image
image
26
27
28
Loading..
image

თემა: სინანული

ბერმა თვითონ დაუსვა შეკითხვები მრევლს
იყო ორი მეგობარი, ერთს ჰქონდა სინანული, მეორეს - არა. რომელსაც სინანული არ ჰქონდა, ადგა და მივიდა აღსარებაზე, რომლის მოქმედება სჯობს?
- რომელსაც სინანული ჰქონდა.
არა. რომელიც აღსარებაზე მივიდა, იმის მოქმედება სჯობს. ის მიენდო უფალს და არა თავისთავს. აღსარება და ზიარება იმხელა საიდუმლოა, ადამიანის გონება ვერ ჩაწვდება. ეს არის ღვთისაგან ბოძებული უდიდესი მადლი დედამიწაზე.
link
 

თემა: სინანული

ერთ-ერთი ქალაქის ეპისკოპოსს შეატყობინეს, რომ მისი მრევლის ორი გათხოვილი ქალი გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა. ამ ცნობამ მღვდელმთავარი დიდად დაამწუხრა. იგი ეჭვებმა შეიპყრო, ვაითუ, სხვებიც ასე იქცევიანო და მხურვალე ლოცვა-ვედრებით მიმართა ... იხილეთ სრულად
link
 

თემა: სინანული

1834.რა გვეძლევა სინანულის საიდუმლოში?სინანულის საიდუმლოში შეგვენდობა ნათელღების შემდეგ ქმნილი ცოდვები.1835.როგორ დაადგინა ქრისტემ სინანულის საიდუმლო?დაადგინა მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, როცა გამოეცხადა მოციქულებს და უთხრა: ,,მიიღეთ სული წმიდაი. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ" (ინ.20,22-23).1836.როგორ უნდა შევუდგეთ სინანულის საიდუმლოს?შევუდგეთ:
1. ყურადღებით და სამართლიანად გავიხსენოთ, რა ცოდვები ჩავიდინეთ უკანასკნელი აღსარების შემდეგ, შევთხოვოთ სული წმიდას შეგვეწიოს გახსენებაში,
2. მთელი გულით უნდა შევინანოთ ჩვენი ცოდვების გამო,
3. მტკიცედ უნდა გადავწყვიტოთ გამოსწორება,
4. მტკიცე რწმენით იესო ქრისტეს მიმართ გულწრფელად ვაღიაროთ მოძღვრის წინაშე ჩვენი შეცოდებანი,
5. პატიოსნად, შევასრულოთ ყველაფერი, რასაც მოძღვარი დაგვავალებს.
1837.უფრო უკეთ როგორ გავიხსენებთ, რაც შევცოდეთ?უკეთ გავიხსენებთ, თუ თანმიმდევრობით განვიხილავთ ღმრთის მცნებებს და თითოეულის მიხედვით საკუთარ თავს ვკითხავთ, როდის და როგორ დავარღვიეთ იგი.1838.რატომ უნდა ვწუხდეთ ჩვენი ცოდვების გამო?უნდა ვწუხდეთ იმიტომ, რომ მისით შეურაცხვყავით მოწყალე და ყოვლადწმიდა ღმერთი.1839.როგორ უნდა მოიქცეს ის, ვინც გულწრფელად გადაწყვიტა გამოსწორება?უნდა:
1. შეუნდოს მტრებს,
2. მოყვასს მიყენებული დანაკლისი შეძლებისდაგვარად აუნაზღაუროს,
3. ერიდოს ცოდვის ჩადენის ყველა საბაბს, განსაკუთრებით განეშოროს ურიგო საზოგადოებას.
