image
image
35
36
37
Loading..
image

თემა: რწმენა

801. რწმენის თაობაზე გამართული პაექრობის დროს, მეფემ ერთ-ერთი ეპისკოპოსი გაგზავნა და იმავე დიდ ბერს წერილობით ჰკითხა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. რადგან ის თვლიდა, რომ მცდარი შეხედულება ამა სოფლის ზოგიერთ ძლიერ პიროვნებაშიც იმალებოდა და ისინი საღად ვერ აზროვნებდნენ რწმენის საკითხებზე.იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენმა მაცნემ შეგვატყობინა, გვახსენდება ის, რომ ღვთის დახმარებით, ორმოდან თავის დაღწევასთან ერთად, დანიელი მეფის მეგობრობითაც რომ სარგებლობდა (შეადარ. დან. 14, 39-42). ჰქონდა რა ღვთის იმედი, რომელიც თავისი მონების მხსნელია და ყველასთან ახლოა, ვინც მას ჭეშმარიტებით მოუხმობს (ფსალ. 144, 18). დანიელი არ შეუშინდა მუქარას და უბედურებას, რომელიც მას მეფის ბრძანებით მოელოდა, თვით მეფისაც არ შეშინებია, არამედ განმტკიცდა რა ქრისტესადმი რწმენაში, ღმერთმა ის ასეთი რწმენისათვის განადიდა. ამრიგად, რადგან მეფის გული ჭეშმარიტად ღვთის ხელშია, ამიტომ თუ სიმართლით სვლას მოვისურვებთ, ღმერთი გადმოხრის მას ჩვენსკენ. იმარჯვე უფლის მიერ, იმარჯვე!
link
image

თემა: რწმენა

რწმენა ძალაა, რომელიც ადამიანის გონებასა და ნებაშია დავანებული. გონება ზეციური ნათლით ნათდება და საკუთარ თავში შეიცავს იმას, რასაც უფალი უცხადებს მას. ასევე ნებაც ღვთისაგან მართულია იმ ჭეშმარიტის აღსასრულებლად, რასაც გონება უბრძან... იხილეთ სრულად
link
image

თემა: რწმენა

385. გთხოვ, ჩემო მამაო,ამიხსენი: რით შეეწია ქანანელი ქალის ასული და ასისთავის მონა საკუთარ განკურნებას? და იმ განრღვეულსაც, რომელიც მხოლოდ სხეულის სიჯანსაღეს ითხოვდა, ჯერ ხომ ცოდვები მიუტევეს (მარკ.2,5). რაშია აქ ურთიერთშეწევნა? უფალი ხომ ეუბნება მოციქულებს: "რაოდენი განჰხსნათ ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა" (მათე18,18), და: "უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ"(იოანე 20,23), და არ უთქვამს: თუ ურთიერთს შეეწევითო. გთხოვ, ამიხსენი ეს ყველაფერი. ძმაო, მოსაწყენია მასთან საუბარი, ვინც მოვლენების მიმდევრობას ვერ სწვდება. ქანანელი ქალის ასული და ასისთავის მონა უგონო მდგომარეობაში იყვნენ: ერთი შეშლილი იყო, ხოლო მეორე ძლიერი ავადმყოფი და ამიტომ, ისინი ვერ დაეხმარებოდნენ იმათ, ვინც მათთვის ლოცულობდა. განრღვეულმა კი, ირწმუნა რა სხეულის განკურნება, მეუფის კაცთმოყვარებით, უფრო მეტი მიიღო. ადამიანებს მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების ხანაში, მისი მოვლინება რომ ერწმუნათ, სასწაულები თავიდან იმათი შეწევნის გარეშეც ხდებოდა, ვისზეც ისინი ვრცელდებოდა, და ისინი ყოველგვარი პირედი მცდელობის გარეშე იკურნებოდნენ, რათა წინასწარმეტყველის სიტყვა აღსრულებულიყო: "მან უძლურებანი ჩუენნი მიიხუნა და სნეულებანი ჩუენნი იტვირთნა".(ის.53,4; მათე8,18). ასე, რომ, მისი მადლით, უდანაშაულო ადამიანები იკურნებოდნენ და მათ შემდგომში მხოლოდ საკუთარი თავის გაფრთხილებას სთხოვდნენ და არა შეწევნას, მისი სიტყვისამებრ: "აჰა, ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაითა არა უძვირესი რაითმე გეყოს შენ"(იოანე5,14). და კიდე თავად მასზე ამბობს იოანე: "აჰა ტარიგი ღმრთისაი, რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი"(ინ.1,29). ჩასწვდი რას ამბობს ის: სოფლისანი. ხოლო ვინც არ ირწმუნა ის, არ განიკურნა, და მათზე წერილის სიტყვა სრულდება: "უკუეთუ ურწმუნო იგი განეყენებოდის, განეყენენ"(1კორ.7,15). მოციქულებს კი ურთიერთშეწევნის ლოცვებით განკურნების და ცოდვათა მიტევების ხელმწიფება რომ მიანიჭა, დაე ამაში თავად იაკობმა დაგარწმუნოს, რომელმაც მიიღო რა ასეთი ხელმწიფება, თქვა: "ფრიად შემძლებელ არს ლოცვაი მართლისაი შეწევნად."