image
image
9
10
11
Loading..
image

თემა: ავადმყოფობა

652. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა, რომელსაც ხორციელი ტკივილი ტანჯავდა, თხოვნა გაუგზავნა იმავე ბერს, იოანეს, რათა მას მისი განკურნებისათვის ელოცა. ბერმა უპასუხა: „უფალი მალე განგკურნავს“. მაგრამ მისი განკურნება აყოვნებდა; და ჰქონდა რა ბერისადმი დიდი რწმენა, მას უკვირდა და ამბობდა: „რას უნდა ნიშნავდეს ეს? ბერი არ იტყუება, რამეთუ ღმერთი მისი მეშვეობით ლაპარაკობს, მე კი არ ვიკურნები“. ის მონასტერში მივიდა და დიდ ბერს ჰკითხა ამის თაობაზე.თუ გვრწამს, რომ ღმერთი არ ცრუობს და რომ „ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“ (მარკ. 9, 23), მაშინ როგორ ვერ მიიღე ის, რაც გსურდა? ფარულად ხომ არ სახლობს შენში ურწმუნოება? მე ჭეშმარიტად მრწამს, რომ ყველაფერი, რაც ღმერთმა ძმის, იოანეს მეშვეობით გითხრა, შენზე აღსრულდება. ამიტომ ვთხოვ ქრისტესადმი შენს სიყვარულს, ნუ მიმიზიდავ მე საცხენო იპოდრომისაკენ, ვინაიდან უკვე მოვხუცდი. ამ ნათქვამით იმაზე მიგანიშნებ, რომ შენ, შენივე სიტყვებით, ჩვენთან ერთსულოვნება გქვს; არავინ არ ჰყოფს საკუთარ სულს ორად, და არ ტოვებს ერთს - ერთ, ხოლო მეორეს მეორე საქმიანობაში. მაშ, იცოდე, მე არ ვწყვეტ ღვთისადმი ლოცვას, სანამ ის ჩემთან ერთად არ შეგიყვანს ბჭეთა მისთა აღსარებითა და ეზოთა მისთა გალობითა (ფსალ. 99, 4). მოისმინა რა ეს ქრისტესმოყვარე კაცმა, გაიკვირვა, თუ საიდან იცოდა ბერმა საცხენო იპოდრომის შესახებ (სადაც ის დადიოდა) და ღმერთი განადიდა. ამიერიდან იგი გაურბოდა მსგავს მავნე სანახაობებს.
link
image

თემა: ავადმყოფობა

529. თქვენ თქვით, თუ ექიმს ღვთის სახელით მივმართავთ, ამაში არაფერია დასაძრახიო, და კიდევ თქვით, რომ სჯობს ყველაფერი ღმერთს რწმენითა და სიმდაბლით მივანდოთო. აზრი კი მეუბნება: თუ სხეულით დაავადდები, ექიმს უნდა ეჩვენო, რამეთუ წამლების გარეშე განკურნება შენს ძალებს აღემატებაო; ხან კიდევ: ექიმებს კი არ მიმართო, არამედ წმინდანთაგან ლოცვა-კურთხევა აიღე და მხოლოდ ამით დაკმაყოფილდიო. ამიტომაც გთხოვ, ჩემო გულმოწყალეო მამაო, მითხარი, რომელია ჩემთვის უმჯობესი?