image
image
4
5
6
Loading..
image

თემა: სახარება

166. შეიძლება თუ არა, ჩვენ თავად რომ განვმარტავდეთ სახარებასა და საღმრთო წერილის სხვა წიგნებს?არ გაბედო თავად განმარტო სახარება და საღმრთო წერილის სხვა წიგნები! საღმრთო წერილი წმ. წინასწარმეტყველებისა და მოციქულების მიერ არის დაწერილი, დაწერილი არა თვითნებურად, არამედ სულიწმიდის ჩაგონებით. განა უგუნურება არაა, იგი თვითნებურად განმარტო? სულიწმიდამ წინასწარმეტყველთა და მოციქულთა პირით წარმოთქვა, ხოლო წმ. მამების მეშვეობით განიმარტა ღვთის სიტყვა. მხოლოდ ამ ერთადერთ განმარტებას ღებულობს წმ. მართლმადიდებელი ეკლესია! მხოლოდ ამ ერთადერთ განმარტებას ღებულობენ მისი ჭეშმარიტი შვილები!... მათთვის, ვინც მას კადნიერად განმარტავს, ღვთის სიტყვა, ხსნის სიტყვვა, სასიკვდილოა, ორლესული მახვილია, რომლითაც ისინი თვითონვე განიგმირავენ თავს, რათა საუკუნოდ წარწყმდნენ. ასე წარიწყმიდეს სული არიოზმა, ნესტორმა, ევტიხმა და სხვა მწვალებლებმა, რომლებიც საღმრთო წერილის თვითნებური და კადნიერი განმარტებით ღვთისმგმობელობაში ჩავარდნენ.
link
image

თემა: სახარება

იფიქრე, საყვარელო, იმის შესახებ, რომ სახარების მასწავლებელი, იესო ქრისტე, ყველა მასწავლებელთა და მოძღვართა მასწავლებელია. მხოლოდ ისაა ერთადერთი ღმერთი და მასწავლებელი, როგორც ღამით მასთან მისულმა ნიკოდიმოსმა უწოდა: "რაბი, უწყით, რ... იხილეთ სრულად
link
image
image
4
5
6