(იაკ.5,16) თავად მაცხოვრის დროს კი სხვაგვარად იყო: ისინი, რომლებიც მას აღიარებდნენ, გადარჩნენ და განიკურნენ, ხოლო რომლებმაც არ მიიღეს და უკუაგდეს-დაიღუპნენ. ამრიგად რწმენაში გავძლიერდეთ და გადავრჩებით ღვთის სახელით, რომელსაც უკუნისამდე შვენის დიდება, ამინ.
link
image

თემა: რწმენა

380. ჩემო მამაო! გთხოვ, ამიხსენი შემდეგი საკითხი: დავუშვათ მამებს ვკითხავ: კარგ ნაყოფს გამოიღებს თუ არა ჩემი ყანა, და დამაზიანებს თუ არა მტერი; და თუ მიპასუხებენ, საქმე ნაყოფიერი იქნება და მტერი ვერაფერს დაგაკლებსო, ხოლო სინამდვილეში ვერც საქმე გამოიღებს ნაყოფს და ვხედავ, რომ მტერიც მაზიანებს, მაშინ როგორ ვირწმუნო? ან თუ მომხდარ საპირისპირო გარემოებათა გამო ვხედავ, რომ რწმენაში ვუძლურდები, მაშინ როგორ გავძლიერდე აზრებში? ახლაც გამოიჩინე წყალობა, ჩემო მამაო, დამაყენე სწორ გზაზე და ილოცე ჩემი უძლურებისათვის. წმინდანთა სიტყვები სარწმუნოა და ღვთისნიერადაა ნათქვამი, ამიტომ ისინი ფუჭად არ უნდა მივიჩნიოთ. მაგრამ ჩვენ იმიტომ ვერ ვიაზრებთ მათ, რომ ხორციელზე და ნივთიერზე ვართ მიჯაჭვულნი; წმინდანები კი ისევე ზრუნავენ ადამიანთა სულების ცხონებისთვის, როგორც ღმერთი. იმას რასაც წმინდანები გვეუბნებიან, პირველ რიგში შინაგან ადამიანს მივუსადაგოთ, და დავინახავთ, რომ ადამიანებმა მწუხარება თუ შეგვამთხვიეს, ან მატერიალურად თუ ვიზარალეთ ეს ჩვენს სარგებელს ემსახურება, რაშიც მჟღავნდება კიდეც წინასწარმწტყველების არსი, რომლითაც აღგვითქვეს, რომ შემოსავალ კარგი იქნებოდა; რამეთუ დანაკარგის მეშვეობით სულიერ სარგებელს ვიძენთ, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგ შემოსავალს ვიღებთ. ასე უნდა ვიფიქროთ მაშინ, როცა მტერი გვაზიანებს, რამეთუ მისი მტრობა ჩვენი სულიერი სარგებლის მიზეზი ხდება, ცხადია თუ მას მადლიერებით დავითმენთ და გაგვახსენდება ის, ვინც თქვა: ყოველსა შინა ჰმადლობდით (1თეს. 5,18), გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა (მათე 5,44), ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ (მათე 5,11) და სხვა. თუ მართლები ვიქნებით, მაშინ ასეთი განსაცდელი ჩვენს წარმატებას მოემსახურება, და თუ ცოდვილები, მაშინ ის ჩვენ ცოდვების მიტოვებასა და გამოსწორებაში, გამოცდილებასა და მოთმინების შესწავლაში დაგვეხმარება. თუ ისე მოხდა, რომ კარგი შედეგი ხორციელ, ან შემოსავლის, ან მტრებთან მშვიდობიან ურთიერთობის საკითხშიც მივიღეთ, მაშინ ეს ისევ შინაგან ადამიანს უნდა მივუსადაგოთ და სარგებელი მართალთა ლოცვებს მივაწეროთ. თუ ასე მოვიქცევით, სიკეთისმოძულე ჩვენს რწმენას ვერ დააზიანებს, რამეთუ ერთიც და მეორეც (აღთქმულის მიღება თუ არ მიღება) შინაგანი ადამიანის სარგებელს ემსახურება. ვინც მშვიდობიანად იცხოვრებს, ის წმინდანთა წინასწარმეტყველების აღსრულებას იხილავს, ანუ იმას, რაც მისი სარგებლისთვის იყო ნაუწყები. დაე უფალმა გონიერება მოგმადლოს და გული გაგინათოს.
