ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
Loading..
image
თემა: ღმერთი
link
 
თემა: ღმერთი

1275.რა ვუწყით ქრისტეს სიყრმის შესახებ?ქრისტეს სიყრმის შესახებ ვუწყით:1. რომ ბაგაში მწოლიარე ახალშობილთან მივიდნენ მწყემსები და ქალწულ მარიამსა და იოსებს უამბეს, რაც მათ ანგელოზებმა აუწყეს (ლკ.2,8-20).2. რომ შობიდან რვა დღის შემდეგ, ებრაელი სჯულის თანახმად, ჩვილი წინადაცვითეს და მთავარანგელოზ გაბრიელის თანახმად, სახელად იესო უწოდეს. (ლკ.2,21).3. რომ შობიდან მეორმოცე დგეს იერუსალიმის ტაძარში ის მიჰგვარეს უფალს, სადაც კეთილმსახურმა მოხუცმა სვიმეონმა მიირქვა ტრმა და ადიდა ღმერთი (ლკ.2,24-32).4. რომ აღმოსავლეთიდან მოვიდნენ მოგვები, თაყვანი სცეს მას და შესწირეს ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური (მთ.2,11).5. რომ ახალშობილი და დედა მისი იოსებმა სასწრაფოდ წარიყვანა ბეთლემიდან ეგვიპტეში, რამეთუ უფლის ანგელოზმა აუწყა იოსებს, რომ უწყალო მეფე იროდის ყრმის მოკვდინება სურდა; ყრმა იესო იქ იმყოფებოდა იროდის სიკვდილამდე (მთ.2,13-23);6. რომ ეგვიპტიდან დაბრუნების შემდეგ ყრმა იესო აღორძინდებოდა, განმტკიცდებოდა სულით, აღივსებოდა სიბრძნით და მადლი ღმრთისა იყო მასზედ (ლკ.2,40).1276.სად დასახლდა ეგვიპტიდან დაბრუნებული ქრისტე?დასახლდა ქალაქ ნაზარეთში.1277.რა ვუწყით ქრისტეს შესახებ, როდესაც თორმეტი წლის შეიქმნა?ვუწყით, რომ მშობლებთან, ანუ ქალწულ მარიამთან და წმიდა იოსებთან ერთად აღმოვიდა ებრაელთა პასექის დღესასწაულზე იერუსალიმის ტაძარში, სადაც თავისი გონიერებით განაკვირვა მსმენელი (ლკ.2,47).1278.რას იქმოდა უფალი იესო ქრისტე, როდესაც მოზრდილი შეიქნა?როცა იესო გაიზარდა, მან მუშაობა იწყო სადურგლო სახელოსნოში.1279.როდის იწყო ქრისტემ მსახურება?იწყო მაშინ, როდესაც ოცდაათი წლის შესრულდა (ლკ.3,23).1280.რა აღასრულა უფალმა იესო ქრისტემ, სანამ მსახურებას შეუდგებოდა?მივიდა იოანესთან მდინარე იორდანეში ნათლისღებისთვის (მთ.3,13).1281.ვინ იყო წმიდა იოანე ნათლისმცემელი?ის იყო შვილი ზაქარია მღვდლისა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში უნაყოფონი იყვნენ, მოხუცებულობაში კი ღმერთმა მათზე წყალობა მოიღო და მისცა მათ ძე (ლკ.1,5-25).1282.რისთვის მოუწოდა ღმერთმა წმიდა იოანეს?ის უფალ იესო ქრისტეს წინამორბედი უნდა შექმნილიყო (ლკ.1,13-17).1283.როგორ აღასრულა წმიდა იოანემ ღმერთის მოწოდება?აღასრულა ასე:1. განმარტოვდა უდაბნოში, მდინარე იორდანეს ნაპირებთან და ცხოვრობდა განდეგილად, მისი საზრდო იყო მკალი და ველური თაფლი.2. მასთან მოსულ ადამიანებს უქადაგებდა სინანულს, ხოლო მონანულთ ნათელს სცემდა მდინარე იორდანეში, ამიტომ იწოდა ნათლის მცემლად (მთ.3,1-2; მთ.3,6).1284.როგორ ეპყრობოდა იოანე ნათლისმცემელი უფალ იესო ქრისტეს?იგი თაყვანს სცემდა და ღმერთად შერაცხავდა უფალ იესო ქრისტეს.1285.რომელი სიტყვებით გამოთქვა წმიდა იოანე ნათლისმცემელმა თვისი კეთილკრძალულება იესო ქრისტესადმი?გამოხატა სიტყვებით: ,,არა ღირს ვარ მე, რაითა განვჰხსნე საბელნი ხმალთა მისთანი" (ინ.1,27).1286.