ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
image
image
16
17
18
დალაგება: ზომა დამატების დრო
Loading..
 
თემა: მადლი

1461.რა არის ღმრთის წყალობა?ღმრთის წყალობა სულიერი ძალაა, რომელიც შეგვეწევა დავიმკვიდროთ ცხონება.1462.კიდევ სხვაგვარად როგორ იწოდება ღმრთის წყალობა?ღმრთის წყალობას სხვაგვარად მადლი, ან კეთილი საუნჯე ჰქვია.1463.გვჭირდება ღმრთის წყალობა?ღმრთის მოწყალების გარეშე არარა ძალგვიძს, რამეთუ მის გარეშე ადამიანი სულიერად იფიტება და ჭკნება, როგორც მცენარე წვიმისა და ზეციური ცვარის გარეშე.1464.უმეტესად როდის მოვიპოვებთ ღმრთის წყალობას?მოვიპოვებთ მაშინ, როდესაც კეთილკრძალულებით ვლოცულობთ და განწმენდილი გულით ვეზიარებით წმისა საიდუმლოს.1465.რისი აღსრულება გვმართებს, რომ ჩვენში მუდმივად ჰგიებდეს ღმრთის მადლი?ამისათვის გვმართებს განვერიდოთ ცოდვებს.1466.შესაძლებელია თუ არა ხელახლა მოვიპოვოთ ღმერთის წყალობა, თუ მას მძიმე ცოდვის ჩადენით დავკარგავთ?შეგვიძლია, თუ კრძალვით შევიმოსავთ სინანულის წმიდა საიდუმლოს.1467.ყოველდღიურად რომელი ლოცვით უნდა უხმობდეს სული წმიდას მართლმადიდებელი ეკლესია?უნდა ვუხმობდეთ ლოცვით: ,,მეუფეო ზეცათაო ... "განმარტება:I. ღმრთის მადლი ჩვენში მკვიდრდება მაშინ, როდესაც ვიმარხვით წმიდა საიდუმლოს, აგრეთვე, როდესაც კრძალვით და გულისხმიერებით ვკითხულობთ წმიდა წერილს, წრფელი გულით აღვასრულებთ მოწყალებას, ღმრთისადმის ისყვარულით გამოვისახავთ პირჯვარს და რწმენით მივეახლებით ნაკურთხ საგნებს.II. პავლე მოციქულმა თქვა: ,,არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაი დამკვიდრებულ არს თქუენ შორის?" (Iკორ.3,16). შემდგომ კი ამავე ეპისტოლეში მან თავის შესახებ თქვა: ,,ხოლო მადლითა ღმრთისაითა ვარ, რაი-იგი ვარ; და მადლი იგი მისი, რომელი ჩემდა მომართ იყო, არა ცუდად რაი იყო" (15,10). ოო, ჩვენც რომ შეგვეძლოს ვთქვათ ,,მადლი ღმრთისაი, რომელი ჩემდა მომართ იყო, არა ცუდად რაი იყო" , და თითოეული ჩვენგანი რომ სული წმიდის ტაძარი ყოფილიყო!..III. სული წმიდა არის ჩვენი განმანათლებელი და ნუგეშისმცემელი, რამეთუ მისი წყალობა განგვამართლებს და აღგვავსებს ნუგეშით. ძე ღმერთი არის ჩვენი მხსნელი, მამა ღმერთი კი-ყოველივეს შემოქმედი.

link
image
თემა: მადლი
link
image
თემა: მადლი
link
image
თემა: მადლი
link
image
თემა: მადლი
link
image
თემა: მადლი
link
image
image
16
17
18
 
0_28