link
image

თემა: რწმენა

529. თქვენ თქვით, თუ ექიმს ღვთის სახელით მივმართავთ, ამაში არაფერია დასაძრახიო, და კიდევ თქვით, რომ სჯობს ყველაფერი ღმერთს რწმენითა და სიმდაბლით მივანდოთო. აზრი კი მეუბნება: თუ სხეულით დაავადდები, ექიმს უნდა ეჩვენო, რამეთუ წამლების გარეშე განკურნება შენს ძალებს აღემატებაო; ხან კიდევ: ექიმებს კი არ მიმართო, არამედ წმინდანთაგან ლოცვა-კურთხევა აიღე და მხოლოდ ამით დაკმაყოფილდიო. ამიტომაც გთხოვ, ჩემო გულმოწყალეო მამაო, მითხარი, რომელია ჩემთვის უმჯობესი?ძმაო! ვხედავ, რომ შენ ფიზიკური ავადმყოფობის მკურნალობაზე ბევრს ზრუნავ, და ვფიქრობ, მამები ამაზე არ ზრუნავდნენ. შენი მეორე აზრი პირველს ჯობია, რამეთუ მეორე თავის თავში ღვთის სრულყოფილ რწმენას ატარებს, ხოლო პირველი - ურწმუნოებას; მეორე მოთმინებას გულისხმობს, რომელიც გამოცდილებას წარმოშობს, მისგან კი შეურცხვენელი სასოება იშვება (რომ. 5, 4-5), ხოლო პირველი საკუთარ თავში სულიერ დაძაბუნებას შეიცავს - სულმოკლეობის დას, რომელშიც ეჭვის დედა, ანუ მცირედმორწმუნეობა ბინადრობს და ის ღვთისაგან აუცხოვებს და ღუპავს ადამიანებს; მეორე აზრი ადამიანებს ღვთის მეგობრებად აქცევს, ხოლო პირველი - მტრებად; მეორე ცათა სასუფევლის შუამდგომელია, პირველი - გეენის; მეორე თავის აწევის და ღმერთთან კადნიერი დამოკიდებულების საშუალებას გვაძლევს, პირველი კი სირცხვილით თავის ჩაქინდრვას გვაიძულებს და ადამიანს ღვთის წინაშე გაუბედავს ხდის; მეორე გონებას იკრებს და მთელ თავის საზრუნავს ღმერთს ანდობს, პირველი კი ადამიანს გულის ტყვეობისა და სხვა ბოროტი ფიქრებისაკენ იტაცებს; მეორეს მიერ აღსრულებული საქმე მოყვასის დარიგებას ემსახურება, პირველისა კი მხედველთა მოუძლურებას; მეორე აზრი ასეთი მსჯელობით ხელმძღვანელობს: „ის, ვინც ფარულ სნეულებებს ხედავს, მას ჩემი ავადმყოფობის განკურნებაც შეუძლია“, პირველი კი ღვთისადმი უგუნური დამოკიდებულებითაა აღსავსე და ფიქრობს, რომ მან შეიძლება განკურნოს ის ან არ განკურნოს; მეორე სიმშვიდეს ანიჭებს და მოუწყინებლობას ასწავლის, ხოლო პირველი შფოთს აღძრავს; პირველი ადამიანს აიძულებს, რომ დასახლებებს და გავლენიან პირებს დაუახლოვდეს, ხოლო მეორე - ყოველივე მსგავსს გაურბის; ერთი გულს ნაღვლით ავსებს და ტანჯავს, მეორე კი მადლიერებას ჩააგონებს იმ დიდი ექიმის წინაშე, ვინც ჩვენი სნეულებები იტვირთა და ადამიანის ცხონებას ძლიერ შუამდგომლობს. მე კი, ჩემო გულწრფელო ძმაო, აქამდე, ჩემი სიზარმაცით, ექიმისთვის არ მიმიმართავს და საკუთარი ჭრილობებისთვისაც არ მიმკურნალია, სათნოების გამო კი არა, არამედ სიზარმაცის, რომ ქალაქებსა და დასახლებებს არ მივუახლოვდე, და ვინმე არ დავამძიმო და ჩემისთანა უღირსისათვის არ შევაწუხო, მეშინია რა პასუხისა, რომელსაც მოსალოდნელ ჟამს ჩემისთანებს