image
image
1
2
3
4
image
image
Loading..
image

თემა: ოჯახი

დაქორწინებისას მეუღლეებს უნდა ახსოვდეთ, რომ ქორწინებას პირადი თავისუფლების ზნეობრივი შეზღუდვა მოაქვს, მაგრამ ეს შეზღუდვა მეუღლეთა ურთიერთსიყვარულითა და მათი შვილების სიყვარულით ნაზღაურდება.
link
image

თემა: ოჯახი

მშობლების პატივისცემა და მათი რჩევის გათვალისწინება არის საფუძველი ქალიშვილისა თუ ვაჟის მომავალი ოჯახის სიმტკიცისა და ბედნიერებისა. უპატივცემულობა კი - მიზეზი ოჯახის უბედურებისა და დარღვევისა.
link
image

თემა: ოჯახი

ოჯახი ერთიანი ორგანიზმია, რომელსაც ერთი თავი უნდა ჰქონდეს და ეს თავი ქმარი უნდა იყოს.
თავ დედაკაცისა - ქმარი (1 კორ.11,3);
ვითარცა ეკლესიაჲ დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეცა ცოლნი თჳსთა ქმართა ყოვლითა (ეფეს. 5,24).
link
image

თემა: ოჯახი

ოჯახზე რომ ღვთის ლოცვა-კურთხევა იყოს, ცოლ-ქმარს, აუცილებლად, ტაძარში უნდა ჰქონდეს ჯვარი დაწერილი, ხოლო თუ ისინი ჯვარდაუწერელნი არიან, მათი ურთიერთობაც და შვილებიც უკანონო და ღვთის კურთხევის მადლს მოკლებულია.
link
image

თემა: ოჯახი

ბიბლია გვასწავლის, რომ ოჯახის უფალი არის ღმერთი, რომელმაც ადამისა და ევას სახით მთელი კაცობრიობა შექმნა. ამდენად, ყველა ადამიანის მამა, ამ სიტყვის ყველაზე სრული და აბსოლიტური მნიშვნელობით, არის თვით შემოქმედი.
link
image

თემა: ოჯახი

ქორწინება, ოჯახი, შვილები, ერის კეთილდღეობაზე ზრუნვა, - ყოველი ზნესრული ადამიანის ცხოვრების წესია. იგი გულისხმობს მამაკაცსა და ქალს შორის უმწიკვლო ურთიერთობას, ურთიერთნდობას, ურთიერთთავგანწირვას, ურთიერთმსხვერპლგაღებას.
link
image

თემა: ოჯახი

ყოველი ერის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია სიცოცხლისუნარიანობა, შობადობა, გამძლეობა. ოჯახს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ოჯახში ვიბადებით, ვიზრდებით, იქ ყალიბდება ჩვენი ზნეობრივი ნორმები.
link
image

თემა: ოჯახი

ოჯახის განადგურების ყველაზე საზარელი ფორმა - მშობელთა მიერ საკუთარი შვილების გაჟლეტვაა. ეს კი ღვთის ნების უარყოფა, ოჯახის იდეისა და არსის დამახინჯებაა დ ამრიგად, ოჯახი, სახლის ეკლესიის ნაცვლად ავაზაკთა თავშესაფრად გადაიქცევა.
link
image

თემა: ოჯახი

როდესაც კაცი და ქალი კანონიერად, ეკლესიურად ქორწინდებიან, ერთმანეთის სამყაროს თანაზიარნი ხდებიან. ისინი სწავლობენ, როგორ დაუთმონ, როგორ შეეგუონ და შეეთვისონ ერთმანეთს სიყვარულის საფუძველზე; ბავშვები კიდევ უფრო ამყარებენ ცოლ-ქმრულ ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ოჯახი

ოჯახის პრობლემა მეტად მტკივნეული საკითხია. ცოლ-ქმრობა სიმძიმეც არის და ნეტარებაც. მოციქული პავლე რომ ბრძანებს: "ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი" (გალ. 6,2), უპირველეს ყოვლისა, მეუღლეთა ურთიერთვალდე... იხილეთ სრულად
link
image
image
1
2
3
4
image
image