
მონიშნეთ ავტორი
მონიშნეთ თემა
მონიშნეთ წყარო
მონიშნეთ კატეგორია
მონიშნეთ ფორმატი
უდიდესი მეცნიერებაა, იყო ბრძენი, ხოლო უდიდესი სიბრძნეა, იყო კეთილი
მოიძებნნა 308 ჩანაწერი


თემა: ადამიანის სიყვარული ღვთისადმი
1714.რას გვამცნობს უფალი უდიდესი და უმთავრესი მცნებებით? პირველი ამ მცნებათაგან გვაუწყებს: ,,შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა" (მკ.12,30). 1715.რას გვავალებს ღმერთი უდიდესი და უმთავრესი მცნებით? გვიბრძანებს ყოველივეზე მეტად და სრული სულიერი ძალისხმევით გვიყვარდეს უფალი ღმერთი. 1716.რატომ უნდა გვიყვარდეს უფალი ღმერთი ყველაზე მეტად? იმიტომ, რომ ღმერთი უსასრულოდ კეთილია და სრულყოფილი. 1717.რატომ უნდა გვიყვარდეს უფალი სრული სულიერი ძალისხმევით? იმიტომ, რომ მან მოგვცა სულიც, სხეულიც, სულიერი და ფიზიკური ძალები. 1718.რას ნიშნავს გვიყვარდეს ღმერთი ყველაზე მეტად? ნიშნავს მისთვის უპირატესობის მინიჭებას ყველა დანარჩენი სულდგმულისა და ნივთების წინაშე და მზდყოფნას მსხვერპლად შესწირო თავი მისთვის და არ შეურაცხყო და განუდგე მას. 1719.რით ვადასტურებთ, რომ უფალი ყველაზე მეტად გვიყვარს? ამას ვადასტურებთ, თუ მცნებებს აღვასრულებთ ერთგულად. |
link
|

თემა: ადამიანის სიყვარული ღვთისადმი
საყვარელნო ძმანო ჩემნო! შევიყვაროთ ღმერთი ყოვლითა სულითა ჩვენითა და ყოვლითა გულითა ჩვენითა, რათა ღირსვიქმნეთ ცნობად მის. სიყვარული არა გონებითა ოდენ ჯერ არს, არამედ საქმითაცა, რათა მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ. და უკეთუ განვარისხებდ... იხილეთ სრულად
საყვარელნო ძმანო ჩემნო! შევიყვაროთ ღმერთი ყოვლითა სულითა ჩვენითა და ყოვლითა გულითა ჩვენითა, რათა ღირსვიქმნეთ ცნობად მის. სიყვარული არა გონებითა ოდენ ჯერ არს, არამედ საქმითაცა, რათა მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ. და უკეთუ განვარისხებდეთ მას ვინაი (როგორ, საიდან უნდა) გამოჩნდეს, თუ გვიყვარს იგი და გვიხარის მისთვის? არა ხედავა, ვითარ რაჟამს მეგობარი ვინმე მოვიდის ჩვენდა და გვიხაროდის მისთვის, ვისწრაფით ყოვლით კერძო ნებისა მისისა აღსრულებად? ხოლო უკეთუნებასა მისსა არა აღვასრულებდეთ, დაღაცათუ (და თუნდ რომ) ბევრეულ გზის ვიტყვით, თუ გვიხარის მისვლისა მისთვის, არა რწამს მას სიტყვა იგი. ეგრეთვე, უკეთუ გამოვაჩინოთ, ვითარმედ ჭეშმარიტად გვიხარის მოსვლა ქრისტესი, ნუმცა რას ზედა განვარისხებთ მას: შევამკოთ სახლი იგი, რომელსა შინა შემოვალს, წარმოვუდგათ სერი, რომელი მას ნებავს. ხოლო რაი არს სერი იგი? ვითარცა თავადმან სთქვა, ვითარმედ: "ჩემი ჭამადი ესე არს, რათა ვქმნე ნება მომავლინებელისა ჩემისა". ვიხილოთ თუ მშიარად, გამოვზარდოთ იგი, და უკეთუ წყურიელად, ვასვათ მას, დაღაცათუ მცირე იყოს და უნდო მიცემა ჩვენი, შეიწირავს იგი, გინათუ გრილსა წყალსა, ანუ თუ ორთა მწვლილთა, რამეთუ ვინაითგან არა ეხმარების მას, ამისთვის არცა ეძიებს ფრიადსა, არამედ სიკეთესა გონებისასა ოდენ. გამოვაჩინოთ, ვითარმედ გვიყვარს ქრისტე და გვიხარის მოსვლა მისი ჩვენდა მომართ, რამეთუ მან სული თვისი ჩვენთვის დასდვა და შემდგომად ამისსა ჩვენვე გვთხოვს მოწყალებასა. და უკეთუ მის მიერ მოცემული მასვე მივსცეთ, ესრეთ შეიწირავს, ვითარმცა ჩვენი მიგვეცა. ვიცი ვითარმედ ყოველნი ქრისტიანენი იტყვიან, ვითარმედ ვის არა უყვარს ქრისტე? სიტყვით და გონებით არავინ უარჰყოფს მას, არამედ არა სიტყვითა ოდენ ჯერ არს სიყვარული, რამეთუ, უკეთუ სიტყვით ვიტყოდეთ - თუ გვიყვარს ღმერთი და საქმითა არა ვიქმოდეთ მცნებათა მისთა, ესე კიცხვა არს არა თუ ღვთისა ოდენ (არა მარტო), არამედ კაცთაცა. არამედ საყვარელნო, საქმით ვაჩვენოთ სიყვარული ღმერთსა, რათა მანცა აღგვიარნეს მას დღესა, რაჟამს წინაშე მამისა თვისისა აღიარებდეს ღირსთა მისთა და ჩვენცა ღირს ვიქმნნეთ საუკუნეთა კეთილთა, რომელნი განუმზადა მოყვარეთა მისთა, რამეთუ მისი არს დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ |
link
|

თემა: ადამიანის სიყვარული ღვთისადმი
საყვარელნო! ყოვლადვე შევიყვაროთ ქრისტე და ვისწრაფოთ ხილვად პირისა მისისა ბრწყინვალებისა ტკბილად დღესა მას განკითხვისასა. გევედრები, ძმანო, ნუმცა უკუ დავემხობით ესე ვითარისა დიდებისა და ბრწყინვალებისაგან, - რამეთუ არა ძნელ არს საქმ... იხილეთ სრულად
