image
image
6
7
8
Loading..
image

თემა: ერესი

612. შემინდე, ღვთის გულისათვის, ჩემო კაცთმოყვარეო მამაო, წავიკითხე რა დოგმატური წიგნი, ფრიად ვწუხვარ და გულით ვშფოთავ. მეშინია გაგიმხილოთ, მაგრამ არ ძალმიძს აზრებისაგან გაჩუმება. ასე რომ, რას მიბრძანებ, როგორ მოვიქცე ჩემო მამაო?ვინაიდან ეშმაკს უსარგებლო ამაოდმეტყველებაში სურს შენი ჩაგდება, ამიტომ თქვი, რა გინდა. დაე, ღმერთმა არ მისცეს მას შენზე ხელმწიფება.613. მითხარი მე წმინდანთა სხეულების აღდგომის შესახებ. ისინი ისეთსავე სხეულში აღდგებიან, როგორშიც ახლა ვიმყოფებით და რომელსაც ძვლები და ძარღვები აქვს, თუ მათი სხეული ჰაეროვანი და მომრგვალებული იქნება? რამეთუ, უფლის სხეულზეც ამბობენ, მომავალი აღდგომისას ისიც ასეთი იქნებაო. ამას ისინი აღნიშნავენ, რომლებიც არ აღიარებენ, რომ უფალი ჩვენს სხეულში, ანუ იმ სხეულში აღდგა მკვდრეთით, რომელიც მან ჩვენი ცხონებისათვის წმინდა ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულ მარიამისაგან შეიმოსა. ისინი ამტკიცებენ, სწორედ ამას ნიშნავს მოციქულის სიტყვებიო: „რომელმან გარდაცვალნეს ხორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რაითა იყვნენ იგინი თანახატ ხორცთა მათ დიდებისა მისისათა“ (ფილპ. 3, 21), და კიდევ ამბობენ: მოციქულმა თქვა: „რამეთუ ხორცთა და სისხლთა სასუფეველი ღმრთისაი დამკვიდრებად ვერ ძალუც“ (1 კორ. 15, 50), ანუ მიგვანიშნაო, რომ, რადგან მომავალ საუკუნეში ჭამა და სმა შეუძლებელია და ჩვენ ამჟამინდელ სხეულს საკვებით ვინარჩუნებთ, ამიტომ ის მარადიული ვერ იქნება. ასევე ამტკიცებენ: მოციქული ჩვენს უფალ იესო ქრისტეზე ამბობს: „რაჟამს დაემორჩილოს მას ყოველი, მაშინ თავადიცა ძე დაემორჩილოს მას, რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი, რაითა იყოს ღმერთი ყოვლად, ყოველსა შინა“ (1 კორ. 15, 28). და კვლავ, მოჰყავთ რა ეკლესიასტეს სიტყვები: „ესეც ყოფილა ჩვენს წინარე საუკუნეში“ (ეკლეს. 1, 10), იმას ნიშნავსო, რომ სულები წინასწარ არსებობდნენ. ხოლო, როდესაც სახარებისეულ სიტყვებზე მიუთითებენ: „ვერ გამოხვიდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკანაისკნელი კოდრატი“ (მათე 5, 26), ამტკიცებენ: ტანჯვას დასასრული ექნებაო. ღვთის გულისათვის, ამიხსენი ეს მეუფეო, რამეთუ ვშიშობ მტერმა არ მომხიბლოს და თავის ბოროტ მახეში არ გამაბას. რადგან შენი წმინდა სიტყვები არ შევასრულე და ეს გამოძიებანი მაშინვე არ მივატოვე, ამიტომ დიდ სულიერ საფრთხესთან შერწყმული ჩემი უგუნურება ყველა მხრიდან მარყევს. და ილოცე ჩემთვის, ჩემო კეთილო მამაო, რომ შემდგომში გამოვფხიზლდე და საკუთარი ცოდვების გამოსატირებლად ვიზრუნო. შემინდე, ასეთი შეკითხვა რომ გავბედე, მაგრამ თქვენ მაიძულეთ ლაპარაკი, რადგან ყველაფერი იცით. ძმაო! მე ადრე უკვე მოგწერე, ეშმაკმა შენში უდროო ამაოდმეტყველება ჩათესა-მეთქი. შენ დრო იმისათვის მოგეცა, საკუთარ ცოდვებზე რომ იტირო და იკვნესო. მაგრამ, გონებრივ შფოთში რომ არ დაგტოვო, გეტყვი: რადგან მკვდართა აღდგომის გააზრება გსურს, ამიტომ, თუ წინასწარმეტყველებისა გრწამს, ღმერთმა წინასწარმეტყველ ეზეკიელის მეშვეობით გვიჩვენა, თუ როგორ აღდგებიან მკვდრები: „ძვალი ძვალს მიუდგა, ნაწილი ნაწილს, და წარმოიქმნა ძარღვები, ხორცი და კანი და ასე აღდგნენ“ (სრულყოფილი სხეულები) (ეზეკ. 37, 7-8). და მოციქულმაც, იცოდა რა, რომ ჩვენ სხეულით აღვდგებით, გვასწავლა და თქვა: „ჯერ-არს ხრწნილისა ამის შემოსად უხრწნელებაი და მოკუდავისა ამის შემოსად უკუდავებაი“ (1 კორ. 15, 53). ნუ ცდები, ჩვენი სხეულები ძვლებით, ძარღვებით და თმებით აღდგება და უკუნისამდე ასეთი დარჩება; ოღონდ ისინი უფრო ნათელი და დიდებული იქნება, როგორც უფალი ამბობს ამას: „მაშინ მართალნი გამობრწყინდნენ, ვითარცა მზე, სასუფეველსა მამისა მათისასა” (მათე 13, 43), რითაც წმინდანთა სხეულების დიდება გამოგვიცხადა. მაგალითით აგიხსნი ამას: ხდება ხოლმე, რომ უბრალო ადამიანი მეფესთან შედის და მეფე მას მხედართმთავრის წოდებას ანიჭებს და ის განდიდებული გამოდის იქიდან. მაგრამ, განა ის იგივე ადამიანი არ არის? განა შეიცვალა სხეულით? ასევე დიაკვანს, რომელსაც მცირე ხნით მოუწევს მღვდლობა, მოულოდნელად თუ ეპისკოპოსად დაასხამენ ხელს, მაშინვე დიდებული ხდება. ასევე მოხდება ჩვენს შემთხვევაში. და რატომ არ უნდა იყოს ასე? განა ადამიანები ჯერ კიდევ აქ, ამ სხეულში არ ხდებიან ღმერთშემოსილები? მაშინ როგორ იხილეს ღმერთი მოსემ და მასზე უწინარეს აბრაამმა, იაკობმა და სხვებმა, ასევე სტეფანემ, რომელზეც მოციქულთა საქმეებშია მოთხრობილი, განა ისინი უსხეულონი იყვნენ? ასევე მოხდება აღდგომისას. სწორედ ეს სხეულები აღდგებიან მაშინ, ოღონდ ისინი უხრწნელებას, უკვდავებას და დიდებას შეიმოსავენ. ამიტომაც წერს მოციქული ადამიანის სხეულის შესახებ: „დაეთესვის გინებით და აღდგების დიდებით; დაეთესვის ხორცი მშვინვიერი და აღდგების ხორცი სულიერი“ (1 კორ. 15, 43-44). ასე იმიტომ ამბობს, რომ მრავალი წმიდანი არა მარტო უცნობია ადამიანებისთვის როგორც წმინდანი, არამედ საძულველიც კია მათ თვალში; ხოლო, როდესაც ისინი იქ ქიროტონიის მსგავსად დიდებას შეიმოსავენ, მაშინ ყველასთვის გაცხადდება მათი სულიერება; ამიტომაც ამბობს მოციქული, რომ ადამიანთა წინაშე, „დაეთესვის ხორცი მშვინვიერი, ხოლო აღდგების ხორცი სულიერი“ და დიდებული და ყველას განაცვიფრებს ეს. მოციქულის სიტყვები კი: „რომელმან გარდაცვალნეს ხორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რაითა იყვნენ იგინი თანახატ ხორცთა მათ დიდებისა მისისათა“ (ფილპ. 3, 21), იმიტომაა ნათქვამი, რომ უფალი ჩვენს სხეულებს სინათლის მსგავსად გარდაქმნის, მსგავსად თავისი სხეულისა, როგორც ეს მოციქულმა იოანემ თქვა: „უკუეთუ გამოცხადნეს, მსგავს მისა ვიყვნეთ“ (1 იოანე 3, 2). რამეთუ, ძე ღვთისა სინათლეა, მართლები კი, მოციქულის სიტყვის თანახმად - ძენი ღვთისანი (2 კორ. 6, 18) და შვილნი ნათლისანი (1 თეს. 5, 5) არიან. ამიტომაცაა ნათქვამი, რომ უფალი გარდასცვლის ჩვენს სხეულებს. რაც შეეხება სიტყვებს: „რაჟამს დაემორჩილოს მას ყოველი, მაშინ თავადიცა ძე დაემორჩილოს მას, რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი“ (1 კორ. 15, 28), განიხილე, თუ ვის მისწერა ის მოციქულმა - კორინთელებს, მაშინ, როცა წარმართობა ჯერ კიდევ ბატონობდა ქვეყანაზე. ხოლო ზოგიერთ წარმართს ასეთი ჩვეულება ჰქონდა: როდესაც მათი მეფის ძე წამოიზრდებოდა, უჯანყდებოდა თავის მამას და კლავდა მას. ამრიგად, კორინთელებს, თავის ჩვეულებისამებრ, მოციქულის ქადაგებიდან იგივე რომ არ ეფიქრათ ღვთის ძეზე, მოციქულმა მოაშორა მათ ეს აზრი და თქვა: „რაჟამს დაემორჩილოს მას ყოველი, მაშინ თავადიცა ძე დაემორჩილოს მას, რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი“ (1 კორ. 15, 28). ეს კი მაშინ მოხდება, როდესაც მის ფერხთა ქვეშ დაემხობიან მისი მტრები, ანუ ეშმაკი და მისი ძალები, ასევე ისინიც, ვინც მის ნებას ასრულებენ. ამიტომაც თქვა მოციქულმა: „ხოლო აწ არღა ვხედავთ ყოველსავე დამორჩილებულად“ (ებრ. 2, 8), მაგრამ როდემდე? მანამდე, სანამ არ მოვლენ ღვთისა და მამის ანგელოზები, რომელმაც უთხრა მას: „დაჰშჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერხთა შენთა“ (ფსალმ. 109, 1). სწორედ ეს მტრები წარსდგებიან ღვთის ძის სამსჯავროზე, რამეთუ ნათქვამია: „არცაღა მამაი სჯის არავის, არამედ ყოველი სასჯელი მოსცა ძესა“ (იოანე 5, 22). ხოლო შენ რომ შეიცნო, თუ როგორ გადასცემს ის სამეფოს ღმერთსა და მამას, მოისმინე: „ძე ღვთისა განხორციელდა და მოვიდა, რათა თავის წმინდა სისხლით მოუწოდოს და განწმინდოს ნათესავი რჩეული, სამეუფოი სამღვდელოი, თესლი წმიდაი, ერი მოგებული“ (1 პეტ. 2, 9). მაშ, იცოდე, მას შემდეგ, როდესაც მას მტრები დაემორჩილებიან და ის მათ მსჯავრს გამოუტანს, მაშინ, რადგან თავადაა მორჩილების ნიმუში, იმ სამეფოს, რომელიც მან შეიძინა, ანუ რჩეულ ნათესავს, ღმერთსა და მამას გადასცემს და ეტყვის: „აჰა ესერა, მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან“ (ებრ. 2, 13). თანასწორობაც შეიცანი: მამამ სამსჯავრო მთლიანად ძეს გადასცა, ხოლო ძემ, ისინი ვისაც მოუწოდა, მამას გადასცა. ამრიგად, ის სიტყვა აღსრულდება: „რაჟამს დაემორჩილოს მას ყოველი, მაშინ თავადიცა ძე დაემორჩილოს მას, რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი“. რაც შეეხება საუკუნეებს, რომელზეც ერეტიკოსები საუბრობენ, ეყრდნობიან რა ეკლესიასტეს სიტყვებს, იცოდე, ადამიანის მთელი დრო მისი საუკუნეა. ამიტომაც არ უთქვამს ეკლესიასტეს, რომ ეს უკვე მოხდა წინა საუკუნეებში, ვიდრე ჩვენი ჟამი დადგებოდაო, არამედ რაც ჩვენამდე იყო, ესეც ხდება ჩვენს წინარე საუკუნეშიო (ეკლ. 1, 10). თუ გინდა იცოდე, ეშმაკის სწავლებით როგორ ამახინჯებენ და განმარტავენ წერილს, მართალ რწმენაში გაუცნობიერებელნი და დაუმტკიცებლები (შენიშნე შემდეგი): მოციქულმა თქვა: „საზრდელი მუცლისათვის და მუცელი საზრდელისთვის. ხოლო ღმერთმან იგიცა და ესეცა განაქარვოს“ (1 კორ. 6, 13), და ამას ღორმუცელობის, საჭმლის განურჩევლობის და თავშეუკავებლობის შესახებ ამბობს. ამის საფუძველზე, ისინი ასწავლიან, თითქოს მოციქულმა საზრდელი განაქარვა და თქვა, რომ მუცელი სხეულის ნაწილებიდან ამოღებული იქნება; სინამდვილეში კი მოციქულმა იცოდა, თუ რა მნიშვნელობით ამბობდა ამას. ის აქ, კერძოდ, ვნებებს გულისხმობს, რაც უფალმა განაქარვა კიდეც მასში და მის მსგავსებში, ამიტომაც ამბობს ქვემოთ: „დაღათუ ვჭამოთ, არა გუემატოს და არა თუ ვჭამოთ, არა დაგუაკლდეს“ (1 კორ. 8, 8). აი, რა აზრი დევს ამ სიტყვებში. რაც შეეხება მომავალ მდგომარეობას, ღმერთი ასე ამბობს: რომ ადამიანები ანგელოზთა სწორნი იქნებიან (ლუკა 20, 36). და ისინი აღარც საჭმელს შეჭამენ, აღარც დალევენ და სურვილებიც არ ექნებათ; ხოლო ღვთისათვის არაფერია შეუძლებელი. მან ეს მოსეზე უკვე აჩვენა, რამეთუ როდესაც მას ძალა მიანიჭა, მოსეს ორმოცი დღის და ორმოცი ღამის განმავლობაში არაფერი უჭამია. ვინც ეს მოიმოქმედა, მას ისიც შეუძლია, რომ ადამიანი საუკუნეთა განმავლობაში მსგავს მდგომარეობაში ამყოფოს. თუ ვინმე, ამაოდმეტყველი, მოსეზე და მაცხოვარზე