მოსთხოვენ; მაგრამ ნეტარია, ვინც სათნოებისთვის ითმენს, რამეთუ ის წმიდა იობის მოთმინების თანამონაწილე ხდება. მახსოვს ისიც, რომ მრავალი დედები, იტანჯებოდნენ რა ხორციელი ავადმყოფობებით, ითმენდნენ და ყველაფერს ღმერთს ანდობდნენ. და მე, რომელიც მამად ვიწოდები, მრცხვენია. სისხლმდინარე ქალმა მიატოვა თავისი თავდაპირველი აზრები და მიხვდა, რომ სხეულის ექიმები, რომელთაც მან მთელი თავის ქონება შეალია, მას ვერაფერში დაეხმარნენ, ამიტომ სხვა გადაწყვეტილება მიიღო და უდიდეს სულიერ ექიმს, სულისა და სხეულის მკურნალს მიმართა და მისი სნეულება მანამდე თითქოსდა შეშინდა და გაქრა, სანამ მეუფე უბრძანებდა. ქანაანელმა ქალმაც მიატოვა ამა სოფლის ადამიანები: გრძნეულები, ჯადოქრები და მოგვები, ხედავდა რა, რომ ამაოა მთელი მათი ხელოვნება, და უფალს მიმართა, და შეევედრა: „შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო“ (მათე 15, 22). და ქვეყნის ერთი კიდიდან მეორემდეა ნაქადაგები, თუ რა გაუკეთა მას კაცთმოყვარე ღმერთმა. სხვებს თავს დავანებებ და ამიერიდან ამ ორი ქალის მაგალითით განვისწავლები: იქნებ როდესმე, თუმცა კი გვიან, მეც წარვემატო, რომ მათ რწმენას მივაღწიო და ნეტარებას არ მოვაკლდე. ჩემს შესარცხვენად ეს ორი ქალიც საკმარისია, და საჭირო აღარაა მაგალითისთვის ასისთავის რწმენის და სიმდაბლის მოყვანა, რომელმაც არა მარტო ექიმები და სხვა შემწეები მიატოვა და მეუფესთან მივიდა, არამედ სახლში მისი მიღების ღირსადაც არ მიიჩნია საკუთარი თავი და რწმენით უთხრა მას: „სიტყვით ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაი ესე ჩემი“ (ლუკ. 7, 7-9). დიდი იყო მისი რწმენა და მაცხოვარმა შეაქო ის. ამას კი იმიტომ ვამბობ, რომ საკუთარი თავი შევარცხვინო, რამეთუ ძლიერ არ ვინდომებ, არ ვმოშურნეობ, არ ვცდილობ, ღმერთს არ მივმართავ და მე შეჩვენებულმა, ისიც არ ვიცი, როდის მოიწევა ჩემზე განაჩენი, როდის დამიძახებენ, როდის მოვა საშინელი და ულმობელი ანგელოზი, რათა მრისხანედ მიიღოს ჩემი უბადრუკი სული, და როდის დაიკეტება კარი; არც ის ვიცი, იქნებ იმ ხუთ ქალწულთან ერთად მეც გარეთ მომიწიოს დარჩენა და ღაღადი, მაგრამ აღარავინ მომისმენს. მე რომ ახლა ეს მღრღნის, ეს აშკარაა, და მოწყინება და სიზარმაცე რომ მამარცხებს, არც ესაა საიდუმლო. მაშ რა ვქნა? სასოწარკვეთილებას მივეცე? არა, ნუ იყოფინ! ეს მომაკვდინებელი ცოდვაა. მაგრამ შემიბრალე, ძმაო და ჩემთვის, კუბოში აყროლებული მკვდრისთვის, ცხარე ცრემლები დაღვარე, რადგან ვიცით, როგორი სასარგებლოა ისინი. ჩვენ ეს პეტრე მოციქულის გლოვამ გვასწავლა. და ვინაიდან ვამბობ და კეთილს არაფერს ვაკეთებ, ილოცე ჩემთვის, რათა კეთილმა ექიმმა მეც შემიწყალოს და ჩემი სულის და სხეულის სნეულებები განკურნოს. მას შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.