ძმაო! ვხედავ, რომ შენ ფიზიკური ავადმყოფობის მკურნალობაზე ბევრს ზრუნავ, და ვფიქრობ, მამები ამაზე არ ზრუნავდნენ. შენი მეორე აზრი პირველს ჯობია, რამეთუ მეორე თავის თავში ღვთის სრულყოფილ რწმენას ატარებს, ხოლო პირველი - ურწმუნოებას; მეორე მოთმინებას გულისხმობს, რომელიც გამოცდილებას წარმოშობს, მისგან კი შეურცხვენელი სასოება იშვება (რომ. 5, 4-5), ხოლო პირველი საკუთარ თავში სულიერ დაძაბუნებას შეიცავს - სულმოკლეობის დას, რომელშიც ეჭვის დედა, ანუ მცირედმორწმუნეობა ბინადრობს და ის ღვთისაგან აუცხოვებს და ღუპავს ადამიანებს; მეორე აზრი ადამიანებს ღვთის მეგობრებად აქცევს, ხოლო პირველი - მტრებად; მეორე ცათა სასუფევლის შუამდგომელია, პირველი - გეენის; მეორე თავის აწევის და ღმერთთან კადნიერი დამოკიდებულების საშუალებას გვაძლევს, პირველი კი სირცხვილით თავის ჩაქინდრვას გვაიძულებს და ადამიანს ღვთის წინაშე გაუბედავს ხდის; მეორე გონებას იკრებს და მთელ თავის საზრუნავს ღმერთს ანდობს, პირველი კი ადამიანს გულის ტყვეობისა და სხვა ბოროტი ფიქრებისაკენ იტაცებს; მეორეს მიერ აღსრულებული საქმე მოყვასის დარიგებას ემსახურება, პირველისა კი მხედველთა მოუძლურებას; მეორე აზრი ასეთი მსჯელობით ხელმძღვანელობს: „ის, ვინც ფარულ სნეულებებს ხედავს, მას ჩემი ავადმყოფობის განკურნებაც შეუძლია“, პირველი კი ღვთისადმი უგუნური დამოკიდებულებითაა აღსავსე და ფიქრობს, რომ მან შეიძლება განკურნოს ის ან არ განკურნოს; მეორე სიმშვიდეს ანიჭებს და მოუწყინებლობას ასწავლის, ხოლო პირველი შფოთს აღძრავს; პირველი ადამიანს აიძულებს, რომ დასახლებებს და გავლენიან პირებს დაუახლოვდეს, ხოლო მეორე - ყოველივე მსგავსს გაურბის; ერთი გულს ნაღვლით ავსებს და ტანჯავს, მეორე კი მადლიერებას ჩააგონებს იმ დიდი ექიმის წინაშე, ვინც ჩვენი სნეულებები იტვირთა და ადამიანის ცხონებას ძლიერ შუამდგომლობს. მე კი, ჩემო გულწრფელო ძმაო, აქამდე, ჩემი სიზარმაცით, ექიმისთვის არ მიმიმართავს და საკუთარი ჭრილობებისთვისაც არ მიმკურნალია, სათნოების გამო კი არა, არამედ სიზარმაცის, რომ ქალაქებსა და დასახლებებს არ მივუახლოვდე, და ვინმე არ დავამძიმო და ჩემისთანა უღირსისათვის არ შევაწუხო, მეშინია რა პასუხისა, რომელსაც მოსალოდნელ ჟამს ჩემისთანებს მოსთხოვენ; მაგრამ ნეტარია, ვინც სათნოებისთვის ითმენს, რამეთუ ის წმიდა იობის მოთმინების თანამონაწილე ხდება. მახსოვს ისიც, რომ მრავალი დედები, იტანჯებოდნენ რა ხორციელი ავადმყოფობებით, ითმენდნენ და ყველაფერს ღმერთს ანდობდნენ. და მე, რომელიც მამად ვიწოდები, მრცხვენია. სისხლმდინარე ქალმა მიატოვა თავისი თავდაპირველი აზრები და მიხვდა, რომ სხეულის