იტყვის, რომ მათ შემდგომში მაინც ჭამეს საჭმელი, მაშინ დაე, ასეთმა იცოდეს, ამით უფალმა მხოლოდ ნაწილობრივ გვიჩვენა მომავლის სახე; ზუსტად ასევე, უფალი, აღადგენდა რა მკვდრებს თავად ან მოციქულების მეშვეობით, ამით საყოველთაო აღდგომაზე მიგვანიშნებდა; თუმცა აღმდგარნი შემდგომში მოკვდნენ კიდეც, მაგრამ ჩვენ ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს აღდგომაში. მაგრამ თავად უფალმა თქვა: „არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა“ (მათე 4, 4). შენ თვითონ რას იტყვი ამის თაობაზე? ნუთუ, წერილის სხვა ადგილების მსგავსად, მხოლოდ დაამახინჯებ ამ გამონათქვამს? ხოლო ნათქვამში: „ხორცთა და სისხლთა სასუფეველი ღმრთისაი დამკვიდრებად ვერ ძალ-უც, არცა ხწნილებამან უხრწნელებაი დაიმკვიდროს“ (1 კორ. 15, 50), ხორცსა და სისხლში უწმიდურობა, მზაკვრობა და ვნებიანი სურვილები იგულისხმება. გსურს დარწმუნდე იმაში, რომ სხეულში მყოფი ადამიანებიც არიან სულიერნი? მოისმინე, რა უთხრა უფალმა ნიკოდიმოსს: „ჯერ-არს თქუენდა მეორედ შობაი“ (იოანე 3, 7), და შემდეგ დაუმატა: „წყლისაგან და სულისა“ (მუხ. 5), ხოლო სულისაგან შობილი არსით სულიერია. და კიდევ ნათქვამია: „რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ხორცთაითა, არცა ნებითა მამაკაცისაითა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს“ (იოანე 1, 13), და „სულ არს ღმერთი“ (იოანე 4, 24). ამრიგად, როდესაც ისინი, ჯერ კიდევ აქ, სულიერნი გახდნენ, იშვნენ რა ღვთისაგან, ნუთუ იქ არ შეუძლია მას სულიერებად გარდაქმნას ისინი? სიტყვებით კი: „ვერ გამოხვიდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკანაისკნელი კოდრატი“ (მათე 5, 26), უფალმა მიუთითა, რომ მათი ტანჯვა მარადიული იქნება. რამეთუ, როგორ გადაიხდის იქ ადამიანი? თუ ღარიბ მოვალეს საპყრობილეში ჩასვამენ და მმართველი ბრძანებს, მანამ არ გაათავისუფლონ, სანამ მთელ ვალს არ გადაიხდის, მაშინ განა შესაძლებელია იმაზე ფიქრი, რომ ის აუცილებლად განთავისუფლდება? სრულიადაც არა! უგუნურივით ნუ გებნევა გზა. იქ ვერავინ წარემატება; ვისაც რაიმე აქვს, აქედანა აქვს - იქნება ეს კეთილი, დამპალი თუ დამატკბობელი. ბოლოს და ბოლოს მიატოვე ამაოდმეტყველება და ნუ მისდევ დემონებს და მათ სწავლებას. რამეთუ ისინი უცებ იჭერენ და დასცემენ თავის მსხვერპლს. ამიტომ ღვთის წინაშე დამდაბლდი, შენს ცოდვებზე იტირე და შენს ვნებებზე იკვნესე. გაიხსენე წერილის სიტყვა: „ახლა ისმინე ისრაელო“ (რჯულ. 10, 12) და ა.შ. და კიდევ: „აწღა მიწყიეს, ესე არს განახლებაი“ (ფსალ. 76, 11). დაუკვირდი საკუთარ თავს (1 ტიმ. 4, 16) და, გამოკვლევის შემდეგ, შეხედე, საით იხრება შენი გული? დაე, ღმერთმა შეგინდოს.
link
image

თემა: ერესი

სექტების მოქმედება ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ სახეს იღებს.
შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა...(შობის ტროპარი)
საქართველოს ეკლესიის ღვთივკურთხეულ შ...
იხილეთ სრულად

link
image

თემა: ერესი

611. ჭეშმარიტად, ჩემო მამაო, თქვენ ხართ ბრმების წინამძღოლნი და ბნელში მყოფთათვის ქრსიტესმიერი სინათლე, და თქვენი მეშვეობითაა ჩვენთვის ჭეშმარიტება გაცხადებული. მამათა ცხოვრებიდან ვიცით, რომ იყო ერთი ბერი, რომელიც თავისი უბრალოების გამო ამბობდა, პური, რომელსაც ვეზიარებით, არ არის ქრისტეს ჭეშმარიტი ხორცი, არამედ მხოლოდ მისი სახეაო. ამის თაობაზე მას ღვთისადმი რომ არ ელოცა, ჭეშმარიტებას ვერ შეიცნობდა. ასევე სხვა დიდი ბერი ფიქრობდა, მელქისედეკი ქრისტეაო; და როდესაც მან ამის შესახებ ღვთისადმი ილოცა, ღმერთმა ჭეშმარიტება გაუცხადა მას. ღვთის გულისათვის, შემინდე ჩემო მამაო, რამეთუ შეკითხვას ისეთ საკითხზე გიბედავ, რომელიც ჩემს შესაძლებლობებს აღემატება. ვინაიდან ღმერთმა შენი სიწმინდით ჭეშმარიტების უცდომელ გზაზე სვლისათვის დაგვმოძღვრა, ამიტომ გთხოვ სრულიად აგვიხსნა ჩვენ ეს, რომ ჩვენი გონება და უძლური გული ასეთი გამოკვლევებისაგან წმინდა დარჩეს. რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ ასეთ მამებს არასწორი აზრები ჰქონდათ, თუმცა კი მათ არ უთხოვიათ ამის გაცნობიერება; მაგრამ უსასყიდლოდ რატომ არ მიეცათ მათ ის, იმ ზიანის თავიდან ასაცილებლად, რომელსაც შემდგომში წამკითხველები იწვნევდნენ? მიუხედავად ამისა, ისინი არც მართალ რწმენაში და არც სათნოებებში არ შებრკოლებულან, მაგრამ ჩემნაირი სუსტები და ზარმაცები, რომელთაც დაუეჭვებლად სწამთ მათი, ადვილად დაზიანდებიან, რამეთუ არ იციან თქვენი ნათქვამი, რომ წმინდანებიც ვერ წვდებოდნენ ყველა საიდუმლოს და რომ მათ იმ შეხედულებების სამართლიანობაზე რწმუნების მისაღებად, ღვთისადმი არ ულოციათ. თანაუგრძნე ჩემს უძლურებას და ესეც ამიხსენი, ჩემო გულმოწყალეო მამაო!