1840.ძალა აქვს ისეთ აღსარებას, რომლის დროსაც განზრახ დაიფარა მძიმე ცოდვა?ასეთ აღსარებას არა აქვს ძალა, უფრო მეტიც, იმ ადამიანმა, ვინც დაფარა ცოდვა, ახალი მძიმე ცოდვა ჩაიდინა.1841.როგორ უნდა მოვინანიოთ, თუკი რამდენჯერმე ჩავიდინეთ მძიმე ცოდვა?ამის შესახებ უნდა ვთქვათ აღსარებაში.1842.აქვს უფლება მოძღვარს გათქვას ის, რაც აღსარებით შეიტყო?მოძღვარმა არასოდეს, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იკადროს აღსარებაზე გაგონილის გათქმა; მან ეს რომ ჩაიდინოს, სამღვდელო ხარისხს დაკარგავს.1843.როგორ შეიძლება აღსარების მიღება, როცა მრავალი აღმსარებელია, დრო კი - ცოტა და არ ხერხდება, რომ თითოეულმა ცალ-ცალკე თქვას აღსარება?თუ მრავალი აღმსარებელია, აუცილებელია აღსრულდეს თუნდაც საერთო აღსარება.1844.როდის ახდენს მოძღვარი ცოდვებს შენდობას?ცოდვათა მონანიების შემდეგ, კერძოდ: ლოცულობს მონანულისთვის და წმიდა სამების სახელით შეუნდობს მას ცოდვებს.1845.ზოგ შემთხვევაში, აღსარების შემდეგ, რატომ ავალებს მოძღვარი მონანულთ რაიმე კეთილი საქმის აღსრულებას ან სჯის საეკლესიო წესით?ეს საჭიროა იმისთვის, რომ იოლად ვაქციოთ ზურგი ცოდვებს და გამოვსწორდეთ.1846.რა ჰქვია იმ სასჯელს, რომელსაც მოძღვარი დაადებს მონანულს?ამ სასჯელსბერძნულად ეწოდება ,,ეპიტიმია" რაც ნიშნავს ,,აკრძალვას".1847.რატომ არ უნდა გადავდოთ სინანული?იმიტომ, რომ გადადებით ჩვენ უფრო ვაღრმავებთ ცოდვას გულებში, და ამის გარდა, აღსარების გარეშე საფრთხეში ვიგდებთ თავს, რამეთუ არ ვუწყით ჩვენი ამ სოფლიდან გასვლის ჟამი.1848.რატომ უნდა ვთქვათ აღსარება უშუალოდ სიკვდილის წინ?იმიტომ, რომ სიკვდილის შემდეგ შეუძლებელია რაიმე საიდუმლოში მონაწილეობის მიღება და მათ შორის სინანულის საიდუმლოში.1849.როგორ უნდა ვემზადოთ სინანულის საიდუმლოს მისაღებად?სინანულის საიდუმლოსთვის უნდა ვემზადოთ მარხვითა და ლოცვით.1850.რამდენად ხშირად უნდა შევუდგეთ სინანულის საიდუმლოს?უმჯობესია, თუ სინანულის საიდუმლოს შევუდგებით მძიმე ცოდვის ჩადენიდან, რაც შეიძლება მალე, რათა დიდხანს არ დავრჩეთ ღმრთის შემწეობის გარეშე; მართლმადიდებელ ქრისტიანთ შესანიშნავი წესი გვაქვს, რომ სინანულის საიდუმლოს შევუდგეთ ძირითადად მარხვის დროს და დღესასწაულების წინ ასევე ავადმყოფობისას.1851.სულის გადასარჩენად საჭიროა თუ არა სინანულის საიდუმლო?დიახ, აუცილებელია, რამდენადაც ნათლისღების შემდეგ სინანული ცოდვათა შენდობის ერთადერთი ქმედითი საშუალებაა.
განმარტება:
I. საკუთარი ცოდვების გახსენებას სინდისის გამოცდაც ეწოდება.
