ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
Loading..
image
თემა: განმარტოება
link
image
თემა: განმარტოება

458. ერთ-ერთმა ძმამ დიდ ბერს ჰკითხა: მითხარი, ჩემო მამაო, ჭეშმარიტია თუ არა გულის ის ლმობიერება, რომელიც, როგორც მეჩვენება, მე მაქვს? უნდა ვიყო თუ არა აქ განმარტოებით? და ილოცე ჩემთვის, რამეთუ ხორციელი ბრძოლა მაწუხებს.ძმაო! ახლანდელი შენი გლოვა და გულის ლმობიერება ჭეშმარიტი არაა, ისინი ამიტომაც მოდიან და მიდიან. ლმობიერებასთან შეერთებული ჭეშმარიტი გლოვა კი ადამიანის მონაა, რომელიც მუდამ მას ემორჩილება, და ვისაც ის გააჩნია, ბრძოლაში არ მარცხდება. ასეთი გლოვა ძველ ცოდვებს აუთოვებს და სიბილწეებს წმიდავს. და ვინც ის შეიძინა, ღვთის სახელით მუდმივად დაცულია. ის სიცილს და გაბნეულობას დევნის და განუწყვეტელ გლოვას ინარჩუნებს; ვინაიდან ფარია, რომელიც ეშმაკის ყველა გახურებულ ისარს იგერიებს (ეფეს. 6, 16). ვისაც ბრძოლაში ის აქვს, არ იჭრება, თუნდაც ადამიანთა გარემოცვაში ან, სულაც, მეძავებთან რომ იყოს. რამეთუ, ეს გლოვა მუდმივად ჩვენთან იმყოფება (რომელნიც ამ სოფელს გავუდექით და ვიბრძვით) და ჩვენთვის იბრძვის. აი, მე შენ უძლურების და ღირსების ნიშნები გიჩვენე. არ იფიქრო, თითქოს ღმერთს არ შეეძლო შენთვის ამ ბრძოლის შემსუბუქება. მას ამის გაკეთება პირადად შენთვის, მლოცველი წმინდანების გულისთვის შეეძლო, მაგრამ, რადგან უყვარხარ, მრავალი ბრძოლის და ვარჯიშის მეშვეობით სურს გასწავლოს, რათა წარმატების საზომს მიაღწიო. მაგრამ, თუ ყველაფერს არ დაიცავ, რაც წერილების მეშვეობით მე - შენმა პატივმოყვარე მასწავლებელმა გამცნე, ვერ მიაღწევ მას. ხოლო განმარტოება - ეს გაძლიერებულთა საქმეა, და როდესაც შენ მას მიაღწევ, მე თავად წარგგზავნი. ახლა კი გეუბნები: იღვაწე, ჩემო შვილო, როგორც მე გითხარი, და მრწამს, ქრისტეს მიერ წარემატები. ნუ გეშინია, უფალი იყოს შენთან, ამინ.

link
0_28