საყვარელნო! ყოვლადვე შევიყვაროთ ქრისტე და ვისწრაფოთ ხილვად პირისა მისისა ბრწყინვალებისა ტკბილად დღესა მას განკითხვისასა. გევედრები, ძმანო, ნუმცა უკუ დავემხობით ესე ვითარისა დიდებისა და ბრწყინვალებისაგან, - რამეთუ არა ძნელ არს საქმე ესე, არცა მძიმე, უკეთუ ოდენ ჩვენ გვენებოს და მოვითმენდეთ ქრისტეს სიყვარულისათვის ყოველსავე, რათა მისთანაცა ვსუფევდეთ აქა იწროსა მას შინა გზასა, რამეთუ დაღაცათუ იწროდ სჩანს, არამედ ფრიადისა სივრცისა მიზეზ იქმნების ჩვენდა. აღვიხილნეთ უკვე ზეცად თვალნი ჩვენნი და მუნ მყოფთა მათ კეთილთა ვიგონებდეთ და ესრეთ ყოველი ჭირი სოფლისა თავს ვიდვათ, და ვერა რამან საქმემან სოფლისამან დაგვიმონნეს. და რად ვიტყვი, რომ დაგვიმონნეს? უკეთუ ქრისტე შევიყვაროთ, არცაღა თუ მივხედნეთ საქმეთა სოფლისათა, რამეთუ დიდ არს სიყვარულისა ძალი და ვსთქვათ ჩვენცა: "ვინ განმაშორნეს სიყვარულსა მას ქრისტესსა. ჭირმან ანუ იწროებამან" და შემდგომი ამისი. რამეთუ იხილე ვითარ მოციქულმან არა სთქვა საფასენი, ანუ გულის-თქმა, ანუ სხვა ესე ვითარი რამე. რამეთუ ესე ყოველი უნდო არს, არამედ ძნელოვანთა მათ საქმეთათვის სთქვა სიკვდილისავის და დევნულებათა და ცეცხლისა და მახვილისა. და მან ესე ყოველნი მძიმენი საქმენი არად შერაცხა სიყვარულისათვის ქრისტესისა. ხოლო ჩვენ საფასეთათვის და გულის-თქმათა ბილწთა განვარდებით ცხოვრებისაგან და ნათლისა. ხოლო პავლეს სიკვდილი, და ცხოვრება, და საწუთო, და საუკუნო, და ყოველივე არარად შერაცხა ქრისტეს სიყვარულისა თანა. ხოლო ჩვენ მცირე გულის-თქმა ყოველსა მას დაგვავიწყებს და ვფუცავთ და ვახშსა მივსცემთ და ხორცთა ბილწებასა ვეძიებთ და საუკუნეთა მათ კეთილთა არა მოვიხსენებთ, არამედ თითო ფერთა გზათა წარწყმედისათა ვეძიებთ. ხოლო მართალი იგი გზა ცხოვრებისა დაგვიტევებიეს და არა მოვიხსენებთ საუკუნეთა მათ სატანჯველთა, რომელთა შთავვარდებით, არცა კეთილთა მათ, რომელთაგან დავაკლდებით. რასა იტყვის უფალი? "უკეთუ არა გარდაემატოს სიმართლე ჩვენი უფროს მწიგნობართა და ფარისეველთასა, გეენიად მივალთ". რა სიტყვა ვუგოთ, უკეთუ მათ ოდენიცა არავე იყოს?არამედ ნუ, საყვარელნო, ნუ ესრეთ ვიყოფით! გარნა ვისწრაფოთ შეყვარებად ქრისტესა, ვითარცა მან შემიყვარნა ჩვენ, რათა ვპოვოთ საუკუნო განსვენება, მადლითა და კაცთ-მოყვარბითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება, და სიმტკიცე თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ |
link
|

თემა: ადამიანის სიყვარული ღვთისადმი
საყვარელნო! ვინათგან უკვე დიდ და უძლეველ არს სიყვარული ქრისტესი და არა სიტყვა ცუდი არს, არამედ საქმე მაღალი, ამისთვის ვისწრაფოთ შეყვარებად ქრისტესა ჭეშმარიტებითა. დაღათუ პირველ მტერ ვიყვენით და დამაგნა (შეგვარიგა ჩვენ). აწ ვინათგა... იხილეთ სრულად
საყვარელნო! ვინათგან უკვე დიდ და უძლეველ არს სიყვარული ქრისტესი და არა სიტყვა ცუდი არს, არამედ საქმე მაღალი, ამისთვის ვისწრაფოთ შეყვარებად ქრისტესა ჭეშმარიტებითა. დაღათუ პირველ მტერ ვიყვენით და დამაგნა (შეგვარიგა ჩვენ). აწ ვინათგან მეგობარ ქმნილ ვართ, დავადგრეთ მეგობრობასა შინა ქრისტესა და სიყვარულსა. ქრისტემან გვიწოდა, ხოლო ჩვენ არა შევუდექით მას. არა თავისად სარგებელად ვუყვართ, რამეთუ არა რა ვისგან ეხმარების, არამედ ჩვენისა ცხოვრებისათვის. ხოლო ჩვენ თავთავე ჩვენთა სარგებლობისათვის არა შევიყვაროთა ქრისტე? ჩვენ მტერ ვიყვენით და მან შემიყვარნა ჩვენ. ხოლო ჩვენ, რომელსა იგი უყვართ, არა შევიყვაროთა სახიერი იგი ტკბილი მეუფე? არამედ, აწ ესერა, წინააღმდგომსა ვიქმთ, რამეთუ მარადღე ჩვენ მიერ ღმერთი იგმობის მტაცებლობითა და ანგარებითა ჩვენითა. და ნუ უკვე ვინმე თქვენგანმან მრქვას მე, ვითარმედ აჰა ესერა მარადღე ანგარებისათვის გვეტყვის ჩვენ. არამედ ნეტარ თუმცა არა მე ოდენ გეტყოდე, არამედ მეუღლენიცა, და მეგობარნიცა, და შვილნი, და მონანი, და მეზობელნი და კედელნი და ქვანი, უკეთუმცა შესაძლებელ იყო, ღაღადებდეს ამის საქმისათვის. რათა მცირედ რამე დავსცხერით. რამეთუ ყოველი სოფელი დაიპყრა ანგარებისა სენმან და ყოველთავე სულნი დააბნელნა. და დიდ არს მძლავრება იგი მამონასი. ეჰა საკვირველი! ქრისტესტემან შემიყვარნა და ქრისტეს მიერ ვიხსნებით, და ჩვენ ოქრო შევიყყვარეთ და ოქროსა ვმსახურებთ! ქრისტეს მეუფებასა ვქადაგებთ და ოქროსა ვმონებთ და რაიცა გვიბრძანოს ოქრომან, ყოველსავე მოსწრაფებით ვიქმთ და ვმორჩილებთ. ხოლო მეგობრობა ქრისტესი და სიყვარული და სჯული, ყოველივე უგულებელს ვყავთ. ამისთვის არავინ აღიხილავს ზეცად, არავინ მოიხილავს საუკუნესა მას სასჯელსა. არამედ მოიწიოს ჟამი, რაჟამს არცა ამათ სიტყვათაგან იყოს სარგებელი, "რამეთუ ჯოჯოხეთსა შინა ვინ აღგიაროს შენ?" სასურველ არს ოქრო და საშვებელ, არამედ არა ესრეთ, ვითარ ქრისტე და ზეცისა სასუფეველი. რამეთუ მდიდარი ამის სოფლისა მრავალთა მიერ საძულველ არს, ხოლო რომელი სათნოებასა შინა იყოს, პატივს-ცემენ ყოველნი და უყვარს. უკეთუ კულა (კიდევ) ვინ სთქვას, ვითარმედ გლახაკი საკიცხველ არს ყოველთა მიერ, არამედ პირუტყვთა მიერ არს საკიცხველ, ხოლო კაცისა ბრძნისა უფროსად საქებელ. რამეთუ, უკეთუ ქვეყნისა მეფე გვაქებდეს ჩვენ არღარა ვისგან ვეძიებთ სხვასა ქებასა, ხოლო უკეთუ ანგელოსთა მეფე გაქებდეს შენ, ჰოი კაცო, ბუზთა მიერ და მუმლთა ეძიებ ქებასა?! რამეთუ ამათსაცა უდარეს არიან კაცნი იგი მოყვარენი წარმავალთა ამათ საქმეთანი. ვიდრემდის ვიქცევით მწვირესა მას შინა, ვიდრემდის ვყოფთ თავთა ჩვენთა საქებელ კაცთა ნაყროვანებითა სავსეთა. რამეთუ იგინი კაცთა ამაოთავე სავსე არიან. ხოლო სათნოებისა მიმართ უგულის ხმო, ხოლო შენ, ჰოი კაცო, რომელსა გნებავს სათნოებისა ქმნა, კაცთა უმეცართა სათნოებითა ეჩვენებია? ამისთვის ვერაოდეს წარემართები. არამედ გევედრები, საყვარელნო, გულის-ხმა-ვყოთ ესე ყოველი, მოვიძულოთ ოქრო და შევიყვაროთ ქრისტე, ვეძიებდეთ ქებასა ღვთისაგან და ნუ ვეძიებთ საფასეთა ცუდთა, ნუმცა ბოროტად შეგვირაცხიეს ქრისტეს სიყვარულისათვის სიგლახაკე. რამეთუ ყოვლისავე სიბრძნისა და მოთმინებისა მასწავლელ გვექმნების, რამეთუ ლაზარეცა გლახაკობასა შინა იყო და მიიღო გვირგვინი ღვთისაგან; და იაკობ პურითა ოდენ განძღომად სუროდა, და იოსებ უკანასკნელსა სიგლახაკესა შინა იყოფოდა და არა მონა ოდენ იყო, არამედ პყრობილიცა, და ამისთვის უკვე გვიკვირს საქმე მისი. და არა ესრეთ ვაქებთ, რაჟამს იგი განუყოფდა იფქლსა, ვითარ რაჟამს იგი იყო საპყრობილესა შინა, არცა რაჟამს გვირგვინი ემოსა, არამედ რაჟამს ჯაჭვი; არცა რაჟამს საყდართა ზედა მჯდომარე იყო, არამედ რაჟამს განისყიდებოდა.აწ უკვე, რაჟამს ესე ყოველი გულის-ხმა-ვყოთ, საყვარელნო, და ჩვენცა ყოველნივე მოვითმინოთ ქრისტეს სიყვარულისათვის, რათა დავთხზათ გვირგვინი იგი სათნოებათა, ნუ სიმდიდრესა და შვებასა, და პატივსა და ძლიერებასა ვეძიებთ, არამედ სიგლახაკესა და ჭირსა და მოთმინებასა სათნოებისასა ქრისტეს სიყვარულისავის. რამეთუ აღსასრული მათი სავსე არს შფოთითა და ამაოებითა ფრიადითა. ხოლო აღსასრული სათნოებათა არს ცაი და კეთილნი იგი ცათანი, რომლისა "არცა თვალმან იხილა, არცა ყურსა ესმა, არცა გულსა კაცისასა მოუხდა", რომელი იგი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა თვისთა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ |
link
|

თემა: ადამიანის სიყვარული ღვთისადმი
გვიყვარდეს ღმერთი ისე, როგორც მან თვითონ გვამცნო, და არა ისე, როგორც ხიბლში მყოფ მეოცნებეებს ჰგონიათ, რომ უყვართ.ნუ გამოიგონებ აღტაცებულ მდგომარეობას, ნუ მისცემ გასაქანს ნერვებს, ნუ აღაგზნებ შენს თავს ნივთიერი, სისხლის დუღილით გამ... იხილეთ სრულად
გვიყვარდეს ღმერთი ისე, როგორც მან თვითონ გვამცნო, და არა ისე, როგორც ხიბლში მყოფ მეოცნებეებს ჰგონიათ, რომ უყვართ.ნუ გამოიგონებ აღტაცებულ მდგომარეობას, ნუ მისცემ გასაქანს ნერვებს, ნუ აღაგზნებ შენს თავს ნივთიერი, სისხლის დუღილით გამოწვეული ცეცხლით. ღმერთისთვის სათნო მსხვერპლია მხოლოდ გული დამდაბლებული და სული შემუსვრილი. რისხვით უარყოფს ღმერთი თავდაჯერებით, საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენით შეპყრობილი ადამიანის მიერ შეწირულ მსხვერპლს, თუნდაც ეს განსაკუთრებული მსხვერპლი იყოს.ამპარტავნება ნერვებს აღაგზნებს, სისხლს ადუღებს, ოცნებებს აღძრავს, ხელს უწყობს დაცემული ცხოვრების განახლებას; სიმდაბლე კი ნერვებს ამშვიდებს, სისხლის მოძრაობას აცხრობს, აღვირს ასხამს ოცნებებს, დაცემულ ცხოვრებას მოაკვდინებს და ქრისტესმიერ ცხოვრებას განაცხოველებს.„ფრიად უმჯობეს არს მსხვერპლთა დამორჩილება და სმენად ბრძანება უფლისა უფროის ცრემლისა ვერძთასა“ (1მეფ. 15, 22), ეუბნება წინასწარმეტყველი ისრაელის მეფეს, რომელიც გაკადნიერდა და ღმერთს უკანონო მსხვერპლი შესწირა. თუ გსურს, რომ ღმერთს სიყვარულის მსხვერპლი შესწირო, ნუ გააკეთებ ამას თვითნებურად, განუსჯელ ლტოლვას აყოლილი; სიმდაბლით შესწირე მსხვერპლი იმ დროს და იმ ადგილას, სადაც და როდესაც ეს უფალს ნებავს.ადგილი, სადაც სულიერი მსხვერპლის შეწირვა გვიბრძანეს, ერთადერთია - სიმდაბლე.უფალმა ზუსტი და სარწმუნო სიშნებით აღბეჭდა ის, ვისაც უყვარს ღმერთი და ის, ვისაც არ უყვარს. მან თქვა: „უკეთუ ვისმე ვუყვარდე მე, სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს... ხოლო რომელსა არა ვუყვარდე მე, სიტყვანი ჩემნი არა დაიმარხნეს“ (ინ. 14, 23-24).ღმერთის სიყვარულის სწავლა გწადია? განეშორე ყოველ საქმეს, სიტყვას, აზრს, გრძნობას, რომელიც სახარებამ აგიკრძალა. განეშორე ცოდვას, ესოდენ საძაგელს ღმრთის წინაშე - ამით უჩვენე და დაუმტკიცე ღმერთს შენი სიყვარული. იმ შეცოდებებს, რომლებსაც კაცობრივი უძლურების გამო მაინც ჩაიდენ, მყისვე აღსარებით უწამლე. თუმცა უმჯობესი იქნება, თუ ფხიზლად უდარაჯებ საკუთარ სულს და არც ამ ცოდვებს გაიკარებ.„ამისთვის შევიყვარენ მცნებანი შენნი უფროის ოქროისა და ანთრაკისა; ამისთვის ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარვემართე და ყოველი გზაი სიცრუვისა მოვიძულე“ (ფსალმ. 118, 127-128), ამბობს წინასწარმეტყველი. ამგვარი საქციელი აუცილებელია ღმერთის ერთგულების დასაცავად. ერთგულება სიყვარულის აუცილებელი პირობაა - ამ პირობის შესრულების გარეშე სიყვარული ინგრევა.ბოროტისაგან მუდმივი განშორებით და სახარების მცნებების დაცვით, რაშიც სახარების მთელი ზნეობრივი სწავლება მდგომარეობს, მივაღწევთ ღმერთის სიყვარულს; ამავე გზით შევინარჩუნებთ მას: „უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ სიყვარულსა ზედა ჩემსა“ (ინ. 15, 10), თქვა მაცხოვარმა.სრულყოფილი სიყვარული ღმერთთან ზიარებაში მდგომარეობს; ასეთი სიყვარული მიუწვდომელ სულიერ ნუგეშინისცემასთან, სიტკბოებასთან და საღმრთო ნათლით განათლებასთან არის შეერთებული. მაგრამ ამ გზის დასაწყისში მოწაფეს მძიმე ბრძოლა მოუწევს საკუთარ თავთან, საკუთარ ღრმად დაზიანებულ ბუნებასთან: ბოროტება, რომელიც ცოდვით დაცემის შედეგად ჩვენს ბუნებას შეეთვისა, მისთვის კანონად იქცა - ეს კანონი ებრძვის და უჯანყდება ღმერთის კანონს, წმინდა სიყვარულის კანონს.