Loading..
image
თემა: ლოცვა

წმიდა წიგნებში ამომიკითხავს, რომ ვნებიანი ადამიანის წიგნებით სარგებლობის დროს შეძლება ვნება გადაგედოს, ეს როგორ შესააბამება იმას, რომ არაფერი ხდება ღვთის ნების გარეშე? თუ ეს ასეა, რა შუაშია ნივთები? ეს ცრუმორწმუნოება ხომ არ არის? თუ ნივთს თავისთავად მნიშვნელობა არ აქვს, მაშინ ჯადოქრები რატომ მოქმედებენ თავად ნივთებით (სურსათ- სანოვაგე, წყალი და სხვ.)ღმერთი ადამიანს თვით ადამიანისავე მეშვეობით იცავს. ჯადოქრები ნივთებით, სურსათ-სანოვაგით იმიტომ მოქმედებენ, რომ ადამიანი თავის დასაცავად სიწმიდეებს არ იყენებს - არ ლოცულობს და საშველად არ უხმობს უფალს, სიწმიდეებით არ სარგებლობს, აღსარებას არ ამბობს და არ ეზიარება.

link
image
თემა: ლოცვა

833. მისივე თხოვნა დიდი ბერისადმი: მეუფეო! მე არ ვეწინააღმდეგები იმას, რასაც შენ მიბრძანებ; მაგრამ ილოცე ჩემთვის, რომ ღმერთი შემეწიოს და დამიფაროს წინააღმდგომი განსაცდელებისაგან.ვიცი, რომ არაფერს წარმოვადგენ და არც ისეთი ლოცვა მაქვს, როგორიც ღმერთს უნდა; მაგრამ, საერთოდ, ის ვინც ვინმესგან ლოცვას ითხოვს, მან თავისი მცირედი შრომაც უნდა შეურთოს მის ლოცვას, რამეთუ დაწერილია: "ფრიად შემძლებელ არს ლოცვაი მართლისაი შეწევნად" (იაკ. 5, 16), ანუ, ვინც ლოცვას ითხოვს, ის უნდა შეეწიოს ლოცვას. ასე რომ, თქვენმა ანგელოზმა უნდა იცოდეს, რომ ღმერთმა წმინდანთა ლოცვებით არაერთხელ დაგიფარათ და გიფარავთ. მაგრამ დაუკვირდი იმას, როგორ ლოცულობს შენზე დიაკონი, როდესაც მოციქულის სიტყვებს წარმოთქვამს: "ურცხვენელად წარმართებად სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა" (2 ტიმ. 2, 15) და შენც ურცხვენელად წარმართე. ნუ შეგრცხვება ძლიერი ადამიანისა, არც არავის სათნო ეყო და ღვთისა და ადამიანების წინაშე მადლს მიიღებ. ასევე, ადამიანურად ნუ ბრძნობ, რამეთუ ყველანაირი ადამიანური საქმე, რომელიც ღვთისნიერად არ აღესრულება, საზიზღრობაა ღვთის წინაშე. დაე, ნურავის გაანაწყენებს შენი ეკლესია, არამედ, დაე, ის ყოველგვარი სამართლიანობის ნიმუში იყოს და ღმერთი იქნება შენში და შენ ღმერთში. ის კი ყოველგვარი ბოროტებისაგან და მტრის ყველა მახეებისაგან დაგიფარავს. უფალი ჩვენი იესო ქრსიტე იყოს შენს სულთან, ამინ.834. მანვე, უგულებელყო რა ეკლესიის ზოგიერთი უფლება, ნაცნობ პირებთან კაცთმოთნეობის გამო, ღვთის დაშვებით, განსაცდელს გადაეცა და დამწუხრებულმა, შეკითხვა გაუგზავნა იმავე დიდ ბერს.მან შემდეგი პასუხი გასცა: ისე უბრალოდ, ღვთის ნების გარეშე, ეს ღალატი არ მოხდებოდა, ამიტომ გამოვიკვლიოთ ჩვენი გული, ღვთის რომელი მცნება დავარღვიეთ და მივხვდებით, რატომ აღმოვჩნდით განსაცდელში.835. მისივე თხოვნა: ვიცი, წმინდა მამაო, რომ მე ზიანი მივაყენე ჩემს სულსაც და ღვთის წმინდა ეკლესიასაც. ის მრავალი რთული საქმეებით დამძიმდა. მისი მოწინააღმდეგენი მრავალრიცხოვანნი და ძლიერნი არიან. მე რომ მათი შეწინააღმდეგება მოვინდომო, ამას ზიანი მოჰყვება და, ადამიანურად თუ ვიმსჯელებთ, გამოსწორების შესაძლებლობას ვერ ვხედავ, თუმცა "ყოველივე შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ" (მარკ. 10, 27). ამიტომ, გევედრები მეუფეო, ითხოვე ჩემთვის შენდობა, დამეხმარე მე და მას (ეკლესიას), და თუ გსურს, ეს მწუხარება სიკეთედ შემიცვალე, რამეთუ შენ ეს შეგიძლია.