეთ ადამიანს სხვების შეჩვენება? უთხარი მას ეს და თუ კვლავ იგივეს გაიძულებს, მაშინ მისი სინდისი რომ არ დააზიანო, შეაჩვენე ის ერეტიკოსი.709. და თუ მე არ ვიცი, ვის შეჩვენებასაც ის ჩემგან ითხოვს, სინამდვილეში ერეტიკოსია თუ არა, მაშინ როგორ მოვიქცე?უთხარი მას: „ძმაო! ვიზეც შენ მეუბნები, მე არ ვიცი, როგორ აზროვნებს ის; ამიტომ იმ ადამიანის შეჩვენება, რომელსაც არ ვიცნობ, ვფიქრობ, მომეკითხება. შენ კი გეუბნები, 318 წმინდა მამის მიერ გადმოცემული რწმენის გარდა, სხვა რწმენას, მე არ ვცნობ, და ვინც სხვაგვარად აზროვნებს, მან თავად გადასცა საკუთარი თავი ანათემას“.
link
image

თემა: განკითხვა

982. როგორია სულიერი მდგომარეობა ისეთი ადამიანისა, რომელიც სხვებს განიკითხავს, დრტვინავს, უყვარს საკუთარი ნების აღსრულება, მაგრამ ამავე დროს ბევრს ლოცულობს?თუკი შენ განიკითხავ ადამიანებს, დრტვინავ, გიყვარს საკუთარი ნების აღსრულება, თუმცა კი ბევრს ლოცულობ, შენი სული დაგლახაკდება და იტყვი: „დამივიწყა მე უფალმა“. მაგრამ უფალმა კი არ დაგივიწყა, არამედ თავად დაივიწყე, თავმდაბლობა რომ გჭირდება და სწორედ ამის გამო არ იმკვიდრებს შენს სულში ღვთის მადლი. მდაბალი ადამიანის სულში კი იოლად დაივანებს იგი და სიმშვიდეს მიანიჭებს მას.
link
 

თემა: განკითხვა

ერთ მონასტერში ეგვიპტელი გლეხი დასახლდა, რომელმაც სამონასტრო ცხოვრების სწავლა ყველაზე მკაცრი მოსაგრისგან მოინდომა.
-მირჩიე ვისთან წავიდე, უდაბნოში ყველაზე მკაცრი მოსაგრე რომ იყოს, - სთხოვა წინამძღვარს.
წინამძღვარმა აბბა ...
იხილეთ სრულად
link
image

თემა: განკითხვა

450. როდესაც ვხედავ, რომ ვინმე შეუფერებლად იქცევა, შემიძლია თუ არა მის შეუფერებელ საქციელზე მსჯელობა? და როგორ გავექცე აქედან გამომდინარე მოყვასის განკითხვას?ის საქმე, რომელიც ნამდვილად შეუფერებელია, ჩვენ არ შეგვიძლია შეუფერებლად არ მივიჩნიოთ, რამეთუ სხვაგვარად, როგორ გავექცევით მისგან წარმოშობილ ზიანს, უფლის სიტყვის თანახმად, რომელმაც თქვა: „ეკრძალენით ცრუწინასწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაითა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ. ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი“ (მათე 7, 15-16). ის, ვინც ასეთ საქმეს სჩადის, არ უნდა განვიკითხოთ, რამეთუ წერილი ამბობს: „ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ“ (ლუკ. 6, 37). ასე იმიტომაცაა, რომ ჩვენ საკუთარი თავი ყველაზე უფრო ცოდვილებად უნდა მიგვაჩნდეს და კიდევ იმიტომ, რომ ძმის შეცოდებას საკუთარ ცოდვად უნდა ვთვლიდეთ და მხოლოდ ეშმაკი უნდა გვძულდეს, რომელიც მას ხიბლავს. თუკი ვინმეს ხელს ჰკრავენ და ორმოში ჩააგდებენ, მაშინ ჩვენ ხელის მკვრელს ვკიცხავთ და არა მას; ზუსტად ასევეა აქ. ზოგჯერ ადამიანი ისეთ საქმეს აკეთებს, რომელიც მაყურებლებს შეუფერებლად ეჩვენებათ, მაგრამ ის მკეთებლის კეთილი განზრახვით აღესრულება, როგორც ეს ერთ ცნობილ წმინდა ბერს შეემთხვა: გაიარა რა იპოდრომის ახლოს, ის განზრახ შევიდა იქ, რომ ენახა როგორ გაშმაგებით ცდილობდნენ ცხენზე ამხედრებული ადამიანები ერთი-მეორის გასწრებას და უთხრა თავის აზრს: „ხედავ, რა გულმოდგინედ იღწვიან ეშმაკის მსახურნი? მით უფრო არ უნდა ვიღვაწოთ ჩვენ - ცათა სასუფევლის მემკვიდრეებმა?“, და ამ სანახაობიდან სულიერი გზისა და მოღვაწეობისადმი უწინდელზე უფრო დიდი გულმოდგინებით აღძრული წავიდა. ზუსტად ასევე, ჩვენ რა ვიცით, იქნებ შემცოდე ძმამ თავი დაიმდაბლოს და ცოდვები აღიაროს და სინანულის მეშვეობით სათნო-ეყოს ღმერთს. ფარისეველს თავის განდიდების გამო მსჯავრი დაედო. ჩვენც, თუ გამართლება გვსურს მეზვერის სიმდაბლეს მივბაძოთ და საკუთარი თავი განვიკითხოთ. და თუ გვინდა, რომ არ განგვიკითხონ, ფარისევლურ მედიდურობას გავექცეთ.
link
image