ღმერთის სიყვარული მოყვასის სიყვარულს ეფუძნება: როდესაც შენი სულიდან ღვარძლი ამოიძირკვება, მაშინ მიუახლოვდები სიყვარულს. როდესაც შენს გულს მთელი კაცობრიობის მიმართ წმინდა, მადლისმიერი მშვიდობა დაეუფლება, მაშინ უკვე სიყვარულის კარს მიადგები.მაგრამ ეს კარი მხოლოდ სული წმიდის მიერ იღება. ღმერთის სიყვარული არის ნიჭი ღმრთისა ადამიანში, რომელიც თავის თავს ამ ნიჭის მისაღებად გულის, გონებისა და ხორცის სიწმინდით განამზადებს. მომზადების ხარისხის მიხედვით ეძლევა კაცს ნიჭიც, რამეთუ ღმერთი მართლმსაჯულია თავის წყალობაშიც.ღმერთის სიყვარული მთლიანად სულიერია: „შობილი იგი სულისაგან სული არს“ (ინ. 3, 6).„და შობილი იგი ხორცთაგან ხორცი არს“ (იქვე): ხორციელ სიყვარულს, როგორც ხორცისა და სისხლის მიერ შობილს, ნივთიერი და ხრწნადი თვისებები აქვს. მისი ცეცხლი მთლიანად ნივთიერზეა დამოკიდებული.როდესაც წმ. წერილში კითხულობ, რომ ღმერთი ჩვენი არის ცეცხლი, და ამავე დროს საკუთარ თავში ბუნებრივი სიყვარულის ცეცხლს იგრძნობ, ნუ გეგონება, რომ ეს ორი სიყვარული ერთი და იგივეა. არამც და არამც! ისინი მტრობენ და აქრობენ ერთმანეთს (იხ. იოანე კიბისაღმწერელი, თავი მე-3). „მაქუს ჩვენ მადლი, რომლითა ვმსახურებთ ღმერთსა მოშიშებით და ღირსებით. რამეთუ ღმერთი ჩვენი ღმერთ განმლეველ არს“ (ებრ. 12, 28-29). ბუნებრივი, დაცემული სიყვარული აღაგზნებს ადამიანში სისხლს და ნერვებს, აღძრავს ვნებებს. წმინდა სიყვარული კი სისხლს აგრილებს, ამშვიდებს სულსაც და ხორცსაც, შინაგან კაცს ლოცვითი მდუმარებისკენ იწვევს, ათრობს სიმდაბლითა და სულიერი სიტკბოებით.მრავალმა მოღვაწემ მიიღო ბუნებრივი სიყვარული საღმრთო სიყვარულად, რითაც სისხლის აღგზნება და ხიბლი დაიტეხა თავს; აღგზნების მდგომარეობა კი ძალიან იოლად გადადის გაშტერების მსგავს მდგომარეობაში. ამგვარი აღგზნებისა და გაშტერების მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ბევრმა სულიწმიდით შემოსილ და წმიდა მამებად მიიღო, სინამდვილეში კი ისინი მხოლოდ და მხოლოდ ხიბლის უმადური მსხვერპლნი იყვნენ.ბევრი ასეთი მოღვაწე იყო დასავლეთის ეკლესიაში მას შემდეგ, რაც იგი პაპისტური გახდა; იქ მკრეხელურად მიაწერენ ადამიანს ღმერთის თვისებებს და მიაგებენ კაცს თაყვანისცემას, რომელიც ერთადერთს - ღმერთს ეკუთვნის. დასავლელმა მოღვაწეებმა მრავალი წიგნი დაწერეს თავიანთი აღგზნებული მდგომარეობიდან; ამ მდგომარეობაში მყოფებს თავისი ხიბლი საღმრთო სიყვარულად წარმოუდგებოდათ, აღგზნებული წარმოსახვა კი უამრავ ჩვენებას უხატავდა, რომელიც მათ თავმოყვარეობასა და ამპარტავნებას ეფერებოდა.აღმოსავლეთის ეკლესიის შვილო, უფრთხილდი, ამგვარი წიგნების კითხვას, უფრთხილდი შემცდართა დარიგებების შესრულებას! სახარება და ჭეშმარიტი ეკლესიის წმ. მამათა თხზულებები დაიდე სახელმძღვანელოდ, სიმდაბლის საფეხურებით შეუყევი საღმრთო სიყვარულის სიმაღლისაკენ მიმავალ კიბეს, მუდამ თან გახლდეს ქრისტეს მცნებების დაცვა.კარგად გახსოვდეს, რომ ღმერთის სიყვარული სული წმიდის უდიდესი ნიჭია, კაცს კი მხოლოდ ის ძალუძს, წმინდა ცხოვრებით და სიმდაბლით მოამზადოს თავი ამ უდიდესი ნიჭის მისაღებად, რომლის მიერაც იცვლება გულიც, გონებაც და ხორციც.ამაოა შრომა - უნაყოფო და საზიანოც კი, თუ ნაადრევად ვეძიებთ საკუთარ თავში მაღალი სულიერი ნიჭების გამჟღავნებას. მოწყალე უფალი თავის დროზე უბოძებს ამ ნიჭებს მათ, ვინც მუდმივად, მოთმინებით და სიმდაბლით ასრულებს ქრისტეს მცნებებს. ამინ. |
link
|

თემა: ადამიანის სიყვარული ღვთისადმი
დაფიქრდი, საყვარელო, სამ სერიოზულ მიზეზზე, რომლებიც გვაქეზებენ, ან უკეთ, გვაიძულებენ, გვიყვარდეს უფალი. პირველი მათ შორის არის უფლის ბრძანება, გვიყვარდეს იგი; მეორე – ის, რომ იგი ყველაზე მეტადაა სიყვარულის ღირსი, და მესამე – მისი ... იხილეთ სრულად
დაფიქრდი, საყვარელო, სამ სერიოზულ მიზეზზე, რომლებიც გვაქეზებენ, ან უკეთ, გვაიძულებენ, გვიყვარდეს უფალი. პირველი მათ შორის არის უფლის ბრძანება, გვიყვარდეს იგი; მეორე – ის, რომ იგი ყველაზე მეტადაა სიყვარულის ღირსი, და მესამე – მისი მოწოდება იმისკენ, რომ ჩვენ ჩვენი სიყვარულის გზით შეგვეძლოს, მივაღწიოთ მის ჩვენდამი სიყვარულსაც, რომელიც ხსნის უთვალავ მადლს. პირველი მცნებათა შორის არის სიყვარულის მცნება: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა შენითა. ეს არს დიდი და პირველი მცნებაი" (მთ. 22, 37-38). იგი იმიტომაა პირველი, რომ აღმსარებელია მთელი რჯულისა, ქრისტიანული ზნეობის საფუძველი და სრულყოფილებაა და ამიტომ თავკიდური ლოდი უნდა იყოს ქრისტიანთა გულებში. მოყვასის სიყვარული და ნებისმიერი სხვა სათნოება უფლის სიყვარულიდან მომდინარეობს. ნებისმიერი სათნოება, რომელსაც საფუძველში სიყვარული არ აქვს, სიძულვილზეა დაფუძნებული. სიყვარული პირველი სათნოებაა, რადგან იგი ყველა დანარჩენისაგან განსხვავებით ადამიანს თავისუფლებას ანიჭებს; ასევე, იმიტომ რომ, თუ ადამიანს სურს, შეუძლია დაუსრულებლად სრულ იქმნას მასში. იგი პირველია იმიტომ, რომ გვევლინება "უმაღლეს სიღრმედ", რომლის მიღწევაც კი შეუძლია ადამიანს. დაბოლოს, იგი პირველია იმიტომ, რომ არასდროს ექნება დასასრული, იგი მარადიულია; ამიტომ ბრძანა ასე პავლე მოციქულმა: "აწ ესერა ჰგიეს სარწმუნოებაი, სასოებაი, და სიყუარული, სამი ესე; ხოლო უფროის ამათსა სიყუარული არს" (კორ. 13,13).