image
image
36
37
38
39
image
image
Loading..
image

თემა: განსაცდელები

959. რას გვეტყვით ისეთი ადაიანის შესახებ, რომელიც იმაზე კი არ წუხს, რომ შეურაცხყვეს, არამედ იმას განიცდის, რომ განსაცდელის მამაცურად გადატანა გასჭირვებია?ეშმაკნი შიშისაგან ძრწიან, როცა ხედავენ, რომ ადამიანი, რომელიც შეურაცხყვეს და მიაყენეს ზიანი, იმაზე კი არ წუხს, თუ რად შეემთხვა ეს, არამედ იმას განიცდის, რომ უჭირს მამაცურად გადაიტანოს განსაცდელი; რამეთუ ბოროტი სულნი მასში ჭეშმარიტების გზაზე მდგომ ქრისტეს მიმდევარს ხედავენ, რომელსაც სურს ერთგულად აღასრულოს უფლის მცნებანი.
link
image

თემა: განსაცდელები

589. თუ ინებებ, ძმებს მოთმინების და მორჩილების შესახებ გამოუცხადე, რამეთუ ისინი შენს სიტყვას რწმენით იღებენ. ბერმა მათ ეს შემდეგნაირად აუხსნა:ძმებო, თქვენ აქ მოსვენებისთვის არ მოსულხართ, არამედ ჭირისთვის. რამეთუ ასე ამცნო უფალმა მოციქულებს: „სოფელსა ამას ჭირი გაქუს“ (იოანე 16, 33). თუ თქვენ მას უგულებელყოფთ, მაშინ ისიც უგულებელგყოფთ თქვენ. ვისაც ღვთისაგან კურთხევის მიღება სურს, ის უსმენს უფალს, რადგან თავად მან თქვა: „უკუეთუ ვინმე სიტყუაი ჩემი დაიმარხოს, სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე“ (იოანე 8, 51); ხოლო, ვინც საუკუნო ცხოვრებას ეძებს, ის სისხლის დათხევამდე ცდილობს მისი სიტყვის დაცვას და საკუთარ ნებას იკვეთს. რამეთუ, არცერთ იმათგანს, ვინც საკუთარ ნებას ეძებს, რომელიც ღმერთს არ ესათნოება, წილი არა აქვს ქრისტესთან. ასე რომ, საკუთარ თავს ღვთის შიშით დაუკვირდით და ღმერთი წმინდანთა ლოცვებით დაგიფარავთ, ამინ.
link
image

თემა: განსაცდელები

782. რატომ აღმოაცენა ღმერთმა ხე „ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა“ და რატომ უბრძანა ადამს არ ეჭამა მისგან, ხომ შეეძლო ამის გარეშც მიენიჭებინა უკვდავება მისთვის?ადამიანისთვის სასარგებლო არ იქნებოდა, თუკი ის გამოუცდელი, საცდურისაგან გამოუწვრთნელი მიიღებდა უხრწნელებას, რადგან იგი სხვნაირად ამპარტავნებას დაემონებოდა და ეშმაკის მსგავს გმობას მიემთხვეოდა. ამიტომ აუცილებელი იყო ადამიანი ჯერ საცდურს სწეოდა. რადგან გამოუცდელი მამაკაცი არასრულყოფილია. საჭირო იყო გამოცდის გზით ადამიანს მიეღწია სრულყოფილებისათვის და ამგვარად მიეღო უკვდავება.
link
image