ექიმები, რომელთაც მან მთელი თავის ქონება შეალია, მას ვერაფერში დაეხმარნენ, ამიტომ სხვა გადაწყვეტილება მიიღო და უდიდეს სულიერ ექიმს, სულისა და სხეულის მკურნალს მიმართა და მისი სნეულება მანამდე თითქოსდა შეშინდა და გაქრა, სანამ მეუფე უბრძანებდა. ქანაანელმა ქალმაც მიატოვა ამა სოფლის ადამიანები: გრძნეულები, ჯადოქრები და მოგვები, ხედავდა რა, რომ ამაოა მთელი მათი ხელოვნება, და უფალს მიმართა, და შეევედრა: „შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო“ (მათე 15, 22). და ქვეყნის ერთი კიდიდან მეორემდეა ნაქადაგები, თუ რა გაუკეთა მას კაცთმოყვარე ღმერთმა. სხვებს თავს დავანებებ და ამიერიდან ამ ორი ქალის მაგალითით განვისწავლები: იქნებ როდესმე, თუმცა კი გვიან, მეც წარვემატო, რომ მათ რწმენას მივაღწიო და ნეტარებას არ მოვაკლდე. ჩემს შესარცხვენად ეს ორი ქალიც საკმარისია, და საჭირო აღარაა მაგალითისთვის ასისთავის რწმენის და სიმდაბლის მოყვანა, რომელმაც არა მარტო ექიმები და სხვა შემწეები მიატოვა და მეუფესთან მივიდა, არამედ სახლში მისი მიღების ღირსადაც არ მიიჩნია საკუთარი თავი და რწმენით უთხრა მას: „სიტყვით ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაი ესე ჩემი“ (ლუკ. 7, 7-9). დიდი იყო მისი რწმენა და მაცხოვარმა შეაქო ის. ამას კი იმიტომ ვამბობ, რომ საკუთარი თავი შევარცხვინო, რამეთუ ძლიერ არ ვინდომებ, არ ვმოშურნეობ, არ ვცდილობ, ღმერთს არ მივმართავ და მე შეჩვენებულმა, ისიც არ ვიცი, როდის მოიწევა ჩემზე განაჩენი, როდის დამიძახებენ, როდის მოვა საშინელი და ულმობელი ანგელოზი, რათა მრისხანედ მიიღოს ჩემი უბადრუკი სული, და როდის დაიკეტება კარი; არც ის ვიცი, იქნებ იმ ხუთ ქალწულთან ერთად მეც გარეთ მომიწიოს დარჩენა და ღაღადი, მაგრამ აღარავინ მომისმენს. მე რომ ახლა ეს მღრღნის, ეს აშკარაა, და მოწყინება და სიზარმაცე რომ მამარცხებს, არც ესაა საიდუმლო. მაშ რა ვქნა? სასოწარკვეთილებას მივეცე? არა, ნუ იყოფინ! ეს მომაკვდინებელი ცოდვაა. მაგრამ შემიბრალე, ძმაო და ჩემთვის, კუბოში აყროლებული მკვდრისთვის, ცხარე ცრემლები დაღვარე, რადგან ვიცით, როგორი სასარგებლოა ისინი. ჩვენ ეს პეტრე მოციქულის გლოვამ გვასწავლა. და ვინაიდან ვამბობ და კეთილს არაფერს ვაკეთებ, ილოცე ჩემთვის, რათა კეთილმა ექიმმა მეც შემიწყალოს და ჩემი სულის და სხეულის სნეულებები განკურნოს. მას შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.
