image
image
70
71
72
73
image
image
Loading..
image

თემა: ლოცვა

ლოცვა გონიერი წარდგომაა ღვთის წინაშე, მეტყველი გულით, მადლიერებით, ვედრებითა და შემმუსვრელი სინანულით. ეს ყველაფერი სულიერია. ყველაფრის ფესვი ღვთისადმი კეთილკრძალულ შიშშია, მისგანაა ღვთის რწმენა, თავის უარყოფა, სასოება, ყოველივე ა... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ლოცვა

503. ერთ-ერთმა ძმამ დიდ ბერს სთხოვა: მე სულით და სხეულით დაუძლურებული ვარ, ილოცე ჩემთვის, ჩემო მამაო, რომ ღმერთმა გამაძლიეროს, რათა ვმადლობდე მას. ჩემთან ერთად მცხოვრები ძმისთვისაც ილოცე, რამეთუ ის წყალობას საჭიროებს.დაე, უფალმა ყოველგვარ კეთილ საქმეში შენი თხოვნისაებრ გაგაძლიეროს. თუ შენს თანამოსაგრე ძმას ძალების შესაბამისად დაეხმარები, ესეც კეთილი საქმეა. მან, რომელმაც თქვა: „ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა“ (ლუკ. 12, 49), დაე, ის მან შენსა და ჩემს გულში შთამოაგდოს; დაე, ლიბანის ნაძვივით აღორძინებული და ღვთის სამოთხის ფინიკივით აყვავებული გიხილო. რამეთუ, როდესაც ეს აღსრულდება, მაშინ მე ვიგემებ ნაყოფთა კეთილთა შენთაგან და გავიხარებ ჩვენი უფლის, ქრისტე იესოს მიერ, რომელსაც უკუნისამდე შვენის დიდება, ამინ.
link
image

თემა: ლოცვა

841. იმავე ეპისკოპოსმა ჰკითხა: ჩემო მამაო! მე ყოველდღიურად საღამომდე ვცდილობ მარხვის შენახვას, გთხოვ, მითხრა: კარგად ვიქცევი? ან შეიძლება თუ არა ეს? და კიდევ, შეიძლება თუ არა რაიმეს გაკეთება ლოცვის წარმოთქმამდე?მარხვასთან დაკავშირებით აი რას გეტყვი: ჩაიხედე გულში, პატივმოყვარეობას ხომ არ გაუძარცვავს ის? თუ არაა გაძარცვული, მაშინ მეორედ ჩაიხედე, ეს მარხვა საქმეების აღსრულებაში ხომ არ გაუძლურებს? რამეთუ ასეთი უძლურება არ უნდა არსებობდეს და თუ ამაშიც არ ზიანდები, მაშინ შენი მარხვა სწორია. ლოცვა კი სინათლეა. ყოველმა ქრისტიანმა, სანამ რაიმეს კეთებას დაიწყებს, უნდა ილოცოს და მით უმეტეს ღვთის მღვდელმა. საერთოდ არ ესათნოვო ადამიანებს და ღვთის მადლს მიიღებ. რამეთუ ასეთები (ანუ კაცთმოთნენი) უცხონი არიან ღვთისთვის და ღვთის სული არაა მათში. იქონიე ღვთის სული და ის სწორად გასწავლის ყველაფერს, რამეთუ მის გარეშე ვერაფერს აღასრულებ. საკუთარი თავი შფოთისა და მრისხანებისაგან დაიცავი. თუ შემთხვევის გამო ვიღაცა შენზე აღშფოთდება, მაშინ სიმდაბლით და სიყვარულით, გონივრულად აუხსენი მას სინამდვილე და წმინდანების ლოცვით ღმერთი დაამშვიდებს მას, ამინ.
link
image

