image
image
45
46
47
48
image
image
Loading..
image

თემა: ღმერთი

უფალი ღმერთი, თავად სიცოცხლე, მარადის სამპიროვანი, (როგორც, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს), ანუ ღმერთი, არის მამა, სიტყვა და სული. მკითხავ, ღმერთში სამი სახე რანაირადო? გპასუხობ: რანაირადაა, არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ ასე უნდა იყო... იხილეთ სრულად
link
 

თემა: ღმერთი

რატომ ვუწოდებთ ღმერთს ყოვლადმოწყალეს?ვუწოდებთ იმიტომ, რომ ის ყველას მიუტევებს ცოდვებს, ვინც გულწრფელად მოინანიებს (ფტ.144,8-9).
განმარტება:
ი. ქვეყნად არაფერი აღესრულება თავისთავად, არც სკამი, არც სახლი, არც გასაღები და არც არაფერი შექმნილა თავისით;მითუმეტეს შეუძლებელია თავისით შექმნილი სამყარო.სკამი-დურგალმა გამოთალა, სახლი-ხუროთმოძღვარმა ააგო,გასაღები-ზეინკალმა გამოჩარხა; სამყარო კი ღმერთმა შექმნა. როგორც სახლის სილამაზის მიხედვით ვმსჯელობთ ხუროთმოძღვრის ნიჭსა და უნარზე, ასევე ღმერთის ქმნილების მიხედვით შევიცნობთ ღმერთის სიბრძნესა და ყოვლისშემძლეობას, თუმცა თვით იგი უხილავია.
II. ადამიანისათვის ღმერთის არსი მიუწვდომელია, რამეთუ თვით ადამიანის გონებაა შეზღუდული.პავლე მოციქული ამბობს, რომ ღმერთი ,,ნათელსა მყოფ არს მიწვდომელსა, რომელი არავინ იხილა კაცთაგანმან, არცა ხილვად ხელ-ეწიფების". (Iტიმ.6,16)
III. წმიდა წერილში ზოგჯერ იხსენიება ღმერთის გული, თვალები, ყურები, ხელები, მისი მობრძანება, წაბრძანება და სხვა. ეს გამპთქმები გადატანითი მნიშვნელობით და სულიერი თვალსაზრისით უნდა ვიგულისხმოთ. ამდენად, ღმრთის გული სიყვარულს აღნიშნავს, თვალნი და ყურნი, აღნიშნავს, რომ მან უწყის და შეისმენს ჩვენს ლოცვებს, ხელები-მის ყოვლისშემძლეობას. ღმრთის მობრძანება აღნიშნავს მის ქმედებას განსაზღვრულ ადგილზე ან განსაზღვრულ ადამიანთა შორის.
IV. ჰქმენ კეთილი და ეკრძალე ბოროტს მაშინაც კი, როცა ადამიანები ვერ გხედავენ, რამეთუ ღმერთი ყოველთვის ხედავს და ყოველივე უწყის.
V. ნუ მიეცემი სასოწარკვეთას მწუხარების ჟამს, არამედ ჰპოვე სასოება ღმრთისა, რომ შეგეწევა, რამეთუ მან უწყის შენი ძვირშემთხვეულება.
VI. ღმერთის წინაშე ჭეშმარიტი და ღირსეული ცხოვრებით ცხოვრობს მხოლოდ ის, ვისაც მტკიცედ სწამს ღმერთი და სარწმუნოების მიხედვით ცხოვრობს. პავლე მოციქული ამბობს: ,,მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს". (რომ.1,17)
VII.ღმერთს ჩვენ უფალსაც ვუწოდებთ.
link
 

თემა: ღმერთი

"ამინ, ამინ გეტყვი თქუენ, რამეთუ რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკუდილისაგან ცხოვრებად". (იოანე 5, 24).
ღმერთ...
იხილეთ სრულად
link
 

თემა: ღმერთი

მამა პაისი შეააგონებდა თავის სამწყსოს:
"ცოდვით დაცემამდე ცხოველები ადამიანის საყვარელი მეგობრები იყვნენ. ადამს გააჩნდა შორს მჭვრეტელობის ნიჭი - თავისებური სულიერი ტელევიზია. იგი ხვდებოდა ცხოველთა მოთხოვნილებებსა და საჭიროებებ...
იხილეთ სრულად
link
 

