image
image
20
21
22
23
image
image
Loading..
image

თემა: მწუხარება

509. როგორ ვლინდება ჩვენი სულმოკლეობა მწუხარებათა ჟამს?თავად ჩვენი საქმენი გვამხელენ ჩვენ, როცა მწუხარებათ ჟამს ყველაფერს ვებღაუჭებით, მაგრამ არა ღმერთს. ავად გყავს ბავშვი? მკითხავს ან იმას ეძებ, ვინც უცოდველ ყრმას კისერზე უაზრო ნაწერს ჩამოჰკიდებს. ბოლოს და ბოლოს კი ექიმთან გარბიხარ წამლისათვის და უგულებელყოფ იმას, ვისაც შენი გადარჩენა შეუძლია. სიზმარი შეგაშფოთებს? სიზმრის ამხსნელთან მიეშურები. მტერმა შეგაშინა? მფარველს კაცთა შორის ეძებ. და საერთოდ, ყველა გასაჭირში საკუთარ თვს ამხელ იმაში, რომ სიტყვით ღმერთს უწოდებ შესავედრებელს, საქმით კი შემწეობას უსარგებლოსა და ამოსაგან ეძიებ. მართლისათვის კი ჭეშმარიტი შემწე ღმერთია. მსგავსად მხედართმთავრისა, რომელსაც მამაცი მეომრები ჰყავს და ყოველთვის მზადაა ღონემიხდილებს დაეხმაროს, ასევე, შემწე ჩვენი და მოკავშირე ყველასი, ვინც კი ეშმაკის ვერაგობას ებრძვის, ღმერთია, უგზავნის რა მსახურ სულებს მას, ვინც ხსნას ითხოვს.
link
image

თემა: მწუხარება

როდის არის სულის ზეიმი, ნუგეში მწუხარებაში, სინდისის დამშვიდება, ზეაღტაცებული სიხარული?სულის ზეიმია ვნებაზე გამარჯვებისა და თავშეკავების დროს; მწუხარებაში ნუგეშია გულითადი ლოცვის შემდეგ; ზეაღტაცებული სიხარულია ბრწყინვალე აღდგომისა. ეს სულიერი გამოცდილებებია.
link
image

თემა: მწუხარება

როგორ უნდა გამოვიყენოთ განსაცდელი და მწუხარება ცხონებისთვის მოთმინებისა და მადლიერების გარდა?დაე, ყოველგვარმა უნებურმა მწუხარებამ გასწავლოს სინანული (წმ. მარკოზ მოღვაწე).
link
image

თემა: მწუხარება

ვინ არის ღვთისათვის უფრო სათნო, ის ვინც დიდ სათნოებას აჩვენებს, თუ ვინც ღირსეულად ითმენს მწუხარებას?ვინც სულგრძელად ითმენს მწუხარებას, უფრო სასურველია ღვთისათვის, ვიდრე ის, ვინც დიდ სათნოებას აჩვენებს.
link
image

თემა: მწუხარება

წმიდაო მამაო, რატომაა, რომ როდესაც მწუხარება მიპყრობს, გმობის აზრები გამოჩნდებიან ხოლმე?შეხედე, რა ხდება: როდესაც დამწუხრებულს გხედავს, ეშმაკი ამით სარგებლობს და შემოგაპარებს ერულ კარამელს - გმობის აზრებს. თუ პირველსავე შემთხვევაში დაეცემი (ანუ ამ ზრახვა-კარამელს მიიღებ), მეორედ უფრო ძლიერად აგაღელვებს და ძალა აღარ გექნება, რომ მას წინ აღუდგე. ამიტომ არასოდეს იყო მწუხარე, კარგს იზამ, თუ ამის სანაცვლოდ რაიმე სულიერს გააკეთებ. სულიერი საქმიანობა ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში დაგეხმარება.
link
image

თემა: მწუხარება

როგორ ვუყუროთ იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ აიცილონ მწუხარებანი, სურვილის საწინააღმდეგოდ რომ ეძლევათ?მძიმეა მათი ხვედრი. ვინც მწუხარებას თავს არიდებს, ის საკუთარი ცხონების წინააღმდეგ მოქმედებს, არღვევს იმ წესსა და საშუალებას, რომელიც მას ღმერთმა საცხოვნებლად დაუწესა.
link
image

თემა: მწუხარება

86. ყოველგვარი მწუხარება და ნაკლულევანება ადამიანმა სიმშვდითა და მოთმინებით უნდა გადაიტანოს თუ არა?მამანო და დედანო, მთავარნო და ქვეშევრდომნო, მოხუცნო, ჭაბუკნო და ქალწულნო, ყოველგვარი ასაკის კაცნო! გადაიტანეთ ყოველი ნაკლულევანება, რომელიც ქონებასა და სხეულს შეეხება. მხოლოდ ერთს ნუ მოითმენთ, იმას, რომ ნაკლულევანება განიცადოს სწავლებამ ღმერთზე
link
 

თემა: მწუხარება

775. შეიძლება თუ არა ამქვეყნად ისეთი ადგილის პოვნა, სადაც თავისუფალნი ვიქნებოდით ყოველგვარი მწუხარებისაგან?არასოდეს ყოფილა, არ არის და არც იქნება ისეთი ადგილი დედამიწაზე, სადაც არანაირი მწუხარება არ ექნებოდა ადამიანს. ასეთი ადგილის პოვნა შეიძლება მხოლოდ გულში, როდესაც უფალი ჰგიებს მასში.
link
image

თემა: მწუხარება

როდესაც ვზარალდები და ამაზე არ ვწუხვარ, აზრი მეუბნება: "ეს უგრძნობლობაა, უნდა წუხდე, მაგრამ თან მადლიერიც უნდა იყო".არამც და არამც არ უნდა ვწუხდეთ ამსოფლიურ ნივთებზე, არამედ მხოლოდ ერთ რამეზე - ცოდვაზე.
link
image
image
20
21
22
23
image
image