link
image

თემა: ავადმყოფობა

529. თქვენ თქვით, თუ ექიმს ღვთის სახელით მივმართავთ, ამაში არაფერია დასაძრახიო, და კიდევ თქვით, რომ სჯობს ყველაფერი ღმერთს რწმენითა და სიმდაბლით მივანდოთო. აზრი კი მეუბნება: თუ სხეულით დაავადდები, ექიმს უნდა ეჩვენო, რამეთუ წამლების გარეშე განკურნება შენს ძალებს აღემატებაო; ხან კიდევ: ექიმებს კი არ მიმართო, არამედ წმინდანთაგან ლოცვა-კურთხევა აიღე და მხოლოდ ამით დაკმაყოფილდიო. ამიტომაც გთხოვ, ჩემო გულმოწყალეო მამაო, მითხარი, რომელია ჩემთვის უმჯობესი?ძმაო! ვხედავ, რომ შენ ფიზიკური ავადმყოფობის მკურნალობაზე ბევრს ზრუნავ, და ვფიქრობ, მამები ამაზე არ ზრუნავდნენ. შენი მეორე აზრი პირველს ჯობია, რამეთუ მეორე თავის თავში ღვთის სრულყოფილ რწმენას ატარებს, ხოლო პირველი - ურწმუნოებას; მეორე მოთმინებას გულისხმობს, რომელიც გამოცდილებას წარმოშობს, მისგან კი შეურცხვენელი სასოება იშვება (რომ. 5, 4-5), ხოლო პირველი საკუთარ თავში სულიერ დაძაბუნებას შეიცავს - სულმოკლეობის დას, რომელშიც ეჭვის დედა, ანუ მცირედმორწმუნეობა ბინადრობს და ის ღვთისაგან აუცხოვებს და ღუპავს ადამიანებს; მეორე აზრი ადამიანებს ღვთის მეგობრებად აქცევს, ხოლო პირველი - მტრებად; მეორე ცათა სასუფევლის შუამდგომელია, პირველი - გეენის; მეორე თავის აწევის და ღმერთთან კადნიერი დამოკიდებულების საშუალებას გვაძლევს, პირველი კი სირცხვილით თავის ჩაქინდრვას გვაიძულებს და ადამიანს ღვთის წინაშე გაუბედავს ხდის; მეორე გონებას იკრებს და მთელ თავის საზრუნავს ღმერთს ანდობს, პირველი კი ადამიანს გულის ტყვეობისა და სხვა ბოროტი ფიქრებისაკენ იტაცებს; მეორეს მიერ აღსრულებული საქმე მოყვასის დარიგებას ემსახურება, პირველისა კი მხედველთა მოუძლურებას; მეორე აზრი ასეთი მსჯელობით ხელმძღვანელობს: „ის, ვინც ფარულ სნეულებებს ხედავს, მას ჩემი ავადმყოფობის განკურნებაც შეუძლია“, პირველი კი ღვთისადმი უგუნური დამოკიდებულებითაა აღსავსე და ფიქრობს, რომ მან შეიძლება განკურნოს ის ან არ განკურნოს; მეორე სიმშვიდეს ანიჭებს და მოუწყინებლობას ასწავლის, ხოლო პირველი შფოთს აღძრავს; პირველი ადამიანს აიძულებს, რომ დასახლებებს და გავლენიან პირებს დაუახლოვდეს, ხოლო მეორე - ყოველივე მსგავსს გაურბის; ერთი გულს ნაღვლით ავსებს და ტანჯავს, მეორე კი მადლიერებას ჩააგონებს იმ დიდი ექიმის წინაშე, ვინც ჩვენი სნეულებები იტვირთა და ადამიანის ცხონებას ძლიერ შუამდგომლობს. მე კი, ჩემო გულწრფელო ძმაო, აქამდე, ჩემი სიზარმაცით, ექიმისთვის არ მიმიმართავს და საკუთარი ჭრილობებისთვისაც არ მიმკურნალია, სათნოების გამო კი არა, არამედ სიზარმაცის, რომ ქალაქებსა და დასახლებებს არ მივუახლოვდე, და ვინმე არ დავამძიმო და ჩემისთანა უღირსისათვის არ შევაწუხო, მეშინია რა პასუხისა, რომელსაც მოსალოდნელ ჟამს ჩემისთანებს მოსთხოვენ; მაგრამ ნეტარია, ვინც სათნოებისთვის ითმენს, რამეთუ ის წმიდა იობის მოთმინების თანამონაწილე ხდება. მახსოვს ისიც, რომ მრავალი დედები, იტანჯებოდნენ რა ხორციელი ავადმყოფობებით, ითმენდნენ და