image
image
6
7
8
9
image
image
Loading..
 

თემა: ათეიზმი ურწმუნოება

თუკი ადამიანში არ არის სული, საიდან აქვს ადამიანს ისეთი გრძნობები როგორიცაა:
1. გონება – ჯილდო აზროვნებისა, განჭვრეტისა, აზრის გამოტანისა.
2. ინფორმაციის წყარო – ლაპარაკის უნარი, ზეპირი და წერილობითი.
3. ნებისყოფა –...
იხილეთ სრულად
link
image

თემა: ათეიზმი ურწმუნოება

მე მინდა შოტლანდიელი ფილოსოფოსის - ბიატის ცხოვრების ერთი ფურცელი შეგახსენოთ.
მას ჰყავდა ვაჟი, რომელიც ძალიან უყვარდა და სურდა, მისთვის სასულიერო განათლება მიეცა. ამიტომაც ცდილობდა, ღვთის სიყვარული თავიდანვე გაეღვივებინა მასში...
იხილეთ სრულად
link
image

თემა: ათეიზმი ურწმუნოება

XX საუკუნეს რომ ვაანალიზებთ, უწინარესად თვალს ხვდება გაამპარტავნებული და გადიდგულებული ადამიანი; მეცნიერებასა და ტექნიკაში საოცარმა აღმოჩენებმა მისი გონება უსაზღვრო სიამაყით აღავსო. პატივმოყვაეობამ ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ მან უარ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ათეიზმი ურწმუნოება

424. როგორ უნდა გავიგოთ ფსალმუნის სიტყვები: "და ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით არიან" (ფსალმ. 32, 4)?რას ნიშნავს ნათქვამი? მისი საქმეა ცა, საქმეა დედამიწა, საქმეა ზღვა, ჰაერი, ყველა უსულო და სულიერი, გონიერი და არა გონიერი. ესენი ყოველნი როგორღა არიან სარწმუნოებით? როგორი რწმენა აქვთ უსულოებს? როგორია რწმენა გონების არმქონეთა? როგორია რწმენა ქვისა? როგორია რწმენა ძაღლისა? არც უსულო და არც არგონიერი რწმენით არაა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს გამონათქვამი არაფერს გამორიცხავს, პირიქით, ყოველივეს მოიცავს, როცა გვამცნობს: „ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით არიან“. ამიტომაც, რას ნიშნავს ნათქვამი? ფსალმუნი ამბობს: უკეთუ ხედავ ზეცას და წესრიგს მისას, ეს უნდა იყოს შენთვის მეგზური რწმენისა, რადგანაც ჩვენ არა ხორციელი თვალებით შემეცნების შედეგად ვირწმუნეთ ღმერთი, არამედ ძალით გონებისა – ხილულის მეშვეობით განვჭვრიტეთ უხილავი. ამიტომაც არიან „ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით“, ქვაც რომ შეისწავლო, შემოქმედის ძალას რამდენადმე ისიც გაჩვენებს. იმავეს აღმოაჩენ, თუკი ჭიანჭველას, კოღოს ან კიდევ ფუტკარს გამოიკვლევ. ხშირად უმცირეს საგნებშიც კი ჩანს სიბრძნე დამბადებელისა. რადგანაც, ვინც ზეცა გადაჭიმა და ზღვათა უსაზღვრო სივრცენი აღავსო, ეს არის ის, ვინც ფუტკრის უწვრილეს ნესტარს, ვითარცა სალამურს, შიგნით გასასვლელი დაუტოვა, რათა იქედან შხამი გადმოღვრილიყო. ამიტომაც არიან „ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით“. დაე, შენ ურწმუნოებამდე ნურაფერი მიგიყვანს. ნუ იტყვი: ეს შემთხვევით მოხდა, ეს კიდევ თავისთავადო, რადგანაც იმაში, რაც არსებობს, არაფერია ქაოსური, განუსაზღვრელი, ამაო და შემთხვევითი. ნუ იტყვი სიტყვებს: "ბოროტი შემთხვევა", ან კიდევ "არა კეთილი ჟამი". ეს უბირთა სიტყვებია.
link
image