ახლა კი მოდით, ვიფიქროთ იმაზე, როგორ უნდა დავაფასოთ ეს სათნოება და როგორი ძალისხმევითა და ყურადღებით აღვზარდოთ იგი ჩვენში. თუ უფალმა იმისთვის გამოგვისყიდა, რომ გვიყვარდეს იგი, მაშინ ჩვენი ვალია, განუწყვეტლივ ვილოცოთ, რათა გვქონდეს უნარი, საქმეში გამოვავლინოთ ეს საუკეთესო სათნოებანი. და ამის შემდეგ, როდესაც მან გვამცნო, გვიყვარდეს იგი, როგორ შეგვიძლია, ყურადღება არ მივაქციოთ ამ მცნებას? და სხვა რისი, თუ არა ამ მცნების აღსრულებას ისურვებს ჯოჯოხეთში ტანჯული სული? რამეთუ, როგორც კი იგი ჯოჯოხეთში მოხვდება, მაშინ მტანჯველი და ყოვლისმშთანთქმელი ცეცხლი მსწრაფლ გადაიქცევა სიყვარულის ტკბილ ალად. ცოდვილები სწორედ იმიტომ იწვნევენ უდიდეს ტანჯვას, რომ არ უყვარდათ უფალი, როგორც მან დაგვიკანონა ჩვენ. ისინი არღვევდნენ მის მცნებებს და სწორედ ამით დაიჩრდილეს თავი უფლის სიყვარულისაგან. როგორც ამბობს წმიდა ისააკ ასური: "სიყვარულის შოლტით იშოლტებიან ტანჯულნი გეენიაში – ისინი, ვინც დაუძლურდნენ სიყვარულის საწინააღმდეგო ცოდვით, იტანჯებიან ისეთი საშინელი ტანჯვით, რომელიც ნებისმიერ სხვა, ყველაზე საშინელ ჭირზე მეტია" (სიტყვა 84-ე).უფლის გასაოცარი თავმდაბლობა შეგვიძლია დავინახოთ მცნებაში სიყვარულის შესახებ. უფალმა გვიბრძანა მისი სიყვარული ისე, თითქოს მას ესაჭიროება ჩვენი სიყვარული. ჩვენ კი იმდენად უგრძნობნი ვრჩებით, რომ ვერც კი ვამჩნევთ მის მადლმოსილებას. ჩვენ ორში ერთი უნდა ავირჩიოთ, მესამე არ მოგვეცემა – ან მადლიერებით მივიღოთ უფლის შემწველი სიყვარული აქაც და სამოთხეშიც, ან მასზე უარის თქმით მარად ვიწვოდეთ ჯოჯოხეთის ცეცხლში. ერთი ცეცხლი მაცხოვნებელი და სულის ჩამდგმელია, მეორე კი – მტანჯველი და მომაკვდინებელი. მაშ, რატომ არ შეგვიძლია ჩვენ – უგუნურებს, არ გავიგოთ ეს და რატომაა, რომ ღვთაებრივი სიყვარულის სულისჩამდგმელ ცეცხლს ჯოჯოხეთის მომაკვდინებელი კოცონი გვირჩევნია? სიყვარულზე, რომელსაც უფლის მიმართ უნდა განვიცდიდეთ, საუბარია შემდეგ სიტყვებში: "შვილნო ჩემნო, ნუ ვიყუარებთ სიტყვითა ხოლო, ნუცა ენითა, არამედ საქმითა ჭეშმარიტებითა" (იოან. 3,18). უფლისადმი სიყვარულს ნებისმიერი ადამიანისადმი სიყვარულზე მაღლა უნდა ვაყენებდეთ, როგორც დაწერილია: "სიყვარული სიკვდილივით მყარია" (ეკლ. 8,6). შევინანოთ, რომ აქამდე ვცოდავდით უფლის წინააღმდეგ და უფრო მეტად ცოდვისკენ ვიხრებოდით, ვიდრე – მისკენ. რისხვით განვაგდოთ ჩვენგან ასეთი უწმიდურება და შევიყვაროთ უფალი "მთელი სულით, მთელი სიმტკიცით და მთელი ჩვენი გონებით" და ვეცადოთ, არასდროს შემოვუშვათ ჩვენს გულში რაიმე ცოდვა. უფალი მრავალი საშუალებით გვაქეზებს სიყვარულისკენ – ან გვარიგებს, ან მარადიული ტანჯვით გვაშინებს – მაშ, მოდით ვილოცოთ, რათა მოგვეცეს ძალა მისი სიყვარულისა. ვთქვათ, ნეტარ ავგუსტინესთან ერთად: "შენ გვავალებ, გვიყვარდე, მაშ, მომეცი ის, რასაც მავალებ!"ჩვენ უფალი უფრო მეტად უნდა გვიყვარდეს, ვიდრე ნებისმიერი სხვა სიკეთე, რადგან მასში უხვადაა ყველა სხვა დანარჩენი სრულყოფილება: სილამაზე, სიბრძნე, სიწმიდე, ძლიერება, დიდება, მადლიერება, უსასრულობა, ცხოვრება, მშვიდობა, თავისუფლება, მეფობა, სამართლიანობა და ცხონება. ყველაფერი ეს არაა უფალი, მაგრამ არის უფალში. იგი უსასრულოდ მაღლაა ყოველივე ამათზე. როგორც წმიდა მაქსიმე აღმსარებელი ამბობს: "თვით ღმერთი უსაზღვროდ მეტად მიუწვდომელია, ვიდრე ის, რასაც იგი არსობრივად წარმოადგენს, ან ვიდრე ის, რაც მისთვის თვისობრივია".უფალს სურს, ჩვენი გულების საუკეთესო ნაწილში შევუშვათ იგი, რათა დავუკავშირდეთ იმ მადლს, რომლის შესახებაც სწორედ ახლა ვსაუბრობდით. თუკი აქამდე არ გვიყვარდა იგი – როგორც საჭიროა, მაშინ მოვინანიოთ ეს საქციელი, აღმოვფხვრათ ჩვენი დაუდევრობა და ყველაზე ღრმად შემოვუშვათ უფალი ჩვენს გულში. მაშინ შევძლებთ, შევიგრძნოთ მისი ღვთაებრივი სიყვარულის სიტკბო. გადავიხადოთ იმ დროის სანაცვლოდ, როცა არ გვიყვარდა უფალი, რადგან უკანმოუხედავად დავკარგეთ იგი და ნეტარ ავგუსტინესთან ერთად წარმოვთქვათ: "გვიან შეგიყვარე შენ, ასე უძველესი სილამაზე; გვიან შეგიყვარე, სამწუხაროდ! აღარ არის ის დრო, როდესაც არ მიყვარდი!" უფალი ადამიანთა გულებში ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლის დასანთებად ჩამოვიდა ზეციდან ("ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა და რაი მნებავს, რაითა აწვე აღეგზნეს!" (ლუკ. 12,49).