ყველაფერს ღმერთს ანდობდნენ. და მე, რომელიც მამად ვიწოდები, მრცხვენია. სისხლმდინარე ქალმა მიატოვა თავისი თავდაპირველი აზრები და მიხვდა, რომ სხეულის ექიმები, რომელთაც მან მთელი თავის ქონება შეალია, მას ვერაფერში დაეხმარნენ, ამიტომ სხვა გადაწყვეტილება მიიღო და უდიდეს სულიერ ექიმს, სულისა და სხეულის მკურნალს მიმართა და მისი სნეულება მანამდე თითქოსდა შეშინდა და გაქრა, სანამ მეუფე უბრძანებდა. ქანაანელმა ქალმაც მიატოვა ამა სოფლის ადამიანები: გრძნეულები, ჯადოქრები და მოგვები, ხედავდა რა, რომ ამაოა მთელი მათი ხელოვნება, და უფალს მიმართა, და შეევედრა: „შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო“ (მათე 15, 22). და ქვეყნის ერთი კიდიდან მეორემდეა ნაქადაგები, თუ რა გაუკეთა მას კაცთმოყვარე ღმერთმა. სხვებს თავს დავანებებ და ამიერიდან ამ ორი ქალის მაგალითით განვისწავლები: იქნებ როდესმე, თუმცა კი გვიან, მეც წარვემატო, რომ მათ რწმენას მივაღწიო და ნეტარებას არ მოვაკლდე. ჩემს შესარცხვენად ეს ორი ქალიც საკმარისია, და საჭირო აღარაა მაგალითისთვის ასისთავის რწმენის და სიმდაბლის მოყვანა, რომელმაც არა მარტო ექიმები და სხვა შემწეები მიატოვა და მეუფესთან მივიდა, არამედ სახლში მისი მიღების ღირსადაც არ მიიჩნია საკუთარი თავი და რწმენით უთხრა მას: „სიტყვით ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაი ესე ჩემი“ (ლუკ. 7, 7-9). დიდი იყო მისი რწმენა და მაცხოვარმა შეაქო ის. ამას კი იმიტომ ვამბობ, რომ საკუთარი თავი შევარცხვინო, რამეთუ ძლიერ არ ვინდომებ, არ ვმოშურნეობ, არ ვცდილობ, ღმერთს არ მივმართავ და მე შეჩვენებულმა, ისიც არ ვიცი, როდის მოიწევა ჩემზე განაჩენი, როდის დამიძახებენ, როდის მოვა საშინელი და ულმობელი ანგელოზი, რათა მრისხანედ მიიღოს ჩემი უბადრუკი სული, და როდის დაიკეტება კარი; არც ის ვიცი, იქნებ იმ ხუთ ქალწულთან ერთად მეც გარეთ მომიწიოს დარჩენა და ღაღადი, მაგრამ აღარავინ მომისმენს. მე რომ ახლა ეს მღრღნის, ეს აშკარაა, და მოწყინება და სიზარმაცე რომ მამარცხებს, არც ესაა საიდუმლო. მაშ რა ვქნა? სასოწარკვეთილებას მივეცე? არა, ნუ იყოფინ! ეს მომაკვდინებელი ცოდვაა. მაგრამ შემიბრალე, ძმაო და ჩემთვის, კუბოში აყროლებული მკვდრისთვის, ცხარე ცრემლები დაღვარე, რადგან ვიცით, როგორი სასარგებლოა ისინი. ჩვენ ეს პეტრე მოციქულის გლოვამ გვასწავლა. და ვინაიდან ვამბობ და კეთილს არაფერს ვაკეთებ, ილოცე ჩემთვის, რათა კეთილმა ექიმმა მეც შემიწყალოს და ჩემი სულის და სხეულის სნეულებები განკურნოს. მას შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.530. აი, მე საკუთარ თავს ღმერთს და თქვენს ხელებს ვაბარებ. მაშ, ღვთის გულისათვის, იზრუნე ჩემთვის, ჩემო მოწყალეო მამაო.ძმაო! თუ ასე გრწამს, ქრისტე არ უარგყოფს, რომელმაც ცოდვილს უთხრა: „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ“ (მათე 9, 22). ასე რომ, ყველაფერი ღმერთს მიანდე, რამეთუ იგი იღუწის ჩვენთვის (1 პე. 5, 7). მას შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.