თემა: ათეიზმი ურწმუნოება

618. რას ნიშნავს უფალმა სამარიტელ ქალს რომ უთხრა: „ხუთ ქმარ გესხნეს და აწ რომელი გივის, არა არს ქმარი შენი“? (იოანე 4, 18).618. რას ნიშნავს უფალმა სამარიტელ ქალს რომ უთხრა: „ხუთ ქმარ გესხნეს და აწ რომელი გივის, არა არს ქმარი შენი“? (იოანე 4, 18) ეს სიტყვები ნათელია. ძველი სჯულით, ქალებს, რომლებიც ქმრების გარდაცვალების შემდეგ უშვილონი რჩებოდნენ, ხუთჯერ კიდევ შეეძლოთ სხვაზე გათხოვება. მეხუთეს შემდეგ კი, მიუხედავად იმისა შობდა ქალი თუ არა, ის აღარ უნდა დაქორწინებულიყო. და, თუ რომელიმე მათგანი, ხუთი ქმრის შემდეგ, მეექვსესთან კანონგარეშე იცხოვრებდა, მაშინ ეს უკანასკნელი უკვე მის საყვარლად ითვლებოდა, და არა მეუღლედ. სწორედ ეს შეემთხვა ამ ქალს. თუ ვინმეს ნათქვამის საიდუმლო მნიშვნელობის ახსნა სურს, მაშინ მან ხუთ კანონიერ მეუღლეში ბუნებრივი გრძნობები: მხედველობა და ყნოსვა, სმენა, გემოვნება და შეხება იგულისხმობს, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ყველაფერს ვიმეცნებთ, რაც კი შეგვხვდება; ხოლო მეექვსეში, უკანონოში, ურწმუნოება დაინახოს, რომელიც უმეცრებით და არა ბუნებით, იმ ქალს დაეუფლებოდა. ქრსიტემაც უთხრა მას: „ეს ჭეშმარიტი სთქუ: ხუთ ქმარ გესხნეს“, თითქოსდა ეუბნებოდა: შენ, შენი ხუთი გრძნობა, ქმრობას გიწევდა, რომელთაც ემორჩილებოდი და ისე გიტაცებდნენ, როგორც სურდათ, ანუ საკმარისად იკმაყოფილებდი შენს სურვილებს, რომლებიც ადამიანში ხუთი გრძნობის კარით შემოდიან, მაგრამ რადგან ხანდაზმულობის გამო მოკვდა შენი სხეული, ამიტომ შენ უკვე უარყავი ისინი. და აწ, რომელი გივის, ანუ ურწმუნოება, არა არს ქმარი შენი, ვინაიდან ის შენ ბუნებრივად კი არ გფლობს, არამედ უცნაურად და უცხო სახით.
link
 

თემა: ათეიზმი ურწმუნოება

ათეისტების რწმენა ფანატიკურობით გამოირჩევა. მსოფლიოში ვერ ნახავთ ასეთ მტკიცე ფანატიზმს. ნამდვილ მორწმუნესაც კი შეშურდება ასეთი სიმტკიცე; ათეისტები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ეს საკვირველი, ულამაზესი, ნაირფერი სამყარო, რომელიც ასე ხიბლ... იხილეთ სრულად
link
 

თემა: ათეიზმი ურწმუნოება

მატერიალისტები ხშირად სვამენ ასეთ კითხვას: თუ ღმერთმა თავიდანვე გაიაზრა სამყარო, მაშინ რატომღა დააწესა სიკვდილი? რატომ იღუპებიან ადამიანები? რატომ ისპობა სილამაზე? თუ სიკვდილი გარდაუვალია, გამოდის, რომ სამყარო უაზრო და უმიზნო ყოფი... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ათეიზმი ურწმუნოება

652. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა, რომელსაც ხორციელი ტკივილი ტანჯავდა, თხოვნა გაუგზავნა იმავე ბერს, იოანეს, რათა მას მისი განკურნებისათვის ელოცა. ბერმა უპასუხა: „უფალი მალე განგკურნავს“. მაგრამ მისი განკურნება აყოვნებდა; და ჰქონდა რა ბერისადმი დიდი რწმენა, მას უკვირდა და ამბობდა: „რას უნდა ნიშნავდეს ეს? ბერი არ იტყუება, რამეთუ ღმერთი მისი მეშვეობით ლაპარაკობს, მე კი არ ვიკურნები“. ის მონასტერში მივიდა და დიდ ბერს ჰკითხა ამის თაობაზე.თუ გვრწამს, რომ ღმერთი არ ცრუობს და რომ „ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“ (მარკ. 9, 23), მაშინ როგორ ვერ მიიღე ის, რაც გსურდა? ფარულად ხომ არ სახლობს შენში ურწმუნოება? მე ჭეშმარიტად მრწამს, რომ ყველაფერი, რაც ღმერთმა ძმის, იოანეს მეშვეობით გითხრა, შენზე აღსრულდება. ამიტომ ვთხოვ ქრისტესადმი შენს სიყვარულს, ნუ მიმიზიდავ მე საცხენო იპოდრომისაკენ, ვინაიდან უკვე მოვხუცდი. ამ ნათქვამით იმაზე მიგანიშნებ, რომ შენ, შენივე სიტყვებით, ჩვენთან ერთსულოვნება გქვს; არავინ არ ჰყოფს საკუთარ სულს ორად, და არ ტოვებს ერთს - ერთ, ხოლო მეორეს მეორე საქმიანობაში. მაშ, იცოდე, მე არ ვწყვეტ ღვთისადმი ლოცვას, სანამ ის ჩემთან ერთად არ შეგიყვანს ბჭეთა მისთა აღსარებითა და ეზოთა მისთა გალობითა (ფსალ. 99, 4). მოისმინა რა ეს ქრისტესმოყვარე კაცმა, გაიკვირვა, თუ საიდან იცოდა ბერმა საცხენო იპოდრომის შესახებ (სადაც ის დადიოდა) და ღმერთი განადიდა. ამიერიდან იგი გაურბოდა მსგავს მავნე სანახაობებს.
link
image

