image
image
7
8
9
Loading..
image

თემა: შეურაცხყოფა

687. სხვა ქრსიტესმოყვარე კაცმა, რომელიც ერთი ადამიანისაგან შეურაცხყოფას ითმენდა, ამის თაობაზე დიდ ბერს ჰკითხა.სიკეთე გაუკეთე მას.688. კეთილი მოპყრობის მიუხედავად, ის პიროვნება ისევ შეურაცხყოფდა მას, ამიტომ მან კვლავ განუცხადა ეს დიდ ბერს და უთხრა: აი, მე მას სიკეთეს ვუკეთებ, ის კი არ წყვეტს ჩემს შეურაცხყოფას.შენ სიკეთეს იმას კი არ უკეთებ, არამედ საკუთარ თავს; უფალმა თქვა: "გიყუარდეთ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა (მათე 5, 44). თითოეულ ადამიანს თავისი საქმეების მიხედვით მიეზღვება (რომ. 2, 6; გამც. 20, 13).
link
image

თემა: შეურაცხყოფა

959. რას გვეტყვით ისეთი ადაიანის შესახებ, რომელიც იმაზე კი არ წუხს, რომ შეურაცხყვეს, არამედ იმას განიცდის, რომ განსაცდელის მამაცურად გადატანა გასჭირვებია?ეშმაკნი შიშისაგან ძრწიან, როცა ხედავენ, რომ ადამიანი, რომელიც შეურაცხყვეს და მიაყენეს ზიანი, იმაზე კი არ წუხს, თუ რად შეემთხვა ეს, არამედ იმას განიცდის, რომ უჭირს მამაცურად გადაიტანოს განსაცდელი; რამეთუ ბოროტი სულნი მასში ჭეშმარიტების გზაზე მდგომ ქრისტეს მიმდევარს ხედავენ, რომელსაც სურს ერთგულად აღასრულოს უფლის მცნებანი.
link
image

თემა: შეურაცხყოფა

479. ღმერთმა ადამიანი თავისუფალი შექმნა და ის მას მართალი საქმეების კეთებას არ აიძულებს; ჰოდა, ამიხსენი ჩემო მამაო, ამის შემდეგ, რატომ ეხმარება ის შეურაცხყოფილს და, ამავე დროს: „შეურაცხ-ჰყვნის გულის სიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ჰყვნის ზრახვანი მთავართანი (ფსალ. 32. 10)? ილოცე ჩემთვის, რომ ეშმაკისეულ ურწმუნოებას გავექცე და ყურად ვიღო თქვენი სულიერი სწავლებები.რადგან ღმერთმა ადამიანს თავისუფლება მიანიჭა, ამიტომ არ აიძულებს მას, რომ მან სიმართლის საქმეები აკეთოს. მაგრამ თუ ვინმეს შეურაცხყოფენ და ის ასეთი შეურაცხყოფისაგან გამოხსნის ღირსია, მაშინ ღმერთი შეურაცხმყოფელს ეწინააღმდეგება და ეს მას სიმართლეში არ ეთვლება, იმიტომ რომ ბოროტი ნება აქვს და ყველანაირი შეურაცხყოფისთვის მზადაა. ქალდეველებმაც შეურაცხყვეს აზარია და მისიანები, ჩაყარეს რა ცეცხლის ღუმელში, მაგრამ რადგან ჭაბუკები გამოხსნის ღირსნი იყვნენ, ამიტომ, რომ არ დაზიანებულიყვნენ, ღმერთმა შეიწყალა ისინი და ცეცხლი შეაკავა. მაგრამ, რადგან ქალდეველებს ბოროტი ნება ამოძრავებდათ, ამიტომ ჩვენ სიმართლეს მათ კი არ მივაწერთ, არამედ ღმერთს, - „რომელმან მის მოშიშთათვის განაქარვნის ზრახვანი წარმართთანი“ (ფსალ. 32.10), მაშასადამე, ღირსეულთათვის ბოროტება შეკავებული რომც იქნეს, შეურაცხმყოფელნი მაინც იმ ბოროტების შესაფერის საზღაურს მიიღებენ, რომელიც მათ ქმნეს. დაუკვირდი საკუთარ თავს, რომ ჭეშმარიტებისაგან არ გადაიხარო, რომელშიც დიდების ღმერთმა წმინდანთა ლოცვებით მოგიყვანა, ამინ.
link
image
image
7
8
9