II. საკუთარი სინდისის გამოცდა, წუხილი დაშვებული შეცდომის გამო, განზრახვა, რომ განეშორო მათ, ცოდვების აღიარება და ეპიტიმიისთვის მზადყოფნა - აუცილებელია. ეს გამომდინარეობს უფალ იესო ქრისტეს იგავიდან უძღებ შვილზე, რომელმაც განსაცდელის ჟამს გამოსცადა საკუთარი სინდისი, წუხდა ცოდვათა გამო, გადაწყვიტა გამოსწორებულიყო, ყველაფერი აღიარა მამის წინაშე და მოისურვა მასთან მისულიყო არა როგორც შვილი, არამედ როგორც ერთ-ერთი მოჯამაგირე (ლკ.15,11-19). ამგვარადვე თხოულობენ მზრუნველი მშობლებიც თავიანთი დამნაშავე შვილებისგან სინანულს, გამოსწორებასა და თავიანთი დანაშაულის აღიარებას. ამასვე ითხოვს ყოველი ზცვენგანისგან ზეციური მამაც.
III. ადამიანები, რომელთაც მრავალი ცოდვა ჩაიდინეს, როდესაც თავისი მდგომერეობის შეცნობას იწყებენ, ჰგონიათ, რომ მათი პატიება შეუძლებელია და რომ უიმედოა მათ შენდობაზე ფიქრი. სხვანი კიდევ უფრო განმედგრდებიან თავიანთ ცოდვაში, მეორენი სასოწარკვეთილებაში ვარდებიან და ხელყოფენ საკუთარ სიცოცხლეს. ულმობლობა და სასოწარკვეთილება საუკუნო სიკვდილს უქადის ადამიანს. ამიტომ არასწორეა სისასტიკე და სასოწარკვეთილება. თვით უდიდესი ცოდვილიც უნდა მოელოდეს ღმრთისგან შენდობას და გადაწყვიტოს შეუდგეს სინანულს. უფალს ცოდვილის სიკვდილი კი არა, მისი გამოსწორება, სიცოცხლე და გადარჩენა სურს (ეხეკ.33,11).
IV. ზოგს რცხვენია საკუთარი ცოდვების აღიარება. ეს უგუნურებაა. თუ არ გრცხვენია ღმერთთან შეცოდების, რომელიც ყველაფერს ხედავს, მაშ, რატომღა უნდა გრცხვენოდეს ამ ცოდვების აღიარება? გულწრფელი აღიარება შეამსუბუქებს ჩვენს სულს და აღარ დაიტანჯება სინდისის ქენჯნით. უმჯობესია ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები, ვიდრე მასთან ერთად მოვკვდეთ და შემდგომ, საშინელ სამსჯავროზე შევრცხვეთ ყველა ადამიანისა და ანგელოზის წინაშე.
V. თუ რამდენად მნიშვნელოვანია მონანიება და საკუთარი ცოდვების აღიარება, ამაზე მეტყველებს წმ. იოანე ნათლისმცემლის ქადაგებები, რომელიც დაუგალავად მოუწოდებდა თავის მსმენელთ სინანულისკენ. მრავალი შეისმენდა და აღიარებდა ცოდვებს. უფალმა იესო ქრისტემ როგორც გამომსყიდველმა, ასევე იწყო თავისი მოღვაწეობა ქადაგებით: ,,შეინანეთ, რამეთ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაი" (მთ.4,17).
VI. არასწორეა შეხედულება, თითქოს მონანულზე მოძღვრის მიერ დაკისრებული ეპიტიმიით საღმრთო სამართალი აღსრულდება. ადამიანს არ ძალუძს, რომ თავისი ცოდვებისთვის, მძიმე იქნება თუ მსუბუქი თავად აღასრულოს საღმრთო სამართალი, ეპიტიმია მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ ადამიანს გაუღვივდეს სწრაფვა ახალი ცხოვრების დასაწყებად.
link
image