თემა: ღმერთი

497. როგორი იყო მაცხოვრის გარეგნობა გადმოცემათა მიხედვით?იესოს გარეგნობის ყველაზე ადრეული აღწერილობანი უკვე საკმაოდ გვიანდელ ხანას განეკუთვნება; თუმცა სავსებით შესაძლებელია, ისინი ზუსტად ესადაგებოდნენ წმ. იოანე ღვთისმეტყველის, ირინეოს ლიონელის და პაპიუსის დროინდელ გადმოცემებს.
წმ. ნიკიფორეს მოჰყავს მე–8 ასწლეულის საეკლესიო მამის, იოანე დამასკელის მიერ იესოს აღწერილობა და ამბობს, რომ იესო ჰგავდა ქალწულ მარიამს; იყო ლამაზი და გასაცვიფრებლად მაღალი, ოდნავ წელში მოხრილი, ღია ფერის რამდენადმე დახვეული თმებით, რომელსაც არასოდეს შეჰხებია ხელი დედისა მისისა; ჰქონდა მუქი წარბები, ოვალური სახე ფერმკრთალი და შავგვრემანი იერით, ნათელი თვალები და გამოხედვა, რომელშიაც იხატებოდა მოთმინება, კეთილშობილება და სიბრძნე.
აი, აგრეთვე, მაცხოვრის აღწერილობა წერილიდან, რომელიც იერუსალიმის თემის თავმჯდომარემ გაუგზავნა რომის სენატს: ჩვენს დროში, – ნათქვამია ამ წერილში, – გამოჩნდა უდიდესი სათნოების ადამიანი, სახელად ქრისტე იესო... ის ტანმაღალია, მშვენიერი, აქვს კეთილშობილური სახე, ისე რომ ვინც მას უყურებს, ერთდროულად სიყვარული და შიში იპყრობს. აქვს ღვინისფერი, თაფლისფერი, დატალღული თმა, დახუჭუჭებუილიც კი, რომელიც მხრებზე დაცემისას ბძინავს, ნაზარეველთა ჩვევისამებრ შუაზე აქვს გაყოფილი. შუბლი სუფთა და სწორი აქვს, სახეზე კი არც ერთი ლაქა და ნაოჭი არ ატყვია, არამედ ვარდისფერი დაჰკრავს. ცხვირპირი უნაკლო სილმაზისა აქვს, წვერი ხშირი და ფართე, შედარებით მოკლე, ისიც შუაზე ორად გაყოფილი, თვალები ცისფერი და ძალიან ნათელი. ის შიშის მომგვრელია, როცა კიცხავს და სიყვარულით აღსავსე, როდესაც შეაგონებს; მხიარულია, მაგრამ ღირსებას ყოველთვის ინარჩუნებს. ის არასოდეს უნახავთ მომცინარე, არამედ მტირალი. ტანი და ხელ–ფეხი მშვენიერი აქვს. საუბრის დროს სერიოზულია, თავმდაბალი და ზომიერი, ის უმშვენიერესია კაცთა მოდგმაში.
link
image

თემა: ღმერთი

305. როგორ გავიგოთ მაცხოვრის სიტყვები: "მამით ნუვის ჰხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამა თქუენი, რომელ არს ცათა შინა" (მათ. 23.9)?ეს სიტყვები იმიტომ კი არ თქვა, რომ არავის ვუწოდოთ: მამაო, არამედ, რათა გულისხმა–ვყოთ, თუ ვინ არის ჭეშმარიტი მამა. როგორც მრავალნი არიან მოძღვრებად სახელდებულნი, მაგრამ ჭეშმარიტი მოძღვარი არის ქრისტე, ასევე, თუმცა კაცთ მამა ეწოდება, მაგრამ მამა არავინ არის, გარდა ღმერთისა, რომელიც მიზეზია ყოველთა მოძღვართა და მამათა.
link
image

თემა: ღმერთი

831. როგორ განმარტავენ წმ. მამები სამობით წმიდა ლოცვას: „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ“?სიტყვებში – „წმიდაო ღმერთო“ – ჩვენ ვგულისხმობთ მამა ღმერთს, თუმცა მხოლოდ მას ერთს არ მივაკუთვნებთ სახელსა ღმრთაებისა, არამედ ვაღიარებთ ძესაც და სულიწმიდასაც. კვალად სიტყვებს – „წმიდაო ძლიერო“ – ჩვენ მივაკუთვნებთ ძეს, ამასთან არ მოვაკლებთ ამ თვისებას – სიძლიერეს – არც მამას და არც სულიწმიდას; აგრეთვე სიტყვებს – „წმიდაო უკვდავო“ – ჩვენ მივაგებთ სულიწმიდას, მაგრამ ამასთან, უკვდავების გარეშე როდი ვაყენებთ მამასა და ძეს. მაშასადამე, ყველა ამ ღვთაებრივი სახელწოდების ქვეშ ჩვენ უსათუოდ ვგულისხმობთ თითოეულ ჰიპოსტასს წმიდა სამებისა.
link
 