link
image

თემა: რწმენა

529. თქვენ თქვით, თუ ექიმს ღვთის სახელით მივმართავთ, ამაში არაფერია დასაძრახიო, და კიდევ თქვით, რომ სჯობს ყველაფერი ღმერთს რწმენითა და სიმდაბლით მივანდოთო. აზრი კი მეუბნება: თუ სხეულით დაავადდები, ექიმს უნდა ეჩვენო, რამეთუ წამლების გარეშე განკურნება შენს ძალებს აღემატებაო; ხან კიდევ: ექიმებს კი არ მიმართო, არამედ წმინდანთაგან ლოცვა-კურთხევა აიღე და მხოლოდ ამით დაკმაყოფილდიო. ამიტომაც გთხოვ, ჩემო გულმოწყალეო მამაო, მითხარი, რომელია ჩემთვის უმჯობესი?ძმაო! ვხედავ, რომ შენ ფიზიკური ავადმყოფობის მკურნალობაზე ბევრს ზრუნავ, და ვფიქრობ, მამები ამაზე არ ზრუნავდნენ. შენი მეორე აზრი პირველს ჯობია, რამეთუ მეორე თავის თავში ღვთის სრულყოფილ რწმენას ატარებს, ხოლო პირველი - ურწმუნოებას; მეორე მოთმინებას გულისხმობს, რომელიც გამოცდილებას წარმოშობს, მისგან კი შეურცხვენელი სასოება იშვება (რომ. 5, 4-5), ხოლო პირველი საკუთარ თავში სულიერ დაძაბუნებას შეიცავს - სულმოკლეობის დას, რომელშიც ეჭვის დედა, ანუ მცირედმორწმუნეობა ბინადრობს და ის ღვთისაგან აუცხოვებს და ღუპავს ადამიანებს; მეორე აზრი ადამიანებს ღვთის მეგობრებად აქცევს, ხოლო პირველი - მტრებად; მეორე ცათა სასუფევლის შუამდგომელია, პირველი - გეენის; მეორე თავის აწევის და ღმერთთან კადნიერი დამოკიდებულების საშუალებას გვაძლევს, პირველი კი სირცხვილით თავის ჩაქინდრვას გვაიძულებს და ადამიანს ღვთის წინაშე გაუბედავს ხდის; მეორე გონებას იკრებს და მთელ თავის საზრუნავს ღმერთს ანდობს, პირველი კი ადამიანს გულის ტყვეობისა და სხვა ბოროტი ფიქრებისაკენ იტაცებს; მეორეს მიერ აღსრულებული საქმე მოყვასის დარიგებას ემსახურება, პირველისა კი მხედველთა მოუძლურებას; მეორე აზრი ასეთი მსჯელობით ხელმძღვანელობს: „ის, ვინც ფარულ სნეულებებს ხედავს, მას ჩემი ავადმყოფობის განკურნებაც შეუძლია“, პირველი კი ღვთისადმი უგუნური დამოკიდებულებითაა აღსავსე და ფიქრობს, რომ მან შეიძლება განკურნოს ის ან არ განკურნოს; მეორე სიმშვიდეს ანიჭებს და მოუწყინებლობას ასწავლის, ხოლო პირველი შფოთს აღძრავს; პირველი ადამიანს აიძულებს, რომ დასახლებებს და გავლენიან პირებს დაუახლოვდეს, ხოლო მეორე - ყოველივე მსგავსს გაურბის; ერთი გულს ნაღვლით ავსებს და ტანჯავს, მეორე კი მადლიერებას ჩააგონებს იმ დიდი ექიმის წინაშე, ვინც ჩვენი სნეულებები იტვირთა და ადამიანის ცხონებას ძლიერ შუამდგომლობს. მე კი, ჩემო გულწრფელო ძმაო, აქამდე, ჩემი სიზარმაცით, ექიმისთვის არ მიმიმართავს და საკუთარი ჭრილობებისთვისაც არ მიმკურნალია, სათნოების გამო კი არა, არამედ სიზარმაცის, რომ ქალაქებსა და დასახლებებს არ მივუახლოვდე, და ვინმე არ დავამძიმო და