თემა: განკითხვა

543. ძმებმა, რომელთაც თავშეკავება სურდათ, ჰკითხეს აბბას, დართავდა თუ არა ის მათ ტრაპეზიდან ძმებზე ადრე ადგომის ნებას, ვინაიდან, დარჩენის შემთხვევაში, ძალები არ ჰყოფნიდათ სტომაქის დასამარცხებლად. როდესაც აბბამ მათ ნება დართო, ზოგიერთებმა ვერ გააცნობიერეს აქედან გამომდინარე სარგებელი და დაბრკოლდნენ, რის გამოც განიკითხეს ისინი და იმავე ბერს შეკითხვა გაუგზავნეს ამის თაობაზე.ისინი საკუთარი სულების მიმართ ყურადღებით არიან და ამას თავშეკავებაში მოღვაწეობისთვის აკეთებენ, რათა ტრაპეზზე დარჩენის შემთხვევაში, სტომაქმა არ სძლიოს მათ. თქვენ კი უქმად ხართ, იმიტომ რომ მამათა სიტყვები არ შეისმინეთ, რომლებიც შეგვაგონებენ: „ნუ იტყვი: რისთვისაა ეს? არამედ საკუთარ თავს დაუკვირდი“. ისინი წინასწარმეტყველის სიტყვის აღსასრულებლად, გვირჩევენ არავინ განვიკითხოთ: „რაითა არა იტყოდეს პირი ჩემი საქმესა კაცთასა“ (ფსალ. 16, 4). თქვენ კი ისე დაგემართათ, როგორც სახარებაშია ნათქვამი: „ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი“ (მათე 12, 35). რატომ კარგი არ იფიქრეთ ძმებზე და არ შეაგონეთ საკუთარ თავს: „ჩვენ დაუდევრები ვართ, ძმები კი თავს იკავებენ“, მსგავსად იმისა, როგორც ძმები, რომლებიც ადრე დგებიან ტრაპეზიდან, თქვენზე კარგს ფიქრობენ, და ამბობენ: „ვაი ჩვენ! ჩვენ უძლურების გამო ვდგებით, ხოლო ძმები კი ჩვენზე მეტს ჭამენ, მაგრამ ეს მათ არ აზიანებს, რამეთუ ყველაფერს განსჯით აკეთებენ“. ასეთნაირად ისინი იმ მუქარას გაურბიან, უფლის ნათქვამში რომაა ჩადებული: „ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ“ (მათე 7, 1), თქვენ კი თანამდებნი ხართ ამ მუქარისა; ვინაიდან ძმებს, რომლებიც თქვენზე მაღლა დგანან, განიკითხავთ და ამით მოციქულის სიტყვას არღვევთ: „მჭამელი იგი არამჭამელსა ნუ შეურაცხჰ-ყოფნ (რომ. 14, 3). რადგან ძმებზე მეტს ჭამთ, ამიტომ პირველ რიგში იმიტომ უნდა დამწუხრებულიყავით, რომ სტომაქი გამარცხებთ. საჭმლის მიღებისათვის კი ღმერთს უნდა მომადლიერებოდით და ის, ასეთი მადლიერებისათვის, სტომაქთან ბრძოლისა და ძმათა განკითხვისაგან დაგიხსნიდათ. თუ გსურთ, მაშინ დაე თქვენთვის ცნობილი იყოს, რომ საქმეები მსჯელობას და განხილვას მოითხოვენ, რათა, მოციქულის სიტყვის თანახმად, კეთილი ბოროტისაგან განვასხვავოთ, რომელიც ამბობს: „ყოველივე გამოიცადეთ და უკეთესი იგი შეიკრძალეთ“ (1 თეს. 5, 20). მსჯელობა კი, ყოველგვარი შეპასუხების გარეშე, აბბას საქმეა.
link
image
image
24
25
26