ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
Loading..
 
თემა: მწუხარება

908. როგორ უნდა მოვიქცე, როდესაც ყოველი მხრიდან მწუხარებებით ვარ მოცული, სანუგეშო არაფერი გამაჩნია, თანდათან ეკარგება სიცოცხლესაც აზრი, წყვდიადი ივანებს ჩემს სულში?ასეთი მდგომარეობა არ არის სასჯელი, იგი ჯვარია, რომელიც უნდა იტყვირთოთ. მაგრამ როგორ? სად არის შეწევნა? ერთნი შემწეობას ადამიანებში ეძიებენ, სიმშვიდის მოპოვებას ამსოფლიურ ხმაურთა შორის იმედოვნებენ, მაგრამ ვერ კი პოულობენ. რატომ? იმიტომ, რომ არასწორად ეძიებენ. სიმშვიდე, ნათელი და ძალა ღმერთში უნდა ეძებოთ, იესოს ლოცვის მეშვეობით. როდესაც ძლიერი შეჭირვება და წყვდიადი მოიცავს შენს სულს, გაეშურე ხატების კუთხისაკენ, აანთე კანდელი, დაიჩოქე და წარმოთქვი: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი! გაიმეორეთ მრავალგზის ისე, რომ არა მხოლოდ ბაგეები წარმოთქვამდეს ამ სიტყვებს, არამედ გულიც თანაუგრძნობდეს მას. აუცილებლად შეეხება თქვენს გულსაც უტკბილესი სახელი უფლის, ხოლო დარდი, მწუხარება და წყვდიადი თანდათან განგეშორებათ და ნათელი და მშვიდი სიხარული დაივანებს სულში.

link
image
თემა: მწუხარება
link
image
თემა: მწუხარება

28. უცნაური რამაა! ღარიბ–ღატაკთა ჭმუნვის მიზეზი არსობის პურის უქონლობაა, მდიდრები კი, რომლებიც ღვთისგან ბოძებული ყოველგვარი სიკეთით სავსენი არიან, უფრო დიდი მწუხარებებით არიან მოწყლულნი. რას უნდა ნიშნავდეს ეს? ან ვინ არის ამის მიზეზი?ჩვენი სულიერი მდგომარეობა. კაცობრივი გონებისთვის მიუწვდომელი ღვთის განგება ყოველივეს ჩვენს სასარგებლოდ იქმს. უდარდელი ცხოვრება რომ გვქონოდა, თავდავიწყებასა და ამა სოფლის მაცდუნებელ სიმამეებს მივეცემოდით, რომლებიც მხოლოდ ვნებს სულს და ღმერთს გვაშორებს. მწუხარებით შეურვებულ გულს კი, რომელიც ერთგვარად უკვე მკვდარია ამა სოფლისათვის, ვეღარაფერი ატყვევებს. ჭეშმარიტი ნუგეშის ვერსად მპოვნელი, იგი მხოლოდ ღვTისკენ მიილტვის და მისი მოწყალების უზომო სიღრმიდან აღმოივსებს უშრეტ სიხარულს. ღმერთი სიყვარულია და სწორედ ეს სიყვარული აიძულებს ხოლმე მწუხარებანი მოგვივლინოს, რაკიღა ხედaვს, რომ დალხენილი ცხოვრება ჩვენთვის უსარგებლოა. „რომელი uყვარს უფალსა, სწავლის – ამბობს წმიდა წერილი და სტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის“ (იგავ. 3, 12).

link
image
თემა: მწუხარება
link
image
თემა: მწუხარება
link
image
თემა: მწუხარება
link
image
თემა: მწუხარება
link
image
თემა: მწუხარება

405. კი მაგრამ, როგორ? როდესაც სიკეთეს მწუხარების გარეშე ვაკეთებ, ნუთუ ამის გამო ის უკვე ღვთისნიერი აღარაა? და როცა მცირედ ქველმოქმედებას აღვასრულებ და გონებაში მწუხარება არ შემოდის, ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ მე ის ნაადრევად გავაკეთე და ნამოქმედარი არ ესათნოება ღმერთს? გთხოვ ჩემო მამაო, გამინათე გული.როდესაც ვინმე, სიკეთეს აკეთებს და ხედავს, რომ მის აზრს მწუხარება არ ხვდება, მაშინ ის უდარდელობას არ უნდა მიეცეს და არ უნდა იფიროს, თითქოს ეს საქმე წუხილის გარეშე ჩაივლის; ყოველგვარი კეთილი საქმე საღმრთო გზას მიეკუთვნება, და არ ცრუობს ის, რომელმაც თქვა: „იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაი, რომელი მიიყვანებს ცხოვრებასა“ (მათე. 7, 14) თუ კეთილი საქმე მწუხარების გარეშე ჩაივლის, მაშინ საქმის დამთავრების შემდეგ ის მაინც ეწვევა ადამიანს. ვინც სიკეთეს გულმოდგინედ აკეთებს, ის მწუხარებას ვერ გრძნობს; ხოლო თუ უგულოდ ირჯება, მაშინ შეიგრძნობს მას. ჩვენ ზოგჯერ იმასაც კი ვერ ვხვდებით, რომ მწუხარება სხვადასხვა სახით გვეუფლება და თუ ყურადღებით მოვიძიებთ, აუცილებლად მივაგნებთ მას, ან პატივმოყვარეობაში შენიღბულს (რამეთუ მასშიცაა მწუხარების მიზეზი), ან რომელიმე პიროვნებაში, ჩვენ რომ გვეწინააღმდეგება, ან კიდევ იმაში, როცა რაიმეს მოყვასის ქველმოქმედებისთვის გამოვიყენებთ, რომელიც შემდგომში კვლავ დაგვჭირდება, და როდესაც აღარ გვაქვს, მაშინ გვენანება ის. ამის შემდეგ სადღაა აზრი მწუხარების გარეშე? მაშასადამე, სანამ შედეგებს ვერ ვწვდებით, მანამ არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს მწუხარება არ გვემუქრება, რამეთუ წუხილი უგუნურთათვის საქმეების შედეგებშიც ნარჩუნდება; გონიერი კი ყოველთვის ელოდება, რომ მწუხარება დღეს თუ არა, ხვალ მაინც ეწვევა და არ შფოთდება. „განვემზადე, - ამბობს წერილი, - და არა შევძრწუნდი“ (ფსალ. 118, 60). და ნეტარია ის, ვინც თვალებით ყოველთვის ამჩნევს, რომ „უფლისაი არს ქუეყანაი და სავსებაი მისი“ (ფსალ. 23, 1), და ფიქრობს, რომ ღმერთი საკმაოდ ძლიერია და როგორც მას სურს ისე მოუგვარებს თავის მონებს ყველაფერს. ასეთ ადამიანს არ ენანება ის, რაც ქველმოქმედებისათვის გამოიყენა. ამრიგად, მწუხარება თუ მაინც გვეწვევა, დაე ცნობილი იყოს ჩვენთვის, რომ ღმერთი ამას ჩვენს გამოსაცდელად უშვებს; რამეთუ, ის არასოდეს უგულებელყოფს თავის მოშიშებს და მისი სახელით სიკეთის მკეთებლებს.

