ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
image
image
5
6
7
დალაგება: ზომა დამატების დრო
Loading..
image
თემა: ქორწინება

განქორწინება ცოდვაა, მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ ქმარი სვამს და მასთან ცხოვრება შეუძლებელია?ეკლესია განქორწინების ნებას იძლევა მხოლოდ მეუღლეთაგან ერთ-ერთის ღალატის შემთხვევაში. ქმრის ლოთობას ან სხვა ნაკლოვანებას ქრისტიანი აღიქვამს, როგორც ჯვარს, იმიტომ რომ ლოთობის მიზეზი შეიძლება იყოს ცოლი, რომელიც თავის საქციელით უბიძგებს ქმარს ამ ავადმყოფური მანკიერებიკსენ. შეუღლებისას თქვენ ერთმანეთს ჰპირდებით სიყვარსულს არამარტო თქვენი ბედნიერების წუთებში, არამედ სიმძიმის დროსაც; ჰპირდებით, არ მიატოვებთ მეუღლე ავადმყოფობის დროს. ლოთობა კი ავდმყოფობაა. ამიტომ თქვენ მეუღლისათვის ლოცვის ღვაწლი მოგეთხოვებათ. განქორწინება- ეს ჯვრის თავიდან მოსაცილებლად გამოსავალია, მაგრამ შეძლებთ კი შემდეგ უქორწინებლობის ჯვრის ტარებას? ესეც საკითხავია!

link
image
თემა: ქორწინება

შეიძლება დავარღვიოთ მარხვა და შევასრულოთ ცოლ-ქმრული მოვალეობა მცირედმორწმუნე მეუღლის სურვილით? თუ არა, მაშინ როგორ მოვიქცეთ მორიგი თხოვნის დროს, როდესაც ლაპარაკია სხვა პარტნიორის მოძებნაზე?წმიდა მოციქულ პავლეს აქვს ასეთი სიტყვები: "... ხოლო სიძვისთვის, კაცად-კაცადსა თავისი ცოლი ესვან, და თვითოეულსა თავისი ქმარი ესვან; ცოლი თვისთა ხორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ქმარი; ეგრეთცა ქმარიცა თვისთა ხორცთა არა უფალ არს, არამედ ცოლი. ნუ განეშორებით ურთიერთს, გარნა თუ შეთქუმთ რაიმე, ჟამ რავდენმე, რაითა მოიცალოთ ლოცვად და მარხვად და კუალად ურთიერთსავე იყვენით, რაითა არა განგცადნეს თქუენ ეშმაკმა უთმინოებითა თქუენითა" (1 კორ. VII, 2-5). ამ წერილის მიხედვით ეკლესიას აქვს წესი, რომ არ დაუშვას სიძვა ერთ-ერთი მეუღლის მხრიდან და დაუთმოს მცირედმორწმუნეს ამ საკითხში. მაგრამ ამ მცირედმორწმუნემ უნდა მოინანიოს თავისი მოუთმენლობის ცოდვა. არ შეიძლება ცოლქმრული კავშირი დიდმარხვის პირველ კვირას და ვნების შვიდეულში, აგრეთვე დიდ დღესასწაულებში და ერთი დღე ზიარებამდე.

link
image
თემა: ქორწინება

770. რას ნიშნავს წმ. პავლე მოციქულის სიტყვები, ქორწინების შესახებ: „საიდუმლო ესე დიდი არს“ (ეფეს. 5.32)?რატომ არის საიდუმლო ესე დიდი? იმიტომ, რომ ქალწული, რომელიც სულ სახლში ზის და არასოდეს უნახავს საქმრო, პირველი დღიდან ისე ეჩვევა და უყვარდება იგი, როგორც საკუთარი სხეული. ასევე ქმარსაც, რომელსაც მანამდე არც უნახავს და არც დალაპარაკებია თავის საცოლეს, ის ურჩევნია ყველას – მეგობრებს, ნათესავებსა და თვით მშობლებსაც კი. მშობლებიც, თუ რაიმე სხვა შემთხვევისათვის ართმევენ ფულს, დრტვინავენ, შფოთავენ, ჩივიან და სასამართლოს გადასცემენ დამნაშავეს. ახლა კი კაცს, ხშირად ისეთს, ადრე რომ თვალითაც არ უნახავთ, აბარებენ თავიანთ ქალიშვილსაც და მდიდრულ მზითევსაც ატანენ, თანაც ამას სიხარულით სჩადიან და არც დაზარალებულად გრძნობენ თავს. საყვარელი ქალიშვილი და მასთან ერთად დიდი სიმდიდრე სახლიდან მიდის, ისინი კი არც დრტვინავენ, არც იტანჯებიან, პირიქით, მადლობელნიც არიან ბედის. პავლე გვიჩვენებს ყოველივე ამას – ანუ, თუ როგორ ტოვებს ორივე თავის მშობლებს... და ეს ახალი კავშირი ძველ ჩვევაზე უფრო მყარია და რომ კაცმა კი არა, თვით ღმერთმა ჩაგვიდო ასეთი სიყვარული და ისე განაგო, რომ ამას სიხარულით იქმან მშობლებიცა და შვილებიც. და ამიტომაც ამბობს: „საიდუმლო ესე დიდ არს“.