თემა: სინანული

495. რადგან ცოდვილი ვარ და სხეულის უძლურების გამო ღვთისათვის სათნო და კეთილი საქმეების კეთებას მოვაკლდი, ამიტომ გთხოვ მეუფეო, ილოცე ჩემთვის, ღვთის განმარისხებლისთვის, რომელსაც, როგორც უკვე ვთქვი, არაფრის კეთება არ შეუძლია იმიტომ, რომ სხეულის უძლურება ეწინააღმდეგება.ძმაო, თუ შენ სინამდვილეში გრძნობ, რომ ცოდვები გაქვს, ნეტარი ხარ; რამეთუ ვინც მათ განიცდის, ის ვერ ეგუება და ყველანაირად შორდება მათ. საკუთარი ცოდვების განცდა და მამებისაგან დახმარების თხოვნა, რათა მათმა ლოცვებმა ცოდვებისა და ცოდვილთათვის მოსალოდნელი ტანჯვისაგან გვიხსნან, უკვე სინანულის ნაწილია. ჩვენ ვლოცულობთ შენთვის, ხოლო შენ შეეცადე, შენი ძალისაებრ, სიმდაბლე და თვინიერება მოიხვეჭო. არავითარ შემთხვევაში თავი არ გამოიდო, რომ რაიმე შენი ნებისაებრ აღასრულონ, რამეთუ აქედან მრისხანება იშვება; არავინ არ განიკითხო და დაამცირო, იმიტომ რომ ეს გულს აუძლურებს და გონებას აბნელებს, აქედან კი უდიერება და გულის უგრძნობლობა იშვება. განუწყვეტლივ იფხიზლე და საღმრთო რჯული შეისწავლე, რამეთუ ის გულს ზეციური ცეცხლით ათბობს, და ასეცაა ნათქვამი: „ზრახვასა ჩემსა აღატყდეს ცეცხლი“. ნუ მწუხარებ, ძმაო, შენი მოწოდება ღვთისგანაა; ნუ იწყენ და უძლურდები; ღმერთი იმას არ ითხოვს შენგან, რაც შენს ძალებს აღემატება, არამედ შეძლებისდაგვარ შრომას გთავაზობს. ბაგეები ფუჭი და ამაო სიტყვებისაგან დაიცავი, და შენი გული ბოროტ სიტყვებს ნუ მიეჩვევა. წმიდანთა ლოცვებთან ერთად ღმერთს წინ შენი ძალა დაუგე და უთხარი: „ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას“ (ლუკა 18, 13). და ის შეგიწყალებს და ყოველგვარი ბოროტებისაგან დაგიცავს და დაგიფარავს, რათა სიბნელიდან ჭეშმარიტ სინათლეზე, ხიბლიდან ჭეშმარიტებაში და სიკვდილიდან სიცოცხლეში გადახვიდე, ჩვენი უფლის, ქრისტე იესოს მიერ, რომელსაც უკუნისამდე შვენის დიდება, ამინ.
link
image

თემა: სინანული

439. აზრი ჩამაგონებს: შენ ყველაფერში სცოდავ და ამიტომ ყოველი სიტყვის, საქმის და ფიქრის შემდეგ უნდა თქვა: „შევცოდე“. ვინაიდან, თუ არ იტყვი: „მე შვცოდე“, ეს ნიშნავს, რომ თავი უცოდველი გგონია. მე ერთიც და მეორეც ძალიან მაწუხებს, ყოველთვის ეს რომ ვთქვა არ შემიძლია, მაგრამ თუ არ ვიტყვი, ასე მგონია ვცოდავ.ჩვენ ყოველთვის დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ყველაფერში სიტყვით, საქმით და ფიქრით ვცოდავთ, მაგრამ „მე შევცოდეო“, ამას ყოველთვის ვერ ვიტყვით. ეს დემონთა ჩაგონებაა, რომელთაც სურთ მოწყინებაში ჩაგვაგდონ. და კვლავ ისინი ჩაგვაგონებენ, რომ თუ ჩვენი ყოველი საქმის შესახებ ასე არ ვიტყვით, თითქოს, საკუთარი თავი უცოდველი გვგონია. მაგრამ გავიხსენოთ რას ამბობს ეკლესიასტე: „ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა“ (ეკლ. 3, 7). ამიტომ დილაობით ლოცვაში ჩვენს მეუფესა და ღმერთს განვლილი ღამისთვის და საღამოობით ჩავლილი დღისთვის ლმობიერებით უნდა ვუთხრათ: „მეუფეო! შენი წმიდა სახელის გულისთვის ყველაფერი შემინდე და განკურნე სული ჩემი, რამეთუ ვცოდე შენდა“ (ფსალმ. 40, 5). და შენთვის ეს საკმარისია, მსგავსად იმ ადამიანისა, რომელსაც მუდმივი გამსესხებელი ჰყავს და სხვადასხვა დროს მისგან თანხას იღებს. მაგრამ, რადგან ყოველთვის ზუსტად ვერ უსწორებს ანგარიშს, ამიტომ ერთბაშად იხდის მას; ასევეა აქ.
link
image