რა უწოდა წმიდა იოანე ნათლისმცემელმა ღმერთის შთაგონებით მდინარე იორდანესთან მასთან მისულ უფალ იესო ქრისტეს?უწოდა ,,ტარიგი ღმრთისაი, რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი" (ინ.1,29).1287.როგორ მოეპყრო წმიდა იოანე ნათლისმცემელი მასთან ნათლისღებისთვის მისულ უფალ იეესო ქრისტეს?მან უარი უთხრა ნათლის-ღებაზე უფალ იესო ქრისტეს, რამეთუ იესო უცოდველი იყო და არ ესაჭიროებოდა სინანული და ნათლისღება (მტ.3,14).1288.მიუხედავად ამისა რატომ მოინატლა წმიდა იოანე ნათლისმცემელმა უფალი იესო ქრისტე?მან მორჩილება-ჰყო და ამიტომ ნათელ-სცა უფალ იესო ქრისტეს (მთ.3,15).1289.რა მოხდა უფალ იესო ქრისტეს ნათლის-ღების ჟამს?ნათლის-ღების ჟამს სული წმიდა ტრედის სახით გარდამოხდა, ხოლო ზეციდან ისმა ხმა: ,,ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ" (მთ.3,16-17).1290.სად წავიდა უფალი იესო ქრისტე ნათლის-ღების შემდეგ?იგი აღვიდა უდაბნოდ, სადაც ილოცვიდა, იმარხვიდა და განმარტოებით დაჰყო ორმოცი დღე და ორმოცი ღამე (მთ.4,1-2).1291.რა მოხდა უფალ იესო ქრისტეს ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ?სამჯერ განსცადა ეშმაკმა და მან სამჯერ სძლია მას.1292.რაში მდგომარეობდა პირველი საცდური უფალ იესო ქრისტესთვის დაგებული?პირველად მიუხდა მას ეშმაკი და უთხრა: ,,უკეთუ შენ ხაე ძე ღმრთისაი, თქუ, რაითა ქვანი ესე პურ იქმნნენ: (მთ.4,3).1293.რა უპასუხა უფალმა იესო ქრისტემ პირველ საცთურზე?მან უპასუხა: ,, არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა" (მთ.4,4).1294.რა იყო მეორე საცთური?ეშმაკმა უფალი იესო ქრისტე დააყენა ტაძრის ქიმზე და უთხრა: ,,უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაი, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცვად შენდა, ხელთა მათთა ზედა აღვიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფეხი შენი" (ლკ.4,9-11).1295.რა უპასუხა უფალმა იესო ქრისტემ მეორე სცთურზე?მან უპასუხა: ,,თქმულ არს: არა არა განსცადო უფალი ღმერთი შენი" (მთ.4,7).1296.რაში მდგომარეობს მესამე საცთური?მესამედ ეშმაკმა უფალი იესო ქრისტე მაღალ მთაზე აღიყვანა, უჩვენა ქვეყნიერების ყველა სამეფო და მათი დიდება და უთხრა: ,,ესე ყოველი მიგცე შენ, უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანისმცე მე" (მთ.4,8-9).1297.რა უპასუხა უფალმა იესო ქრისტემ მესამე საცთურზე?მან უპასუხე: ,, წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე" (მთ.4,10).1298.რა ქნა უფალმა იესო ქრისტემ ეშმაკის მიერ სამგზის დაგებული საცთურის დაძლევის შემდეგ?ამის შემდეგ უფალმა იესო ქრისტემ ვითარცა მხსნელმა, თვისი მოწოდების აღსრულება იწყო განცხადებულად.1299.შეუძლია ადამიანთაგან ვინმეს იხსნას კაცობრიობა ცოდვისაგან?არა, რამეთუ:1. ყოველი ადამიანი იშვება პირველქმნილი (მემკვიდრეობითი) ცოდვით და თავადაც სცოდავს;2. ვინც ცოდვაშია, მას საკუთარი თავის ხსნაც კი არ შეუძლია ცოდვისაგან, არამცთუ მთელი კაცობრიობისა, ფრიად გამოჩინებულიც რომ იყოს.1300.