image
image
22
23
24
25
image
image
Loading..
 

თემა: ეკლესია

1483.შეიძლება ადამიანი იყოს ეკლესიის თავი?არ შეიძლება, რამეთუ ქრისტე ღმერთკაცია, ხოლო ეკლესია ღმერთკაცის სხეული, ამიტომ ეკლესიის თავი შეუძლებელია იყოს ლიტონი ადამიანი.1484.დაადგინა თუ არა უფალმა იესო ქრისტემ მოციქულთაგან რომელიმე დანარჩენ მოციქულთა წინამძღვრად?არა, არავინ დაუდგენია, პირიქით, აფრთხილებდა მათ, რათა მათ შორის არავის ეწოდებებინა თავის თავისთვის სხვა მოციქულთა მოძღვარი ან წინამძღვარი, რამეთუ მათ შორის მხოლოდ ერთია მოძღვარი - ქრისტე, ისინი კი ერთმანეთისთვს მხოლოდ ძმები არიან (მთ.23,8-10).1485.რას იმოწმებენ ისინი, ვინც ამტკიცებს, რომ უფალმა იესო ქრისტემ პეტრე მოციქული დაადგინა მოციქულთა და ეკლესიის თავად?ისინი, იმოწმებენ პეტრე მოციქულისადმი უფალ იესო ქრისტეს მიერ ნათქვამ სიტყვებს:
1. ,,ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა...და მე გეტყვი შენ, რამეთუ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაისანი; და რომელი შეჰკრა ქუეყამასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰხსნა ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა" (მტ.16,17-19).
2. ,,მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რაითა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაი შენი, და შენ ოდესმე მიიქეც და განამტკიცენ ძმანი შენნი" (ლკ.22,32).
3. ,,აძოენ კარავნი ჩემნი ... დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი" (ინ.21,15-17).
1486.როგორ ხსნიან პეტრე მოციქულის მოციქულ თა თავად აღიარების მომხრენი სიტყვებს: ,,შენ ხარ პეტრე, და კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი"?ხსნიან იმგვარად, რომ უფალმა იესო ქრისტემ სიმონ მოციქულს პეტრე ანუ კლდე უწოდა, და რომ ამ კლდეზე, ე.ი. პეტრე მოციქულზე დააფუძნა ეკლესია.1487.არის თუ არა სწორი სწავლება, რომ უფალმა იესო ქრისტემ თავისი ეკლესია პეტრე მოციქულზე დააფუძნა?ეს სწავლება არასწორია:
1. უფამლა იესო ქრისტემ სიმონ მოციქულს პეტრე უწოდა იმისთვის, რომ მის შეკითხვაზე, თუ ვინ ჰგონიათ იგი მოციქულებს, უპასუხა: ,,შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი" და ამით კლდესავით მტკიცე რწმენა გამოხატა უფალ იესო ქრისტეს ღმრთიურობის მიმართ, ამიტომ სიტყვა ,,პეტრე" ამ შემთხვევაში ნიშნავს ადამიანს, რომელმაც გამოხატა ურყევი რწმენა.
2. კლდეს კი, რომელზეც უნდა დაფუძნებულიყო ქრისტეს ეკლესია, უნდა ვიგულისხმოთ არა პეტრე ადამიანი, არამედ მისი რწმენა, რომ უფალი იესო ქრისტე არის ძე ცოცხალი ღმრთისაი.
1488.საიდან არის ცნობილი რომ უფალმა იესო ქრისტემ კლდეში, რომელზეც სურდა თავისი ეკლესიის აღმართვა,პეტრე მოციქული კი არ იგულისხმა, არამედ რწმენა მისი ღმრთაებრიობისა?ეს ცნობილია წმიდა წერილიდან და წმინდა ზეპირი გარდმოცემიდან.1489.წმიდა წერილის რომელ წიგნშია ნათქვამი ეკლესიის დაფუძნებაზე?ამის შესახებ ნატქვამია პავლე მოციქულის პირვე ეპისტოლეში კორინტელთა მიმართ, სწორედ იმ აზრით, რომ საფუძველი სხუაი ვერვინ ხელ-ეწიფების დადებად გარეშე მისსა, რომელი-იგი დადებულ არს, რომელ არს ქრისტე" (3,11).1490.რატომ მიაპყრო პავლე მოციქულმა განსაკუთრებული ყურადღება იმას, რომ უფალი იესო ქრისტე არის საფუძველი ეკლესიისა?მიაპყრო იმიტომ, რომ კორინთოს ეკლესიაში თავი იჩინა განყოფამ პავლეს, პეტრეს და აპოლოსის მიმდევრებად და წმიდა პავლემ მიუთითა, რომ არც თვითონ, არც პეტრე და არც აპოლოსი, კი არ არიან ეკლესიის საფუძველნი, არამედ ერთადერთი უფალი იესო ქრისტე და რწმენა მისი ღმრთიურობისა არის საფუძველი ეკლესიისა (Iკორ.3,3-11).1491.წმიდა მამათაგან რომელმა ჩაწერა ზეპირი გარდმოცემა ეკლესიის საფუძველის შესახებ?მრავალმა წმიდა მამამ ჩაწერა, მაგრამ განსაკუთრებით გამორჩეულნი არიან:
1. ნეტარი ავგუსტინე. წიგნში ,,ღმრთის სიტყვის შესახებ" უფალ იესო ქრისტეს სიტყვებს რომელიც კლდეს შეეხება, ის განმარტავს ამგვარად: ,,იმ კლდეზე, რომელიც შენ აღიარე სიტყვებით:შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისა, - აღვაშენებ ეკლესიას, ანუ იმ სარწმუნოებაზე, რომელიც შენ აღიარე";
2. წმიდა მამა იოანე ოქროპირი, მარკოზის სახარების შესახებ თავის ორმოცდამეცამეტე ქადაგებაში, ამბობს: ,,ამ კლდეზე ავაგებ ჩემს ეკლესიას, ე.ი. პეტრე მოციქულის რწმენაზე".
3. წმიდა მამა ამბროსი ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს განმარტებაში ამბობს:,,ამ კლდეზე არვმართავ ჩემს ეკლესიას, რაც მართლმადიდებლური სარწმუნოების აღიარებას ნიშნავს" -ამგვარად გვასწავლის ეკლესიის ყველა წმიდა მამა.
განმარტება:
ამიტომ ახალი ტაძრის კურთხევის დროს იგალობება: ,,ჰოი, მრავალმოწყალეო, რომელმან კლდესა ზედა აღაღე ეკლესიაი შენი, შეიწირე ტაძარსა ამას შინა ლოცვანი ჩვენნი".
1492.ვის ვუწოდებთ ეკლესიის წმიდა მამებს?წმიდა მამებს, ამ სიტყვის ფართო გაგებით, ვუწოდებთ ძველი და ახალია აღთქმის ყველა მამამთავარს, წინასწარმეტყველთ და ეკლესიის დამსახურებულ მოღვაწეებს, ვიწრო გაგებით კი, ესენი არიან ქრისტიანობის პირველი საუკუნეების გამოჩენილი ეპისკოპოსები და მღვდლები, რომლებმაც განსაკუთრებით იღვაწეს ეკლესიის წიაღში.1493.რატომ იყო შეუძლებელი უფალ იესო ქრისტეს თავისი ეკლესია პეტრე მოციქულის პიროვნებაზე აღემართა?1. ეკლესიის აღმართვა შეუძლებელია ადამიანზე, ვინც უნდა იყოს ის, რამეთუ ადამიანები, თვით მომავალი წმიდანებიც კი შესაძლოა ცდებოდნენ;
2. უფალმა იესო ქრისტემ კლდეზე ეკლესიის დაფუძვნების თაობაზე თავისი სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, მყისვე უბრძანა პეტრეს: ,,წარვედ ჩემგან, სატანა, საცდურ ჩემდა ხარ!" (მთ.16,23)
3. პეტრე მოციქულმა სამჯერ უარყო უფალი იესო ქრისტე. (ლკ.22,56-60)
1494.რა იგულისხმება სიტყვებში: ,,და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაისანი"?ამ სიტყვებში უნდა ვიგულისხმოთ:
1. ხელმწიფება შეკვრისა და განხსნისა, ე.ი. ცოდვათა შენდობისა ან მიტევებისა.
2. დაადოს ეკლესიურუ სასჯელი ან მიუტეოს.
1495.მხოლოდ პეტრეს მისცა უფალმა იესო ქრისტემ განხსნის ან შეკვრის ხელმწიფება?არა, არამედ ყველა მოციქულს უბრძანა: ,,ამენ გეტყვი თქუენ: რომელი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი განჰხსნათ ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა; (მთ.18,18); სხვა შემთხვევაში ასე უბრძანა ყველა მოციქულს: ,,მიიღეთ სული წმიდაი. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნა მათ, უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ" (ინ.20,22-23).1496.როდის უთხრა უფალმა იესო ქრისტემ პეტრე მოციქულს: ,,მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რაითა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაი შენი, და შენ ოდესმე მიიქეც და განკაცენ ძმანი შენნი" (ლკ.22,32)?ეს სიტყვები უფალმა იესო ქრისტემ წარმოთქვა საიდუმლო სერობის დასასრულს, როდესაც ემშვიდობებოდა მოციქულთ და ამასთანავე იწინასწარმეტყველა, რომ პეტრე სამგზის უარყოფდა მას.1497.ამ სიტყვებით უფალმა იესო ქრისტემ პეტრე მოციქული ყველა დანარჩენი მოციქულის და ყველა ეკლესიის თავად დაადგინა?არა, არამედ იმის თქმა ენება მათთვის, რომ მას შემდეგ, რაც პეტრე მოციქული უარყოფს მას, ოუდასაგან განსხვავებით, რწმენას არ დაკარგავს, არამედ მოექცევა და სწორედ თვისი მოქცევით განამტკიცებს რწმენაში დანარჩენთ.
link
image