ჩემო შვილო! ასეთი მამები ღმერთმა არ დატოვა გაურვევლობაში იმიტომ, რომ ვინმეს გაურკვევლობაში ტოვებს ის, ვისაც გზის შესახებ ეკითხებიან, ის კი ჭეშმარიტებას არ ლაპარაკობს. ხოლო წმინდანებს ღმრთისათვის არ უკითხავთ, რათა მისგან შეეტყოთ ჭეშმარიტება. თუ ამბობ, ღმერთი თავის მადლით რატომ არ აღუდგა მათ წინ, რათა სარგებელი მიეღოთ იმათ, ვინც შემდგომში წაიკითხავდა მათ ნაწერებსო, მაშინ იგივე ნებისმიერ ცოდვილზე შეგიძლია თქვა: რატომ არ შეეწინააღმდეგა მას ღმერთი თავის მადლით, როცა იცოდა, რომ ის თავის ცოდვებით მრავალს აცდუნებდა და დააზიანებდა; ასეთ შემთხვევაში ადამიანური ცხოვრებაც თავისუფალი აღარ იქნება, არამედ ძალადობას დაექვემდებარება. ვის შეუძლია ღმერთს შეეწინააღმდეგოს, თუკი მან ყოველი ადამიანის საცხოვნებლად ასეთი გზა აირჩია? მაშ რა, განა წერილში ისეთ გამონათქვამებს არ ვხვდებით, რომელზეც უმეცრები და ისინიც ბრკოლდებიან, ვინც წერილის სულიერ აზრს ვერ აცნობიერებენ? ამიტომ, ის კი არ უნდა ვთქვათ, თუ რატომ არ გაუცხადა ღმერთმა ყველას წერილის სულიერი მნიშვნელობა, რათა ადამიანები არ დაზიანებულიყვნენ, არამედ დავინახოთ ის, რომ მან სხვადასხვა დროში მცხოვრებ წმინდანებს შრომა დააკისრა, რათა მათ აეხსნათ ის, რაც საჭირო იყო. სწორედ ამისთვის არიან დადგენილნი მოძღვრები და განმმარტებლები, როგორც ამას მოციქული ამბობს (1 კორ. 12, 28; 30). ნუ ვარდები გაურკვევლობაში იმ მამების გამო, რომლებზეც მეკითხები: მათ რომ ღვთისათვის ეკითხათ, საკითხში გაერკვეოდნენ, რამეთუ მან თქვა: „ყოველი, რომელი ითხოვდეს, მოიღოს, და რომელი ეძიებდეს, პოვოს“ (მათე 7, 8). ჩვენ ღმერთმა ცხოვრების გზა წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მეშვეობით გაგვიცხადა, თუმცა კი თითოეული მათგანი კერძოდ საუბრობდა და ღმერთიც განსაკუთრებით ერთი მათგანის მეშვეობით არ გვაუწყებდა ყველაფერს, არამედ რასაც ერთი გამოტოვებდა, ღვთის ნებით იმას მეორე ამბობდა. ისევე ექცეოდა ღმერთი იმ წმინდანებსაც, რომლებიც მათ შემდგომ ცხოვრობდნენ. რაზედაც ერთნი საეჭვოდ ლაპარაკობდნენ, იმას შემდგომნი განმარტავენ, რათა ყოველთვის იდიდებოდეს ღმერთი მისი წმინდანების მეშვეობით, რამეთუ ისაა პირველთა და უკანასკნელთა ღმერთი. მას შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.
link
image

თემა: ერესი

606. ერთმა ძმამ წმინდა ბერს, აბბა ბარსანუფის, ჰკითხა: ჩემო მამაო, არ ვიცი, როგორ გამიტაცა ორიგენეს, დიდიმეს, ევაგრეს და მისი მოწაფეების გნოსტიკურმა თხზულებებმა. ისინი ამბობენ, რომ ადამიანთა სულები სხეულთან ერთად არ შექმნილა, არამედ მანამდე (მარტივი) გონებები ანუ უსხეულონი იყვნენ; მსგავსად ამისა, ანგელოზები და დემონებიც მარტივი გონებები იყვნენო. მაგრამ დაეცნენ რა დანაშაულით, ადამიანებს ამ სხეულში ცხოვრება მიუსაჯეს, ხოლო ანგელოზები, დაიცვეს რა საკუთარი თავი, ანგელოზები გახდნენ. ისინი ბევრ სხვა რამესაც წერენ ამის მსგავსს, რომ მაგალითად, მომავალი სატანჯველები დასრულდება და ადამიანები, ანგელოზები და დემონები კვლავ თავის პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდებიან, ანუ მარტივი გონებები გახდებიან და ამას ისინი (ერეტიკოსები) აღდგენას ეძახიან. მე არ ვიცი ჭეშმარიტია ეს თუ არა, ჩემი სული გაორებულია და ეჭვებითაა დამწუხრებული; ამიტომ გთხოვ მეუფეო, დამანახე ჭეშმარიტება, რომ მას მოვეჭიდო და არ დავიღუპო. რამეთუ ღვთაებრივ წერილში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. თვით ორიგენე, განმარტავს რა ტიტესადმი ეპისტოლეს, ამტკიცებს, რომ არც სამოციქულო და არც საეკლესიო გადმოცემა სხეულის შექმნამდე სულის არსებობის შესახებ არაფერს ამბობს და ამიტომ ორიგენე ერეტიკოსად მიიჩნევს მას, ვინც ამას აღიარებს. მაგრამ ევაგრეც თავის იმ ნაწერებში, რომელთაც გნოსტიკურს ვუწოდებთ, ამოწმებს, ეს ჩვენთვის არავის უცნობებია და თვით სულიწმიდასაც არ განუცხადებიაო. ე.წ. გნოსტიკური თავების მეორე ასეულში, 64-ე მუხლში, ის წერს: „პირველის შესახებ არავინ ლაპარაკობს, ხოლო მეორის თაობაზე იმან გვითხრა, ვინც ქორების მთასთან მეტყველებდაო“. და კვლავ იმავე ასეულის 69-ე მუხლში ამბობს: „სულიწმიდას ჩვენთვის არც გონიერი არსებების პირვანდელი დაყოფის და არც სხეულების პირველყოფილი არსებობის შესახებ არაფერი განუცხადებიაო“. ხოლო ის, რომ არც აღდგინება იქნება და არც ტანჯვა დასრულდება, თავად უფალმა გაგვიცხადა სახარებაში, როდესაც თქვა: „წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა“ (მათე 25, 46), და კიდევ: „მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების“ (მარკ. 9, 43). მაშ, საიდან აიღეს მათ ეს მეუფეო, როდესაც არც მოციქულებს გადმოუციათ ის ჩვენთვის, არც სულიწმიდას გაუცხადებია (როგოც თავადვე ამოწმებენ) და სახარებაშიც პირიქითაა ნათქვამი. შენი გულკეთილობით, ჩემო მამაო, წყალობით მოხედე ჩემს უძლურებას და მითხარი: როგორია ეს სწავლება?