მაშ, ვილოცოთ რათა მან გაანათლოს ჩვენი გონება იმის შესაცნობად, რომ მთავარია მისი სიყვარული, რამეთუ ჩვენ იმიტომ არ გვიყვარს, რომ არ ვიცით, როგორც თქვა ღვთიურმა და ღვთისმოყვარე ავგუსტინემ: "მარადიული სინათლე დაანთე ჩემს სულში, რათა შეგიგრძნო, შეგიცნო და შეგიყვარო!"უფლისადმი ასეთი სიყვარული ჰქონდა პავლე მოციქულს, რომელიც ამბობს: "ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე. ხოლო რომელი-ესე აწ ცხოველ ვარ ხორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ ძისა ღმრთისაითა, რომელმან შემიყუარა მე და მისცა თავი თვისი ჩემთვის" (გალ. 2,20). იგივეს გრძნობდა წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი, როდესაც რომის ქრისტიანებს სწერდა: "მე მიყვარს იესო, რომელმაც თავი გასწირა ჩემთვის. რას მივაგებ მე უფალს მთელი ამ წყალობის ნაცვლად?" და კიდევ: "ჩემი სიყვარული ჯვარსეცვა. მსურს სასმელი, მსურს სასმელი მისი, ვინც უხრწნელი სიყვარული და მარადიული ცხოვრებაა".როგორ შეიძლება არ გიყვარდეს უფალი, როდესაც მან პირველმა შეგიყვარა შენ?! "ჩუენ გვიყუარს იგი, რამეთუ მან პირველად შემიყუარა ჩუენ" (1 იოან. 4,19). მან იმ სიყვარულით შეგვიყვარა, რომლითაც საკუთარი თავი უყვარს. მის ჩვენდამი სიყვარულს ყველაზე ნათლად ამტკიცებს ის, რომ მან თავისი მხოლოდშობილი ძის მსხვერპლით გამოგვიხსნა ჯოჯოხეთის სატანჯველთაგან და მათ ნაცვლად მოგვანიჭა თვისი მეუფების ბედნიერება: "რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდშობილი მოსცა მას" (იოან. 3,16).დაბოლოს, არ დაგვავიწყდეს, რომ არც ზეცაში, არც მიწაზე არაფერია უფლის ძის ღვთაებრივ სისხლზე უფრო ძვირფასი. იმისათვის, რომ ანგელოზთა ცხრა დასს ჰყვარებოდა, მას ერთი წვეთი სისხლიც კი არ დაუღვრია. ხოლო იმისათვის, რომ ჩვენ შეგვეყვარებინა იგი, უფალმა მთელი თავისი სისხლი დაღვარა. მაშ, როგორ არ უნდა გვინდოდეს, გვიყვარდეს იგი?! რაოდენი გაბოროტება იმალება ჩვენში, თუ ყოველი ამ მსხვერპლის შემდეგ, რომელიც უფალმა გაიღო ჩვენი გადარჩენისთვის, კვლავ გულგრილნი და უგრძნობნი ვრჩებით მის მიმართ?! მაშ, შევინანოთ მეუფისადმი ჩვენი სიცივე და უმადურება. და დაე, ამიერიდან ყველა ჩვენი მოქმედების მთავარი საფუძველი მისდამი სიყვარული იყოს. უფალი არის ჩვენი გულების უფალი, როგორც ამბობს დავითი: "ღმერთი გულისა ჩემისაი და ნაწილ ჩემდა არს ღმერთი უკუნისამდე!" (ფს. 72,26). მაშ, ნეტარ ავგუსტინესთან ერთად წარმოვთქვათ: "უფალო, მიიღე ჩემი მეხსიერება, ჩემი ჭკუა, ჩემი ნება. მომანიჭე გული, რომელიც იფიქრებს მხოლოდ იმაზე, რაც შენია; ფიქრი, რომელსაც შენ უყვარხარ; მეხსიერება – შენზე დაფუძნებული; გონება – შენზე მოფიქრალი". |
link
|

თემა: ადამიანის სიყვარული ღვთისადმი
იფიქრე, ძმაო, იმაზე, რომ უფალს ოცდაათი წლის შემდეგაც, ანუ მას მერე, რაც მოინათლა, სრულყოფილი სიყვარული ჰქონდა ღვთისა და ახლობლების მიმართ. წმიდა მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, რომ ეშმაკმა, როგორც კი გაიგო მამა ღმერთის ხმა, რომელიც უფ... იხილეთ სრულად
იფიქრე, ძმაო, იმაზე, რომ უფალს ოცდაათი წლის შემდეგაც, ანუ მას მერე, რაც მოინათლა, სრულყოფილი სიყვარული ჰქონდა ღვთისა და ახლობლების მიმართ. წმიდა მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, რომ ეშმაკმა, როგორც კი გაიგო მამა ღმერთის ხმა, რომელიც უფალს თავის საყვარელ ძეს უწოდებდა (იორდანეში ნათლობის დროს: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ" (მათე 3, 17), იცოდა კანონები ორი მთავარი და უდიდესი მცნებისა – "გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით" (II რჯლ. 6, 5) და სხვა – "გიყვარდეს შენი ახლობელი, როგორც თავი შენი" (ლევ. 19, 18), სწორედ მაშინ მოინდომა უფლის გამოცდა: ნამდვილად უყვარდა თუ არა მას ღმერთი და მოყვასი.მას შემდეგ, რაც უფალი მოინათლა, სულიწმიდის მიერ გაყვანილ იქნა უდაბნოში. და როდესაც ორმოცი დღე-ღამე გავიდა, რომლის დროსაც იგი არც ჭამდა, არც სვამდა, ეშმაკი წარსდგა მის წინაშე და სამი ძირითადი ვნების – გემოთმოყვარების, დიდებისმოყვარების და ვეცხლისმოყვარების მეშვეობით დაიწყო მისი გამოცდა. თავდაპირველად იგი ამოწმებს უფალს, ხომ არ არის იგი გემოთმოყვარე. ეუბნება მას: "უკუეთუ შენ ხარ ძე ღმერთი, თქუ, რაითა ქვანი ესე პურ იქმნენ", რათა შეჭამო და მოიკლა შიმშილი. მაგრამ ამასოფლისადმი სიყვარულს უფალი ღვთისადმი სიყვარულს ამჯობინებს და პასუხობს: "წერილ არს, რამეთუ: არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა" (მათ. 4, 4).