თემა: ეკლესია 79. სახლად-სახლადისა ეკლესიად თითოეულსა თვისი გონებაი გუაქუს; და მას შინა თანამდებ ვართ სრულყოფად წესთა ეკლესიისათა link
თემა: ეკლესია ეკლესიის ვალია, დაეხმაროს დაცემულ პიროვნებას, რათა განეშოროს იგი სიბილწეს, სიცრუეს, პოვოს ჭეშმარიტება და აღიაროს იგი. link
თემა: ეკლესია ეკლესიაა ის ერთადერთი სავანე, სადაც ადამიანს შეუძლია შეიცნოს თავი და იგრძნოს ამ სამყაროში თავისი ნამდვილი დანიშნულება. link
თემა: ეკლესია ეცადე გულისხმიერად ისმენდე, რაც ეკლესიაში საღმრთო წიგნებს კითხულობენ და უთუოდ შეიტყობ და ისწავლი, რაც საჭირო არის შენთვის. link
თემა: ეკლესია ოჯახი არის ერის, სახელმწიფოს, საზოგადოების მთავარი ქვაკუთხედი. იგი პატარა სახელმწიფოა, ქრისტიანული გაგებით კი - "მცირე ეკლესია". link
თემა: ეკლესია ეკლესია ტექნიკურ პროგრესს არ ებრძვის. პირიქით იგი მას ახარებს. ეკლესია მხოლოდ ტექნიკის დესპოტურ მბრძანებლობას ეწინააღმდეგება. link
თემა: ეკლესია შეიძლება ითქვას, რომ იმდენად ადამიანი კი არ აშენებს ტაძარს და უფალს უძღვნის მას, რამდენადაც თვით უფალი ჩუქნის თავის ტაძარს ადამიანს. link
თემა: ეკლესია ეკლესია, მართალია, განსაზღვრულია დროით და სივრცით, მაგრამ იგი მიმართულია ზეცისკენ და თავისი შვილები ნეტარი მარადიულობისაკენ მიყავს. link
თემა: ეკლესია ხელით შექმნილი ტაძარი ვერ განაბრწყინვებს და აცხოვნებს იმას, ვინც, თავის მხრივ, არ მოღვაწეობს, რათა ცოცხალი ღმერთის ეკლესიას შეუერთდეს. link
თემა: ეკლესია ეკლესიაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. იგი ხომ სულიერ ღირებულებათა მცველია, და მოწოდებულია ადამიანის უფალთან შეხვედრის მომზადებისთვის; link