link
image

თემა: ავადმყოფობა

649. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა, რომელიც ავად იყო და ძლიერი ციებ-ცხელება ტანჯავდა, დიდ ბერს სთხოვა ელოცა მისთვის, რათა ავადმყოფობა შემსუბუქებოდა; რადგან ის ავადმყოფობით გამოწვეულ მაღალ სიცხეს ვერ უძლებდა; ამიტომ ამ ბერს წყალი გაუგზავნა, რომ მისი ნაკურთხი წყალი დაელია. ბერმა ილოცა მისთვის და როდესაც მან ნაკურთხი წყალი დალია, მაღალი სიცხე მაშინვე დაუცხრა და ავადმყოფობამ გაუარა. გაკვირვებულმა ძმამ ღმერთი ადიდა და ზოგიერთებს უამბო, თუ რა აღასრულა მასზე ღმერთმა, აგრეთვე, ის ქველმოქმედებაც აუწყა, რომელიც მისთვის წმინდა ბერმა გამოიჩინა. მაგრამ მეორე დღესვე მას ცხელება უფრო დიდი ძალით დაუბრუნდა, და მან კვლავ გაუგზავნა წერილი ბერს და შეწყალება ითხოვა. ბერმა კი უპასუხა:„შენ კვლავ იმიტომ დაგიბრუნდა ავადმყოფობა, რომ შემდგომში ფუჭადმეტყველებას მოეშვა“.
სრულყოფილად განიკურნა რა წმინდა ბერის ლოცვით, იმ ძმას სხვებთან უკვე არა მარტო ამ სასწაულზე, არამედ ბერის იმ ქველ საქმეებზე საუბრისაც კი ეშინოდა, რომლებიც მან იცოდა.
link
image

თემა: ავადმყოფობა

507. შენს სიწმიდეს ვთხოვ, ჩემო მამაო! სულით და სხეულით უძლური ვარ და რამოდენიმე დღეა ფიზიკურად ავადვმყოფობ, ისე რომ, იძულებული ვხდები ყოველ დილით საკვები მივიღო; აბაზანითაც ხშირად ვსარგებლობ. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ჩემი სული ღმერთს ჰმადლობს და ამბობს: „მან ეს ავადმყოფობა ჩემი მრავალი ცოდვების გამო დაუშვა“; ხოლო ზოგჯერ ვწუხვარ და სულმოკლედ ვამბობ: „ალბათ არა ვარ ღირსი, სხვებივით წყნარად დღეში ერთხელ რომ ვჭამო ჩემი პური“. მაგრამ აზრი ისევ მეპასუხება: „განა შეიძლება ღმრთის შეპასუხება? განა მან ყველაფერი არ იცის? მის გარეშე ხომ არაფერი ხდება? მოითმინე მადლიერებით“. გთხოვ, ჩემო მამაო, ღვთის წყალობით, ილოცე ჩემთვის და ამიხსენი, როგორ მოვიქცე, რომ წუხილმა არ შთანმთქას.შენმა სიწმიდემ ჩემს სიწმიდეს მოსწერა, რომ ღვთისადმი შენი სიყვარულისთვის ვილოცო. ხოლო მე, უგუნური მამა, გთხოვ, გონიერ შვილს, იგივე გააკეთე და ილოცე ჩემთვის, რადგან საკუთარ დღეებს ამაოებაში ვფლანგავ. შენ თქვი, რომ ერთხელ მაინც ემადლიერები ღმერთს, მე კი - არასდროს. მაგრამ გაჩუმება არ შემიძლია და ამიტომ ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ, რომ ვინც უძლურების გამო ჭამს და არა საკუთარი სიამოვნებისათვის, მას ღმერთი არ განიკითხავს. საჭმელები იმიტომ გვეკრძალება, რომ მან გაძღომისა და სხეულის აღგზებისაგან დაგვიცვას, ხოლო სადაც უძლურებაა, იქ მათი მოქმედება უქმდება, იმიტომ, რომ, სადაც უძლურებაა, იქ ღვთის მოხმობაცაა. მე ასე ვმსჯელობ: სხეულს რამდენიც სჭირდება, აუცილებლად უნდა მიაწოდო; და თუ უძლური მადლიერია, ის არ განიკითხება; რამეთუ, ღმერთი ადამიანს არ სთხოვს იმას, რაც მის ძალებს აღემატება. როგორც ვფიქრობდი, ისე გითხარი. არ ვამტკიცებ, რომ მე უცილობელი ჭეშმარიტება ვთქვი, არამედ ის განვაცხადე, რაც გულმა მითხრა. თუმცა, თავად გამოსცადე და ნახავ, რა არის შენთვის სასარგებლო; მე კი შემინდე, რადგან ვერასოდეს ვახერხებ გაჩუმებას.