თემა: სინანული

არ არსებობს ქვეყნად ისეთი სულელი ვაჭარი, რომელიც მთელ თავის საქონელს ზღვაში გადაყრიდა იმ იმედით, რომ ის უკან დაუბრუნდებოდა. მაგრამ სამაგიეროდ არსებობენ ისეთი ქრისტიანები, რომლებიც ხშირად მზად არიან, დაკარგონ სულის სიწმიდე და ღვთის... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სინანული

486. ოდესღაც იმ საცხოვრებელში, სადაც წმიდა ბერები იყვნენ, ერთი ბერი ცხოვრობდა. როცა მას მომსახურე ძმა ეკითხებოდა, თუ რა მოემზადებინა ტრაპეზისთვის, ის რისხვით პასუხობდა: „რაც გინდა ის მოამზადე“. ძმა კი წუხდა ამაზე და არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. სხვებმა დიდ ბერს ჰკითხეს: კარგად იქცევა თუ არა ის მამა, რომელიც ასე პასუხობს?მე სხვას ვერ განვიკითხავ, რამეთუ ნათქვამია: „კაცად-კაცადმან თვისი ტვირთი იტვირთოს“ (გალ. 6, 5); შესაძლოა ბერი ასე იმიტომ იქცევა, რომ ძმა მოთმინებაში გაწვრთნას, მაგრამ როგორც მე მეჩვენება, მსგავსი პასუხი ძმას ამწუხრებს, ამიტომ მან სიმდაბლით უნდა უთხრას: ჩემი ფიზიკური მდგომარეობის გამო, მე ახლა ასეთი საკვები მჭირდება. ბერი მაშინაც მადლიერი უნდა იყოს, თუ ძმა ცუდად მოუმზადებს ტრაპეზს, რამეთუ ის, თუმცა კი ცუდად, მაგრამ ემსახურება მას. ხოლო, თუ ძმა კარგად ან ცუდად ასრულებს თავის საქმეს, ბერი კი მაინც ურისხდება მას, ეს ყველა ვნებაზე უარესია; ასეთი ადამიანი უგუნურად მრისხანებს და ეს ღვთისნიერი განსჯა არაა, არამედ უფრო ეშმაკისეული ქმედებაა. მაგრამ მომსახურე ძმამ უნდა მოითმინოს ეს, იმიტომ რომ, ვინც თავის ძმას ღვთის შიშით თანაუგრძნობს, მასზე ღვთის სული განისვენებს.487. ამ ბერს აბბაც და საცხოვრებლის ძმებიც ღვთის შიშით პატივს სცემდნენ და სათნოდ ექცეოდნენ, ის კი ვერ ხვდებოდა ამას. პირიქით, თითოსდა შევიწროებულმა, რადგან საკადრისი ყურადღება ვერ დაინახა, ფარულად დატოვა იქაურობა. ხოლო მათ, როცა გაიგეს სად ცხოვრობდა იგი, უნდოდათ მისულიყვნენ და უკან დაბრუნებაზე დაეთანხმებინათ, რამეთუ შეიტყვეს, რომ ის მწუხარებდა, რის თაობაზეც დიდ ბერს ჰკითხეს, და მოციქულის სიტყვაც დაიმოწმეს: „ნუუკუე უმეტესითა მწუხარებითა დაინთქას ეგევითარი იგი“ (2 კორ. 2, 7).