ძმაო, ვაი და ვარამი ჩვენს მოდგმას! რა მივატოვეთ და რას ვიკვლევთ, რას ვეძიებთ და რაზე ვბორძიკობთ! სიმართლის გზები მივატოვეთ და ბნელი გზით მოვისურვეთ სვლა, რათა წერილის სიტყვა ჩვენზეც აღსრულდეს: „ვაი სწორი გზის დამტოვებლებს, ბნელი გზით რომ სურთ სიარული“ (იგავ. 2, 13). ძმაო, მე ჭეშმარიტად საკუთარ თავზე გლოვა მივატოვე და შენზე ვტირი; ეს რაში ჩავარდი?! ჩემს ცოდვებზე ტირილს მოვეშვი და შენზე, როგორც ჩემს შვილზე, ვგლოვობ. ცანი შეძრწუნებულნი არიან, რაზე ცნობისმოყვარეობენ ადამიანები! მიწა იძვრის, როგორ მოისურვეს მათ მიუწვდომელის გამოკვლევა! ეს წარმართული დოგმატებია. ეს იმ ადამიანთა ფუჭმეტყველებაა, რომელთაც ჰგონიათ, რომ რაღაცას წარმოადგენენ. ეს უსაქმურ ადამიანთა სიტყვებია. ეს ხიბლის წარმონაქმნია, რამეთუ ნათქვამია: „იტყოდეს თავთა თვისთა ბრძენ და განცოფნეს“ (რომ. 1, 22). თუ შეცნობა გსურს, დაუკვირდი: „ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი“ (მათე 7, 16). როგორია მათი ნაყოფები? ქედმაღლობა, დამცირება, უღონობა, სიზარმაცე, შებრკოლება, რჯულისაგან, ან უკეთესად თუ ვიტყვით, სჯულისმდებელი ღვთისაგან გაუცხოვება. ისინი დემონთა და ეშმაკთა მთავრის საცხოვრისნი არიან. ვისაც მათი სწამს, მათ შეხედულებებს ის სიბნელემდე მიჰყავს და არა სინათლემდე. ისინი ღვთის შიშს კი არ აღძრავენ, არამედ უფრო ეშმაკისეულ წარმატებას უწყობენ ხელს. მათ ჭაობიდან კი არ ამოვყავართ, არამედ უფრო გვძირავენ მასში. შინაარსით ეს ის ღვარძლია, რომელიც მტერმა დათესა სახლის უფალის ყანაში. ეს ის ეკლებია, რომლებიც ღვთისაგან დაწყევლილ მიწაზე ამოიზარდა. ისინი სრულიად ცრუნი, სრულიად ბნელნი, სრულიად მოხიბლულნი და ღვთისაგან მყარად გაუცხოებულნი არიან. გაექეცი მათ, ძმაო, რომ მათი სწავლება შენს გულში არ გამყარდეს. ისინი ცრემლებს აშრობენ, გულს აბრმავებენ და იმ ადამიანებს, რომლებიც მათ უსმენენ, სრულიად ღუპავენ. ნუ შეჩერდები და ნუ ფიქრობ მათზე; ისინი სიმწარით არიან აღსავსე და სიკვდილის ნაყოფები მოაქვთ. რაც შეეხება მომავლის ცოდნას, ნუ გებნევა გზა, რასაც აქ დასთეს, იქ იმას მოიმკი (გალ. 6, 7). აქედან გასვლის შემდეგ, ვერავინ წარემატება. განა სირთულეს წარმოადგენს ღვთისათვის, ადამიანის სხეულთან ერთად, მისი სულიც რომ შექმნას? ზეციურ ხარისხებზე მსჯელობისას კი ღვთაებრივმა წერილმა, ყველა ადამიანს პირი დაუყო, როდესაც თქვა: „მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს და დაადგინა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე“ (ფსალ. 148, 5-6). ხოლო, რაც ღმერთმა დაადგინა, იცვლება კი ის? მასში, წერილის თანახმად: „არა არს ცვალება“ (იაკ. 1, 17). სად მიაგენი, რომ რომელიმე ანგელოზმა საკუთარი მცდელობით წარმატებას მიაღწია? ძმაო, აქ საქმიანობაა, იქ საზღაურია; აქ ღვაწლია, იქ გვირგვინებია. ძმაო, თუ ცხონება გსურს, ნუ გამოეკიდები ამ სწავლებას, რამეთუ ღვთის წინაშე გიმოწმებ, რომ შენ ეშმაკის ორმოში და დაღუპვის უკიდურეს საფრთხეში ჩავარდი. ამიტომ, განუდექი მას და წმინდა მამებს შეუდექი. შეიძინე სიმდაბლე და მორჩილება, გლოვა, მოღვაწეობა, უპოვარება, თავის არაფრად შერაცხვა და ის, რასაც მამების სიტყვებსა და ცხოვრებაში პოულობ. მაშ: „ყავ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაი“ (მათე 3, 8), მე კი ნუ მიყურებ, რადგან ვამბობ და არ ვასრულებ, არამედ ილოცე, რომ ოდესღაც მეც ჭეშმარიტების შეცნობას მივაღწიო და წმინდა სამება ვადიდო, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
link
image

თემა: ერესი

606. ერთმა ძმამ წმინდა ბერს, აბბა ბარსანუფის, ჰკითხა: ჩემო მამაო, არ ვიცი, როგორ გამიტაცა ორიგენეს, დიდიმეს, ევაგრეს და მისი მოწაფეების გნოსტიკურმა თხზულებებმა. ისინი ამბობენ, რომ ადამიანთა სულები სხეულთან ერთად არ შექმნილა, არამედ მანამდე (მარტივი) გონებები ანუ უსხეულონი იყვნენ; მსგავსად ამისა, ანგელოზები და დემონებიც მარტივი გონებები იყვნენო. მაგრამ დაეცნენ რა დანაშაულით, ადამიანებს ამ სხეულში ცხოვრება მიუსაჯეს, ხოლო ანგელოზები, დაიცვეს რა საკუთარი თავი, ანგელოზები გახდნენ. ისინი ბევრ სხვა რამესაც წერენ ამის მსგავსს, რომ მაგალითად, მომავალი სატანჯველები დასრულდება და ადამიანები, ანგელოზები და დემონები კვლავ თავის პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდებიან, ანუ მარტივი გონებები გახდებიან და ამას ისინი (ერეტიკოსები) აღდგენას ეძახიან. მე არ ვიცი ჭეშმარიტია ეს თუ არა, ჩემი სული გაორებულია და ეჭვებითაა დამწუხრებული; ამიტომ გთხოვ მეუფეო, დამანახე ჭეშმარიტება, რომ მას მოვეჭიდო და არ დავიღუპო. რამეთუ ღვთაებრივ წერილში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. თვით ორიგენე, განმარტავს რა ტიტესადმი ეპისტოლეს, ამტკიცებს, რომ არც სამოციქულო და არც საეკლესიო გადმოცემა სხეულის შექმნამდე სულის არსებობის შესახებ არაფერს ამბობს და ამიტომ ორიგენე ერეტიკოსად მიიჩნევს მას, ვინც ამას აღიარებს. მაგრამ ევაგრეც თავის იმ ნაწერებში, რომელთაც გნოსტიკურს ვუწოდებთ, ამოწმებს, ეს ჩვენთვის არავის უცნობებია და თვით სულიწმიდასაც არ განუცხადებიაო. ე.