link
image
თემა: მწუხარება

579. რაღაც დროის გასვლის შემდეგ, საერთო საცხოვრებლის იღუმენმა, აბბა სერიდმა, რომელიც ღვთის წინაშე წარსადგომად ემზადებოდა, უპირატესობის მიხედვით ძმებიდან თავის საქმის გამგრძელებლები დაადგინა, არა ისე, რომ ყველას ერთად ემართა მონასტერი, რამეთუ ეს არეულობას გამოიწვევდა, არამედ თანმიმდევრობით, ჯერ პირველს, უპირატესობის მიხედვით, მისი აღსრულების შემდეგ მეორეს, და ასე, რიგის მიხედვით. ყველაზე ბოლოს კი მან ქრსიტესმოყვარე ძმა ემელიანე ჩაწერა, რომ ყველას შემდეგ მასაც, თუ ბერი გახდებოდა, ეს საქმე გაეგრძელებინა. ძმამ კი არ იცოდა ეს. ამ ანდერძის შემდეგ, როდესაც აბბა ღმერთს წარუდგა, ძმათაგან უფროსმა, ვისაც რიგის მიხედვით საერთო საცხოვრებლის მართვა უნდა ეტვირთა, ფრიადი სიმდაბლის და მორიდებული ხასიათის გამო უარი განაცხადა და რიგის მიხედვით ყველა სხვა ძმამ მის მაგალითს მიბაძა. ამასობაში, ამ ქრისტესმოყვარე ძმას, ემელიანეს, ეშმაკის მცდელობით ქვეყნის აღსასრულსა და მონასტრის წევრებზე თითქოსდა მოსალოდნელ უბედურებათა გამო და ასევე საუკუნო სატანჯველებზე, წუხილი დაეწყო. აზრებისაგან დამძიმებულს, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის საშიშროება ელოდა, ამიტომ შეკითხვა გაუგზავნა აბბა იოანეს და სთხოვა, რომ ელოცა და მანუგეშებელი სიტყვა ეთქვა მისთვის. მან კი მას ქვემოთ მოყვანილი პასუხი მისწერა, რომელშიც უფრო მეტად მორჩილებას შეაგონებდა, რამეთუ, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, განზრახული ჰქონდა მისთვის საერთო საცხოვრებლის მართვა ჩაებარებინა.საყვარელო ძმაო! ვინც საკუთარ თავს ღმერთს მიანდობს, მას საკუთარ თავზე ხელმწიფება აღარა აქვს და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მის მბრძანებლობას ემორჩილება. ამაში მდგომარეობს ღვთის რწმენა. ამიტომ, რაც შეემთხვევა, მადლიერებით ღებულობს ღვთისაგან. სწორედ ამას ნიშნავს ყველაფრისათვის მადლიერება (1 თეს. 5, 18); ვინაიდან, როცა ადამიანი არ ღებულობს იმას, რაც ღვთისაგან ეგზავნება, მაშინ, სურს რა საკუთარი ნების აღსრულება, ის ღმერთს ეურჩება. იუდეველებიც ასევე „თვისსა მას სიმართლესა ეძიებდეს დამტკიცებად“ (რომ. 10, 3) და ღვთის სჯულს არ ემორჩილებოდნენ, რამეთუ რწმენა სიმდაბლეა და ვისაც ის ჰქონდა, მათ: „უწოდა იგინი და განამართლა, და იგინიცა ადიდნა (რომ. 8, 30). ასე რომ, უკუაგდე ის წუხილი, რომელიც მომაკვდინებელია, რამეთუ „სოფლისა ამის მწუხარებაი სუკუდილსა შეიქმს“ (2 კორ. 7, 10). ილოცე ჩემთვის და ოდნავადაც ნუ დანაღვლიანდები, რამეთუ საკუთარი ნების მიდევნება ღმერთს არისხებს. დაე, მისი ნების აღსრულება შეგაძლებინოს ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, რათა წყალობა მიიღო მისგან. მას შვენის დიდება და სუფევა უკუნისამდე, ამინ.

link
 
თემა: მწუხარება
link
0_28