image
image
1
2
3
4
image
image
Loading..
image

თემა: საშინელი სამსჯამრო

ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, არცა ერთი ჰაზრი და წარმოდგენა ისრე არ განაძღვიძებს გონებასა და გულსა კაცისასა და ვერ განაფხიზლებს მას, ვითარცა აზრი და წარმოდგენა საშინელის მის და შემაძრწუნებელისა წამისა, ოდესცა კაცი თვით პირისაგან ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: საშინელი სამსჯამრო

გეშინოდენ უკუე წარდგომად წინაშე მსაჯულისა მის საშინელისა, სადა-იგი ყოველნი საქმენი შენნი საცნაურ იყუნენ ცხადად, რამეთუ ყოველნი ცოდვანი ჩვენნი მუნ აღწერილ არიან. ყოველსა რავდენსა ვიქმთ ანუ ვიტყვით, მასვე ჟამსა მუნ აღიწევის. აწ უკუე... იხილეთ სრულად
link
image

თემა: საშინელი სამსჯამრო

ჰოი ძმანო ჩემნო, გულისქმა-ვყოთ, ვითარ უკუე ჯერ-არს ყოფაი ჩუენი, რაჟამს-იგი სიტყუაი მიგუეხადებოდის ყოველთავე საქმეთა ჩუენთათვის, დიდთათვის და მცირეთა. რამეთუ სიტყუაი მივსცეთ მსაჯულსა მას სიმართლისასა ყოვლისათვისცა სიტყვისა ცუდისა, ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: საშინელი სამსჯამრო

როდესაც ყოველნი სულნი, რომელიც დაბადებითგან ცხოვრებდნენ ქვეყანასა ზედა, შეიკრიბებიან წინაშე მაცხოვრისა, მაშინ იგი განარჩევს მათ და გაჰყოფს, დაადგენს რა ცხოვნებულთა მარჯვენით თვისსა, და წარწყმედილთა მარცხენით თვისსა, და იქვე ეტყვის... იხილეთ სრულად
link
image

თემა: საშინელი სამსჯამრო

როგორ დავაღწიოთ თავი უგრძნობლობას?სულის უგრძნობლობის შემთხვევაში სასარგებლოა ღვთის სიტყვის კითხვა, წმიდა და ღმერთშემოსილ მამათა ნაწერების გაცნობა, სიკვდილსა და საშინელ სამსჯავროზე ფიქრი.
link
image

თემა: საშინელი სამსჯამრო

გულისხმა-ყავ, ძმაო, წარწყმედაი იგი ცოდვილთაი, ოდეს იგი წარიდგინნენ საშინელსა მას სამსჯავროსა. რომელი სირცხვილი და მწუხარებაი დაეცეს მათ ზედა წინაშე მართლმსაჯულისა, ოდეს-იგი არა აქუნდეს სიტყვის გებაი; რომელი სიწბოი და სირცხვილი დაე... იხილეთ სრულად
link
image

თემა: საშინელი სამსჯამრო

წარმოიდგინე, ძმაო ჩემო, რომელ ამ საშინელ დროს, ესე იგი, მეორედ მოსვლასა უფლისასა, წინაშე პირისა ყოვლისა ქვეყანისა გამოჩნდება ყოველი შენი ცოდვა. უკეთუ აქაც, ამ სოფელში ზოგჯერ ისრე შეგრცხვება ხოლმე შენ, თუ დიდ შეკრებულებაში პატივი ა... იხილეთ სრულად
link
image

თემა: საშინელი სამსჯამრო

258. როგორია მხსნელი შიში?გსურს მოგითხრო როგორია იგი? რაჟამს რომელიმე ცოდვა გაგიტაცებს, ქრისტეს ის საშინელი და აუტანელი სამსჯავრო წარმოიდგინე, სადაც მაღალსა და დიდებულ ტახტზე დაჯდება მსაჯული, რომლის დიდების ხილვისას ყველა ქმნილებას ძრწოლა აიტანს და რომლის წინაშეც სათითაოდ წარვდგებით გამოსაძიებლად იმისა, თუ ცხოვრებაში რა გვაქვს ჩადენილი. შემდგომ ამისა, მათ, რომელთაც ცხოვრებაში მრავალი უკეთურება ჩაიდინეს, მიეჩინებათ საზარელი და პირქუში ანგელოზები, რომელთაც, შესაფერისად მათი ნების სისასტიკისა, მზერაცა და სუნთქვაც ცეცხლოვანი აქვთ, ხოლო სახე – მსგავსი ღამისა, დაღვრემილობისა და კაცთმოძულეობის გამო. შემდეგ კი თვალუწვდენელი უფსკრული, წყვდიადი გაუვალი და ცეცხლი უსინათლო, რომელსაც სიბნელეში მწველი ძალა აქვს, მაგრამ ნათელს მოკლებულია. შემდეგ რაღაც შხამიანი ჯიშის მატლი, ხორცის მჭამელი, საჭმელზე მუდამ დახარბებული და ყოველთვის გაუმაძღრი, რომლის მიერ შეჭმაც აუტანელ ტკივილებს იწვევს; ხოლო ბოლოს კი – სასჯელთაგან ყველაზე მძიმე – მარადიული გაკიცხვა და სირცხვილი მარადიული. ამისი გეშინოდეს და ამ შიშით გაწვრთნილმა, მისით, ვითარცა ლაგამით, სული შენი უკეთური სურვილებისაგან დააყენე.
link
image
image
1
2
3
4
image
image