თემა: ათეიზმი ურწმუნოება

529. თქვენ თქვით, თუ ექიმს ღვთის სახელით მივმართავთ, ამაში არაფერია დასაძრახიო, და კიდევ თქვით, რომ სჯობს ყველაფერი ღმერთს რწმენითა და სიმდაბლით მივანდოთო. აზრი კი მეუბნება: თუ სხეულით დაავადდები, ექიმს უნდა ეჩვენო, რამეთუ წამლების გარეშე განკურნება შენს ძალებს აღემატებაო; ხან კიდევ: ექიმებს კი არ მიმართო, არამედ წმინდანთაგან ლოცვა-კურთხევა აიღე და მხოლოდ ამით დაკმაყოფილდიო. ამიტომაც გთხოვ, ჩემო გულმოწყალეო მამაო, მითხარი, რომელია ჩემთვის უმჯობესი?ძმაო! ვხედავ, რომ შენ ფიზიკური ავადმყოფობის მკურნალობაზე ბევრს ზრუნავ, და ვფიქრობ, მამები ამაზე არ ზრუნავდნენ. შენი მეორე აზრი პირველს ჯობია, რამეთუ მეორე თავის თავში ღვთის სრულყოფილ რწმენას ატარებს, ხოლო პირველი - ურწმუნოებას; მეორე მოთმინებას გულისხმობს, რომელიც გამოცდილებას წარმოშობს, მისგან კი შეურცხვენელი სასოება იშვება (რომ. 5, 4-5), ხოლო პირველი საკუთარ თავში სულიერ დაძაბუნებას შეიცავს - სულმოკლეობის დას, რომელშიც ეჭვის დედა, ანუ მცირედმორწმუნეობა ბინადრობს და ის ღვთისაგან აუცხოვებს და ღუპავს ადამიანებს; მეორე აზრი ადამიანებს ღვთის მეგობრებად აქცევს, ხოლო პირველი - მტრებად; მეორე ცათა სასუფევლის შუამდგომელია, პირველი - გეენის; მეორე თავის აწევის და ღმერთთან კადნიერი დამოკიდებულების საშუალებას გვაძლევს, პირველი კი სირცხვილით თავის ჩაქინდრვას გვაიძულებს და ადამიანს ღვთის წინაშე გაუბედავს ხდის; მეორე გონებას იკრებს და მთელ თავის საზრუნავს ღმერთს ანდობს, პირველი კი ადამიანს გულის ტყვეობისა და სხვა ბოროტი ფიქრებისაკენ იტაცებს; მეორეს მიერ აღსრულებული საქმე მოყვასის დარიგებას ემსახურება, პირველისა კი მხედველთა მოუძლურებას; მეორე აზრი ასეთი მსჯელობით ხელმძღვანელობს: „ის, ვინც ფარულ სნეულებებს ხედავს, მას ჩემი ავადმყოფობის განკურნებაც შეუძლია“, პირველი კი ღვთისადმი უგუნური დამოკიდებულებითაა აღსავსე და ფიქრობს, რომ მან შეიძლება განკურნოს ის ან არ განკურნოს; მეორე სიმშვიდეს ანიჭებს და მოუწყინებლობას ასწავლის, ხოლო პირველი შფოთს აღძრავს; პირველი ადამიანს აიძულებს, რომ დასახლებებს და გავლენიან პირებს დაუახლოვდეს, ხოლო მეორე - ყოველივე მსგავსს გაურბის; ერთი გულს ნაღვლით ავსებს და ტანჯავს, მეორე კი მადლიერებას ჩააგონებს იმ დიდი ექიმის წინაშე, ვინც ჩვენი სნეულებები იტვირთა და ადამიანის ცხონებას ძლიერ შუამდგომლობს. მე კი, ჩემო გულწრფელო ძმაო, აქამდე, ჩემი სიზარმაცით, ექიმისთვის არ მიმიმართავს და საკუთარი ჭრილობებისთვისაც არ მიმკურნალია, სათნოების გამო კი არა, არამედ სიზარმაცის, რომ ქალაქებსა და დასახლებებს არ მივუახლოვდე, და ვინმე არ დავამძიმო და ჩემისთანა უღირსისათვის არ შევაწუხო, მეშინია რა პასუხისა, რომელსაც მოსალოდნელ ჟამს ჩემისთანებს მოსთხოვენ; მაგრამ ნეტარია, ვინც სათნოებისთვის ითმენს, რამეთუ ის წმიდა იობის მოთმინების თანამონაწილე ხდება. მახსოვს ისიც, რომ მრავალი დედები, იტანჯებოდნენ რა ხორციელი ავადმყოფობებით, ითმენდნენ და ყველაფერს ღმერთს ანდობდნენ. და მე, რომელიც მამად ვიწოდები, მრცხვენია. სისხლმდინარე ქალმა მიატოვა თავისი თავდაპირველი აზრები და მიხვდა, რომ სხეულის ექიმები, რომელთაც მან მთელი თავის ქონება შეალია, მას ვერაფერში დაეხმარნენ, ამიტომ სხვა გადაწყვეტილება მიიღო და უდიდეს სულიერ ექიმს, სულისა და სხეულის მკურნალს მიმართა და მისი სნეულება მანამდე თითქოსდა შეშინდა და გაქრა, სანამ მეუფე უბრძანებდა. ქანაანელმა ქალმაც მიატოვა ამა სოფლის ადამიანები: გრძნეულები, ჯადოქრები და მოგვები, ხედავდა რა, რომ ამაოა მთელი მათი ხელოვნება, და უფალს მიმართა, და შეევედრა: „შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო“ (მათე 15, 22). და ქვეყნის ერთი კიდიდან მეორემდეა ნაქადაგები, თუ რა გაუკეთა მას კაცთმოყვარე ღმერთმა. სხვებს თავს დავანებებ და ამიერიდან ამ ორი ქალის მაგალითით განვისწავლები: იქნებ როდესმე, თუმცა კი გვიან, მეც წარვემატო, რომ მათ რწმენას მივაღწიო და ნეტარებას არ მოვაკლდე. ჩემს შესარცხვენად ეს ორი ქალიც საკმარისია, და საჭირო აღარაა მაგალითისთვის ასისთავის რწმენის და სიმდაბლის მოყვანა, რომელმაც არა მარტო ექიმები და სხვა შემწეები მიატოვა და მეუფესთან მივიდა, არამედ სახლში მისი მიღების ღირსადაც არ მიიჩნია საკუთარი თავი და რწმენით უთხრა მას: „სიტყვით ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაი ესე ჩემი“ (ლუკ. 7, 7-9). დიდი იყო მისი რწმენა და მაცხოვარმა შეაქო ის. ამას კი იმიტომ ვამბობ, რომ საკუთარი თავი შევარცხვინო, რამეთუ ძლიერ არ ვინდომებ, არ ვმოშურნეობ, არ ვცდილობ, ღმერთს არ მივმართავ და მე შეჩვენებულმა, ისიც არ ვიცი, როდის მოიწევა ჩემზე განაჩენი, როდის დამიძახებენ, როდის მოვა საშინელი და ულმობელი ანგელოზი, რათა მრისხანედ მიიღოს ჩემი უბადრუკი სული, და როდის დაიკეტება კარი; არც ის ვიცი, იქნებ იმ ხუთ ქალწულთან ერთად მეც გარეთ მომიწიოს დარჩენა და ღაღადი, მაგრამ აღარავინ მომისმენს. მე რომ ახლა ეს მღრღნის, ეს აშკარაა, და მოწყინება და სიზარმაცე რომ მამარცხებს, არც ესაა საიდუმლო. მაშ რა ვქნა? სასოწარკვეთილებას მივეცე? არა, ნუ იყოფინ! ეს მომაკვდინებელი ცოდვაა. მაგრამ შემიბრალე, ძმაო და ჩემთვის, კუბოში აყროლებული მკვდრისთვის, ცხარე ცრემლები დაღვარე, რადგან ვიცით, როგორი სასარგებლოა ისინი. ჩვენ ეს პეტრე მოციქულის გლოვამ გვასწავლა. და ვინაიდან ვამბობ და კეთილს არაფერს ვაკეთებ, ილოცე ჩემთვის, რათა კეთილმა ექიმმა მეც შემიწყალოს და ჩემი სულის და სხეულის სნეულებები განკურნოს. მას შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.
link
image
image
6
7
8
9
image
image