თემა: პატივმოყვარეობა ჭიანჭველა მარცვლის დამწიფებას ელის, ხოლო პატივმოყვარეობა ელის, რომ მონაზვნის სიმდიდრე მიიტაცოს. link
თემა: პატივმოყვარეობა 4. ჭიანჭველას უხარია როცა იპოვის და მოიპარავს, ხოლო პატივმოყვარეობას დაღუპვა და გაფანტვა ახარებს. link
თემა: პატივმოყვარეობა როგორც ნაყოფი ნესტიან ადგილას მალე ფუჭდება, ასევე კვდება პატივმოყვარეობით აღსრულებული სათნოება. link
თემა: პატივმოყვარეობა პატივმოყვარე მოღვაწე ორმხრივ ავნებს საკუთარ თავს, რადგან ხორცსაც იტანჯავს და ვერც ჯილდოს მიიღებს link
თემა: პატივმოყვარეობა ელვის ბრწყინვალება მეხის ჩამოვარდნას მოასწავებს, ამპარტავნებისა კი - პატივმოყვარეობის გამოჩენას. link
თემა: პატივმოყვარეობა სუფრასთან ჯდომისას, პატიცმოყვარება ჩააგონებთ, რომ იმარხულონ და მათზე უმცირესნი უმოწყალოდ ამხილონ link
თემა: პატივმოყვარეობა თუ ადამიანი მიაგებს, მაშინ უფალი არ მიაგებს; ხოლო თუ ადამიანი არ მიაგებს, მაშინ ღმერთი აღასრულებს ამას. link
თემა: პატივმოყვარეობა გახვრეტილ ტომარაში მისი შიგთავსი ვერ შეინახება; ასევე პატივმოყვარეობაც ნთქავს სათნოებათა სასყიდელს. link
თემა: პატივმოყვარეობა როგორც ვენახს შემოხვეული სურო მოაშთობს მის ნაყოფს, ასევე პატივმოყვარეობა ანადგურებს მოსაგრის შრომას. link
თემა: პატივმოყვარეობა პატივმოყვარე სულთან კვლავ ბრუნდებიან ვნებები, რომლებიც მან ოდესღაც დაძლია და საკუთარი თავიდან განდევნა. link