მოციქულმა ეს იმიტომ თქვა, რომ მან ის (კორინთელი) სატანას გადასცა; რამეთუ იმას, როგორც მოციქულისაგან განყენებულს, ჰქონდა მწუხარების მიზეზი; და ხედავდა რა მის სინანულს, მან ამიტომაც თქვა: „განამტკიცეთ მის ზედა სიყვარული“ (2კორ. 2, 8). თუ თქვენც მიგაჩნიათ, რომ ბერი გააგდეთ, მაშინ მიდით და ქედი მოუხარეთ და სთხოვეთ დაბრუნება. თუ ის თავის ნებით წავიდა, მაშინ თქვენ, თუმცა ღვთის გულისთვის მიხვალთ მასთან, მაგრამ მას თავის მართლება გაუძლიერდება; რამეთუ მის გულს ისეთი განწყობა დაეუფლება, თითქოს კვლავ მწუხარებას უბრუნდება; და როგორც კი რაიმე უსიამოვნება შეემთხვევა, ყოველთვის იტყვის: „მე შორს ვიყავი, მათ კი დაბრუნება მაიძულეს“. უმჯობესია მოეშვათ, დაე, ის აზრებმა ცოტათი შემუსრონ და შეინანებს აქედან წასვლას. რამეთუ, თუმცა მას ფიზიკურად გაუჭირდება, მაგრამ სული ისარგებლებს, იმიტომ რომ, როდესაც საკუთარ თავს ფრიად გაჭირვებაში დაინახავს, ქედმაღლობა დ თავის მართლება დაეხსნებიან მას და უკმაყოფილების ნაცვლად დამდაბლებული და მადლიერების გრძნობით გამსჭვალული დაბრუნდება.488. მაგრამ რა შედეგი ექნება, თუ ის, თუნდაც შეინანებს, მაგრამ დაბრუნების შერცხვება?თუ ის შეინანებს, მაშინ საკუთარ თავს უსაყვედურებს და იტყვის: „ყველაფერში მე ვარ დამნაშავე“, და ღმერთი, რომელმაც წინასწარმეტყველის პირით თქვა: „გამახსენე, განვიკითხოთ ერთმანეთი; მოჰყევი, რომ თავი გაიმართლო“ (ის. 43, 26), დაინახავს რა, მის მოთვინიერებულ გულს, მისდამი შიშს შთააგონებს და დაანახვებს, თუ რა არის მისთვის სასარგებლო, რამეთუ ნათქვამია: „უძღუეს მშვიდთა სასჯელსა შინა, ასწავლნეს მშვიდთა გზანი მისნი“ (ფსალ. 24, 9). და თუ ის იქ უფრო მეტ სარგებელს იღებდა, სადაც პირველად ცხოვრობდა, მაშინ თავის თავს დაარწმუნებს, რომ უკან სიმდაბლით დაბრუნდეს.
link
image