თუკი ყოველივე შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ (მარკ. 10, 27) და ჩვენ ასე გვრწამს, მაშინ ჩვენი ძალისაებრ მივენდოთ მას და ის ჩვენს მოწინააღმდეგეებს გაანადგურებს. რამეთუ "უფალმან განაქარვნის ზრახვანი წარმართთანი და შეურაცხ-ჰყვნის გულის სიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ჰყვნის ზრახვანი მთავართანი" (ფსალ. 32, 10-11). განამტკიცე ჭეშმარიტება, იღვაწე მისთვის და ღმერთი დაგიცავს მისი მოწინააღმდეგეებისგან. ისინი შენ ხორციელად გეწინააღმდეგებიან, ხოლო შენ სულიერად აღუდექი წინ; ანუ ყოველი საქმისათვის ღვთისგან ლოცვა-ვედრებით ითხოვე შეწევნა. თამამად ამხილე, შერისხენ და ნუგეშინის-ეც (2 ტიმ. 4, 2), როგორც სულიერ მოძღვარს შეეფერება. ნუ შეუშინდები მათ. ისინი, ვინც ჩვენსკენ არიან, ბევრად აღემატებიან მათ, ვინც იმათკენაა (4 მეფ. 6, 16). ისინი ეშმაკთან და მათსავით ვნებიან ადამიანებთან იმყოფებიან, ჩვენ კი ღმერთთან და მის წმინდანებთან ვართ. ჩვენ ღვთის იმედი გვაქვს, რომელიც ამბობს: "არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ" (ებრ. 13, 5) და "იგი შემძლებელ არს უფროის ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ, გინა თუ ვსცნობთ" (ეფეს. 3, 20); და აღსრულდება ჩვენზე: "ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა, და სასოებაი მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა" (ფს. 145, 5), ხოლო იმათ ადამიანების იმედი აქვთ, "რომელთა თანა არა არს ცხორებაი" (ფსალ. 145, 3). ასე რომ, მცირედი უსიამოვნება თუ შეგვემთხვევა, არაფრად ჩავაგდოთ ის, ადამიანის ნუ შეგვრცხვება და ნუ დავუთმობთ მას, რამეთუ სხვაგვარად ღმერთს ვარისხებთ; არამედ მტკიცედ დავდგეთ ჭეშმარიტების მხარეს და მოწინააღმდეგეები არ დააყოვნებენ შენს ფერხთით დაცემას; და განდიდდება ღმერთი, რომელიც ყოველთვის იდიდება თავის მონების მიერ. დაე, წმინდანები ღვთისადმი თავიანთი ლოცვებით თქვენი თანამებრძოლები იყვნენ. ურცხვენელად წარმართე, როგორც მოისმინე, ჭეშმარიტების სიტყვა, ვითარცა ღვთის ეპისკოპოსმა და ადამიანები შენს წინაშე, როგორც ღვთის ჭეშმარიტი მონის წინაშე, შიშით, ძრწოლით და სიყვარულით დაეცემიან. რამეთუ ღვთის მოშიშნი საშიშნი არიან ადამიანებისთვის, ისევე როგორც მისი ანგელოზები ეშმაკებისთვის. მაშ, ნუ შეშინდები, რამეთუ შენთანაა ღმერთი და მისი მადლი. მიიღე მაღლიდან ძალა, რომელიც წმინდა მოციქულებმა ჩვენი ღმერთის, ქრისტეს მადლით მიიღეს და მისი მადლი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შენთან იქნება. მოგესალმები წმინდა ამბორით, მოგესალმები სულიწმინდით და გთხოვ, ილოცე ჩემთვის, ღვთის გულისათვის.