თემა: ღმერთი

1306.რა ეწოდათ ადამიანებს, ვინც უფალი იესო ქრისტე ირწმუნა?მათ მისი მოწაფეები ეწოდათ.1307.ვინ იყო უფალი იესო ქრისტეს პირველი ოთხი მოწაფე?ისინი იყვნენ:
1. ანდრია პირველწოდებული, მას ასე ეწოდა, რამეთუ პირველს მოუწოდა უფალმა ისეო ქრისტემ სიტყვებით: ,,მოვედით და იხილენით" (ინ.1,39);
2. ანდრიას ძმა სიმონი, რომელიც ანდრიამ მიიყვანა უფალ იესო ქრისტესთან და რომელსაც მან პეტრე უწოდა (ინ.1,42,43);
3. იაკობი, ძე ზებედესი;
4. იოანე, ძმა იაკობისა,რომელსაც მოგვიანებით უფალ იესო ქრისტეს საყვარელი მოწაფე ეწოდა (მკ.1,19-20; ინ.13,23).
1308.ვინ იყვნენ მანამდე უფალ იესო ქრისტეს ეს მოწაფეები?ისინი მეთევზურნი იყვნენ (მკ.1,16-20).1309.რა უწოდა უფალმა იესო ქრისტემ ძმებს-იაკობსა და იოანეს მათი ერთგულებისთვის?უწოდა ბანერგეს ანუ ..ძენი ქუხილისანი" (მკ.3,17).1310.რა ქმნა უფალმა იესო ქრისტემ, როცა მოწაფეები გაუმრავლდა?გამოარჩია თორმეტი მათგანი, რომლებიც მისი უახლოესი თანამშრომელნი იყვნენ და მათ მოციქულები უწოდა (ლკ.6,13-16).1311.რას ნიშნავს სიტყვა-,,მოციქული"?სიტყვა ,,მოციქული" ბერძნულია და დესპანს, ანუ სრულუფლებიან მივლინებულს ნიშნავს.1312.რა ჰქმნა უფალმა იესო ქრისტემ, როცა მის მოწაფეთა წრე უფრო მეტად გაფართოვდა?მათ შორის მან გამოარჩია სამოცდაათი კაცი, რომლებსაც წყვილ-წყვილად აგზავნა იმ ქალაქებში, სადაც შემდეგ თავად უნდა წასულიყო (ლკ.10,1-3).1313.რა ერქვათ ამ სამოცდათთაგანთ?სამოცდათთაგანთ აგრეთვე მოციქულები ერქვათ, მაგრამ არა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რამეთუ მათ უფალ იესო ქრისტესგან ისეთი სრული ხელმწიფება არ მიუღიათ, ვითარცა მიიღო თორმეტმა მოციქულმა.1314.როგორი სრული ხელმწიფება მიანიჭა, უფალმა იესო ქრისტემ თორმეტ მოციქულს?მათ მიანიჭა სრული ხელმწიფება:
1. ღმერთის სიტყვის ქადაგებისა (მთ.28,18-19);
2. ღმრთისმსახურებისა და წმიდა საიდუმლოთა აღსრულებისა (ლკ.22,19; ინ.20,33);
3. მორწმუნეთა დამოძღვრისა და წინამძღვრობისა (მთ.18,17).
1315.კიდევ რა უწოდა უფალმა იესო ქრისტემ წმიდა მოციქულებს?მათ აგრეთვე უწოდა:
1. მიწის მარილი, ნიშნად იმისა, რომ მათ ისე უნდა ეღვაწათ, რომ მორწმუნეები სულიერებაში არა ცთუნებულიყვნენ, არამედ სრულქმნილიყვნენ;
2. ქვეყნიერების ნათელი, რომელიც განანათლებდა ადამიანებს და მიიყვანდა მათ ღმრთიურ ჭეშმარიტებამდე.
link
 