თემა: სინანული

622. იგივე ძმამ, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ოდნავ დაწყნარდა, კვლავ ჰკითხა იმავე დიდ ბერს: ღვთისადმი შენმა სიყვარულმა ასეთი რამ წარმოთქვა, რომ ცოდვილს თავის ცოდვების აღხოცვა სინანულით შეუძლია; კი მაგრამ, როგორ? ნუთუ ის წმინდანთა ლოცვებს არ საჭიროებს და თავის თავად შეძლებს ამას? ხოლო, თუ თვითონ ჭეშმარიტად არ შეინანებს და მარტო წმინდანები ილოცებენ მისთვის, მაშინ მიეტევება თუ არა მას ცოდვები მათი გულისთვის?თუ ადამიანი თავისი ძალისაებრ თვითონ არ იშრომებს და წმინდანთა ლოცვებს თავის შრომას არ შეუერთებს, მაშინ იგი მხოლოდ წმინდანების ლოცვით, ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს. წმინდანებმა რომ იმარხულონ და ილოცონ მისთვის, თუ ის ავხორცობას მიეცემა და უჯეროდ იცხოვრებს, რა სარგებელს მოუტანს მათი ლოცვა? რამეთუ აქ ცხადდება ის, რაც წერილშია ნათქვამი: „თუ ერთი აშენებს და მეორე არღვევს, რას მოიგებენ, გარდა დაღლისა?“ (ზირ. 34, 23). წმინდანთა ლოცვით შესაძლებელი რომ იყოს მისი ცხონება, ვინც ოდნავადაც არ უკვირდება საკუთარ თავს, მაშინ რა შეუშლიდა წმინდანებს ხელს, ასეთნაირად ამა სოფლის ყველა ცოდვილი რომ აცხოვნონ? თუმცა, ცოდვილს შეუძლია მცირეოდენი შრომა, მაგრამ ის მართლის ლოცვას მაინც საჭირეობს. რამეთუ, მოციქული ამბობს: „ფრიად შემძლებელ არს ლოცვაი მართლისაი შეწევნად“ (იაკ. 5, 16), ანუ, როდესაც წმინდანი და მართალნი ცოდვილისათვის ლოცულობენ, მაშინ ცოდვილმაც თავის ძალისაებრ, წმინდანთა ლოცვებს სინანულით ხელი უნდა შეუწყოს; და ვინაიდან მას არ შეუძლია თავის ვალების მთლიანად გადახდა, მას მცირედი მოაქვს, ხოლო წმინდანთა ლოცვებს - ბევრი. მაგალითისთვის ვთქვათ, ვინმეს ათი წონა ხორბლის გადატანა სჭირდება, თავად კი ორის აწევაც არ შეუძლია; ამიტომ ის ღვთისმოშიშ ადამიანს მოძებნის, რომელიც მის ნაცვლად ცხრა წონას წაიღებს, ხოლო მას მხოლოდ ერთს დაუტოვებს და ასეთნაირად ხსნის საშუალებას მისცემს და ავაზაკებისაგან დაიფარავს, რომელთაც შესაძლოა გზაზე მოკლან იგი. ზუსტად ასევე ხდება აქაც. ცოდვილი კიდევ იმ ადამიანს ჰგავს, რომელსაც სხვისი ასი ოქროს მონეტა მართებს. როდესაც მსესხებელი ვალის შესახებ შეახსენებს, ის ერთ კეთილკრძალულ და მდიდარ ადამიანთან მივა და სიყვარულის გამო სთხოვს, რომ რამდენიც შეუძლია, მისცეს. მდიდარს კი, რადგან კაცთმოყვარეა და ხედავს მის გასაჭირს, შეეცოდება და ეტყვის: „ძმაო! რაც მაქვს, შენთვის გავიღებ და გაგათავისუფლებ ხელწერილისაგან“. ამრიგად, უკვე მოვალეზეა დამოკიდებული, რომ ბევრისაგან გასათავისუფლებლად, მცირედის გადახდას შეეცადოს. რამეთუ, სანამ ის გულმოწყალე ადამიანი მის მიტანილ ათ ოქროს მონეტას არ დაინახავს, მანამ თვითონაც დააეჭვებს იმ ოთხმოცდაათი მონეტის დადება, იცის რა, რომ გამსესხებელი არ დააბრუნებს ხელწერილს, სანამ მთლიანად არ მიიღებს იმ ას მონეტას, რომელიც გაასესხა.
link
image

თემა: სინანული

"შეინანეთ და გრწმენინ სახარებისა! შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა" (მარკ. 1, 15). ესაა ღმერთკაცის ქადაგების პირველი სიტყვები. უფალი დღემდე გვიმეორებს ამ სიტყვებს სახარების მეშვეობით.
როდესაც მეტისმეტად მომრავლდ...
იხილეთ სრულად
link
image
image
26
27
28