link
image
თემა: ლოცვა

506. ილოცე ჩემთვის, ჩემო მამაო, და მითხარი, რას ნიშნავს ეს: როცა ფსალმუნების ან ლოცვების გალობა მსურს, ვგრძნობ, რომ მეზარება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცივა. ამიტომ, უკვე მრავალი ღამეა, ფსალმუნთა გალობას და ლოცვას მჯდომარე ვასრულებ. ვშიშობ, სიმზარმაცე ხომ არ იწვევს ამას. ამიტომ, შენი დარიგებების ღირსად ჩამთვალე და ილოცე, რომ ყველაფერი ისე შევასრულო, როგორც მეტყვი .ერთმანეთისათვის ლოცვა თითოეულ ჩვენგანს მცნებად მიეცა (იაკ. 5, 16). ხოლო თუ გაინტერესებს ის, რაზეც მეკითხები, საიდან წარმოსდგება, იცოდე, ნაწილობრივ აქ ეშმაკისეული თესლია შერეული, ხოლო ნაწილობრივ სხეულის უძლურება. ამიტომ, თუ შენ ფსალმუნთა გალობას და ლოცვას მჯდომარე ასრულებ, მაგრამ ლმობიერებით, ეს ხელს არ უშლის იმას, რომ შენი მსახურება სათნო ეყოს ღმერთს; ვინაიდან თუ ვინმე დგას, მაგრამ გაბნეული ლოცულობს, მას შრომა არაფრად ერაცხება. დაე, უფალი შეგეწიოს, ძმაო, ამინ.