თემა: ეკლესია

836. ჩემო მამაო! თქვენი წმინდა სიტყვების მეოხებით ეკლესიამ ღვთისაგან დიდი დახმარება მიიღო. ზოგიერთი მისი შეურაცხმყოფელი და ეკლესიის წევრებზე თავდამსხმელი მშვიდობას და პატიებას ითხოვს მოყენებული შეურაცხყოფებისთვის; ამასთანავე, გვპირდება, რომ ჩვენს მოთხოვნებს დაააკმაყოფილებს და ჩვენს მოწინააღმდეგეებს დაამშვიდებს. როგორ მიბრძანებ: მივიღო ისინი, თუ არა?თუ ითხოვენ, მიიღე მისი გულისთვის, ვინც ერთმანეთის პატიება გვიბრძანა (ლუკა 6, 37) და დაუშვი, რომ დასაჯონ ისინი, მაგრამ არა დაუნდობლად და ულმობელად, არამედ დაინდე და ზომიერების მაგალითი მიეცი მათ, რათა ყველას საკუთრება სამართლიანად იყოს დაცული.
link
image

თემა: ეკლესია

833. მისივე თხოვნა დიდი ბერისადმი: მეუფეო! მე არ ვეწინააღმდეგები იმას, რასაც შენ მიბრძანებ; მაგრამ ილოცე ჩემთვის, რომ ღმერთი შემეწიოს და დამიფაროს წინააღმდგომი განსაცდელებისაგან.ვიცი, რომ არაფერს წარმოვადგენ და არც ისეთი ლოცვა მაქვს, როგორიც ღმერთს უნდა; მაგრამ, საერთოდ, ის ვინც ვინმესგან ლოცვას ითხოვს, მან თავისი მცირედი შრომაც უნდა შეურთოს მის ლოცვას, რამეთუ დაწერილია: "ფრიად შემძლებელ არს ლოცვაი მართლისაი შეწევნად" (იაკ. 5, 16), ანუ, ვინც ლოცვას ითხოვს, ის უნდა შეეწიოს ლოცვას. ასე რომ, თქვენმა ანგელოზმა უნდა იცოდეს, რომ ღმერთმა წმინდანთა ლოცვებით არაერთხელ დაგიფარათ და გიფარავთ. მაგრამ დაუკვირდი იმას, როგორ ლოცულობს შენზე დიაკონი, როდესაც მოციქულის სიტყვებს წარმოთქვამს: "ურცხვენელად წარმართებად სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა" (2 ტიმ. 2, 15) და შენც ურცხვენელად წარმართე. ნუ შეგრცხვება ძლიერი ადამიანისა, არც არავის სათნო ეყო და ღვთისა და ადამიანების წინაშე მადლს მიიღებ. ასევე, ადამიანურად ნუ ბრძნობ, რამეთუ ყველანაირი ადამიანური საქმე, რომელიც ღვთისნიერად არ აღესრულება, საზიზღრობაა ღვთის წინაშე. დაე, ნურავის გაანაწყენებს შენი ეკლესია, არამედ, დაე, ის ყოველგვარი სამართლიანობის ნიმუში იყოს და ღმერთი იქნება შენში და შენ ღმერთში. ის კი ყოველგვარი ბოროტებისაგან და მტრის ყველა მახეებისაგან დაგიფარავს. უფალი ჩვენი იესო ქრსიტე იყოს შენს სულთან, ამინ.834. მანვე, უგულებელყო რა ეკლესიის ზოგიერთი უფლება, ნაცნობ პირებთან კაცთმოთნეობის გამო, ღვთის დაშვებით, განსაცდელს გადაეცა და დამწუხრებულმა, შეკითხვა გაუგზავნა იმავე დიდ ბერს.მან შემდეგი პასუხი გასცა: ისე უბრალოდ, ღვთის ნების გარეშე, ეს ღალატი არ მოხდებოდა, ამიტომ გამოვიკვლიოთ ჩვენი გული, ღვთის რომელი მცნება დავარღვიეთ და მივხვდებით, რატომ აღმოვჩნდით განსაცდელში.835. მისივე თხოვნა: ვიცი, წმინდა მამაო, რომ მე ზიანი მივაყენე ჩემს სულსაც და ღვთის წმინდა ეკლესიასაც. ის მრავალი რთული საქმეებით დამძიმდა. მისი მოწინააღმდეგენი მრავალრიცხოვანნი და ძლიერნი არიან. მე რომ მათი შეწინააღმდეგება მოვინდომო, ამას ზიანი მოჰყვება და, ადამიანურად თუ ვიმსჯელებთ, გამოსწორების შესაძლებლობას ვერ ვხედავ, თუმცა "ყოველივე შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ" (მარკ. 10, 27). ამიტომ, გევედრები მეუფეო, ითხოვე ჩემთვის შენდობა, დამეხმარე მე და მას (ეკლესიას), და თუ გსურს, ეს მწუხარება სიკეთედ შემიცვალე, რამეთუ შენ ეს შეგიძლია.თუკი ყოველივე შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ (მარკ. 10, 27) და ჩვენ ასე გვრწამს, მაშინ ჩვენი ძალისაებრ მივენდოთ მას და ის ჩვენს მოწინააღმდეგეებს გაანადგურებს. რამეთუ "უფალმან განაქარვნის ზრახვანი წარმართთანი და შეურაცხ-ჰყვნის გულის სიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ჰყვნის ზრახვანი მთავართანი" (ფსალ. 32, 10-11). განამტკიცე ჭეშმარიტება, იღვაწე მისთვის და ღმერთი დაგიცავს მისი მოწინააღმდეგეებისგან. ისინი შენ ხორციელად გეწინააღმდეგებიან, ხოლო შენ სულიერად აღუდექი წინ; ანუ ყოველი საქმისათვის ღვთისგან ლოცვა-ვედრებით ითხოვე შეწევნა. თამამად ამხილე, შერისხენ და ნუგეშინის-ეც (2 ტიმ. 4, 2), როგორც სულიერ მოძღვარს შეეფერება. ნუ შეუშინდები მათ. ისინი, ვინც ჩვენსკენ არიან, ბევრად აღემატებიან მათ, ვინც იმათკენაა (4 მეფ. 6, 16). ისინი ეშმაკთან და მათსავით ვნებიან ადამიანებთან იმყოფებიან, ჩვენ კი ღმერთთან და მის წმინდანებთან ვართ. ჩვენ ღვთის იმედი გვაქვს, რომელიც ამბობს: "არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ" (ებრ. 13, 5) და "იგი შემძლებელ არს უფროის ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ, გინა თუ ვსცნობთ" (ეფეს. 3, 20); და აღსრულდება ჩვენზე: "ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა, და სასოებაი მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა" (ფს. 145, 5), ხოლო იმათ ადამიანების იმედი აქვთ, "რომელთა თანა არა არს ცხორებაი" (ფსალ. 145, 3). ასე რომ, მცირედი უსიამოვნება თუ შეგვემთხვევა, არაფრად ჩავაგდოთ ის, ადამიანის ნუ შეგვრცხვება და ნუ დავუთმობთ მას, რამეთუ სხვაგვარად ღმერთს ვარისხებთ; არამედ მტკიცედ დავდგეთ ჭეშმარიტების მხარეს და მოწინააღმდეგეები არ დააყოვნებენ შენს ფერხთით დაცემას; და განდიდდება ღმერთი, რომელიც ყოველთვის იდიდება თავის მონების მიერ. დაე, წმინდანები ღვთისადმი თავიანთი ლოცვებით თქვენი თანამებრძოლები იყვნენ. ურცხვენელად წარმართე, როგორც მოისმინე, ჭეშმარიტების სიტყვა, ვითარცა ღვთის ეპისკოპოსმა და ადამიანები შენს წინაშე, როგორც ღვთის ჭეშმარიტი მონის წინაშე, შიშით, ძრწოლით და სიყვარულით დაეცემიან. რამეთუ ღვთის მოშიშნი საშიშნი არიან ადამიანებისთვის, ისევე როგორც მისი ანგელოზები ეშმაკებისთვის. მაშ, ნუ შეშინდები, რამეთუ შენთანაა ღმერთი და მისი მადლი. მიიღე მაღლიდან ძალა, რომელიც წმინდა მოციქულებმა ჩვენი ღმერთის, ქრისტეს მადლით მიიღეს და მისი მადლი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შენთან იქნება. მოგესალმები წმინდა ამბორით, მოგესალმები სულიწმინდით და გთხოვ, ილოცე ჩემთვის, ღვთის გულისათვის.
link
image