link
image
თემა: ქორწინება
link
 
თემა: ქორწინება

1872.რა გვეძლევა ქორწინების საიდუმლოთი?გვეძლევა მადლი, რომლის მეოხებით სასიძო და სასძლო შეუღლდებიან, რათა მათ, შეერთებულებმა ქრისტეში:1. იცხოვრონ ერთად, უყვარდეთ ერთმანეთი და ერთმანეთის ერთგულნი იყონ მთელი სიცოცხლის მანძილზე,2. ერთმანეთს შეეწეოდნენ,3. ლოცვით გამოითხოვონ შვილები და კარგად აღზარდონ ისინი.1873.საიდან ვიცით, რომ ქორწინება საიდუმლოა?ვიცით პავლე მოციქულის სიტყვებიდან, რომელიც ქორწინებას უდიდეს საიდუმლოებას უწოდებს (ეფ.5,32).1874.როდის დადგინდა ქორწინება?დადგინდა სამოთხეში, ადამიანთა შექმნისთანავე. უფალმა იესო ქრისტემ ქორწინება საიდუმლოს ხარისხში აიყვანა.1875.როგორ უნდა მოემზადონ სასიძო და სასძლო ქორწინების საიდუმლოსთვის?უნდა მოემზადონ შემდეგნაირად:1. კარგად გაეცნონ საღმრთო სჯულის სწავლებას, რათა შეძლონ შვილებსაც ასწავლონ იგი;2. ყველაფერი კარგად აწონ-დაწონონ ქორწინებამდე.3. ქორწინებამდე მიიღონ სინანულის და ზირების წმიდა საიდუმლო.1876.როგორ აღესრულება ქორწინების საიდუმლო?აღესრულება შემდეგნაირად:1. სასძლო და სასიძო მღვდლის წინაშე განაცხადებენ, რომ ისინი ნებაყოფლობით ქორწინდებიან;2. მღვდელი მათ აკურთხებს და ლოცავს; ,,უფალო ღმერთო ჩვენო, დიდებითა და პატივითა გვირგვინოსან ჰყავ ესენი".1877.შეიძლება ქორწინება ძალდატანებით და საკუთარი ნების წინააღმდეგ?არა, რამეთუ ქორწინება არ იქნება ნამდვილი.1878.რა უშლის ხელს ქორწინებას?ქორწინებას ხელს უშლის:1. სისხლით ნათესაობა;2. ხასიათი.1879.რისგან შედგება ქორწინების საიდუმლოს აღსრულების წესი?შედგება ორი ნაწილისგან: დაწინდვა და ჯვრისწერა.1880.რა იკურთხება წაწინდვისას? დაწინდვისას იკურთხება სასიძოსა და სასძლოს ნებაყოფლობითი თანხმობა საქორწინო კავშირში შესვლაზე და სიცოცხლის ბოლომდე ცოლქმრული ერთგულების აღთქმა.1881.რა იკურთხება ჯვრისწერის დროს?ჯვრისწერის დროს იკურთხება თვით საქორწინო კავშირი და ქორწინებაში შემსვლევთათვის გამოითხოვება სული წმიდის მადლი.განმარტებასახელმწიფოებრივი კანონის თანახმად ცოლქმრული კავშირი სამოქალაქო წესითაც ფრმდება.

link
 
თემა: ქორწინება
link
image
თემა: ქორწინება
link
image
თემა: ქორწინება
link
image
თემა: ქორწინება
link
image
image
5
6
7
 
0_28