link
image
თემა: ლოცვა

622. იგივე ძმამ, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ოდნავ დაწყნარდა, კვლავ ჰკითხა იმავე დიდ ბერს: ღვთისადმი შენმა სიყვარულმა ასეთი რამ წარმოთქვა, რომ ცოდვილს თავის ცოდვების აღხოცვა სინანულით შეუძლია; კი მაგრამ, როგორ? ნუთუ ის წმინდანთა ლოცვებს არ საჭიროებს და თავის თავად შეძლებს ამას? ხოლო, თუ თვითონ ჭეშმარიტად არ შეინანებს და მარტო წმინდანები ილოცებენ მისთვის, მაშინ მიეტევება თუ არა მას ცოდვები მათი გულისთვის?თუ ადამიანი თავისი ძალისაებრ თვითონ არ იშრომებს და წმინდანთა ლოცვებს თავის შრომას არ შეუერთებს, მაშინ იგი მხოლოდ წმინდანების ლოცვით, ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს. წმინდანებმა რომ იმარხულონ და ილოცონ მისთვის, თუ ის ავხორცობას მიეცემა და უჯეროდ იცხოვრებს, რა სარგებელს მოუტანს მათი ლოცვა? რამეთუ აქ ცხადდება ის, რაც წერილშია ნათქვამი: „თუ ერთი აშენებს და მეორე არღვევს, რას მოიგებენ, გარდა დაღლისა?“ (ზირ. 34, 23). წმინდანთა ლოცვით შესაძლებელი რომ იყოს მისი ცხონება, ვინც ოდნავადაც არ უკვირდება საკუთარ თავს, მაშინ რა შეუშლიდა წმინდანებს ხელს, ასეთნაირად ამა სოფლის ყველა ცოდვილი რომ აცხოვნონ? თუმცა, ცოდვილს შეუძლია მცირეოდენი შრომა, მაგრამ ის მართლის ლოცვას მაინც საჭირეობს. რამეთუ, მოციქული ამბობს: „ფრიად შემძლებელ არს ლოცვაი მართლისაი შეწევნად“ (იაკ. 5, 16), ანუ, როდესაც წმინდანი და მართალნი ცოდვილისათვის ლოცულობენ, მაშინ ცოდვილმაც თავის ძალისაებრ, წმინდანთა ლოცვებს სინანულით ხელი უნდა შეუწყოს; და ვინაიდან მას არ შეუძლია თავის ვალების მთლიანად გადახდა, მას მცირედი მოაქვს, ხოლო წმინდანთა ლოცვებს - ბევრი. მაგალითისთვის ვთქვათ, ვინმეს ათი წონა ხორბლის გადატანა სჭირდება, თავად კი ორის აწევაც არ შეუძლია; ამიტომ ის ღვთისმოშიშ ადამიანს მოძებნის, რომელიც მის ნაცვლად ცხრა წონას წაიღებს, ხოლო მას მხოლოდ ერთს დაუტოვებს და ასეთნაირად ხსნის საშუალებას მისცემს და ავაზაკებისაგან დაიფარავს, რომელთაც შესაძლოა გზაზე მოკლან იგი. ზუსტად ასევე ხდება აქაც. ცოდვილი კიდევ იმ ადამიანს ჰგავს, რომელსაც სხვისი ასი ოქროს მონეტა მართებს. როდესაც მსესხებელი ვალის შესახებ შეახსენებს, ის ერთ კეთილკრძალულ და მდიდარ ადამიანთან მივა და სიყვარულის გამო სთხოვს, რომ რამდენიც შეუძლია, მისცეს. მდიდარს კი, რადგან კაცთმოყვარეა და ხედავს მის გასაჭირს, შეეცოდება და ეტყვის: „ძმაო! რაც მაქვს, შენთვის გავიღებ და გაგათავისუფლებ ხელწერილისაგან“. ამრიგად, უკვე მოვალეზეა დამოკიდებული, რომ ბევრისაგან გასათავისუფლებლად, მცირედის გადახდას შეეცადოს. რამეთუ, სანამ ის გულმოწყალე ადამიანი მის მიტანილ ათ ოქროს მონეტას არ დაინახავს, მანამ თვითონაც დააეჭვებს იმ ოთხმოცდაათი მონეტის დადება, იცის რა, რომ გამსესხებელი არ დააბრუნებს ხელწერილს, სანამ მთლიანად არ მიიღებს იმ ას მონეტას, რომელიც გაასესხა.

link
image
თემა: ლოცვა

ცხოვრებაში სხვადასხვა გაუთვალისწინებელი გარემოებები და სიტუაციები შეიძლება შეგვხვდეს. თუნდაც ასეთი შემთხვევა ავიღოთ: გემზე მართლმადიდებლებთან ერთად სხვა კონფესიების წარმომადგენლებიც მგზავრობენ. ამ დროს ქარიშხალი ამოვარდა, ხომალდს დაღუპვა ემუქრება. ადამიანები ხმამაღლა ლოცულობენ, ცხადია, ყველა თავისებურად. რა ქნან მართლმადიდებლებმა: შეწყვიტონ ლოცვა, თუ სხვა კონფესიების წარმომადგენლებსა და მწვალებლებს მოსთხოვონ დადუმება?ანდა სხვა მაგალითიც მოვიყვანოთ: ვთქვათ, სუფრასთან მოგვიწვიეს. სტუმრებს შორის კათოლიკეები და პროტესტანტებიც არიან, მასპინძელი "მამაო ჩვენო"-ს კითხულობს. ყველა სტუმარი დგება და ლოცულობს. რა ვქნათ: გავეცალოთ მაგიდას, თუ სხვა კომფესიების წარმომადგენლებს ვთხოვოთ, რომ არ ილოცონ?ერთობლივ ლოცვას თავისი რიტუალი და თავისი მიზანი აქვს, რომლის მისაღწევადაც სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები არიან შეკრებილნი: ადამიანებს სწორედ ერთად ლოცვის სურვილი აერთიანებთ. ასეთი ერთობლივი ლოცვის საფუძველი არის არასწორი რწმენა, რომ ყოველი ეს კონფესია მაცხოვნებელია. ამგვარი ლოცვა არარსებული ერთობის დემონსტრირებას ახდენს. თქვენს მიერ მოყვანილ მაგალითებში ეს მიზანი არ არსებობს. ყოველი ადამიანი საკუთარი თავისთვის ლოცულობს, ამიტომ აქ საქმე გვაქვს არა ერთიან, ერთობლივ ლოცვასთან, არამედ მხოლოდ სინქრონულ (ერთდროულ) ლოცვასთან, მასზე კი წმ. მოციქულთა და მსოფლიო კრებათა კანონები არ ვრცელდება.