თემა: ეკლესია

844. ეპისკოპოსის, მეორე ბერის, იოანესადმი. წარჩინებულ მოქალაქეებს ჩემთან შეთანხმებით ეკლესიაში სიახლის შემოტანა სურთ და იმ ღვინოზე, რომელიც ახლომდებარე ნავსადგურში შემოდის, გადასახადის (ბაჟის) დაწესებას აპირებენ. ზოგი გვირჩევს, რომ ბაჟი მთლიანად ეკლესიის სარგებელს მოვახმაროთ და ამბობენ, რომ ეს მას დიდ შემოსავალს მოუტანს. გვიბრძანებ ბაჟის აღებას თუ არა?ეკლესიამ ბაჟი არ უნდა აიღოს, რამეთუ ეს ერისკაცების საქმეა. მაგრამ უთხარი მათ: რადგან ჩვენ ქრისტიანები ვართ, არაა საჭირო ხალხის აზრის მოსმენა, არამედ თვით მაცხოვარს უნდა გავყვეთ, რომელიც ამბობს: „ყოველი, რომელი გინდეს თქუენ, რაითა გიყონ კაცთა, ეგრეცა თქუენ ყავთ მათა მიმართ“ (მათე 7, 12). უნდა იცოდეთ, რომ ეკლესიის საკუთრება ღმერთს ეკუთვნის და ამიტომ თქვენთვის არ იქნება სასარგებლო მისი შემოსავლებიდან რაიმეს მოკლება, რამეთუ ვაი იმას, ვინც მას რაღაცაში დააზარალებს.
link
image

თემა: ეკლესია

839. რადგან ე.წ. ხარკის ამკრეფნი ჩვენს ქალაქშიც მოდიან და ყოველთვის ეძიებენ, რომ ძღვენს მიიღებენ ეკლესიისგან, ამიტომ საგონებელში ვარ ჩავარდნილი და არ ვიცი როგორ მოვიქცე. თუ გავუგზავნი, მეშინია ღვთის წინაშე შეცოდებისა, რამეთუ არამართებულად გავცემ იმას, რაც გლახაკებს ეკუთვნის; თუ არ გავუგზავნი, მაშინ ბრალს დამდებენ გამგებლების წინაშე. რას მიბრძანებ, როგორ მოვიქცე?ხარკის ამკრეფნი ადამიანური ხელისუფლების მსახურნი არიან და მათთვის ძღვენის გაგზავნა ადამიანური შიშის ნიშანია. თუ გვინდა მათი არ გვეშინოდეს, მაშინ ღვთის შიშით მტკიცედ უნდა დავდგეთ ჭეშმარიტების მხარეს და მოციქულს მოვუსმინოთ, რომელიც ამბობს: „გნებავს თუ, რაითა არა გეშინოდის ხელმწიფებისაგან? კეთილსა იქმოდე და მოიღო ქებაი მისგან“ (რომ. 13, 3). ხოლო ბრალდებაზე ნუ ზრუნავ. წერილი ამბობს: „რომელნი-იგი ძვირსა იტყოდიან თქუენთვის, ჰრცხუენოდის, რომელნი-იგი ჰმძლავრობენ თქუენსა მას კეთილსა ქრისტეს მიერ სლვასა“ (1 პეტ. 3, 16) და კიდევ: „უკეთუმცა კაცთაღა სათნო ვეყოფვოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ“ (გალ. 1, 10).
link
image

თემა: ეკლესია

849. ეკლესიის კანონმდებლობა გვიანი საღამოს და ასევე წარმართულ დღესასწაულთა სანახაობებს კრძალავს (სანახაობები, თამაშები და წარმოდგენები აკრძალულია მე-6 მსოფლიო კრების 24-ე და 51-ე კანონით და კართაგენის კრების 57- ე კანონით, - შენიშვ). ხოლო გამგებელს მისი დარღვევა სურს; რას მიბრძანებ, რა მივწერო მას ამის შესახებ?ასე მისწერე მას: მოციქულის სიტყვის თაანხმად, შენ ღვთის მსახური ხარ“ (რომ 13, 4) და ნაბრძანები გაქვს მისი მცნებების დაცვა ისევე, როგორც მე მაქვს ნაბრძანები. ამრიგად, ჩვენ ეკლესიის უფლებების და უპირატესობის დაცვა ღვთის სადიდებლად და ჩვენს საქებრად მოგვეთხოვება. გვიყვარხართ რა, როგორც ჩვენი მეგობარი, შეგახსენებთ ამას, რამეთუ ქრისტიანებს და თქვენნაირ ქრისტესმოყვარე პიროვნებებს არ შეჰფერით ის, რომ ადამიანური გართობები, რომლებიც სულს აზიანებენ, ღვთის მსახურებას ამჯობინონ.850. კონსტანტინოპოლში მცხოვრები ჩვენი მოქალაქე, ვიღაც ცნობილი და ძლიერი პიროვნება, ძალიან ცდილობს, რომ ეს სანახაობები ჩვენთან შემოიტანოს, ამიტომ ხომ არ მიბრძანებ რაიმე მივწერო მას? ხოლო თუ ის ზიანის მოყენებას შეეცდება, ილოცე, რომ მან ეს ვერ შეძლოს.მისწერე მას ასე: ჩემო შვილო, მთელი ჩვენი ლოცვა იმაში მდგომარეობს, რომ ღმერთმა ქრისტიანული რწმენა და ხალხში მისდამი შიში გაამრავლოს და რომ ეკლესიის რქა აღამაღლოს. ის ჩვენი ცხონების იმედია. ჩასწვდი იმას, საჭიროების შემთხვევაში, საიდან ვიღებთ დახმარებას თუ არა ეკლესიისა და წმინდანთა ლოცვებისაგან. ვინც მას მიმართავს, ის საჭიროების შემთხვევაში პოულობს დახმარებას და ლოცვებს. ყველანაირი სანახაობა კი შინაარსით სხვა არაფერია, თუ არა ეშმაკის ხაფანგები. ვინც მათ მოწყობაზე ზრუნავს, ის ქრისტეს სამწყსოსაგან განვარდება და ეშმაკის კერძი ხდება. ჩვენ კი ვიცით, რომ თქვენ, ქრისტეს ეკლესიის შვილები, ყოველთვისაც მისთვის სათნო საქმეების კეთებას ცდილობთ და არ გჭირდებათ სწავლა; მაგრამ მხოლოდ შეგახსენებთ, რომ იმათთან ურთიერთობაში არ შეხვიდეთ, რომლებიც ეშმაკისეული სანახაობების დაწესებას ესწრაფვიან. რამეთუ, საჭიროების შემთხვევაში, ისინი ვერანაირ სარგებელს ვერ მოიტანენ, არამედ მხოლოდ იმათ დაღუპავენ, ვინც მათკენ მიისწრაფვიან. თუ ვინმეს გული ღვთისკენაა მიმართული და განწყობილია, რომ მისთვის სათნო დაწესებულებები მოაწყოს, ასეთი ადამიანი კადნიერად მოუხმობს მას მწუხარების დღეს და უფალი მოუსმენს მას, რამეთუ ის, ვინც თითოეულს თავის საქმეების მიხედვით მიუზღავს. თქვენ იცით, რომ „წარვალს ხატი ამის სოფლისაი“ (1 კორ. 7, 31), ღვთის რწმენა კი უკუნისამდე რჩება.

