თემა: ქრისტიანობა ჩვენს ეროვნულ არსს, ჩვენს ეროვნულ მთლიანობას, როგორც ბრძანებს წმიდა ილია მართალი, სამი მძლავრი ფესვი ასაზრდოებს. საკუთარი მიწა, ქრისტიანობა და ენა ქართული. link
თემა: ქრისტიანობა შეიტანეთ კაცობრიობის ცხოვრებაში ყველა ქრისტიანული საწყისი, განდევნეთ მისგან ყოველივე ის, რასაც კრძალავს ქრისტიანობა და მაშინ დედამიწაზე სამოთხე განიღება. link
თემა: ქრისტიანობა კეთილი ხასიათი, განათლებული გონება, განწმედილი გული, მართალი და წრფელი სვლა, შიში ღვთისა და სიყვარული მოყვასისა – აჰა, რაი არს და რასა შინა მდგომარეობს ქრისტიანობა. link
თემა: ქრისტიანობა თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლებდა ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი link
თემა: ქრისტიანობა ქრისტეს მოძღვრება, ეს არის მეცნიერება იმის შესახებ, თუ როგორ მოეღება ბოლო ადამიანის ხრწნადობას, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორ ძალუძს ადამიანს ჯერ კიდევ ამქვეყნად მკვდრეთით აღდგომა. link
თემა: ქრისტიანობა ღმერთი სიყვარულია, ქრისტე მაგალითია სიყვარულისა, სული წმიდა - ძალი სიყვარულისა, ეკლესია - საგანძური და მფარველი მისი, ქრისტიანობა - სიყვარულის რელიგიაა, ქრისტიანი კი - ნიმუში სიყვარულისა. link
თემა: ქრისტიანობა ქრისტიანობამ დაგვანახა, რომ იგი ზექვეყნიურია და ზებუნებრივი. მან შთაბერა ქვეყანას ახალი ენერგია, ახალი ცხოვრება ქრისტე იესოს მიერ, ცხოვრება, რომელმაც მოსდრიკა ცანი და შეუერთა დედამიწას. link
თემა: ქრისტიანობა ქრისტიანობა თავისი არსით თეორია კი არ არის, არამედ სიცოცხლე, კავშირი ზეცასთან და რელიგიური გამოცდილება. ამ რელიგიას ვერ შეიცნობ მხოლოდ გარკვეული იდეების, დოგმატებისა და წესების შესწავლით. link
თემა: ქრისტიანობა ქრისტიანული რელიგია - საოცრად სასწაულებრივი მოვლენაა; იგი როგორც ჩანს, თავის საგნად, მხოლოდ მომავალი ცხოვრების ნეტარებას ისახავს, მაგრამ, ამავე დროს, ახლანდელი ცხოვრების ნედნიერებასაც ქმნის. link
თემა: ქრისტიანობა უბრალო ქრისტიანი (რომელსაც არანაირი განათლება არ მიუღია), რომელიც წმიდა სარწმუნოებრივ დოგმატებში განისწავლა, სიბრძნით ბევრად აღემატება პლატონსა და არისტოტელეს და სხვა წარმართ ბრძნებსაც კი. link