თუ ადამიანთაგან არავის თვით საკუთარი თავის ხსნაც კი არ ძალუძს, მაშინ ვის შეეძლო ეხსნა კაცობრიობა ცოდვის წყევისაგან?ამისთვის, აუცილებელი იყო, რათა თვით ღმერთი გარდმოსულიყო ზეცით ადამიანებთან და აღესრულებინა მატი გამოხსნა.1301.უფალი იესო ქრისტე უცოდველი იყო?დიახ იყო, რამეთუ1. მან თავის მოწინააღმდეგეებს უთხრა: ,,ვინ თქუენგანმან მამხილოს მე ცოდვისათვის?.." (ინ.8,46).2. ვერავინ შეუძლო ეპოვნა მასში ცოდვა.1302.დაამოწმეს თუ არა მოციქულებმაც უფალ იესო ქრისტეს უცოდველობა?დიახ, დაამოწმეს. მაგალითად:1. პეტრე მოციქული ამბობს: ,,რომელმან-იგი ცოდვალი არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაი" (Iპეტ.2,22).2. იოანე მოციქული წერს, რომ ,,ცოდვაი მასთანა არა არს" (Iინ.3,5).1303.როგორ აღასრულა უფალმა იესო ქრისტემ მოწოდება მხსნელისა?აღასრულა იმგვარად, რომ მიმოვიდა თავის მამულში, ქადაგებდა სახარებას ანუ ახარებდა ახალ აღთქმას.1304.რით ამტკიცებდა უფალი იესო ქრისტე თვისი მოზღვრების ჭეშმარიტებას?ამტკიცებდა იმით, რომ უცოდველი ცხოვრებით ცხოვრობდა და აღასრულებდა სასწაულებს.1305.რა არის სასწაული?სასწაული-ეს არის ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელი ისეთი ქმედება, რომლის აღსრულებაც მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთს და ისეთ ადამიანებს ძალუძთ, რომელთაც ღმრთისგან ეძლევათ ასეთი მეუფება.

link
 
თემა: ღმერთი

1316.არის თუ არა წმიდა წერილში მოთხრობილი, რომ უფალი იესო ქრისტე საკუთარ თავს ღმერთის ძეს უწოდებდა?დიახ არის, კერძოდ:1. როცს მან განკურნა ბრმად შობილი ადამიანი (ინ.9,35-37).2. ლაზარეს აღდგინებისას (ინ.11,4).3. როცა ის ესაუბრებოდა იუდეველებს, რომლებიც ღმრთის გმობაში ადანაშაულებდნენ, რადგან მან საკუთარ თავს ღმრთის ძე უწოდა (ინ.10,36).4. როდესაც ის იდგა ებრაელ ღმვდელმთავართა წინაშე, როგორც განსასჯელი (ლკ.22,70).1317.რა უთხრა უფალმა იესო ქრისტემ თვალახელილ ბრმას?ჰკითხა ,,გრწამსა ძე ღმრთისაი?", რაზედაც განკურნებულმა კითხვითვე მიუგო: ,,ვინ არს იგი უფალი, რაითა მრწმენეს იგი?" ამაზე უფალმა იესო ქრისტემ მიუგო: ,,იხილე იგი, და რომელი იტყვის შენ თანა, იგი არს". თვალახელილმა კი თქვა: ,,მრწამს, უფალო! და თაყვანი სცა მას".1318.რა შემთხვევის გამო უწოდა უფალმა იესო ქრისტემ თავის თავს ძე ღმრთისა, როცა ებრაელი მღვდელმთავრის წინაშე იდგა?უწოდა მაშინ, როცა სინედრიონში შეკრებილი უხუცესი იუდეველნი და მწიგნობარნი ყვირილით ეკითხებოდნენ: ,,შენ უკუე ხარა, ძე ღმრთისაი?" რაზედაც იესომ მიუგო მათ: ,,თქვენ იტყვით, ვითარმედ მე ვარ".1319.უწოდებდა თუ არა უფალი იესო ქრისტე თავის თავს, აგრეთვე, მხოლოდშობილ ძეს ღმრთისა?დიახ უწოდა, თავის ფარულ მოწაფესთან ნიკოდიმოსთან საუბრის დროს (ინ.3,16-18).1320.რას ნიშნავს ,,მხოლოდ შობილი ძე ღმრთისა"?ეს ნიშნავს, რომ უფალი იესო ქრისტე არის ერთადერთი და ჭეშმარიტი ძე ღმრთისა, რომელსაც მამა ღმერთის თანაარსი ბუნება აქვს.1321.