თემა: ლოცვა

427. როდესაც ფსალმუნთგალობაში ვარჯიშის ან ადამიანებთან შეხვედრისას აზრები შემაწუხებენ და ბაგეებით ღვთის მოხმობის საშუალება არა მაქვს, მაშინ, თუ მას გულში მოვუხმობ ან მხოლოდ გავიხსენებ, საკმარისი არ იქნება ეს შეწევნის მისაღებად?თუ ფსალმუნთგალობის ან ადამიანთა გარემოში ყოფნისას ღმერთს ბაგეების გარეშე მოუხმობ, არ გეგონოს თითქოს ეს მოხმობა არაა, არამედ გახსოვდეს, რომ ის გულთამხილავია და გულს აკვირდება, ამიტომაც გულში მოუხმე მას. წერილში სწორედ ესაა ნათქვამი: „დაჰხაშ კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად“ (მათე 6, 6). მაშ დავახშოთ ბაგეები და გულში ვილოცოთ, რამეთუ ვინც ბაგეებს ხშავს და ღმერთს უხმობს, ან გულში ლოცულობს, ის აღნიშნულ მცნებას ასრულებს. და თუ გულშიც ვერ მოუხმობ ღვთის სახელს, არამედ მხოლოდ გაიხსენებ, მაშინ ეს უფრო ადვილად მოსახერხებელია და შეწევნის მისაღებად საკმარისია.
link
image

თემა: ლოცვა

428. კარგია თუ არა გულში ყოველთვის ღმერთზე ფიქრი ან ბაგეების გარეშე, გულით ლოცვა? როცა მე ამაში ვვარჯიშობ, ჩემი აზრები გაბნეულობაში იძირება, სიმძიმეს შევიგრძნობ და სხვადასხვა საგნებს და მოჩვენებებს ვხედავ და თითქოს სიზმრისეულ ოცნებებში ვიმყოფები.გონების გაფანტვის და ოცნებებში ჩაძირვის გარეშე ლოცვა სრულყოფილთა საქმეა, რომელთც შეუძლიათ გონება მართონ და ღვთისადმი შიში მუდმივად შეინარჩუნონ. ხოლო ვისაც მუდმივი ღვთისნიერი სიფხიზლე არ ხელეწიფება, ის წარიტაცება და თავის ფიქრს ენას გადასცემს. მსგავს შემთხვევას ვხედავთ ზღვაზე მოცურავეებში: მათგან ისინი, რომლებიც გამოცდილნი არიან, თამამად გადიან ზღვაში, ვინაიდან იციან, რომ საფრთხე არ ემუქრებათ. ხოლო ვინც ამ ხელოვნების შესწავლას ახლა იწყებს, ის, როგორც კი სიღრმეს იგრძნობს, დახრჩობის შიშით, ნაპირისაკენ ისწრაფვის და მცირედი დასვენების შემდეგ, კვლავ ზღვის სიღრმეში გადის, რომ ასეთი ვარჯიშით, სრულყოფილად შეიცნოს ეს ხელოვნება, ვიდრე ამ საქმეში გამოცდილთა ხარისხს არ მიაღწევს.
link
 

თემა: ლოცვა

ალექსანდრიაში ყოველი სათნოებით შემკული ერთი ცნობილი ოქრომჭედელი ცხოვრობდა. ერთხელ მასთან ქალი მივიდა და სამკაულის გაკეთება სთხოვა. საუბრის დროს იგი მეძავივით იქცეოდა და ოქრომჭედელს აბრკოლებდა. როცა მან იგრძნო, რომ ვნებიანად უყურებ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ლოცვა

541. ძმამ მეორე ბერს იოანეს ჰკითხა: ჩემო მამაო, ღვთის გულისათვის ილოცე ჩემთვის და მითხარი: კარგია თუ არა, როდესაც მამებს ჩვენთვის ლოცვას მრავალჯერ ვთხოვთ, მაშინ როცა უკვე დაგვარწმუნეს, რომ ამას აკეთებენ? და ისე ხომ არ ჩანს, თითქოს ჩვენ როგორღაც ვაბრკოლებთ მათ?ძმაო! მრავალჯერ მოგწერე ლოცვის შესახებ, რომ ღვთის მცნების თანახმად, ჩვენ ერთმანეთისთვის ლოცვა მოგვეთხოვება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას ვინმე გვთხოვს; ამიტომ, არ შეიძლება ჩვენი ძალისამებრ არ ვილოცოთ. მამებისთვის ლოცვების თხოვნა კი, რა თქმა უნდა, სასარგებლოა, რამეთუ ნათქვამია: „ულოცევდით ერთი-ერთსა“ (იაკ. 5, 16), და კიდევ: „არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ რომელნი ბოროტსა სენთა შინა არიან“ (ლუკა 5, 31). არ უნდა უგულებელვყოთ ეს და უნდა გვახსოვდეს სახარებიდან ქვრივის შეუპოვრობა, რომელიც მან უსამართლო მსაჯულის წინაშე გამოიჩინა. მიუხედავად იმისა, რომ: „მამამან ჩვენმან ზეცათამან იცის რაი იგი გვიხმს ჩუენ, ვიდრე თხოვადმდე“, მაინც არ გვითხრა - „...ნუ ითხოვთ. სანამ რაიმეს მთხოვთ, მე უკვე ვიცი, რა გსურთ თქვენო“, არამედ თქვა: „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ“ (მათე 7, 7) და ა.შ. თხოვნა ამიტომაცაა კარგი, რომ მისი აღთქმისაებრ კიდეც მივიღოთ. როდესაც ლოცვას ბერისაგან ითხოვ, უთხარი მას: „აბბა, ძლიერ ვიტანჯები და გთხოვ, როგორც შენ ჩათვლი საჭიროდ, ისე ილოცე ჩემთვის, რამეთუ მე ღვთის წყალობას ვსაჭიროებ“; და ღმერთი ისეთ წყალობას გამოიჩენს შენდამი, როგორც მას ესათნოება, რამეთუ მას კაცთმოყვარეობა ახასიათებს. მას შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.
link
 