თემა: ღმერთი

1189.ღმერთი მრავალი არსებობს თუ ერთი?ღმერთი მხოლოდ ერთია.1190.რამდენ სახოვანია (იპოსტასი) ღმერთი?ღმერთი სამსახოვანია (იპოსტასი): მამა, ძე და სული წმიდა.1191.ღმერთის თითოეული სახე (იპოსტასი) ჭეშმარიტი ღმერთია?დიახ, ღმერთის თითოეული სახეს (იპოსტასს) ღმერთის ყველა თვისება აქვს.1192.ღმერთის სამი სახე სამი ღმერთია?არა, არამედ სამივე ერთად არის ერთი სამსახოვანი ღმერთი.1193.შეუძლია თუ არა ადამიანის გონებას შეიცნოს, რომ მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმიდა ღმერთი ერთი ღმერთია?დიახ, ამის შეცნობა შესაძლებელია, რამეთუ მამა ღმერთი უსასრულოდ სრულყოფილია, ძე ღმერთიც უსასრულოდ სრულყოფილია, და სული წმიდა ღმერთიც უსასრულოდ სრულყოფილია; მსგავსად სამი უსასრულო რიცხვისა, რომლებიც ერთად ერთ უსასრულო რიცხვს ქმნიან, ასევე მამა ღმერთი, ძე ღმერთი სა სული წმიდა ღმერთი ერთი ღმერთია.1194.შეუძლია ადამიანს მიწვდეს ღმერთის სამი სახის შინაგან ცხოვრებას?არ ძალუძს, რამეთუ მისი შეცნობის უნარი შეზღუდულია. ღმერთი თვისი არსებით უსასრულოა და ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელი.1195.საიდან ვუწყით, რომ ღმერთი სამსახოვანია?ეს საღმრთო გამოცხადებიდან ვუწყით, რომელიც წმიდა წერილშია მოცემული. უკვე აღთქმაშია საუბარი წმიდა სამებაზე, მაგრამ არა ისე ნათლად, როგორც ახალ აღთქმაში, რომელშიც უშუალოდ არის დასახელებული ყოვლადწმიდა სამების სამი სახე.1196.რა არის ნათქვამი ძველ აღთქმაში ღმერთის სამ სახეზე?ნათქვამია:
1. დაბადებაში (1,26)-ღმერთმა ოდეს ინება ადამიანის შექმნა, ამის შესახებ ბრძანა მრავლობით რიცხვში: ,,ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ".
2. ესაია წინასწარმეტყველი აღნიშნავს ანგელოზის გალობას: ,,წმიდა არს,წმიდა არს,წმიდა არს, უფალი საბაოთ!" (6,3)
1197.რომელია ახალი აღთქმის უმთავრესი მოწმობა ღმრთის სამსახოვნებაზე?ახალი აღთქმის უმთავრესი მოწმობებია:
1. იესო ქრისტეს ნათლისღების ჟამს მამა ღმერთი დაამოწმებდა თვისი ძის შესახებ სიტყვებით: ,,შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი", ხოლო სულიწმიდა ტრედის სახით გამოჩნდა, რაც ღმერთის სამსახოვნებას ადასტურებს (მკ.1,11; ლკ.3,21,22)
2. წმიდა მათეს სახარებაში მოხმობილია იესო ქრისტეს სიტყვები, მოციქულთა მიმართ გამოთქმული: ,,წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა" (28,19);
3. წმიდა იოანე მახარებლის პირველ ეპისტოლეში ნათქვამია: ,,რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაი, სიტყუაი და სული წმიდაი; ესე სამნი ერთ არიან" (5,7)
განმარტება:ღმრთაების მეორე პირი, ძე ღმერთი, წმიდა წერილში ხშირად იწოდება სიტყვად: ,,პირველითგან იყო სიმტყუაი და სიტყუაი იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაი იგი" (ინ.1,1). ან: ,,და სიტყუაი იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის, ვიხილეთ დიდებაი მისი, დიდებაო, ვითარცა მხოლოდ შობილისაი მამისა მიერ" (ინ.1,14).
1198.რა საერთო სახელით იწოდება ღმერთის სამი სახე?იწოდება, როგორც ,,ყოვლადწმიდა სამება" ან ,,სამსახოვანი ღმერთი".1199.აუცილებალია ჩვენთვის სამსახოვანი ღმერთის რწმენა?დიახ, აუცილებელია, ასე რომ არ ყოპილიყო, ყოვლადწმიდა სემბა არ გამოეცხადებოდა ქვეყანას; ღმერთი კი გვიცხადებს მხოლოდ იმას, რაც აუცილებელია ცხონებისათვის და არა იმის, რაც არ გვჭირდება.1200.ვისი სწავლებაა-გწამდეს ღმერთი, მაგრამ არა ყოვლადწმიდა სამება?ამას ქადაგებენ ებრაელები და მაჰმადიანები.1201.ჩაითვლება თუ არა ქრისტიანად ის, ვისაც არ სწამს ღმერთის სამსახოვნება?არა, ის ვერ ჩაითვლება ქრისტიანად.
განმარტება:
I. ადამიანის გონება ვერ წვდება მრავალ საგანს ვერც ბუნებაში, ვერც სამყაროში, ღმერთი კი, რომელმაც შექმნა სამყარო და ბუნება, ბევრად აღმატებულია ბუნებაზე; ის უსასრულოდ დიდია ადამიანის გონებაზე. პავლე მოციქული წერს: ,,ჰოი, სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაი! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუძიებელ არიან გზანი მისნი! რამეთუ ვინ ცნა გონებაი უფლისაი?" (რომ.11,33-34)
II. ღმერთის სამსახოვნება მიახლოებით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მზის მაგალითზე: თვალისთვის ხილული დისკო სითბოს და სინათლის წყაროს წარმოადგენს; ასევე წყლის სამი მდგომარეობის მიხედვით: თხევადი, მყარი (ყინული) და აირის (ორთქლი) სახით.
III. ყოვლადწმიდა სამებას ვადიდებთ, როცა ჯვარს გამოვისახავთ, იმავდროულად ჩვენც ნათელი გვეფინება.
link
image