ჩემისთანა უღირსისათვის არ შევაწუხო, მეშინია რა პასუხისა, რომელსაც მოსალოდნელ ჟამს ჩემისთანებს მოსთხოვენ; მაგრამ ნეტარია, ვინც სათნოებისთვის ითმენს, რამეთუ ის წმიდა იობის მოთმინების თანამონაწილე ხდება. მახსოვს ისიც, რომ მრავალი დედები, იტანჯებოდნენ რა ხორციელი ავადმყოფობებით, ითმენდნენ და ყველაფერს ღმერთს ანდობდნენ. და მე, რომელიც მამად ვიწოდები, მრცხვენია. სისხლმდინარე ქალმა მიატოვა თავისი თავდაპირველი აზრები და მიხვდა, რომ სხეულის ექიმები, რომელთაც მან მთელი თავის ქონება შეალია, მას ვერაფერში დაეხმარნენ, ამიტომ სხვა გადაწყვეტილება მიიღო და უდიდეს სულიერ ექიმს, სულისა და სხეულის მკურნალს მიმართა და მისი სნეულება მანამდე თითქოსდა შეშინდა და გაქრა, სანამ მეუფე უბრძანებდა. ქანაანელმა ქალმაც მიატოვა ამა სოფლის ადამიანები: გრძნეულები, ჯადოქრები და მოგვები, ხედავდა რა, რომ ამაოა მთელი მათი ხელოვნება, და უფალს მიმართა, და შეევედრა: „შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო“ (მათე 15, 22). და ქვეყნის ერთი კიდიდან მეორემდეა ნაქადაგები, თუ რა გაუკეთა მას კაცთმოყვარე ღმერთმა. სხვებს თავს დავანებებ და ამიერიდან ამ ორი ქალის მაგალითით განვისწავლები: იქნებ როდესმე, თუმცა კი გვიან, მეც წარვემატო, რომ მათ რწმენას მივაღწიო და ნეტარებას არ მოვაკლდე. ჩემს შესარცხვენად ეს ორი ქალიც საკმარისია, და საჭირო აღარაა მაგალითისთვის ასისთავის რწმენის და სიმდაბლის მოყვანა, რომელმაც არა მარტო ექიმები და სხვა შემწეები მიატოვა და მეუფესთან მივიდა, არამედ სახლში მისი მიღების ღირსადაც არ მიიჩნია საკუთარი თავი და რწმენით უთხრა მას: „სიტყვით ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაი ესე ჩემი“ (ლუკ. 7, 7-9). დიდი იყო მისი რწმენა და მაცხოვარმა შეაქო ის. ამას კი იმიტომ ვამბობ, რომ საკუთარი თავი შევარცხვინო, რამეთუ ძლიერ არ ვინდომებ, არ ვმოშურნეობ, არ ვცდილობ, ღმერთს არ მივმართავ და მე შეჩვენებულმა, ისიც არ ვიცი, როდის მოიწევა ჩემზე განაჩენი, როდის დამიძახებენ, როდის მოვა საშინელი და ულმობელი ანგელოზი, რათა მრისხანედ მიიღოს ჩემი უბადრუკი სული, და როდის დაიკეტება კარი; არც ის ვიცი, იქნებ იმ ხუთ ქალწულთან ერთად მეც გარეთ მომიწიოს დარჩენა და ღაღადი, მაგრამ აღარავინ მომისმენს. მე რომ ახლა ეს მღრღნის, ეს აშკარაა, და მოწყინება და სიზარმაცე რომ მამარცხებს, არც ესაა საიდუმლო. მაშ რა ვქნა? სასოწარკვეთილებას მივეცე? არა, ნუ იყოფინ! ეს მომაკვდინებელი ცოდვაა. მაგრამ შემიბრალე, ძმაო და ჩემთვის, კუბოში აყროლებული მკვდრისთვის, ცხარე ცრემლები დაღვარე, რადგან ვიცით, როგორი სასარგებლოა ისინი. ჩვენ ეს პეტრე მოციქულის გლოვამ გვასწავლა. და ვინაიდან ვამბობ და კეთილს არაფერს ვაკეთებ, ილოცე ჩემთვის, რათა კეთილმა ექიმმა მეც შემიწყალოს და ჩემი სულის და სხეულის სნეულებები განკურნოს. მას შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.530. აი, მე საკუთარ თავს ღმერთს და თქვენს ხელებს ვაბარებ. მაშ, ღვთის გულისათვის, იზრუნე ჩემთვის, ჩემო მოწყალეო მამაო.