ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
image
image
5
6
7
დალაგება: ზომა დამატების დრო
Loading..
 
თემა: სიძვა
link
image
თემა: სიძვა

668. როდესაც აუცილებელია ქალებთან საუბარი, როგორ მოვიქცე და როგორ ვილაპარაკო? მითხარი, ღვთისმოსაობის ან თანაგრძნობის საბაბით, გამართლებულია თუ არა მათ საქმეებში მონაწილეობის მიღება?ყოველ შემთხვევაში, ვინც საღმრთო საქმეში გაუცნობიერებელია, მისთვის ქალებთან საუბარი საზიანოა. ასე რომ, რამდენადაც შესაძლებელია, შორს იყავი მათგან. ნუ გამოეკიდები ქალებთან საუბარს, რამეთუ ეს შენთვის უსარგებლოა, თუნდაც ისინი კეთილი ზნისანი იყვნენ. მაგრამ იმდენად, რამდენადაც ჩვენ ჯერ თავი ვერ დავაღწიეთ ამ წუთისოფელს, და ზოგჯერ აუცილებლობა საქმეებზე, ან (აუცილებლად საჭირო) რაიმე საკითხზე მათთან საუბარს გვაიძულებს, ამიტომ წინასწარ უნდა ავიღოთ მაგალითი იმ ადამიანისაგან, რომელსაც აუცილებლობის გამო ცეცხლთან ახლოს უწევს საქმიანობა. ის ყველანაირად ფრთხილობს, რომ ცეცხლმა არ დაწვას. ყველანაირი საქმისას ჩვენც ასე უნდა მივმართოთ ქალებს, თითქოსდა ცეცხლთან მივდივართ. ყოველმხრივ უნდა განვმტკიცდეთ ღვთის შიშში, რათა, როდესაც გვგონია, თითქოს მათგან სარგებელს მივიღებთ, მოჩვენებითი სარგებელი დიდ ზიანად არ გადაგვექცეს. ხოლო, თუ გვსურს, ღვთის გულისათვის, ასეთ საუბარს საერთოდ ავარიდოთ თავი, მაშინ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, აუცილებელი საქმე სხვა პიროვნების დახმარებით აღვასრულოთ. ისე, შემთხვევით, ქალებს ყურებას ნუ დავუწყებთ. თვალებს თავის ნებაზე ნუ მივუშვებთ, ნუ შევყოვნდებით მათთან საუბარში, რადგან მათგან გულისთქმის ცეცხლი იშვება, ამიტომ შევეცადოთ სწრაფად გავშორდეთ მათ და ღმერთს ვევედროთ, რათა მან დროის ამ რთულ მონაკვეთში, ჩვენს წინაშე დაგებული ეშმაკის მახისაგან გვიხსნას და განუწყვეტლივ გვახსოვდეს ღმერთი; მის უდიდეს ძალას შეუძლია ჩვენი უძლურების დაფარვა ჩვენი უფლის, ქრისტე იესოს მეოხებით, რომელსაც უკუნისამდე შვენის დიდება, ამინ.

link
image
თემა: სიძვა

667. რას ნიშნავს ნათქვამი: ყურადღებით იყავი, რომ სიძვის აზრებმა არ გაგიტაცონ?ეს არა მარტო სიძვის, არამედ სხვა ვნების შემთხვევებშიც ხდება. გონება გაფანტულობის გამო ექვემდებარება ვნებებს. როდესაც ადამიანს ეს შეემთხვევა, მან საკუთარ თავს უნდა მოუწოდოს და თქვას: "უფალო! შემინდე შენი წმინდა სახელის გულისთვის; მე ჩემი დაუდევრობის გამო დამემართა ეს. მიხსენი გონებაგაბნევისა და მტრის ყველა მახისაგან, რამეთუ შენ გშვენის დიდება უკუნისამდე, ამინ". ხოლო ნიშანი, რომლითაც ასეთ გატაცებას შეიცნობ, დაე შენთვის შემდეგი იყოს: როდესაც ვინმე სხვას ელაპარაკება და მისი გონება აქეთ-იქით იფანტება, მაშინ ის ერთზე საუბრობს, მაგრამ აზრით მეორეზე გადადის; სწორედ ესაა გატაცება. ასევე, როდესაც ვინმეს, საქმიანობის დროს, აზრები სხვაგან გაურბის და, დავიწყების გამო, ან საქმეს აფუჭებს, ან მის მოთხოვნებს აჭარბებს, ესეც ასევე გატაცებაა. სიძვის აზრიც ასე გვიტაცებს. ზოგჯერ, როდესაც ვინმე სხვას ესაუბრება, თუ მტერი მოასწრებს ღვთისნიერი სიფხიზლისგან მისი გონების მოწყვეტას, მაშინ გონებაგაბნევის შედეგად, სიძვის გულისთქმაც იჩენს თავს. ესეც გატაცებაა, რადგან ეს ფიქრმა ან გახსენებამ კი არ გამოიწვია, არამედ დავიწყებამ, რის გამოც ადამიანი გაერთო. ასეთი ადამიანი იმ მგზავრს ჰგავს, რომელმაც რაღაც შემთხვეული მწუხარების გამო, სწორი გზიდან გადაუხვია და სხვაგან აღმოჩნდა. მაგრამ ადამიანმა, როგორც კი გონს მოეგება, ზემოთ ნათქვამის თანახმად, საკუთარ თავს უნდა მოუწოდოს და მოწყალე ღმერთს მიმართოს. ღმერთი მოწყალეა და უძღები შვილივით მიიღებს მას. ჩვენ ვიცით, როგორი გულმოწყალებით მიიღო მან ეს უკანასკნელი. როდესაც აზრების ასეთი ბრძოლა გაბნევის გარეშეც წამოყოფს თავს, მაშინ ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ არ დაგვატკბონ მათ, და კი არ დავყოვნდეთ მათში, არამედ მაშინვე მეუფესა და ღმერთს მივმართოთ.

link
image
თემა: სიძვა
link
 
თემა: სიძვა
link
 
თემა: სიძვა
link
image
image
5
6
7
 
0_28