link
image
თემა: ლოცვა
link
image
თემა: ლოცვა

507. შენს სიწმიდეს ვთხოვ, ჩემო მამაო! სულით და სხეულით უძლური ვარ და რამოდენიმე დღეა ფიზიკურად ავადვმყოფობ, ისე რომ, იძულებული ვხდები ყოველ დილით საკვები მივიღო; აბაზანითაც ხშირად ვსარგებლობ. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ჩემი სული ღმერთს ჰმადლობს და ამბობს: „მან ეს ავადმყოფობა ჩემი მრავალი ცოდვების გამო დაუშვა“; ხოლო ზოგჯერ ვწუხვარ და სულმოკლედ ვამბობ: „ალბათ არა ვარ ღირსი, სხვებივით წყნარად დღეში ერთხელ რომ ვჭამო ჩემი პური“. მაგრამ აზრი ისევ მეპასუხება: „განა შეიძლება ღმრთის შეპასუხება? განა მან ყველაფერი არ იცის? მის გარეშე ხომ არაფერი ხდება? მოითმინე მადლიერებით“. გთხოვ, ჩემო მამაო, ღვთის წყალობით, ილოცე ჩემთვის და ამიხსენი, როგორ მოვიქცე, რომ წუხილმა არ შთანმთქას.შენმა სიწმიდემ ჩემს სიწმიდეს მოსწერა, რომ ღვთისადმი შენი სიყვარულისთვის ვილოცო. ხოლო მე, უგუნური მამა, გთხოვ, გონიერ შვილს, იგივე გააკეთე და ილოცე ჩემთვის, რადგან საკუთარ დღეებს ამაოებაში ვფლანგავ. შენ თქვი, რომ ერთხელ მაინც ემადლიერები ღმერთს, მე კი - არასდროს. მაგრამ გაჩუმება არ შემიძლია და ამიტომ ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ, რომ ვინც უძლურების გამო ჭამს და არა საკუთარი სიამოვნებისათვის, მას ღმერთი არ განიკითხავს. საჭმელები იმიტომ გვეკრძალება, რომ მან გაძღომისა და სხეულის აღგზებისაგან დაგვიცვას, ხოლო სადაც უძლურებაა, იქ მათი მოქმედება უქმდება, იმიტომ, რომ, სადაც უძლურებაა, იქ ღვთის მოხმობაცაა. მე ასე ვმსჯელობ: სხეულს რამდენიც სჭირდება, აუცილებლად უნდა მიაწოდო; და თუ უძლური მადლიერია, ის არ განიკითხება; რამეთუ, ღმერთი ადამიანს არ სთხოვს იმას, რაც მის ძალებს აღემატება. როგორც ვფიქრობდი, ისე გითხარი. არ ვამტკიცებ, რომ მე უცილობელი ჭეშმარიტება ვთქვი, არამედ ის განვაცხადე, რაც გულმა მითხრა. თუმცა, თავად გამოსცადე და ნახავ, რა არის შენთვის სასარგებლო; მე კი შემინდე, რადგან ვერასოდეს ვახერხებ გაჩუმებას.508. ამ ძმამ, რომელიც ავად იყო და ლოცვითი კანონის აღსრულება და დღეში ერთხელ საკვების მიღება არ შეეძლო, იმავე დიდ ბერს სთხოვა, რომ ელოცა მისთვის და დაერიგებინა.