წ. გნოსტიკური თავების მეორე ასეულში, 64-ე მუხლში, ის წერს: „პირველის შესახებ არავინ ლაპარაკობს, ხოლო მეორის თაობაზე იმან გვითხრა, ვინც ქორების მთასთან მეტყველებდაო“. და კვლავ იმავე ასეულის 69-ე მუხლში ამბობს: „სულიწმიდას ჩვენთვის არც გონიერი არსებების პირვანდელი დაყოფის და არც სხეულების პირველყოფილი არსებობის შესახებ არაფერი განუცხადებიაო“. ხოლო ის, რომ არც აღდგინება იქნება და არც ტანჯვა დასრულდება, თავად უფალმა გაგვიცხადა სახარებაში, როდესაც თქვა: „წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა“ (მათე 25, 46), და კიდევ: „მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების“ (მარკ. 9, 43). მაშ, საიდან აიღეს მათ ეს მეუფეო, როდესაც არც მოციქულებს გადმოუციათ ის ჩვენთვის, არც სულიწმიდას გაუცხადებია (როგოც თავადვე ამოწმებენ) და სახარებაშიც პირიქითაა ნათქვამი. შენი გულკეთილობით, ჩემო მამაო, წყალობით მოხედე ჩემს უძლურებას და მითხარი: როგორია ეს სწავლება?ძმაო, ვაი და ვარამი ჩვენს მოდგმას! რა მივატოვეთ და რას ვიკვლევთ, რას ვეძიებთ და რაზე ვბორძიკობთ! სიმართლის გზები მივატოვეთ და ბნელი გზით მოვისურვეთ სვლა, რათა წერილის სიტყვა ჩვენზეც აღსრულდეს: „ვაი სწორი გზის დამტოვებლებს, ბნელი გზით რომ სურთ სიარული“ (იგავ. 2, 13). ძმაო, მე ჭეშმარიტად საკუთარ თავზე გლოვა მივატოვე და შენზე ვტირი; ეს რაში ჩავარდი?! ჩემს ცოდვებზე ტირილს მოვეშვი და შენზე, როგორც ჩემს შვილზე, ვგლოვობ. ცანი შეძრწუნებულნი არიან, რაზე ცნობისმოყვარეობენ ადამიანები! მიწა იძვრის, როგორ მოისურვეს მათ მიუწვდომელის გამოკვლევა! ეს წარმართული დოგმატებია. ეს იმ ადამიანთა ფუჭმეტყველებაა, რომელთაც ჰგონიათ, რომ რაღაცას წარმოადგენენ. ეს უსაქმურ ადამიანთა სიტყვებია. ეს ხიბლის წარმონაქმნია, რამეთუ ნათქვამია: „იტყოდეს თავთა თვისთა ბრძენ და განცოფნეს“ (რომ. 1, 22). თუ შეცნობა გსურს, დაუკვირდი: „ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი“ (მათე 7, 16). როგორია მათი ნაყოფები? ქედმაღლობა, დამცირება, უღონობა, სიზარმაცე, შებრკოლება, რჯულისაგან, ან უკეთესად თუ ვიტყვით, სჯულისმდებელი ღვთისაგან გაუცხოვება. ისინი დემონთა და ეშმაკთა მთავრის საცხოვრისნი არიან. ვისაც მათი სწამს, მათ შეხედულებებს ის სიბნელემდე მიჰყავს და არა სინათლემდე. ისინი ღვთის შიშს კი არ აღძრავენ, არამედ უფრო ეშმაკისეულ წარმატებას უწყობენ ხელს. მათ ჭაობიდან კი არ ამოვყავართ, არამედ უფრო გვძირავენ მასში. შინაარსით ეს ის ღვარძლია, რომელიც მტერმა დათესა სახლის უფალის ყანაში. ეს ის ეკლებია, რომლებიც ღვთისაგან დაწყევლილ მიწაზე ამოიზარდა. ისინი სრულიად ცრუნი, სრულიად ბნელნი, სრულიად მოხიბლულნი და ღვთისაგან მყარად გაუცხოებულნი არიან. გაექეცი მათ, ძმაო, რომ მათი სწავლება შენს გულში არ გამყარდეს. ისინი ცრემლებს აშრობენ, გულს აბრმავებენ და იმ ადამიანებს, რომლებიც მათ უსმენენ, სრულიად ღუპავენ. ნუ შეჩერდები და ნუ ფიქრობ მათზე; ისინი სიმწარით არიან აღსავსე და სიკვდილის ნაყოფები მოაქვთ. რაც შეეხება მომავლის ცოდნას, ნუ გებნევა გზა, რასაც აქ დასთეს, იქ იმას მოიმკი (გალ. 6, 7). აქედან გასვლის შემდეგ, ვერავინ წარემატება. განა სირთულეს წარმოადგენს ღვთისათვის, ადამიანის სხეულთან ერთად, მისი სულიც რომ შექმნას? ზეციურ ხარისხებზე მსჯელობისას კი ღვთაებრივმა წერილმა, ყველა ადამიანს პირი დაუყო, როდესაც თქვა: „მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს და დაადგინა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე“ (ფსალ. 148, 5-6). ხოლო, რაც ღმერთმა დაადგინა, იცვლება კი ის? მასში, წერილის თანახმად: „არა არს ცვალება“ (იაკ. 1, 17). სად მიაგენი, რომ რომელიმე ანგელოზმა საკუთარი მცდელობით წარმატებას მიაღწია? ძმაო, აქ საქმიანობაა, იქ საზღაურია; აქ ღვაწლია, იქ გვირგვინებია. ძმაო, თუ ცხონება გსურს, ნუ გამოეკიდები ამ სწავლებას, რამეთუ ღვთის წინაშე გიმოწმებ, რომ შენ ეშმაკის ორმოში და დაღუპვის უკიდურეს საფრთხეში ჩავარდი. ამიტომ, განუდექი მას და წმინდა მამებს შეუდექი. შეიძინე სიმდაბლე და მორჩილება, გლოვა, მოღვაწეობა, უპოვარება, თავის არაფრად შერაცხვა და ის, რასაც მამების სიტყვებსა და ცხოვრებაში პოულობ. მაშ: „ყავ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაი“ (მათე 3, 8), მე კი ნუ მიყურებ, რადგან ვამბობ და არ ვასრულებ, არამედ ილოცე, რომ ოდესღაც მეც ჭეშმარიტების შეცნობას მივაღწიო და წმინდა სამება ვადიდო, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.607. იმავე ძმამ ამ სწავლების შესახებ მეორე ბერს იოანეს ჰკითხა. „არა არს ესე სიბრძნე ზეგარდამოსრული, არამედ ქუეყანისაი, მშვინვიერი და საეშმაკოი“ (იაკ. 3, 15). ეს ეშმაკისეული სწავლებაა. ამ სწავლებას სამარადისო ტანჯვისაკენ მიჰყავს ის, ვინც მას ყურს უგდებს. ვინც ამ სწავლებითაა დაკავებული, ერეტიკოსი ხდება. ვინც ის ირწმუნა, მან ჭეშმარიტებას ზურგი შეაქცია. ვინც მას ეთანხმება, მისთვის უცხოა ღვთის გზა. ქრისტეს მოღვაწეებს არ უსწავლებიათ ეს. ჭეშმარიტების სიტყვის მიმღებნი არ ღებულობენ ამ აზრებს. ძმაო, სწრაფად მიატოვე ის, რომ გული ეშმაკისეული ცეცხლით არ დასწვა, რომ ხორბლის ნაცვლად შენს მინდორში ეკლები არ დათესო და სიცოცხლის ნაცვლად სიკვდილი არ მოიმკო; და ბევრს იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ქრისტეს ნაცვლად ეშმაკი არ მიიღო. ნუ შეყოვნდები მასში და წმინდანთა ლოცვებით თავს უშველე, როგორც ლოთმა სოდომისაგან, ამინ.