ძმაო! თუ ასე გრწამს, ქრისტე არ უარგყოფს, რომელმაც ცოდვილს უთხრა: „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ“ (მათე 9, 22). ასე რომ, ყველაფერი ღმერთს მიანდე, რამეთუ იგი იღუწის ჩვენთვის (1 პე. 5, 7). მას შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.
link
image

თემა: რწმენა

383. თუ მე, წმიდანების ლოცვა-კურთხევით განსაკუთრებული საჭიროების, ან რაიმე სასიკეთო საქმის, ან წმინდა მამებთან წასვლის გამო, იმ გზაზე მომიწევს გავლა, რომელზეც ავაზაკთა თავდასხმის საშიშროებაა: მითხარი, ჩემო მამაო, როგორ გავიარო ის? სიფრთხილის გარეშე და წმიდათა ლოცვა-კურთხევის იმედით, თუ რაღაც სხვაგვარად? და თუ შემთხვევით მაინც ავაზაკთა ხელში აღმოვჩნდი, რა ვიფიქრო მაშინ საკუთარ თავზე და ჩემთან მყოფებზე, და ასევე ჩემს ხელთ არსებულ ნივთებზე? ხოლო თუ ავაზაკების შესახებ წინასწარ არ ვეტყვი აბბას, მაშინ დავბრუნდე და ვუთხრა მათ შესახებ თუ არა?თუ ჩვენ სადმე გაგვაგზავნიან და რომელიმე წმინდანისაგან ლოცვა კურთხევას მივიღებთ, მაშინ იმედი უნდა გვქონდეს, რომ ღმერთი ყოველმხრივ შეგვეწევა. ერშიც, როდესაც ვინმე თავის სახლს ძლიერ ადამიანს აბარებს, ეს უკანასკნელი მისი პატრონის პატივისცემის გამო, არც თუ მცირე ყურადღებას იჩენს სახლისადმი: და მით უმეტეს სრულად მიიღებს ღმერთი წმინდანთა ლოცვა-კურთხევას იმ ადამიანის დასაცავად, ვისაც ისინი მიაბარებენ; რამეთუ მასზეა ნათქვამი: "ნებაი მოშიშთა მისთაი ჰყოს და ვედრებისა მათისაი შეისმინოს და აცხოვნნეს იგინი" (ფსალმ. 144,19). ამრიგად, ყველა შემთხვევაში უნდა გვრწამდეს, რომ წმინდანთა ლოცვა-კურთხევას სრულყოფილი ძალა აქვს ადამიანის შეწევნისა და ხსნისათვის. და თუ, ლოცვა-კურთხევის მიღების შემდეგ, რაიმე ჭირი შეგვემთხვა, ან ნივთები დავკარგეთ, ან ღვთის დაშვებით გზაზე განსაცდელში აღმოვჩნდით, ამან არ უნდა დაგვანაღვლიანოს და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ უძლურია ის, ვინც ღმერთს მიგვაბარა; კი არ უნდა დავბრკოლდეთ მისი ნათქვამის გამო, რადგან მის ლოცვა-კურთხევას ნივთების დაკარგვა ან სხეულის დასახიჩრება მოჰყვა, არამედ გავიხსენოთ, რომ თავად ღვთაებრივი მოციქული, უკვე ძლიერი, სრულყოფილი და წმინდა, ყველაფერ ამას ექვემდებარებოდა და იქადოდა, როდესაც ამბობდა: "ესევითარისა მის სიკუდილისაგან მიხსნნა ჩუენ, და მიხსნის, რომელსა-იგი ვესავთ"(2კორ.1,10), რომ "მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნნეს იგინი უფალმან"(ფსალ.33,20), და რომ "მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა (საქმე მოც.14,22),და კიდევ: "ვინც გამოუცდელია მცირედმცოდნეცაა"(ზირ.34,10) და უხმარია. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ არცერთი კეთილი საქმე მწუხარების გარეშე არ აღესრულება, რამეთუ მას ეშმაკის შური უპირისპირდება. და თუ გზას მწუხარების გარეშე გავივლით, ნუ დავიწყებთ მაღალბრძნობას, რომ თითქოს ჭირს ღირსეულად დავაღწიეთ თავი, არამედ დაე გვახსოვდეს, რომ ღმერთმა, იცის ჩვენი უძლურება და რადგან ჭირის დათმენა არ შეგვიძლია, ამიტომ წმიდათა შუამდგომლობით მწუხარებისაგან დაგვიფარა; რამეთუ ჭირსა და განსაცდელში მყოფზე დაწერილია: "ნეტარ არს კაცი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქმნეს და მოიღოს გვირგვინი ცხორებისაი"(იაკ.1,12). მაშ დაუკვირდი, როცა წმინდანებისაგან ლოცვა-კურთხევას აიღებ სიფრთხილის გარეშე არ გაიარო შენი გზა; და თუ გზაზე ავაზაკების, ან რაიმე საფრთხის შესახებ შეიტყობ, მტკიცედ დადექი და ეცადე მთელი ძალებით თავი დააღწიო მათ და ღვთისადმი ლოცვით და წმინდანთა ლოცვა-კურთხევის ხსოვნით, სხვებთან ერთად ის გზა ან სიფრთხილით გაიარე, ან იკითხე, რომელი გზითაა შესაძლებელი უსაფრთხო სვლა. და თუ რაიმე სასიკეთო საქმეზე, ან რომელიმე წმინდა მამასთან წახვალ და ავაზაკების ან სხვა საშიშროების შესახებ გზაზე შეიტყობ, მაშინაც ნუ გაკადნიერდები და ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე ნუ დაადგები იმ გზას, რომ ასე მაინც გაექცე ქედმაღლობას და საშიშროებას. ყველამ მადლიერებით უნდა დაითმინოს ის, რაც ღვთის დაშვებით მასზე მოიწევა და თვითნებურადაც არ უნდა ჩაიგდოს თავი განსაცდელში. ისეთი შემთხვევებიც ვიცით, რომ როდესაც ზოგიერთი წმინდანი, რომელიმე სხვა მეუდაბნოე მამასთან წასვლას განიზრახავდა, შეიტყობდა რა ავაზაკების ან სხვა რაიმე ჭირის შესახებ, განზრახვას გადადებდა. ეს ჩვენს დამდაბლებას ემსახურება. ხოლო თუ შეიტყობ ან მოიმენ, რომ გზა სახიფათოა, ეცადე ჰკითხო აბბას: რას მირჩევ, როგორ მოვიქცე? და როგორც ის გეტყვის, ისე მოიქეცი. და თუ თქმა დაგავიწყდა, მაგრამ, ლოცვა-კურთხევით წასულს გზაზე გაგახსენდება, მაშინ დაბრუნება არაა საჭირო, არამედ ილოცე ღვთისადმი და თქვი: მეუფეო! შემინდე ჩემი დაუდევრობა და შენი წმიდანის ლოცვით და შენი გულმოწყალებით, შენი ნებისაებრ წარმართე გზა, მიხსენი და დამიფარე ყოველგვარი ბოროტი და სამწუხარო შემთხვევისაგან, რამეთუ საუკუნოდ იდიდება შენი სახელი, ამინ.
link
image
image
35
36
37