მისწერე მას ეს და იღვაწებ რა ღვთის რწმენისთვის და გეყოლება დამხმარედ ღმერთი, ნუ შეგეშინდება ადამიანებისაგან დაზარალებისა; რამეთუ მისი მოწინააღმდეგენი დაინთქმებიან, როგორც ფარაონი მეწამულ ზღვაში, ხოლო მისი უეჭველი მორწმუნე უძრავად იდგება მყარ კლდეზე.
link
 

თემა: ეკლესია

1513.პეტრე მოციქული თუმცა არ იყო ეკლესიის წინამძღოლი, მაგრამ ხომ არ სარგებლობდა განსაკუტრებული პატივისცემით მოციქულთა კრებაზე?პეტრე კოციქული განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა თავისი ხანდაზმულობის, აგრეთვე, გულმოდგინების და მოშურნეობის გამო.1514.პეტრეს გარდა, თუ სარგებლობდნენ განსაკუთრებული პატივისცემით სხვა მოციქულები?განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდნენ აგრეთვე, იაკობ და იოანე მოციქულრბი, რომლებიც ოეტრესთან ერთად იწოდებოდნენ ვითარცა სვეტნი ეკლესიისა. (გალ.2,9)1515.მოგვიანებით ვინ იდვა თავს უმეტესი ღვაწლი ეკლესიაში მოციქულთა შორის?მოგვიანებით უმეტესი ღვაწლი ეკლესიაში თავს იდვა პავლე მოციქულმა, ამიტომაც ქრისტიანები პეტრე და პავლე მოციქულებს მოციქულთა თავებად მიიჩნევენ.1516.ეკლესიის ასეთი განსაკუთრებული პატივისცემა პეტრე, იაკობ, იოანე და პავლე მოციქულებისადმი, ნიშნავს იმას, რომ ეს წმიდა მოციქულები დანარჩენ მოციქულთა და მთელი ეკლესიის თავნი იყვნენ?არა, რამეთუ შეუძლებელია ეკლესიას ერთდროულად ოთხი წინამძღოლი ჰყოლოდა. მას ჰყავდა და ჰყავს ერთადერთი წინამძღოლი უფალ იესო ქრისტეს სახით.1517.რის საფუძველზე შეიქმნა სწავლება მთელ ეკლესიაზე პეტრე მოციქულის პირველობისა?ამ სწავლების შექმნას ის საფუძველი ჰქონდა, რომ ქალაქ რომის ეპისკოპოსი, რომლის კათედრა იმპერიის დედაქალაქში იყო, ეცნოთ ყველა ეკლესიის წინამძღოლად.1518.კიდევ რა მტკიცებები მოჰყავთ იმ მიზნით, რომ ქალაქ რომის ეპისკოპოსი მიიჩნეოდეს ყველა ეკლესიის წინამძღოლად?ამ მიზნით, ამტკიცებენ, რომ ვინაიდან პეტრე მოციქული იყო რომის პირველი ეპისკოპოსი, მისი მომდევნო რომის ეპისკოპოსები, როგორც მისი მემკვიდრენი, მის შემდეგ იმკვიდრებენ წინამძღოლობას ყველა ეკლესიისა.1519.მტკიცდება რაიმეთი, რომ პეტრე მოციქული რომში იმყოფებოდა?დიახ მტკიცდება ზეპირი გადმოცემით მისი მოწამებრივი აღსასრულის შესახებ; 67 წელს ის თავქვე აცვეს ჯვარს.1520.პეტრე მოციქულის მოწამებრივი აღსასრული რომში იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ ის რომის პირველი ეპისკოპოსი იყო?იმის საფუძველზე, რომ პეტრე მოციქული წამებით აღესრულა რომში, არ შიეძლება ვამტკიცოთ, თითქოს ის აგრეთვე ქალქ რომის პირველი ეპისკოპოსიც იყო, რამეთუ პავლე მოციქული ხანგრძლივი დროის მანძილზე მოღვაწეობა რომში და რომშივე აღესრულა მოწამებრივად, მაგრამ რომის ეპისკოპოსი არ იყო.
განმარტება:
პავლე მოციქულის მოღვაწეობას რომში მოწმობს წმიდა წერილი: საქ. 28, 16-31; II ტიმ. 1,17. რომში წმიდა პავლემ დაწერა რამდენიმე ეპისტოლე.
1521.ჰქონდათ წმიდა მოციქულებს მუდმივი ადგილსამყოფელი?არა, არ ჰქონდათ, არამედ მთელს ქვეყანაზე მიმოვიდოდნენ, ქადაგებდნენ ქრისტიანულ მოძღვრებას, ხოლო იქ, სადაც ქრისტიანთა შედარებით დიდი ჯგუფი შეიკრიბებოდა, ხელს ასხამდენე და დაუდგენდნენ ეპისკოპოსებს, შემდეგ კი სხვა ადგილებში მიდიოდნენ სახარების საქადაგებლად.1522.სხვა მოციქულრბთან შედარებით რომელი მოციქული ცხოვრობდა მრავალი წლის განმავლობაში ერთ ადგილზე?მხოლოდ იოანე მოციქულთან დაკავშირებითარის ჩვენთვის ცნობილი, რომ სხვადასხვა ადგილებში მოღვაწეობის შემდეგ, ის დასახლდა ქალაქ ეფესოშო, სადაც მრავალი წელი დაჰყო და იქვე აღესრულა კიდეც.1523.რომელ ქვეყნებსა და ქალაქებში მოღვაწეობდა წმიდა წერილის მიხედვით პეტრე მოციქული?წმიდა წერილში მითითებულია შემდეგი ადგილები:
1. იერუსალიმი (საქ. მრავალ ადგილზე);
2.სამარია(საქ.8,14);
3.ლიდია(საქ.9,32);
4.იოპია(საქ.9,43);
5.კასარია(საქ.10,24);
6.ანტიოქია(გალ.2,11);
7.ბაბილონი(Iპეტრ.5,13).
განმარტება:
ქალაქი ბაბილონი მდებარეობდა მდინარე ევფრატზე და ბაბილონის სახელმწიფოს, მოგვიანებით ასურეთის, მთავარ ქალაქს წარმოადგენდა. ასევე უწოდებდნენ ბაბილონს ეგვიპტის მთავარი ქალაქის - ალექსანდრიის გარეუბანს; აქედან გამომდინარე, ეგვიპტეში ერთ-ერთი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი ,,ბაბილონის ეპისკოპოსის" ტიტულს ატარებდა. პეტრე მოციქულმა თავისი პირველი ეპისტოლე ბაბილონში დაწერა. რომელი ბაბილონი იყო ეს დარწმუნებით ამის თქმა არ შეიძლება. პეტრე მოციქულის მოციქულთა წინამძღვრობის შესახებ სწავლების მიმდევრები ამტკიცებენ, რომ მოციქული ამ დასახლებაში ქალაქ რომს გულისხმობდა.
1524.რა ადგილებია ჩვენთვის ცნობილი გადმოცემიდან, სადაც წმიდა პეტრე მოღვაწეობდა?თანახმად ზეპირი გადმოცემისა, შემდეგი ადგილებია ცნობილი: შავი ზღვის სამხრეთი სანაპირო, ქალაქი ალექსანდრია ეგვიპტეში და ქალაქი რომი იტალიაში.1525.არსი რაიმე საფუძველი იმისა, რომ ქალაქ რომის ეპისკოპოსი პეტრე მოციქულის ერთადერთ მემკვიდრედ ჩაითვალოს?უსაფუძვლოა მივიჩნიოთ, რომ ქალაქ რომის ეპისკოპოსი პეტრე მოციქულის ერთადერთი მემკვიდრეა, რამდენადაც ის ეპისკოპოსები, რომლებიც პეტრე მოციქულის მიერ იყვნენ დადგენილნი სხვადასხვა ადგილებში, მის მემკვიდრეებად ითვლებიან, და ამიტომ ყველა მათგანს შეეძლო თანაბარი უფლებით მოეთხოვა წინამძღოლობა მთელს ეკლესიაზე.1526.ვინ არის მოხსენიებული უძველეს ხელნაწერებში ქალაქ რომის პირველ ეპისკოპოსად?უძველეს ხელნაწერბში ქალაქ რომის ეპისკოპოსად პირველად მოხსენიებულია ეპისკოპოსი ლინიოსი და არა პეტრე მოციქული; პეტრე მოციქულის სახელი ეპისკოპოს ლინიოსის სახელის წინ მიწერილ იქნა მხოლოდ გვიანდელი ხანის ხელნაწერებში.1527.შეიძლება ვაღიაროთ სწავლება ქალაქ რომის ეპისკოპოსის მეთაურობისა მთელს ქრისტიანულ ეკლესიაზე?შეუძლებელია, რამეთუ უფალ იესო ქრისტეს არასოდეს დაუდგენია ვინმე ეკლესიის ხილულ წინამძღოლად, ამიტომ ასეთი წინამძღოლი არ არსებობს და არც შეიძლება იყოს ვინმე, მათ შორის ქალაქ რომის ეპისკოპოსიც.1528.რა მიზნით აღმოცენდა სწავლება გარდაუვალი აუცილებლობის შესახებ უმაღლესი ხილული წინამძღოლის არსებობისა ქრისტეს ეკლესიაში?აღმოცენდა იმის გამო, რომ დაკნინდა რწმენა ეკლესიის უხილავი თავის, ანუ უფალ იესო ქრისტეს მიმართ, რომელიც ჰგიებს და მოქმედებს ეკლესიაში. აგრეთვე მის მიმართ სიყვარულის დაკნინების გამო.1529.ვინ უნდა ვირწმუნოთ ეკლესიის ერთადერთ უმაღლეს წინამძღვრად?უნდა ვირწმუნოთ ეკლესიის მხოლოდ ერთადერთი უხილავი წინამძღოლი ისევე, როგორც გწამს ღმერთი, თუმცა მას ვერ ვხედავთ. ეს წინამძღოლი მხოლოდ და მხოლოდ უფალი იესო ქრისტეა, რომელიც არის ერთადერთი, წმიდა, უბიწო და მარადი მღვდელმთავარი და ჩვენი უმაღლესი სულიერი მწყემსი (ეფ.1,22-23; კოლ.1,18; ებრ.3,1; 4,14; 5,5-6; 7,26).1530.წმიდა მოციქულთა აღსრულების შემდეგ, ვის აქვს ზოგადსაეკლესიო ხასიათის საკითხთა გადაწყვეტის უფლება?ზოგადსაეკლესიო ხასიათის საკითხების გადაჭრის უფლება აქვს მსოფლიო საეკლესიო კრებებს.
link
image