თემა: ღმერთი

481. ძმამ დიდ ბერს სთხოვა, რომ ელოცა მისთვის. შემინდე, ხშირად გაწუხებ, მაგრამ მრწამს ღვთისა, რომ ის თქვენი ლოცვებით გამაძლიერებს და მომავალში ასე ხშირად აღარ შეგაწუხებთ.ვინც არსით ღვთის შვილია, ის უეჭველად მის სიკეთეთა სულგრძელების, თვინიერების, კაცთმოყვარების და სიყვარულის მემკვიდრეცაა, იმიტომ რომ, თუ ის ღვთის შვილია, მაშინ ღმერთიცაა, და თუ ღმერთია, ესე იგი უფალიცაა; და თუ ღმერთი ნათელია (1 იოანე 1, 5), მაშინ ისიც მნათობია. ამიტომ, ღმერთს რაიმე თხოვნა რომ ამძიმებდეს და იწყენდეს, მაშინ ეს მათაც დაემართებოდათ. მაგრამ, რაკი მას თხოვნა არ აწუხებს, არამედ პირიქით უხარია, ამიტომ მათაც უნდა უხაროდეთ. ძველი აღთქმა ამბობს: „შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი“ (ლევ. 19, 18). ახალი კი სრულყოფილების გზას გვიჩვენებს და ერთმანეთისათვის თავდადებას გვასწავლის (იოანე 15, 13), როგორც თავად სრულყოფილმა და სრულყოფილის ძემ დასდვა სული ჩვენთვის. ამრიგად წმინდანები, როცა მათ რაიმეს სთხოვენ - ხარობენ, რამეთუ სრულყოფილნი არიან, როგორც მამაი მათი სრულ არს (მათე 5, 48). მაშ, სთხოვეთ მათ, და ისინი დაუზარებლად მოგაწვდიან იმას, რასაც ითხოვთ, რამეთუ ისინი უღონონი და ზარმაცნი როდი არიან, როგორც მე. ილოცეთ, რომ მეც მათ დასში ჩავირიცხო, და მაშინ მეც ვთხოვ ღმერთს, რომ ყველაფერი თქვენი თხოვნისაებრ მოგანიჭოთ, უპირველესად - ზეგარდამო ძალა და სიყვარული მისდამი, რათა მან განამტკიცოს თქვენი გულები მისდამი შიშში და რწმენაში. გქონდეთ უეჭველი სასოება, რომ მისგან წყალობას მიიღებთ, და ის შემძლებელ არს უფროის ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ, გინა თუ ვსცნობთ (ეფ. 3, 20); მას შვენის დიდება უკუნისამდე, ამინ.
link
image
image
45
46
47
48
image
image