link
image

თემა: ერესი

610. ჩემო მამაო! ისინი, ვინც სულების წინასწარი არსებობის შესახებ ბრძნობენ, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველზე უსირცხვილოდ ამბობენ, რომ ქრისტეშობის და პასექის დღესთან დაკავშირებით, თავის სიტყვაში ისიც იგივეს ამტკიცებს, განმარტავენ რა პირადი შეხედულებით მის ზოგიერთ გამონათქვამს და ყურადღების მიღმა ტოვებენ იმას, რაც იქ ეკლესიის გადმოცემის შესაბამისად ნათლადაა ნათქვამი, პირველი ადამიანის შექმნისა და ასევე მისი სულის და სხეულის შესახებ. რამეთუ, აი, რას ამბობს ის: „ეს რომ ეჩვენებინა, შემოქმედებითმა სიტყვამ ორი ბუნებისაგან, უხილავისა და ხილულისაგან, ერთი ცოცხალი არსება - ადამიანი შექმნა. აიღო სხეული წინასწარ შექმნილი ნივთიერებისაგან და ჩაჰბერა მასში თავის სიცოცხლე, რასაც ჩვენ გონიერ სულს და ღვთის ხატებას ვუწოდებთ“ (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყვ. წ. III, გვ. 242, წ. IV გვ. 157). და სხვა მუხლებშიც ვაწყდებით მრავალ ნათელ და უეჭველ გამონათქვამს ადამიანის შესახებ, რომელიც წინასწარქმნილი მასალის და ღვთისაგან მინიჭებული სულითაა შექმნილი. ის იქვე ყოველმხრივ აქებს ადამიანის ბუნებას და სხეულისა და სულის ხსნას ღვთის ღირსეულ საჩუქარს უწოდებს და საერთოდ არ ამბობს იმას, რასაც ისინი მას მიაწერენ, რომ თითქოს სულმა დასჯის შედეგად შეიმოსა სხეული, რათა თავის ძველი შეცოდებების გამო სასჯელი იწვნიოს. და სხვა განსხვავებულ თხზულებებშიც ცხადდება, რომ მისი მიზანი ასეთი სწავლებისაგან სრულიად წმინდაა. ისინი სიხარულით ლაპარაკობენ წმ. გრიგოლიზე, ბასილი დიდის ძმაზე, რომ თითქოს მასაც იგივე აქვს ნათქვამი და ისიც უშვებს სულთა წინაარსებობას, თავისებურად განმარტავენ რა მის ზოგიერთ სიტყვას. მაგრამ ის თავის თხზულების 30-ე თავში „ადამიანის შექმნის შესახებ“, ძლიერ ეწინააღმდეგება აზრს სულის წინასწარი არსებობის შესახებ და ისევე უარყოფს მას, როგორც ნეტარი დავითი, და წმ. იოანე, და ათანასე, და ყველა სხვა მოძღვარი და მნათობი ეკლესიისა. აღდგენის შესახებ კი იგივე წმ. გრიგოლ ნოსელი ნათლად საუბრობს, ოღონდ ისე კი არა, როგორც ისინი ბრძნობენ, რომ თითქოს, ტანჯვის დასასრულს, ადამიანი თავის პირვანდელ მდგომარეობაში იქნება აღდგენილი, ანუ წმინდა გონება იქნება; არამედ ამბობს, რომ ტანჯვა შემსუბუქდება და დამთავრდება (შენიშვნა: კონსტანტინეპოლელი პატრიარქი გენადი (მე-8 ს) ამტკიცებს, რომ გრიგოლ ნოსელის წმინდა თხზულებებში ცრუ სწავლება ერეტიკოსებმა შეიტანეს). ამრიგად, მითხარი, ჩემო მამაო, რატომ არ ლაპარაკობს ასეთი ადამიანი სამართლიანად, როგორც ეს წმინდა მამას შეეფერება, რომელმაც სულიწმინდის შთაგონებით უნდა ილაპარაკოს. ასევე, ზოგიერთ მამასა და მოძღვარს შორის სამოთხის შესახებაც არაა თანხმიერება, ამბობენ რა, რომ ის არა გრძნობადი, არამედ საცნაურია, და ერთგვარი უთანხმოების პოვნა წერილების სხვა თავებშიც შეიძლება. გთხოვთ, მეუფეო, აგვიხსენი ჩვენ ეს, რომ თქვენგან განათლებულებმა, ღმერთი განვადიდოთ და ეჭვი არ შეგვეპაროს ჩვენს წმინდა მამებში.„კურთხეულ არს ღმერთი და მამაი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან მაკურთხნა ჩუენ ყოვლითა კურთხევითა სულიერითა ცათა შინა ქრისტეს მიერ, ამინ.“ (ეფეს. 1, 3). ძმებო! მოიწია ის დრო, მოციქულთან ერთად რომ ვთქვა: „ვიქმენ უგუნურ სიქადულისთვის, რამეთუ თქუენ მაიძულეთ მე“ (2 კორ. 12, 11). რამეთუ თქვენი გულისთვის მე იძულებული ვარ გამოვიკვლიო ის, რაც ჩემს ძალებს აღემატება, და ვთქვა ის, რაც საერთოდ არ რგებს სულს, თუმცა კი არც აზიანებს. ჩვენ დაგვავიწყდა მოციქული პავლე, რომელიც ამბობს: „ყოველი სიმწარე და რისხვაი და გულისწყრომაი და ღაღადებაი და გმობაი მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით“ (ეფეს. 4, 31), ხოლო მე დავამატებ: ღორმუცელობით და სიძვით, ვერცხლისმოყვარეობით და სხვა ვნებებით, რომელთა გამოც დღე და ღამ უნდა ვკვნესოდეთ და განუწყვეტლივ ვტიროდეთ, რათა ცრემლების სიმრავლით სრულიად ჩამოვირეცხოთ მათი სიბილწე, რომ უწმინდურები - წმინდები, ცოდვილები - მართლები, ხოლო მკვდრები ცოცხლები გავხდეთ. ჩვენ კი, პირიქით, მხოლოდ ლაპარაკით ვართ დაკავებულნი, რისთვისაც ასევე პასუხისგება მოგვიწევს, რამეთუ ნათქვამია: „შენ მიაგო კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ“ (ფსალ. 61, 12), და კიდევ: „ჩუენ ყოველნი განცხადებად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა, რაითა მოიღოს კაცად-კაცადმან ხორცთა ამათგან, რაიცა-იგი ქმნა: გინა თუ კეთილი, გინა თუ ბოროტი“ (2 კორ. 5, 10). ჩვენ იმას უნდა ვეცადოთ, რასაც ჩვენი მამები - აბბა პიმენი და სხვები ცდილობდნენ. ეს მცდელობა ჩვენი საკუთარი თავის არაფრად შერაცხვას გვასწავლის, რომ არავის შევადაროთ და მიწად და ნაცრად მივიჩნიოთ იგი. ამ სწავლებებზე ფიქრი