ამის შემდეგ ეშმაკი ცდის, დიდებისმოყვარეა თუ არა უფალი. უფლის დაშვებითვე აჰყავს იგი ტაძრის სახურავზე და ეუბნება: "უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაი, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქვეყანად", როცა ადამიანები დაგინახავენ, თუ როგორ დაეცი მიწაზე და არაფერი გევნო, განგადიდებენ როგორც წმიდანს და სასწაულთმოქმედს. თუმცაღა უფალი ადამიანურ დიდებას ღმერთის სიყვარულსა და მის დიდებას ამჯობინებს და პასუხობს, რომ არ შეიძლება, აუცილებლობის გარეშე, გამოსცადო უფალი, რათა მან მოახდინოს რაიმე სასწაული: "ნუ გამოცდით უფალს, თქვენს ღმერთს" (II სჯულ. 6, 16). და ბოლოს, მტერი აცდუნებს, მიდრეკილია თუ არა უფალი ვეცხლისმოყვარეობისაკენ. კვლავ აჰყავს იგი ერთ მაღალ მთაზე და თვალის ერთი გადავლებით აჩვენებს სამყაროს მთელს ხელმწიფებასა და დიდებას და ამბობს: "ესე ყოველი მოგცე შენ, უკუეთუ დაჰვარდე და თაყვანის-მცე მე". მაგრამ უფალი ამჯერადაც ყველა სიმდიდრესა და სამყაროს მეუფებას უფლისადმი სიყვარულს არჩევს, იგი პასუხობს ეშმაკს: "უფლის, შენი ღმერთის გეშინოდეს და მას მსახურებდე" (II რჯულ. 6, 13). ამრიგად, უფალმა სამივე ვნების დამარცხებით განაგდო ეშმაკი, რომელიც შერცხვენილი განშორდა მას: "მაშინ დაუტევა იგი ეშმაკმან მან, და ანგელოზნი მოვიდეს და ჰმსახურებდეს მას" (მათ. 4, 11).მაგრამ მაცდური ამით არ დაკმაყოფილდა. როდესაც ნახა, რომ უფალს ღვთისადმი სრულყოფილი სიყვარული ჰქონდა, კვლავ მოინდომა მისი ცდუნება და ამჯერად მისი მოყვასისადმი სიყვარულის გამოცდა გადაწყვიტა. ასე რომ, იგი აღწევს მწიგნობართა, ფარისეველთა, მღვდელმთავართა და იუდეველ მოძღვართა გულებში და მათში უფლისადმი შურისა და სიძულვილის კოცონს აღვივებს – ისინი იწყებენ მისი სასწაულების ძვირადხსენებას და მას მსუნაგს, ლოთს, ეშმაკეულს, ცოდვილთა და მეზვერეთა მეგობარს უწოდებენ. ეშმაკი ასევე უბიძგებს ყველა იუდეველს, უფალი პილატეს გადასცენ და მას ჯვარზე სიკვდილი მიუსაჯონ.მას შემდეგ, რაც გაიმარჯვა და მთიდან განაგდო სატანა, რომლის მთელი ბოროტებაც მან კარგად იცოდა, არც უფალმა მისცა ეშმაკს მოსვენება. არამედ გამუდმებით აწუხებდა მას ავადმყოფებისა და ეშმაკეულებისაგან განდევნით. უფალი კურნავს ადამიანების ტანჯვასა და სნეულებებს, რომლებიც ცოდვის მიზეზით დაზარალდნენ, რომელზეც მათ მტერმა უბიძგა. თავისი ქადაგებით უფალმა ასევე განანათლა სატანის მიერ დაბინდული ადამიანების გონება და მიუხედავად იმისა, რომ მწიგობრებსა და ფარისევლებს სძულდათ, იგი მაინც თავისი სიმშვიდითა და უდიდესი თვინიერებით აბრუნებდა მათ თავის მხარეს. მას ძალიან უყვარდა და ეცოდებოდა ისინი, რადგან იმაში, რასაც ისინი ამბობდნენ და აკეთებდნენ, დამნაშავენი იყვნენ არა იმდენად ისინი თავად, არამედ ეშმაკი, რომელიც სარგებლობდა მათით, როგორც საკუთარი იარაღით, და ბოლოს, ყველა ტანჯვით, რომელიც უფალმა დაითმინა, მან თავად განსაჯა ეშმაკი. და აქ, ჯვარზე, როდესაც მამა-ღმერთს ევედრებოდა, შეენდო მისი მკვლელებისთვის, მან მოყვასისადმი თავისი სრულყოფილი სიყვარული დაგვანახა. იგი ამბობდა: "მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან" (ლუკ. 23, 34). აქედან ჩანს, რომ უფალმა შეიყვარა მოყვასი – არა როგორც საკუთარი თავი, არამედ ამაზე გაცილებით მეტად, და ამ ორი მცნების სურყოფილად შესრულებით – სიყვარულით უფლისა და მოყვასისადმი, დაუმტკიცა ეშმაკს, რომ იგი ღვთის ჭეშმარიტი ძეა და, რომ "ჭეშმარიტად ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინასწარმეტყველნი დამოკიდებულ არიან" (22, 40).მაგრამ შენ, ძმაო, ნუთუ სწორედ ასე ემსგავსები უფალს? სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ შენ ძალიან შორს იმყოფები იესო ქრისტეს მაგალითის მიბაძვისაგან და არ გიყვარს არც უფალი, არც მოყვასი. რვა ნიშნით შეგიძლია გაიგო, გიყვარს თუ არა ღმერთი, ისე როგორც საჭიროა. შენ ნამდვილად გიყვარს იგი თუ: 1) გიყვარს იგი თავისუფლად და არა ძალდატანებით; 2) იცავ მის მცნებებს; 3) მთელი გულით გიყვარს იგი და სხვა არაფერი გიყვარს ისე, როგორც უფალი; 4) ხშირად იხსენებ მის სახელს, როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: "ვინმეს მხურვალედ მოყვარული სიამოვნებით იხსნებს საყვარელის სახელს"; 5) როდესაც უფლის სახელს იხსენებ, სიამოვნებით ღვრი ცრემლებს, როგორც ამბობს წმიდა ისააკი: "სიყვარულს აქვს ჩვეულება – საყვარლის გახსენებაზე დაღვაროს ცრემლები"; 6) ლოცვის დროს შენი გონება იოლად დაუტევებს ამქვეყნიურ საქმეებს და მხოლოდ უფლის ხსოვნასა და მისდამი სიყვარულს ეკვრის, იგი შინაგანად სიტკბოსა და სიმშვიდეს გრძნობს, რომელიც ნებისმიერ სიტკბოებასა და შვებას აღემატება; და რამდენ დროსაც გაატარებ უფლის წინაშე ლოცვით, იმდენივეა შენი მისდამი სიყვარული; 7) ხარობ, როდესაც შენი უფლისადმი სიყვარულისა და მისი მცნებების შესრულებისათვის გაძაგებენ; 8) თუ შენი უფლისადმი სიყვარული არ დაიძლევა სხვა რაიმეთი, როგორც ამბობს პავლე მოციქული: "რამეთუ შენთვის მოვსწყდებით ჩვენ მარადღე და შევირაცხებით ჩვენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი. არამედ ამას ყოველსა ზედა ვსძლევთ ჩუენ მის მიერ, რომელმანცა იგი შემიყუარა ჩუენ. რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკვდილმან, არცა ცხოვრებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხვამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყვარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა" (რომ. 8, 36-39).