თემა: ეკლესია

ძველად წმიდა მამები თავდაპირველად უდაბნოში გადიოდნენ და მოსაგრეობას შედგომილნი თავიანთი ვნებებისაგან იცლებოდნენ. მათ საკუთარი გეგმები და პროგრამები არ გააჩნდათ, მთლიანად ღვთის განგებას ენდობოდნენ და ყოველგვარ წოდებასა და ძალაუფლებ... იხილეთ სრულად
link
 

თემა: ეკლესია

1543. რატომ არის ეკლესია მხოლოდ ერთი?იმიტომ, რომ უფალი იესო ქრისტე მუდამ საუბრობდა მხოლოდ ერთი ეკლესიის, მისი ერთი უმაღლესი მწყემსის შესახებ, აგრეთვე დააარსა მხოლოდ ერთი ეკლესია.
განმარტება:
უფალმა იესო ქრისტემ ბრძანა: ,,მე ვარ მწყემსი კეთილი… სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოისაგანნი იგინიცა ჯერ არიან მოყვანებად ჩემდა… და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს” (ინ.10,14,16). მწყემსში ის საკუთარ თავს გულისხმობდა.
1544. თუ ქრისტეს ეკლესია მხოლოდ ერთია, რისი დაცვაა აუცილებელი მასში? მასში აუცილებელია შინაგანი ერთიანობის დაცვა1545.რაში მდგომარეობს ეკლესიის ერთიანობა?მდგომარეობს იმაში, რომ 1.მისი წევრები უფალ იესო ქრისტეს მიიჩნევენ, როგორც თავიანთ საერთო თავს, რომელთან ერთადაც ერთ სხეულს შეადგენენ,
2. ისინი აღიარებენ ერთ მოძღვრებას,
3.ისინი განიწმიდებიან ერთი სული წმიდით, ერთი და იგივე წმიდა საიდუმლოებებთან ზიარებით,
4.ისინი ერთსა და იმავე საერთო წესებს იცავენ.
1546.პასუხობს მოძღვრებას ერთიანი ეკლესიის შესახებ მართლმადიდებლური ლოცვა: ,,კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის”?პასუხობს, რამდენადაც ეს ლოცვა იკითხება ადგილობრივ და ეროვნულ ეკლესიებში, რომლებიც ქრისტეს ერთიანი ეკლესიის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ.1547.ხომ არ ეწინააღმდეგება ადგილობრივი და ეროვნული ეკლესიების წარმოქმნა ერთიანობას?არ ეწინააღმდეგება, თუ ისინი საერთო მოძღვრებას და საერთო წესებს იცავენ.1548.რით აიხსნება ადგილობრივი და ეროვნული ეკლესიების წარმოქმნა? აიხსნება იმით,
1.რომ, არსებობს სხვადასხვა ხალხები, რომელთაგან თითოეული მოწოდებულია ეზიაროს ქრისტიანულ სარწმუნოებას და აქვს უფლება იღვაწოს ქრისტს ეკლესიაში;
2.რომ თითოეულ ხალხს აქვს მშობლიური ენა და აქვს უფლება ილოცოს და ღმრთისმსახურება აღასრულოს მშობლიურ ენაზე, რამეთუ ღმერთს ყველა ენა ესმის;
3.რომ წმიდა მოციქულებმაც, სული წმიდის მოფენით ამეტყველდნენ რა სხვადასხვა ენებზე, საერთო სარწმუნოებაზე დაყრდნობით, დააფუძნეს სხვადასხვა ადგილობრივი და ეროვნული ეკლესიები.
1549.როელი მთავარი ადგილობრივი ეკლესიები იყო მოციქულების დროს?მოციქულთა დროს იყო:
1.იესრუსალიმის ეკლესია პალესტინელთათვის (საქ.1),
2.ანტიოქიის ეკლესია სირიელთათვის (საქ.11),
3.ეფესოს ეკლესია მცირე აზიის დასავლეთი ოლქებისთვის (საქ.19),
4.კორინთოს ეკლესია ჩრდილო საბერძნეთისთვის (IდაIIეპისტოლეები კორინთელთა მიმართ; საქ.18),
5.თესალონიკის ეკლესია ჩრდილო საბერძნეთისთვის (IდაI ეპისტოლე თესალონიკელთა მიმართ; საქ.17),
6.ფილიპიის ეკლესია მაკედონიისთვის (ეპისტოლე ფილიპელთა მიმართ),
7.ღომის ეკლესია შუა იტალიისათვის (ეპისტოლე რომაელთა მიმართ; საქ.28),
8.ალექსანდრიის ეკლესია ეგვიპტისთვის (ზეპირი გადმოცემა).
განმარტება:
ამ ეკლესიების თანმიმდევრობა შეესაბამება მათი შექმნის დროს.პირველ ადგილზე სახელდებოდა რომის ეპისკოპოსი, რამეთუ რომი იყო იტალიის ვრცელი იმპერიის მთავარი ქალაქი. მეორე ადგილზე – ალექსანდრიის ეპისკოპოსი, რამეთუ ალექსანდრია იმპერიის ყველაზე დიდი და მდიდარი პროვინციის, ეგვიპტის მთავარი ქალაქი, ხოლო სიდიდით რომის შემდეგ ყველაზე დიდი ქალაქი იყო; მესამე ადგილზე – სახელდებოდა ანტიოქიის ეპისკოპოსი, რამეთუ ანტიოქია სირიის მთავარი ქალაქი, წესის მიხედვით კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსმა მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ალექსანდრიისა გადავიდა მესამე ადგილზე, ანტიოქიისა – მეოთხე, იერუსალიმისა კი მეხუთეზე. ეს წესი მხოლოდ ურთიერთპატივისცემის წესი იყო და სრულიად არ აღნიშნავდა იმას, რომ რომის ეპისკოპოსი კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსზე უპირატესი იყო, კონსტანტინოპოლისა – ალექსანდრიის ეპისკოსს აღემატებოდა და ა.შ. რამეთუ ისინი თავიანს ეპარქიებში დაოუკიდებელნი და ურთიერთთანასწორნი იყვნენ. მოგვიანებით ადგილობრივ ეკლესიათა წარმომადგენლებს იმ მიმდევრობით ასახელებდნენ, რომელიც შეესაბამებოდა სახელმწიფოში იმ ქალაქების მნიშვნელობას, რომლებშიც მათი მეთაურების ადგილსამყოფელი იყო.
1550. ადგილობრივ სამოციქულო ეკლესიათაგან, რომელი იყო დანარჩენთა დედა?დანარჩენთა დედა იყო იერუსალიმის ეკლესია, რამეთუ იერუსალიმის ეკლესიიდან განივრცო სარწმუნოება სხვა ქალაქებში და ქვეყნებში, როგორც ეს მოთხრობილია მოციქულთა საქმეებში.1551.ქრისტეს ეკლესია მხოლოდ ადგილობრივი სამოციქულო ეკელსიების შემადგენლობაში დარჩა?არა, არამედ მას შეუერთდა ყველა ახალი ადგილობრივი და ეროვნული ეკლესია. ღამდენადაც ქრისტიანული სარწმუნოება ვრცელდება ამა თუ იმ ქვეყანასა და ხალხებში.1552.ვინ ჩაუყარა საფუძველი ქართულ ეროვნულ ეკლესიას?ქართული ეროვნული ეკლესიის ჩამოყალიბება დასრულდა მეფე ვახტანგ გორგასლის დროს, დაახლოებიტ 466-468 წწ. მან შემოიღო მმართველობის ახალი სისტემა საკათალიკოსოს სახით, დააარსა საეპისკოპოსოები, რომელთა ულაღლესი მესაჭე – კათალიკოსი იერარქიულად დამოუკიდებელი, ავტოკეფალური გახდა. ქართლის პირველი კათალიკოსი იყო პეტრე.1553. ვინ იქადაგა პირველად საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოება?ზეპირი გადმოცემა მოგვითხრობს, რომ სულთმოფენობის შემდეგ ქრისტეს მოწაფეებმა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელმა წილი ჰყარეს და გაიყეს ქვეყნები საქადაგებლად, ღმრთისმშობელს წილად ივერიის ქვეყანა ერგო, ამიტომ ჩვენს ქვეყანას ყოვლადწმიდა ღვტიმშობლის წილხვედრს უწოდებენ.წმ. მარიამს სურდა ჩვენს ქვეყანაში წამოსვლა საქადაგებლად, მაგრამ რადგან მისი მიძინების დრო მოახლოებული იყო, რაც გამოცხადებით ეუწყა, ეს საქმე ღმრთის ბრძანებით ანდრია მოციქულს მიანდო. ანდრია მოციქული წამოვიდა საქართველოში სიმონ კანანელთან და მატათა მოციქულთან ერთად. მან ორჯერ შემოიარა თითქმის მთელი საქართველო და ყველგან ქრისტეს სარწმუნოებას ქადაგებდა.1554. ვინ ითვლება ქართველთა განმანათლებლად?ანდრია პირველწოდებულის მოღვაწეობიდან სამი საუკუნის შემდეგ უფალმა საქართველოში მოავლინა წმ. მოციქულთა სწორი ნინო. მან ჩამოაბრძანა საქართველოში ვაზის ჯვარი, რომელიც გამოცხადებით მისცა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა და მოციქულობაზე აკურთხა. სწორედ წმ. დედა ნინოს ღვაწლითა და ქადაგებით მოექცნენ ქრისტეს სარწმუნოებაზე ქართლის მეფე მირიანი და დედოფალი ნანა. მათი თხოვნით შედგა ნათლობა არაგვის და მტკვრის შესართავში, 326 წელს. ამიტომ საქართველოს განმანათლებლად ითვლება წმ. ნინო.1555. სად მოღვაწეობდა და აღესრულა მოციქულთა სწორი ნინო?წმ. დედა ნინო საქართველოში შემოვიდა ფარავნის ტბასთან, ფეხით ჩავიდა მაშინდელ დედაქალაქ მცხეთაში და ძირითადად მის შემოგარენში მოღვაწეობდა. შემდეგ დიდხანს ქადაგებდა საქართველოს სხვადასხვა მხარეში. წმიდა მოციქულთა სწორი ნინო აღესრულა ბოდბეში, 333 წლის 14 იანვარს, 67 წლისა. დაკრძალეს იქვე, სადაც ეხლა ასვენია მისი წმიდა სხეული. ვაზის ჯვარი თავიდან ბოდბეში ინახებოდა, ხოლო ამჟამად სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.1556. კიდევ ვინ იქადაგა საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოება?ქრისტიანული სარწმუნოება კიდევ იქადაგეს წმიდა მამებმა, რომლებიც VI საუკუნეში მოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში ასურეთიდან. რიცხვით ისინი სულ ცამეტნი იყვნენ, ხოლო მოძღვარი მათი იყო წმიდა იოანე. მას ერთხელ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, აერჩია თვისთა მოწაფეთა შორის თორმეტი ბერი და მათთან ერთად წასულიყო ივერიაში, რათა განემტკიცებინა ისინი ქრისტეს სჯულზე. ამ მამებმა ფრიად ნაყოფიერად იღვაწეს საქართველოში მოვლეს მისი მრავალი კუთხე. გარდაცვალების შემდეგ მათ სახელი იმ ადგილების მიხედვით ეწოდათ, სადაც მოღვაწეობდნენ: იოანეს-ზედაზნელი, დავიტს – გარეჯელი, შიოს – მღვიმელი, ანტონს – მარტყოფელი, ისეს – ალავერდელი, სტეფანეს – ხირსელი, აბიბოს – ნეკრესელი, ზენონს – იყალთოელი, თადეოზს – სტეფანწნდელი, ისიდორეს – სამთავნელი, პიროსს – ბრეთელი, მიქაელს – ულუმბოელი.1557.რა აერთიანებს ადგილობრივ და ეროვნულ ეკლესიებს ქრისტეს ერთიან ეკლესიად?ისინი შეერთებულნი არიან:
1.საერთო მრწამსით,
2.საერთო წმიდა საიდუმლოებებით,
3.საღმრთისმსახურო ურთიერთობით,
4.საერთო საეკლესიო წესებით ანუ კანონებით.
1558.რაში მდგომარეობს საღმრთისმსახურო ურთიერთობა?მდგომერეობს იმაში:
1. რომ ადგილობრივი და ეროვნული ეკლესები ღმრთისმსახურების დროს ერთმანეთისთვის ლოცულობენ,
2 .რომ ერთი ადგილობრივი და ეროვნული ეკლესიის წევრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სხვა ადგილობრივი და ეროვნული ეკლესიების ღმრთისმსახურებაში და ეზიარონ წმიდა საიდუმლოებებს, რამდენადაც მათი ღმრთისმსახურება არსებითად ერთი და იგივეა, თუმცა ერთმანეთისაგან ენობრივად და ზოგიერთი ადგილობრივი ეროვნული წეს-ჩვეულებებით განსხვავდებიან.
1559. რაში მდგომარეობს ურთიერთობანი ადგილობრივ ეკლესიათა შორის?მდგომარეობს იმაში: 1. რომ ისინი, რამდენადაც მათ ჰყავთ არანაკლებ სამი ეპისკოპოსისა, თანასწორუფლებიანნი არიან და არა ერთმანეთს დაქვემდებარებულნი, რამეთუ თთოეულს ჰყავს ეპისკოპოსები, რომლებიც მას მართავენ; თანასწორუფლებიანობასთან ერთად ისინი ერთ საერთო სწავლებას მიჰყვებიან და მსოფლიო საეკლესიო კრებების განჩინებით ხელმძღვანელობენ, რომლებიც ყოველი მათგანისთვის სავალდებულოა.
განმარტება:
რამდენადაც ადგილობრივ და ეროვნულ ეკლესიებს ჰყავთ სამი ან მეტი ეპისკოპოსი, ის განაგებს თავის თავს და ავტოკეფალური ეწოდება. Mაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ ახალი ეკლეიის დამოუკიდებლობა აღიარონ დანარჩენმა დამოუკიდებელმა ეკლესიებმა. მსოფლიო საეკლესიო კრებებმა ავტოკეფალურ ეკლესიათა წარმომადგენლებს აუკრძალეს გაევრცელებინათ თავიანთი გავლენა დანარჩენ ადგილობრივ ეკლესიებზე და მათი მოქცევა თავიანთ დაქვემდებარებაში (პირველი საეკლესიო კრების მე-5 კანონი და მეორე მსოფლიო კრების მე-2 კანონი).
1560.ჩვეულებრივ რის საფუძველზე დგინდება ადგილობრივ ეკლესიათა ტერიტორიული საზღვრები?დგინდება თანახმად სახელმწიფო ანუ ეროვნული საზღვრებისა.1561. ვინ დაადგინა ასე?ამის თაობაზე დადგენილება მიიღო IV საეკლესიო კრებამ, რომელიც შედგა 451 წელს ქალკედონში. მე-17 კანონში ნათქვამია, რომ ადგილობრივ ეკლესიათა საზღვრები დადგინდეს
link
 