ამბობდა უფალი იესო ქრისტე, რომ ის სამყაროს შექმნამდე არსებობდა?დიახ, ამბობდა უკანასკნელ სერობაზე, როცა მიმართავს თავის ზეციურ მამას: ,,და აწ მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა მე წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა" (ინ.17,5).1322.კიდევ რომელი სიტყვებით განაცხადა უფალმა იესო ქრისტემ, რომ იგი მარადისობიდან არის?განაცხადა სიტყვებით: ,,ამენ, ამენ გეტყვი თქვენ: პირველ აბრაჰამის ყოფამდე მე ვარ" (ინ.8,58).1323.ამბობდა უფალი იესო ქრისტე, რომ მას ისეთივე ბუნება აქვს, როგორიც მამა ღმერთს?დიახ ამბობდა, სოლომონის ბჭესთან იუდეველებთან საუბარში: ,,მე და მამა ჩემი ერთი ვართ" (ინ.10,30).1324.საკმარისია უფალ იესო ქრისტეს ისე მივაგოთ პატივი, როგორც გამოჩენილ ადამიანებს მივაგებთ?არა, არ არის საკმარისი. უნდა:1. გვწამდეს უფალი იესო ქრისტე, ვითარცა მხოლოდშობილი ძე ღმრთისა და ჭეშმარიტი ღმერთი,2. ვსასოებდეთ მას,3. გვიყვარდეს ის,4. თაყუანის ვცემდეთ და ვილოცოთ მის მიმართ,5. ვაღიარებდეთ მას.1325.ითხოვს ჩვენგან უფალი იესო ქრისტე, რომ გვწამდეს, როგორც ღმერთი?დიახ, ითხოვს, რამეთუ ბრძანა:1. რომ საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს მხოლოდ ის, ვინც მას იწამებს, ვითარცა მხოლოდშობილ ძეს ღმრთისა (ინ.3,15-18);2. ,,გრწმენინ ღმრთისა და გრწმენინ ჩემდა მიმართ" (ინ.14,1);3. ,,რომელმან არა პატივ-სცეს ძესა, მან არა პატივ-სცა მამასა, რომელმან მოავლინა იგი" (ინ.5,23).1326.როგორ რწმენას ითხოვს ჩვენგან უფალი იესო ქრისტე?ითხოვს, რომ გვწამდეს იგი, როგორც ღმერთი და არა როგორც ლიტონი ადამიანი.1327.როგორ პატივს ითხოვს ჩვენგან უფალი იესო ქრისტე?ითხოვს, ისეთივე პატივისცემას, როგორსაც მივაგებთ ზეციურ მამას, ანუ ითხოვს ღმრთის შესაფერ პატივს.1328.ითხოვს უფალი იესო ქრისტე, რომ ვსასოებდეთ მას?დიახ, ითხოვს, რამეთუ მან ბრძანა: ,,სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" (ინ.16,33).1329.ითხოვს უფალი იესო ქრისტე, რომ შეგვიყვარდეს იგი?დიახ, ითხოვს, რომ ამქვეყნად უფროისი სიყვარული გვაქნდეს მის მიმართ, გვიყვარდეს უფრო მეტად, ვიდრე საკუთარი მამა ან დედა (მთ.10,37).1330.მოწმობს თუ არა წმიდა წერილი მასზედ, რომ უფალ იესო ქრისტეს მოწაფენი თაყუანს სცემდნენ, ვითარცა თავიანთ უფალსა და ღმერთსა?დიახ, ამოწმებს მრავალგზის. მაგალითად:1. როდესაც ზღვაზე ქარი დაცხრა იესო ქრისტეს სიტვით, მოწაფეებმა თაყუანის სცეს და უთხრეს: ,,ჭეშმარიტად ძე ღმრთისაი ხარ შენ" (მთ.14,33);2. როდესაც განკურნა ბრმად შობილი, თვალის ახილვის მან შეჰღაღადა: ,,მრწამს უფალო! და თაყუანი-სცა მას" (ინ.9,35-38);3. როდესაც იესო მკვდრეთით აღდგომის შემდეგ გამოეცხადა მოციქულებს, წმიდა მოციქულმა თომამ მას უთხრა: ,,უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!" (ინ.20,28).1331.ლოცულობდნენ იესო ქრისტეს მიმართ მისი მოწაფეები?