ასე რომ, გამოსცადე, გაქვს თუ არა უფლისადმი სიყვარულის ყველა ეს ნიშანი. შეხედე, გიყვარს კი უფალი ისე, როგორც ყრმებს უყვართ მშობლები?! გიყვარს უფალი ისე, როგორც მავანს უყვარს თავისი კეთილისმყოფელი და მეგობარი?! მიმართულია შენი სიყვარული უფლისადმი ხომალდის ისრის მსგავსად, რომელიც მუდამ სამხრეთისკენ უჩვენებს?! გამოსცადე თავი, იცავ კი უფლის მცნებებს, იმიტომ რომ, ვისაც უყვარს უფალი, ის მის მცნებებსაც აღასრულებს, როგორც თავად მან თქვა: "უკუეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით" (იოან. 14, 15) და პირიქით, ვისაც არ უყვარს უფალი, ის არც მის მცნებებს ასრულებს: "რომელსა არა უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი არა დაიმარხნეს" (იოან. 14, 24). მაგრამ ვშიშობ, რომ შენ თუნდაც ასრულებდე უფლის მცნებებს, ამას ნებით კი არ აკეთებ, არამედ – ათასი დრტვინვითა და პატივმოყვარეობასთან შეზავებით.შეამოწმე, გიყვარს კი უფალი "მთელი შენი სულით, მთელი შენი გულით და მთელი შენი სიმტკიცით", როგორც ეს მან გვასწავლა. რადგან თუ შენი სიყვარული ორადაა გაყოფილი – როცა შენს გულში შემოვა თუნდაც თმის ღერივით წვრილი რაიმე სხვა მისწრაფება, მაშინ იცოდე, შენ არ გიყვარს უფალი მთელი სულით და მთელი შენი გულით. ასე რომ, იფიქრე, რამდენად ჩამორჩები ღვთაებრივ სიყვარულს, მითუმეტეს, რომ შენი გული გაყოფილია არა ორ, არამედ – უამრავ ნაწილად.რაოდენ საშინელია, მოიხსენო უფლის სახელი ამაოდ და კრძალვის გარეშე, თუნდაც ეს იყოს ძალდატანებით და მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ დღეში! შენი გული ისეა გაქვავებული, რომ არა მარტო არ ტირი, როდესაც გესმის უტკბესი და უსაყვარლესი სახელი უფლისა, არამედ ოდნავადაც კი არ მსუბუქდები, როდესაც ხედავ ჯვარცმულ და სისხლმდინარე უფალს. ლოცვაზე ყოფნისას შენი გონება ყველა ამაო და მიწიერი ფიქრისკენ მიიდრიკება, იგი აქაც არის და – იქაც, მაგრამ არა – ლოცვის სიტყვებში; და თუ შენ ცოტა ხნით მაინც დადგები ლოცვაზე, მალევე მძიმდები და დარდიანდები. აი, რაოდენ მცირედ გიყვარს უფალი! როგორც კი იგრძნობ პატარა მოუხერხებლობას, მაშინვე უკან ბრუნდები და გავიწყდება წარსული, კეთილი ფიქრები.არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი უფლისადმი სიყვარულისა – როდესაც შენ მეგობრისათვის და მტრისათვისაც თანაბარი მონდომებით ლოცულობ, არ ანსხვავებ მათ. აი, რას ამბობს წმიდა გრიგოლ პალამა: "როდესაც გულაჩუყებითა და გულში სასიამოვნო მჭმუნვარებით მიმართავ უფალს ლოცვით, როგორც შენთვის, ასევე მთელი კაცობრიობისთვის – შენთვის ცნობილი და უცნობი მტრისა და მეგობრისათვის, შენი შეურაცხმყოფელისათვის და არაშეურაცხმყოფელისათვის – მაშინ იცოდე, რომ გულით გიყვარს მოყვასი. მაგრამ სულის ასეთი მოწესრიგება მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც სიყვარულის საქმეს ფარულად აკეთებ" (სიტყვა იოანე მახარებელზე). დაბოლოს, იმაზე, რომ აუცილებელია მოყვასის, როგორც საკუთარი თავის სიყვარული, უფალმა ცალკე თქვა: "მცნებასა ახალსა მოგცემ თქუენ, რაითა იყუარებოდეთ ურთიერთას" (იოან. 13, 34) და არ გაჩერდა ამაზე, არამედ განაგრძო: "უფროისა ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის" (იოან. 15, 13).მაშ, გამოცადე, საყვარელო, გაქვს თუ არა სიყვარულის ნიშნები. მე მეჩვენება, რომ შენ ისინი არ გაქვს. რადგან იმის ნაცვალდ, რომ გიყვარდეს შენი ძმა – თანამემამულე და შენი ერთმორწმუნე – გძულს იგი, კბენ და ჭამ მას, როგორც დაწერილია გალატელთა მიმართ ეპისტოლეში: "უკუეთუ ურთიერთას იკბინებოდით და შეიჭმებოდით, იხილეთ, ნუუკუე ურთიერთას განილინეთ" (გალ. 5, 15) და იმის ნაცვალდ, რომ უფალს პატიება სთხოვო ჩადენილი ცოდვების გამო, ლოცულობ, რათა მან შენი მაწყინარი დასაჯოს. ამით კი ემსაგავსები ძაღლს, რომელიც ეცემა არა იმას, ვინც ქვა ესროლა, არამედ როგორც უგუნური ცხოველი გარბის და თავად ქვას კბენს.ასევე შენც ეშმაკის წინააღმდეგ კი არ იბრძვი, რომელმაც თითქოს ქვის სროლით უბიძგა შენს ძმას და აიძულა იგი, შემოეტია, არამედ, უგუნურო, ძმაზე თავდასხმას იწყებ. შენ არ გიყვარს მოყვასი უფრო მეტად, ვიდრე საკუთარი თავი. ის კი არა, უბრალოდ – როგორც შენი თავი, ისეც არ გიყვარს. რადგან გაქვს საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი, სიმშვიდე, იმ დროს, როცა შენი ძმა მშიერია და სწყურია, განიცდის უპოვარებას და შეჭირვებას, შენ კი მისი შეხედვაც არ გინდა. ეს ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სიყვარულს, როგორც წერს პავლე მოციქული: "რამეთუ კაცად-კაცადმან თვისი იგი სერი წინაისწარ წარიღის ჭამად, და რომელსამე სთრავნ" (I კორ. 11, 21). ასე რომ, შეინანე, შეცვალე შენი ცხოვრება და უფალს პატიება სთხოვე იმისათვის, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულის გარეშე გაატარე ცხოვრება და დაჰპირდი, რომ ამიერიდან ეცდები გიყვარდეს იგი და შენი მოყვასი, რომ აიძულებ საკუთარ თავს ამის გაკეთებას. სთხოვე მას ასევე, რომ გაგაძლიეროს და თავისი მადლით დაგიფაროს და განაახლოს მისი ბუნებრივი ძალები სიყვარულისა, რომელიც შენში ჩადო. |
link
|