თემა: ეკლესია

1562.როგორ იმართება ადგილობრივი ან ეროვნული ეკლესიები საკუთარ ეპისკოპოსთა კრებულის მიერ?იმართება შემდეგნაირად:
1. ეპისკოპოსები ჟამითი ჟამად იკრიბებიან და გამოქავთ ადგილობრივი ეკლესიის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტიებები.
2. ეპისკოპოსთა კრებული ირჩევს ადგილობრივი ეკლესიის პიველიერარქს, რომელიც წვევს ეპისკოპოსებს სხდომებზე და ზრუნავს, რათა ამ სხდომებზე მიღებული დადგენილებები მიღებული წესის თანახმად გამოქვეყნდეს და შესრულდეს, აგრეთვე იმაზე, რომ მთელს ადგილობრივ ეკლესიაში წესრიგი სუფევდეს.
1563.რა ეწოდება ადგილობრივი ეკლესიის პიველ იერარქს?ეწოდება პატრიარქი ან მიტროპოლიტი.1564.ადგილობრივი ეკლესიის პირველ იერარქს მხოლოდ ეპისკოპოსთა კრებული ირჩევს?არა მარტო ეპისკოპოსთა კრებული, არამედ სასულიერო პირთა და კეთილმორწმუნე ერისკაცთა წარმომადგენლებიც ირჩევენ.1565.ვინ ეხმარება ადგილობრივი ეკლესიის პირველიერარქს ეკლესიის მართვაში?ეხმარება სამი ან მეტი ეპისკოპოსისგან შემდგარი წმიდა სინოდი.1566.ვის წინაშეა პასუხისმგებელი ადგილობრივი ეკლესიის მეთაური (პირველიერარქი)?ადგილობრივი ეკლესიის მეთაური (პირველიერარქი) პასუხისმგებელია ღმერთისა და ადგილობრივი ეკლესიის ეპისკოპოსთა კრებულის წინაშე.1567.ირღვევა თუ არა ქრისტეს ეკლესიის ერთიანობა ღმრთისმსახურების აღვლენისას ენობრივი განსხვავებულობის გამო?არ ირღვევა.1568.მაშ რითი ირღვევა ეკლესიის ერთიანობა?ირღვევა:
1.მწვალებლური მოძღვრებით,
2.მტრობითა და ძალაუფლების მოყვარეობით,
3.ურჩობითა და განხეთქილებით.
1569.სწორი იქნებოდა, რომ ერთ ეროვნულ ეკლესიას სხვა ხალხებისთვის თავს მოეხვია საკუთარი საღმრთისმსახურო ენა?არ იქნებოდა, რამეთუ მსგავსი ძალდატანება
1.იქნებოდა ამაყი ზვაობა და სხვათა დამცირება;
2.ავნებდა რელიგიურ ცხოვრებას, რამეთუ უცხო და გაუგებარი ენის გამოყენება აკნინებს რელიგიურ ცხოვრებას.
1570.რომელი ეკლესია ინახავს ურყევად წმიდა მოციქულთა დროეინდელი ეკლესიის მოძღვრებას?ურყევად იმარხავს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც გაიგივებულია განუტოფელი ქრისტეს ეკლესიასთან და მისი ერთგული მემკვირდეა.
განმარტება:
I.პავლე მოციქული ეკლესიის ერთიანობის შესახებ ამბობს: ,,გლოცავ თქუენ, რაითა ღირსად ხვიდოდით ჩინებითა მით, რომლითა იჩინენით, ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშვიდითა და სულგრძელებითა, თავს იდებდით ურთიერთარს სიყვარულითა, ისწრაფდით დამარხვად ერთობასა მას სულისასა საკრველით მით მშვიდობისაითა. ერთ ხორც სა ერთ სულ, ვითარცა-იგი იჩინენით ერთითა მით სასოებითა ჩინებისა თქუენისაითა. ერთ არს უფალ, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლის-ღება, ერთ არს ღმერთი და მამაი ყოველთაი, რომელი ყოველთა ზედა არს და ყოველთა მიერ და ჩვენ ყოველთა შორის” (ეფ.4,1-6).
II.Iოანე მოციქულს გამოცხადებაში მოჰყავს მცირე აზიის შემდეგი ადგილობრივი ეკლესიები: ეფესოს, სმირნის, პერგამოსის, თიატირის, სარდის, ფილადელფიის და ლაოდიკიის (გამოცხ.2,1; 2,8; 2,12; 2,18; 3,1; 3,7; 3,14). ყველა ისინი, რა თქმა უნდა, მიეკუთნებოდა ქრისტეს ერთიან ეკლესიას, რამდენადაც აღიარებდნენ ერთ მრწამსს.
III.ღმრთისმსახურების ენის შესახებ პავლე მოციქული წერს: ,,ეგრეცა თქუენ ენისა მიერ უკუეთუ არა-გამოცხადებულად სიტყუაი იგი გამოსცეთ, ვითარ საცნაურ იქმნეს თქმული იგი? რამეთუ იყვნეთ ვითარცა ჰაერსა მეტყუელნი. ესოდენნი სახენი თესლადნი ხმათანი არიან სოფელსა შინა და არცა ერთი მათგანი არს უხმო, უკუეთუ არა ვიცოდი ძალი იგი ხმისაი მის, ვიყო მე მეტყუელისა მის ჩემისა, ვითარცა სხვაი ენაი, და რომელი-იგი მეტყოდეს მე – ვითარცა სახუაი ენაი” (Iკორ.14,9-11).
IV.ყველა ადგილობრივი და ეროვნულ ეკლესიათა სულიერი ერთობა დღემდე ვერ შენარჩუნდა, იმდენად, რამდენადაც დასავლეთის ეკლესიაში შუა საუკუნეებში შემოღებულ იქნა ახალი სწავლება, კერძოდ კი ის, რომ სული წმიდა გამოვალს მამისაგან და ძისაგან, რომ წმიდანები იმაზე მეტ დამსახურებას ჰპოვებდნენ, ვიდრე მათთვის იყო საჭირო, რის წყალობითაც წარმოიქმნა დამსახურებათა კიდობანი, საიდანაც გასცემენ ინდულგენციებს, რომ ქალაქ რომის ეპისკოპოსი ეკლესიის ხილული თავია, რომ მას უფრო მეტი უფლება აქვს, ვიდრე მსოფლიო კრებას და რომ ყველა ადგილობრივი და ეროვნული ეკლესია ვალდებულია დაემორჩილოს მას; რომ ამ ეპისკოპოსს აქვს უფლება იყოს სახელმწიფოს საერო მმართველიც და რომ მას საერო საკითხებში უმაღლესი ძალაუფლებაც ეკუთვნის, უფრო დიდი, ვიდრე რომელიმე სახელმწიფოს მმართველს (მეთაურს); შემდეგში საღმრთო ლიტურღიიდან ამოიღეს ეპიკლეზია. Nაცვლად გაფუებული პურისა შემოღებულ იქნა ხმიადი; ნაბრძანები იქნა მორწმუნენი ეზიარებინათ მხოლოდ პურის სახით; ყველა მღვდელს აეკრძალა ქორწინების წმიდა საიდუმლოში მონაწილეობა. ეს ახალი სწავლებანი სრულიად იქნა უარყოფილი აღმოსავლური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, რის შედეგადაც 1054 წელს განხეთქილება მოხდა აღმოსავლეთის ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებსა და რომის ეკლესიას შორის. ეკლესიათა გაყოფის შემდეგ რომის ეკლესიამ უფრო მეტად გააღრმავა ეს სიახლენი. XVI საუკუნეში უარყო რა ეს სიახლეები, მას გამოეყო ქრისტიანობის დიდი ნაწილი, რომელბმაც ჩამოაყალიბეს ევანგელისტური ანუ პროტესტანტულ ეკლესია; მაგრამ ეს ეკლესია კიდევ უფრო შორს წავიდა მართლმადიდებლობასთან წიააღმდეგობაში, ვიდრე რომის ეკლესია იმ მიმართებისთ, რომ უარყო ზეპირი გადმოცემა და განაცხადა, რომ ის ცნობს მხოლოდ წმიდა წერილს. ამ ახალი გაყოფის შემდეგ რომის ეკლესიამ კიდევ უფრო მეტი სიახლეები შემოიღო და 1870 წელს ვატიკანში, სადაც რომის ეპიკოპოსის, ანუ პაპის სამყოფელია, გამართულ კრებაზე ხმამხაღლა გამოაცხადა პაპის უცთომელობის შესახებ, რწმენისა და ზნეობის საქმეებში. Uახლოეს ხანში კვლავ მოხდა ქრისტიანობის დაქუცმაცება ახალი რელიგიური საზოგადოებების აღმოცენებით, რომლებიც მართალია თავის თავს ეკლესიებს უწოდებენ, მაგრამ მას არ წარმოადგენენ იმის გამო, რომ მათ დიდ ნაწილს არ სწამს უფალ იესო ქრისტეს ღმრთიური წარმოშობა. განხეთქილებების შედეგად ასეთი დაქუცმაცება არ პასუხობს უფალ იესო ქრისტეს ნებას, ამიტომ ბევრი ქრისტიანი ცდილობს ლოცვით, სიყვარულითა და ერთობლივი ურთიერთობით მოამზადოს საეკლელიო ერთიანობის განახლება. ამის წინაპირობას წარმოადგენს პირველდაწყებით სარწმუნოებრივ მოძღვრებასთან და ეკლესიის ორგანიზაციასთან დაბრუნება.