და მსჯელობა კი საკუთარი თავის ბრძენად წარმოდგენას გვასწავლის, რათა ვიამაყოთ და მნიშვნელობა მივანიჭოთ მას და ყოველგვარ ვითარებაში სხვებს შევადაროთ და სიმდაბლისაგან გავუცხოვდეთ. შემინდეთ, უსაქმურობის გამო ხომ არა ხართ ამით დაკავებულნი? თუ ასეა, მაშინ წადით უბანთა ზედა და დადექით იქ, სანამ სახლის უფალი მოვა და თავის ვენახში დაგადგენთ სამუშაოდ (მათე 20, 3-4). თქვენი გულები უფალთან მომავალ შეხვედრაზე შიშით რომ ზრუნავდეს, არც გაგახსენდებოდათ ეს სწავლება. წინასწარმეტყველმა დაივიწყაჭამად პური თვისი (ფსალ. 101, 4-5), ჩვენ კი უხვად ვიკვებებით და უდებებას ვნებდებით, ამიტომაც ვცვივდებით ასეთ ბრძნობაში. ღმერთი ჩვენგან განათლებას, განწმენდას, დუმილს და სიმდაბლეს ითხოვს, და არა ამას. მაგრამ, არ მინდა გაუგებრობაში დაგტოვოთ, და არც ის მსურს ღვთისაგან უწყება რომ გამოვითხოვო ამის თაობაზე; ვწუხდი და შემავიწროვა ერთმაც და მეორემაც, ამიტომ თავად ვამჯობინე დამწუხრება, ოღონდ თქვენ გამოგიხსნათ მისგან, ვიხსენებ რა მას, ვინც თქვა: „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ“ (გალ. 6, 2). ასე რომ, ვიდრე თქვენ ამ შეკითხვას გამომიგზავნიდით, სამი დღით ადრე მოისმინეთ ღმერთმა რა განმიცხადა. ღვთის ყველა სათნოყოფილმა მამამ, წმინდანმა და მართალმა, და ღვთის ერთგულმა მონამ, დე, ილოცოს ჩემთვის! ნუ ფიქრობთ, რომ ადამიანებს, თუნდაც წმინდანებს, სრულიად შეუძლიათ ღვთის იდუმალ სიღრმეთა წვდომა; რამეთუ მოციქული ამბობს: „მცირედ-რაიმე ვწინასწარმეტყუელებთ“ (1 კორ. 13, 9), და კიდევ: ერთ ადამიანს ყველა ნიჭი როდი ენიჭება ერთდროულად, არამედ ესა თუ ის ნიჭი თითოეულს სულისაგან ეძლევა, რომელსამე სულისა მისგან სიტყუაი სიბრძნისაი; ხოლო სხუასა - სიტყუაი მეცნიერებისაი. ხოლო ამას ყოველსა შეეწევის ერთი და იგივე სული (1 კორ. 12, 8-11). იცოდა რა, რომ ღვთის განჩინებანი მიუწვდომელია, მოციქულმა წარმოთქვა: „ჰოი სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაი! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი, და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი! რამეთუ ვინ ცნა გონებაი უფლისა? ანუ ვინ თანამზრახველ ეყო მას?“ (რომ 11, 33-34), და ა.შ. გახდნენ რა მოძღვრები, წმინდანებმა, ან თავის თავად, ან სხვა ადამაინების ხელშეწყობით, ფრიად წარმატებას მიაღწიეს, თავიანთ მასწავლებლებს აღემატნენ, მიიღეს რწმუნება მაღლიდან და ახალი სწავლება გადმოგვცეს, მაგრამ ამასთანავე ის არასწორი სწავლებაც შეინარჩუნეს, რაც თავიანთი მასწავლებლებისაგან შეითვისეს; შემდგომში წარმატებულნი, სულიერი მოძღვრები გახდნენ, მაგრამ მათ არ უთხოვიათ ღვთისათვის, რომ მას გაეცხადებინა მათთვის პირველ მასწავლებელთა სწავლების სამართლიანობა და მათ სიბრძნეს და გონიერებას მიაგებდნენ რა პატივს, არ გამოუკვლევიათ მათი სიტყვები და არ გაურკვევიათ, იყო თუ არა მათი გადმოცემა სულიწმიდით შთაგონებული; ასეთნაირად, მათი მასწავლებლების შეხედულებები მათ საკუთარ სწავლებას შეერია, და ეს წმინდანები ზოგჯერ ამბობდნენ იმას, რაც თავის მასწავლებლებისაგან შეისწავლეს, ზოგჯერ კი იმას, რასაც საღად სწვდებოდნენ თავის გონებით; მომავალში კი, როგორც ერთი, ასევე მეორე სიტყვები, მათ მიაწერეს. მიიღეს რა ძველებისაგან და წარემატნენ და გახდნენ უკეთესები, წმიდანები სულიწმიდით ამბობდნენ იმას, რასაც მათ სულიწმინდა რწმუნებით ანდობდა, მაგრამ ამბობდნენ იმასაც, რაც ძველი მასწავლებლებისაგან გადაეცათ და არ იკვლევდნენ მათ სიტყვებს, მაშინ როცა უნდა გამოეკვლიათ და ღვთისადმი ლოცვით და სულით განათლებულთა გამოკითხვით დარწმუნებულიყვნენ, მართლები იყვნენ თუ არა ისინი. ასე შეერია ერთმანეთს სწავლებები და ყველაფერს, რასაც ეს მამები ამბოდნენ, მათ სახელებს მიაწერდნენ. ასე რომ, როდესაც რომელიმე მათგანი სულიწმიდისაგან მოსმენილს გვაუწყებს და თვითონვე აღნიშნავს ამას, მაშინ ეს უეჭველია, და ჩვენც უნდა ვერწმუნოთ მას. ხოლო იქ, სადაც წმინდა მამა ზემოთნახსენებ საკთხებზე ლაპარაკობს, ის არსად არ ასაბუთებს იმას, რომ მის სიტყვებს ზეგარდამო რწმუნება გააჩნიათ, რამეთუ ისინი ძველი მასწავლებლების სწავლებებიდან გამომდინარეობენ, და ის, ენდობოდა რა მათ ცოდნას და სიბრძნეს, არ ეკითხებოდა ღმერთს, ჭეშმარიტი იყო თუ არა მათი სწავლება. აი, თქვენ მოისმინეთ მთელი ჩემი უგუნური ნათქვამი; ამიერიდან დადუმდით და ღვთის გულისათვის იღვაწეთ, მოეშვით ამაოდმეტყველებას და საკუთარ ვნებებს დაუკვირდით, რომელთა გამოც პასუხის გაცემა მოგიწევთ სამსჯავროს დღეს. იმას არ გკითხავენ, რატომ არ იცით ან რატომ არ შეისწავლეთო. ამიერიდან იტირეთ და იკვნესეთ; ჩვენი მამების, პიმენის და სხვათა გზა გამოიკვლიეთ და „რბიოდეთ, რაითა ეწინეთ“ (1 კორ. 9, 24) ჩვენი უფლის, ქრისტე იესოს მიერ, რომელსაც უკუნისამდე შვენის დიდება, ამინ.
link
image
image
6
7
8