link
image

თემა: ავადმყოფობა

507. შენს სიწმიდეს ვთხოვ, ჩემო მამაო! სულით და სხეულით უძლური ვარ და რამოდენიმე დღეა ფიზიკურად ავადვმყოფობ, ისე რომ, იძულებული ვხდები ყოველ დილით საკვები მივიღო; აბაზანითაც ხშირად ვსარგებლობ. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ჩემი სული ღმერთს ჰმადლობს და ამბობს: „მან ეს ავადმყოფობა ჩემი მრავალი ცოდვების გამო დაუშვა“; ხოლო ზოგჯერ ვწუხვარ და სულმოკლედ ვამბობ: „ალბათ არა ვარ ღირსი, სხვებივით წყნარად დღეში ერთხელ რომ ვჭამო ჩემი პური“. მაგრამ აზრი ისევ მეპასუხება: „განა შეიძლება ღმრთის შეპასუხება? განა მან ყველაფერი არ იცის? მის გარეშე ხომ არაფერი ხდება? მოითმინე მადლიერებით“. გთხოვ, ჩემო მამაო, ღვთის წყალობით, ილოცე ჩემთვის და ამიხსენი, როგორ მოვიქცე, რომ წუხილმა არ შთანმთქას.შენმა სიწმიდემ ჩემს სიწმიდეს მოსწერა, რომ ღვთისადმი შენი სიყვარულისთვის ვილოცო. ხოლო მე, უგუნური მამა, გთხოვ, გონიერ შვილს, იგივე გააკეთე და ილოცე ჩემთვის, რადგან საკუთარ დღეებს ამაოებაში ვფლანგავ. შენ თქვი, რომ ერთხელ მაინც ემადლიერები ღმერთს, მე კი - არასდროს. მაგრამ გაჩუმება არ შემიძლია და ამიტომ ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ, რომ ვინც უძლურების გამო ჭამს და არა საკუთარი სიამოვნებისათვის, მას ღმერთი არ განიკითხავს. საჭმელები იმიტომ გვეკრძალება, რომ მან გაძღომისა და სხეულის აღგზებისაგან დაგვიცვას, ხოლო სადაც უძლურებაა, იქ მათი მოქმედება უქმდება, იმიტომ, რომ, სადაც უძლურებაა, იქ ღვთის მოხმობაცაა. მე ასე ვმსჯელობ: სხეულს რამდენიც სჭირდება, აუცილებლად უნდა მიაწოდო; და თუ უძლური მადლიერია, ის არ განიკითხება; რამეთუ, ღმერთი ადამიანს არ სთხოვს იმას, რაც მის ძალებს აღემატება. როგორც ვფიქრობდი, ისე გითხარი. არ ვამტკიცებ, რომ მე უცილობელი ჭეშმარიტება ვთქვი, არამედ ის განვაცხადე, რაც გულმა მითხრა. თუმცა, თავად გამოსცადე და ნახავ, რა არის შენთვის სასარგებლო; მე კი შემინდე, რადგან ვერასოდეს ვახერხებ გაჩუმებას.508. ამ ძმამ, რომელიც ავად იყო და ლოცვითი კანონის აღსრულება და დღეში ერთხელ საკვების მიღება არ შეეძლო, იმავე დიდ ბერს სთხოვა, რომ ელოცა მისთვის და დაერიგებინა.