სანამ ებრაელები ეგვიპტის მონობიდან განთავისუფლდებოდნენ, ისინი ზღვასა და ბარბაროსთა ხელში იმყოფებოდნენ და უდიდეს ჭირსა და სივიწროვეს ითმენდნენ. და, მიუხედავად ნიშნებისა და სასწაულებისა, რომლებიც მათ მთელს ეგვიპტეში და ეგვიპტელებზე იხილეს, სასწაულთმოქმედი ღმერთი დაივიწყეს; და რადგან ხედავდნენ, რომ ფარაონს მთელი თავისი ძალებით მათზე თავდასხმა სურდა, გადარჩენის იმედი დაკარგეს და სასოწარკვეთილებასთან ახლოს იყვნენ. მათ შორის მხოლოდ მოსე სასოებდა ყოვლადძლიერ ღმერთს და შეურყეველი დარჩა. მაგრამ რადგან: „ახს (ახლოსაა) უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას ჭეშმარიტებით“ (ფსალ. 144, 18), ამიტომ, როდესაც მოსე გულით მოუხმობდა და „კარი ძნელი ედო ბაგეებზე“, გულთამხილავი პასუხობდა: „რას შემომბღავი? კვერთხი აღმართე და ზღვას დააღირე, შუაზე გაიპობა იგი და მშრალად შევლენ ისრაელიანები, მაშინ გამოჩნდება ჩემი დიდება ფარაონზე, მთელს მის ჯარზე, მის ეტლებზე და მხედრებზე (გამ. 14, 15-17). ასევეა აქ. არის ავადმყოფობა და არის ეშმაკისეული წაბორძიკება - აქედანაა მწუხარება და აზრების შფოთი. სხეულს ავადმყოფობა აუძლურებს და ეშმაკისეული დამძიმებისაგან ბორძიკობს. ხოლო როდესაც მოსე უხმოდ ღაღადებს, ანუ გონება ფხიზლადაა და მჯდომარე ან მწოლიარე მოუხმობს, მაშინ მას ესმის, რამეთუ „მან უწყის საიდუმლოი გულისაი“ (ფსალ. 43, 22) და წერილის სიტყვა სრულდება: „მე მძინავს, გული კი მღვიძარეა ჩემი“ (ქებ. 5, 2). ღმერთი ზღვას შერისხავს და ეტყვის: „გაუხსენი ჩემს ხალხს გზა“, და მაშინ ფარაონი, მთელი თავის მხედრობით დაინთქმება და ხალხიც დაწყნარდება, რათა ღმერთს დღესასწაული მიუძღვნას. ამიტომ, იდგები, იჯდები, თუ წამოწვები, დაე შენმა გულმა ფსალმუნთგალობაში იფხიზლოს. ჩაბარდი ლოცვას და ღმერთს დღისით და ღამით უწყვეტად მოუხმე და მაშინ სულის მებრძოლი მტრები სირცხვილეულნი უკუიქცევიან. საკვების მიღება დღეში ორჯერაც შეიძლება, ჭამე ღვთის შიშით და კეთილი კრძალვით და უეჭველად არ განიკითხები. ეს იმას ნიშნავს, რომ ვნებიანი ნდომით არაფერი არ უნდა ვჭამოთ, მაგრამ თუ გვაქვს ის, რასაც ბუნება მოითხოვს, კრძალვით ვჭამოთ და თანაც ისე, რომ ჭამა-სმის შემდეგ საჭმლისაკენ ხმობა ვიგრძნოთ. შენც გთხოვ ილოცე ჩემთვის, რომ იმ სწორ და გაუთოვებულ გზაზე, რომელიც ჩემს წინაშეა გადაშლილი, სულგრძელად და სიხარულით ვიარო მშვიდობით, ხალისით და სიხარულით, სინათლით და მხიარულებით სავსე იმ გზაზე, რომლითაც გაძღომა შეუძლებელია და რომლის გარდა სხვა არც არსებობს.

link