V.ამჟამად მართლმადიდებელი ეკლესია შედგება ადგილობრივი ავტოკეფალური (დამოუკიდებელი) მართლმადიდებელი ეკლესიებისაგან, ერთ-ერთი ავტოკეფალური ეკლესიის იურისდიქციას დაქვემდებარებულ საეგზარქოსოებისაგან და ერთ-ერთი ავტოკეფალური ეკლესიიდან წარგზავნილი მამებისაგან. ამჟამად ავტოკეფალური (დამოუკიდებელი) ეკლესიებია: კონსტანტინოპილისა, ალექსანდრიისა, ანტიოქიისა, იერუსალიმისა, რუსეთისა, საქართველოსი, სერბეთისა, რუმინეთისა, ბულგარეთისა, ელადისა, კვიპროსისა, პოლონეთისა, ალბანეთისა და ჩეხეთისა. ჩალკეული ავტოკეფალური ეკლესიების საეგზარქოსოები არის გერმანიაში, საფრანგეთში, შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში. ჩალკეული მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების მისიებია ჰოლანდიაში, იაპონიაში, უნგრეთში, ინგლისში, საფრანგეთში, აფრიკასა და ავსტრიაში.
VI.ყველაზე დიდი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია რუსულია. მან არათუ მოიცვა ყოფილი სსრკ-ს მთელი ევროპული ნაწილი, არამედ დიდი წარმატებით ეწეოდა და ეწევა სამისიონერო საქმიანობას აზიის ხალხთა შორის. ჩდილობენ ამტკიცონ, რომ თითქოს რუსული ეკლესიის მეთაური რუსეთის იმპერატორი იყო, ეს არასწორია. ღამდენადაც რუსული ეკლესია მიეკუთვნება ქრისტეს ერთიან ეკლესიას, მისი თავი ყოველთვის იყო და არის უფალი იესო ქრისტე. მას მართავს ეპისკოპოსთა კრება.
VII. ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ან მიტროპოლიტი არ არის მეთაური იმ თვალსაზრისით, რომ ეკლესიის თავი უფალი იესო ქრისტეა, როგორადაც ითვლება რომის ეკლესიაში რომის ეპისკოპოსი ანუ პაპი. მართლმადიდებელი პატრიარქების, მიტროპოლიტების (და მთავარეპისკოპოსების) უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ ადგილობრივი ეკლესიის მმართველობაზე, ანუ მასში წესრიგის დაცვაზე, ანუ მის წარმომადგენლობაზე. ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურთაგან არავინ არ ითვლება და არც თავად ისინი თვლიან თავს უცოდველად; თითოეული მათგანი პასუხისმგებელია თავისი ადგილობრივი ეკლესიის ეპისკოპოსთა კრების წინაშე და შეიძლება ჩამოერთვას ხარისხი კრების მიერ იმ შემთხვევაში, თუ სერიოოზულად დააშავებს თავისი მოვალეობის აღსრულებას.
VIII. მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ გამოითქმოდა და დღემდე გამოითქმის მრავალი არასწორი განსჯა. მაგრამ უკანასკნელ ხანს მის დამსახურებათა აღიარებას სხვა სარწმუნოების მიმდევარნიც იწყებენ. განსაკუთრებიტ გერმანელი ევანგელისტური ეკლესიის ღმრთისმეტყველნი, რამდენადაც მათ შეძლეს ახლოს გაცნობოდნენ მართლმადიდებელ ეკლესიას, მასზე მშვენიერი გამოხმაურება აქვთ. ხედავენ მასში ჩვენი დროეის ქრისტიანთათვის განახლების წყაროს (ფრ. გეილერი), ელიან მისგან სულიერ დახმარებას დასავლეთის ეკლესიისთვის და ღიად აცხადებენ, რომ მართმადიდებელმა ეკლესიამ დაიცვა ტრადიციები, ე.ი. მოციქულთა ზეპირი გადმოცემები და რომ ის უშუალოდ ეყრდნობბა ეკლესიის მამათა სწავლებას და უძველეს ქრისტიანულ დოღმებს (გ.ერენბერგი). მართმადიდებელი ეკლესიის ეს შინაგანი ღირებულება არავითარ შემთხვევაში არ კნინდება იმით, რომ ის ქრისტიანულ სამყაროში უმცირესობას წარმოადგენს. შიმრავლე ჭეშმარიტების წინდი არ არის. ძველი აღთქმის ეპიქაში იყო დროები, როცა ხალხის მხოლოდ მცირე უმცირესობა რჩებოდა ღმრთის ერთგული, და ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში ეს მოვლენა რამდენჯერმე განმეორდა. არიოზელობის გაფურჩქვნის წლებში, რომელმაც უარყო უფალ იესო ქრისტეს ღმრთიური წარმომავლობა, ანდა მონოთელიტობის დროს, რომელიც სრულიად არ ცნობდა უფალ იესო ქრისტეს ადამიანურ ბუნებას, ან ხატთმბრძოლობის დროს, როცა იმჟამინდელ ქრისტიანთა მხოლოდ უმცირესობა იცავდა სიმართლეს, რომელმაც ბოლოს და ბოლოს გაიმარჯვა. ეკლესიის ისტორიისთვის რომელიც დამარადისოდ იცოცხლებს, მნიშვნელობა არა აქვს რამდენიმე საუკუნეს და თვითათასწლეულსაც. ღაც დღეს უმცირესობაშია, შეიძლება ათასი წლის შემდეგ უმრავლესობაში მოექცეს და პირიქით. უპირველესად უმთავრესი და აუცილებელია იმ ჭეშმარიტების ხმამაღალი აღიარება, რომელიც წმიდა ზეპირი გადოეცემებით და წმიდა წერილით მრკიცდება. ყოველივე ცვალებადია, მხოლოდ ქრისტეს ჭეშმარიტებაა მარადიული.
IX.თუ მართმადიდებელი ეკლესია სიახლეების წინააღმდეგია, ეს არ ნიშნავს პროგრესისადმი წმინააღმდეგობას. პროგრესი პირველსაწყისის შინაგან და გარეგან ზრდას ნიშნავს. შიახლე კი ხშირად ამ პირველსაწყისის ფესვებს ეწინააღმდეგება.უფალ იესო ქრისტეს ღმრთაებრივი წარმოშობა სრულიად არ წაემოადგენს ,,პროგრესულ ქრისტიანობას” (ეს უკანასკნელი შეიძლება მიღწეულ იქნას ქრისტიანული ეკლეიის განვითარებით), სინამდვილეში ის თვით ქრისტიანობიდან გადახვევაა.
link
image
image
22
23
24
25
image
image