სანამ ებრაელები ეგვიპტის მონობიდან განთავისუფლდებოდნენ, ისინი ზღვასა და ბარბაროსთა ხელში იმყოფებოდნენ და უდიდეს ჭირსა და სივიწროვეს ითმენდნენ. და, მიუხედავად ნიშნებისა და სასწაულებისა, რომლებიც მათ მთელს ეგვიპტეში და ეგვიპტელებზე იხილეს, სასწაულთმოქმედი ღმერთი დაივიწყეს; და რადგან ხედავდნენ, რომ ფარაონს მთელი თავისი ძალებით მათზე თავდასხმა სურდა, გადარჩენის იმედი დაკარგეს და სასოწარკვეთილებასთან ახლოს იყვნენ. მათ შორის მხოლოდ მოსე სასოებდა ყოვლადძლიერ ღმერთს და შეურყეველი დარჩა. მაგრამ რადგან: „ახს (ახლოსაა) უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას ჭეშმარიტებით“ (ფსალ. 144, 18), ამიტომ, როდესაც მოსე გულით მოუხმობდა და „კარი ძნელი ედო ბაგეებზე“, გულთამხილავი პასუხობდა: „რას შემომბღავი? კვერთხი აღმართე და ზღვას დააღირე, შუაზე გაიპობა იგი და მშრალად შევლენ ისრაელიანები, მაშინ გამოჩნდება ჩემი დიდება ფარაონზე, მთელს მის ჯარზე, მის ეტლებზე და მხედრებზე (გამ. 14, 15-17). ასევეა აქ. არის ავადმყოფობა და არის ეშმაკისეული წაბორძიკება - აქედანაა მწუხარება და აზრების შფოთი. სხეულს ავადმყოფობა აუძლურებს და ეშმაკისეული დამძიმებისაგან ბორძიკობს. ხოლო როდესაც მოსე უხმოდ ღაღადებს, ანუ გონება ფხიზლადაა და მჯდომარე ან მწოლიარე მოუხმობს, მაშინ მას ესმის, რამეთუ „მან უწყის საიდუმლოი გულისაი“ (ფსალ. 43, 22) და წერილის სიტყვა სრულდება: „მე მძინავს, გული კი მღვიძარეა ჩემი“ (ქებ. 5, 2). ღმერთი ზღვას შერისხავს და ეტყვის: „გაუხსენი ჩემს ხალხს გზა“, და მაშინ ფარაონი, მთელი თავის მხედრობით დაინთქმება და ხალხიც დაწყნარდება, რათა ღმერთს დღესასწაული მიუძღვნას. ამიტომ, იდგები, იჯდები, თუ წამოწვები, დაე შენმა გულმა ფსალმუნთგალობაში იფხიზლოს. ჩაბარდი ლოცვას და ღმერთს დღისით და ღამით უწყვეტად მოუხმე და მაშინ სულის მებრძოლი მტრები სირცხვილეულნი უკუიქცევიან. საკვების მიღება დღეში ორჯერაც შეიძლება, ჭამე ღვთის შიშით და კეთილი კრძალვით და უეჭველად არ განიკითხები. ეს იმას ნიშნავს, რომ ვნებიანი ნდომით არაფერი არ უნდა ვჭამოთ, მაგრამ თუ გვაქვს ის, რასაც ბუნება მოითხოვს, კრძალვით ვჭამოთ და თანაც ისე, რომ ჭამა-სმის შემდეგ საჭმლისაკენ ხმობა ვიგრძნოთ. შენც გთხოვ ილოცე ჩემთვის, რომ იმ სწორ და გაუთოვებულ გზაზე, რომელიც ჩემს წინაშეა გადაშლილი, სულგრძელად და სიხარულით ვიარო მშვიდობით, ხალისით და სიხარულით, სინათლით და მხიარულებით სავსე იმ გზაზე, რომლითაც გაძღომა შეუძლებელია და რომლის გარდა სხვა არც არსებობს.
link
image
image
9
10
11