თემა: ლოცვა

ერთი ბერი, რომელიც ღვთის წინაშე ლოცულობდა და საკუთარი შრომით ირჩენდა თავს, სიფელში თავის ნამუშევრის გასაყიდად მივიდა. ღვთივსათნო მოსაგრე უკვე თავის სენაკში აპირებდა დაბრუნებას, როცა ღატაკებითა და მომლოცველებით გარშემორტყმული უცნობ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ლოცვა

439. აზრი ჩამაგონებს: შენ ყველაფერში სცოდავ და ამიტომ ყოველი სიტყვის, საქმის და ფიქრის შემდეგ უნდა თქვა: „შევცოდე“. ვინაიდან, თუ არ იტყვი: „მე შვცოდე“, ეს ნიშნავს, რომ თავი უცოდველი გგონია. მე ერთიც და მეორეც ძალიან მაწუხებს, ყოველთვის ეს რომ ვთქვა არ შემიძლია, მაგრამ თუ არ ვიტყვი, ასე მგონია ვცოდავ.ჩვენ ყოველთვის დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ყველაფერში სიტყვით, საქმით და ფიქრით ვცოდავთ, მაგრამ „მე შევცოდეო“, ამას ყოველთვის ვერ ვიტყვით. ეს დემონთა ჩაგონებაა, რომელთაც სურთ მოწყინებაში ჩაგვაგდონ. და კვლავ ისინი ჩაგვაგონებენ, რომ თუ ჩვენი ყოველი საქმის შესახებ ასე არ ვიტყვით, თითქოს, საკუთარი თავი უცოდველი გვგონია. მაგრამ გავიხსენოთ რას ამბობს ეკლესიასტე: „ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა“ (ეკლ. 3, 7). ამიტომ დილაობით ლოცვაში ჩვენს მეუფესა და ღმერთს განვლილი ღამისთვის და საღამოობით ჩავლილი დღისთვის ლმობიერებით უნდა ვუთხრათ: „მეუფეო! შენი წმიდა სახელის გულისთვის ყველაფერი შემინდე და განკურნე სული ჩემი, რამეთუ ვცოდე შენდა“ (ფსალმ. 40, 5). და შენთვის ეს საკმარისია, მსგავსად იმ ადამიანისა, რომელსაც მუდმივი გამსესხებელი ჰყავს და სხვადასხვა დროს მისგან თანხას იღებს. მაგრამ, რადგან ყოველთვის ზუსტად ვერ უსწორებს ანგარიშს, ამიტომ ერთბაშად იხდის მას; ასევეა აქ.
link
 

თემა: ლოცვა

მეექვსე საუკუნეში, ომირიტის კეთილმსახური მეფის, აბრაამის მმართველობის დროს, იუდეველებმა, რომელთაც ქრისტიანული აღმსარებლობის მიღება ებრძანათ, მოსთხოვეს მეფეს, კამათი ჩაეტარებინა იუდეველებსა და ქრისტიანებს შორის მასზედ, თუ რომელი კა... იხილეთ სრულად
link
image
image
70
71
72
73
image
image