დიახ, ლოცულობდნენ. მაგალითად:1. როდესაც ზღვა ფრიად ღელავდა, უთხრეს: უფალო, ,,მიხსნენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით" (მთ.8,25);2. როცა ის საუბრობდა ცთუნებებსა და მიტევებაზე, მოწაფეებმა თხოვეს უფალ იესო ქრისტეს: ,,შემძინე ჩუენ სარწმუნოებაი" (ლკ.17,5);3. ერთი ავაზაკთაგანი, რომელმაც ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, ევედრებოდა მას: ,,მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა" (ლკ.23,42);4. როცა ქვები დაჰკრიბეს წმ. სყეფანეს, იგი ილოცვიდა და ამბობდა: ,,უფალო იესო ქრისტე, შეივედრე სული ჩემი" (საქ.7,59).1332.იყო ეს ვედრებანი ლოცვა?დიახ, იყო, რამეთუ ყოველმა მათგანმა უწყოდა, რომ ესოდენ ადამიანთა სიმრავლის ხსნა, რომლებიც ზღვის ტალღებში ინთქმებოდნენ, გამრავლება სარწმუნოებისა, მიტევება ცოდვათა და სულის მიღება მომაკვდავი ადამიანისა, არ ძალუძს ადამიანს, გარნა, მხოლოდ ღმერთს. ხოლო ვედრება ღმრთისადმი არსი კიდეც ლოცვა.1333.ითხოვს უფალი იესო ქრისტე რომ ვაღიარებდეთ მას?დიახ, ითხოვს: ,,ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდამი წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა" (მთ.10,32-33).1334.ითვლება თუ არა უფლ იესო ქრისტეს მოწაფედ ის, ვინც პატივს სცემს მას როგორც მხოლოდ სრულყოფილ ადამიანს, რომელმაც ღმერთი ყველაზე უკეთ შეიცნო, ღმერთის მცნებების თანახმად იცხოვრა და შეუერთდა ღმერთს, როგორც თავის მამას?არა, არ ითვლება.1335.მაშინ, ვინ ითვლება უფალ იესო ქრისტეს მოწაფედ, ე.ი. ქრისტიანად?ითვლება მხოლოდ ის, ვისაც სწამს იგი და აღიარებს მას მხოლოდშობილ ძედ ღმრთისა, განკაცებულს, ვინც სასოებს და თაყვანს სცემს მას, ვითარცა ამას იქმოდნენ პირველი ქრისტიანნი.განმარტება:I. უფალი იესო ქრისტე თავის თავს ხან ძე ღმრთისას უწოდებდა, ხან ძე კაცისას. პირველი წოდება განეკუთნება მის ღმრთიურ ბუნებას, მეორე მის ადამიანურ ბუნებას. იმისთვის, რომ ჩვენთვის თავმდაბლობის მაგალითი მოეცა, ის თავის თავს, ძე კაცისას უწოდებდა.II. ადამიანებიც ღმრთის ძეებად და ასულებად ან შვილებად იწოდებიან, მაგრამ არა ნამდევილი, მნისჰვნელობით, თითქოს ისინი ღმრთისაგან იშვნენ, არამედ სხვა მნიშვნელობით, რომ როდესაც ცოდვებს შეინანებენ, ღმერთი მიუტევებს და წყალობას მიმადლებს მათ, ვითარცა მამა, რომელმაჩ თვისი მონანული უძღები შვილი შეიწყნარა, დარომ ისინი წმიდა საიდუმლოებებთან ზიარებით სულიერად აღორძინდებიან. ადამიანთა შორის თუკი ვინმე თავს ღმრთის ძედ იმ მნისჰვნელობით მოიხსენიებს, როგორც უფალი იესო ქრისტე უწოდებდა თავის თავს, მაშინ ეს ღმერთის გმობა იქნება. III. პავლე მოციქული ამბობს, რომ უფალ იესო ქრისტეში ,,დამკვიდრებულ არს ყოველივე სავსებაი ღმრთეებისაი ხორციელად" (კოლ.2,9).IV.იოანე მოციქული წერს: ,,ვიცით, რამეთუ ძე ღმრთისაი მოვიდა და მომცა ჩუენ გონებაი, რაითა ვიცოდეთ ჩუენ ჭეშმარიტი ღმერთი და ვართ ჩუენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა იესუ ქრისტესა. ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი, ცხოვრებაი საუკუნოი" (Iინ.5,20).V. უფალ იესო ქრისტეს არ სურადა თვისი ღმრთაებრივი ელვარებით განეკვირვებინა ადამიანები; პირიქით, ის სურდა და მოქმედებდა ისე, რომ მათ სულებში აღეძრა ნდობა, პატივისცემა და სიყვარული მისადმი. მას ენება, რომ ადამიანებს თვით ეგრძნოთ აუცილებლობა - განეჭვრიტათ გონებით მისი პიროვნების საიდუმლო და რათა მათ, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შემეცნებით, განსაკუთრებით სასწაულების ხილვითა და მისი სიტყვების შეცნობით, მადლის შეწევნით თვით შეეცნოთ მისი ღმრთაება. ეს იყო ყოვლად სარწმუნო, ფრიად ჭეშმარიტი სასჰუალება ადამიანთა სულებზე სამოქმედოდ, ღმერთკაცისა და მაცხოვრის ღირსების შესაფერი.VI. მაცხოვრის მიერ აღსრულებული უმთავრესი სასწაულებია: წყლის ღვინოდ ქცევა (ინ.2,1-11); ნკვდრების აღდგინება,- კერძოდ იაიროსის ასულის (მთ.9,25), ნაინელი ქვრივის ვაჟისა (ლკ.7,11-17) და ლაზარესი (ინ.11,1-44); მძიმე სნეულთა განკურნება წამლის გარეშე: ბრმების (მთ.9,27-32; მკ8,22-26), ბრმად შობილის (ინ.9,1-8), ყრუ-მუნჯის (მკ.7,32-37), სისხლისმდინარი დედაკაცის (მთ.9,20-22), კეთროვანთა (ლკ.17,12-17) და მრავალ სხვა სნეულთა. აღელვებული ზღვის დაცხრობა (მთ.8,24-28); სვლა წყალდაწყალ (მთ.14,25), ხუთი ათასზე მეტი ადამიანის დაპურება ხუთი პურითა და ორი თევზით (მთ.14,15-21); ადამიანთა ზრახვებისა და მოქმედებათა გულისხმისყოფა (მთ.9,4;12,14-15; 14,13-16; ინ1,48-49) და სხვა.VII. არც ერთი ადამიანი, ფრიად გამოჩენილიც კი, არ შეიძლება შევადაროთ უფალ იესო ქრისტეს. არც ერთ ფილოსოფოსს, სხვადასხვა რელიგიების არც ერთ ფუძემდებელს არ შეეძლო საკუთარ თავზე ეთქვა და არც უთქვამს ,,მოვედით ჩემდა ყოველი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ" (მთ.11,28); ,,მე ვარ ნათელი სოფლისაი. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხონდესვე" (ინ.11,25); ,,მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს" (ინ.10,9); ,,ნუ გეშინინ, შვილო მოგიტვევნენ შენ ცოდვანი შენნი" (მთ.9,2); არც ერთ მომაკვდავს არვისთვის უთქვამს ის, რაც თქვა იესომ: ,,ამენ გეტყვი შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა" (ლკ.23,43); არც ერთ მოძღვარს არ მოუთხოვია თავისი მოწაფეებისთვის, რომ საკუთარ მშობლებზე მეტადაც ჰყვარებოდათ ის. არავინ მიუტევებდა თვისი სახელით ცოდვებს. არავის უთქვამს, რომ მოვა განსასჯელად ცხოველთა და მკვდართა. უფალ იესო ქრისტეს არ შეიძლება შევადაროთ არც კონფუცი, არც ბუდა, არც მუჰამედი. ის, ვინც ამას იქმს, ღმრთისმგმობელია და არ შეიძლება ქრისტიანად იწოდებოდეს. რამეთუ უფალმა იესო ქრისტემ ბრძანა: ,,მე ვარ გზაი და მე ვარ ჭეშმარიტებაი და ცხოვრებაი; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ" (ინ.14,6). შეუძლებელია მისვლა ზეციერ მამასთან კონფუცის, ბუდას, მუჰამედის მეშვეობით. ჭეშმარიტად ამბობს პეტრე მოციქული, რომ უფალ იესო ქრისტეს გარდა, ,,არავინაი არს სხვით ცხოვრებაი" (საქ.4,12). კაცობრიობის ისტორიაშI ერთადერთისა და განუმეორებელი მოვლენის შეცნობისთვის იღვწოდნენ I, III, IV, V და VI მსოფლიო საეკლესიო კრებები.

link
0_28