თემა: განსაცდელები

838. იმდენად, რამდენადაც ზემოთნახსენები ჩამორთმევა არაერთხელ შემემთხვა და ვწუხვარ იმის გამო, რომ ის, რაც მჭირდება ხელთ აღარა მაქვს, როგორ მოვიქცე ამ შემთხვევაში?წერილი ამბობს, რომ თქვენი შეურაცხმყოფელი სულიწმიდას შეურაცხყოფს, რომელიც მკვიდრობს თქვენში, და არა თქვენ (საქმე მოც. 55: 43; 1 კორ. 3, 16). ასე რომ, ნუ წუხხარ ადამიანების მიერ წართმეულზე, რამეთუ ღმერთი არ დაგაკლებს იმას, რაც გჭირდება. განა მან არ თქვა: „იცის მამან თქუენმან, რაი-იგი გიხმს თქუენ, ვიდრე თხოვადმდე თქუენდა მისგან“ (მთ. 6, 8). არამედ ღვთის სასუფეველი ეძიე, ღვთივსათნო საქმეები აკეთე და ესე ყოველი შეგეძინოს შენ“ (მათე 6, 33). თუ ნივთების სიმწირე ცოტაოდენ დაგამწუხრებს, სამაგიეროდ ღვთის ნებით მის მადლს უხვად მიაგნებ შენს წინაშე. გაიხსენე, რა წერია: „რომელთა ჰნებავს ღმრთისმსახურებით ცხორებაი, იდევნნენ“ (2 ტიმ. 3, 12); და კიდევ, მოციქული ამბობს: „ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ უფლის მიერ, რაჟამს განსაცდელსა შესცვივეთ პირად-პირადსა“ (იაკ. 1, 2). სწორედ ამაში მდგომარეობს დევნა და განსაცდელები. მამაცურად და რწმენით დაითმინე ისინი და ღმერთი განდიდდება შენი მეშვეობით. რამეთუ მოთმინებას ადამიანი გამოცდილებამდე მიჰყავს, გამოცდილებას კი სასოებამდე, ხოლო სასოება არ შეგარცხვენს (რომ. 5, 4-5). ილოცე ჩემთვის.
link
image

თემა: განსაცდელები

402. შეუძლიათ თუ არა დემონებს, ვინმეს რაიმე კეთილი აუწყონ? რით მჟღავნდება, რომ ეს სიკეთე დემონისგანაა და რით განსხვავდება ის საღმრთო სიკეთისაგან?ზოგიერთს ეჩვენება, რომ სიკეთეს იხვეჭს, მაგრამ სინამდვილეში ბოროტისაგან იხიბლება. ეშმაკისაგან მომდინარე, ყველანაირი სიკეთე ადამიანს ხიბლავს და თუ ზუსტად გამოვიკვლევთ, მოჩვენებითი აღმოჩნდება, რამეთუ ეშმაკი ცრუა და მასში არაა ჭეშმარიტება (იოანე 8, 44); და ამას (ამ მოჩვენებით სიკეთეს), შედეგი ადასტურებს. მოციქულის სიტყვის თანახმად, მისი სინათლე სიბნელით მთავრდება, რომელიც ეშმაკის მაცნეებზე საუბრისას ამბობს, რომ ისინი სიმართლის მსახურთა სახეებს ღებულობენ: „რომელთაი აღსასრული იყოს საქმეთა მათთაებრ“ (2 კორ. 11, 15); და მაცხოვარიც ამბობს: „ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი“ (მათე 7, 16). თუ გონივრულად და განსჯის მოხმობით გამოიკვლევ, ნახავ, რომ ეშმაკისაგან მომდინარე მოჩვენებით სიკეთეს, სიკეთის არანაირი კვალი არ ატყვია, და მასში ან პატივმოყვარეობა, ან შფოთი, ან რაიმე მისი მსგავსია; ღვთის სიკეთე კი ყოველთვის სინათლეს და გულის სიმდაბლეს გვანიჭებს და ადამიანს ამშვიდებს. ხოლო, როდესაც უმეცრებით, ეშმაკის ხიბლი რაღაცით დაგვაზიანებს და ამის შემდეგ მივხვდებით, რომ ეს განსაცდელია, მაშინ საკუთარ თვს უნდა მოვუწოდოთ და ღმერთს შევუერთდეთ, რათა მან აგვარიდოს ეს განსაცდელი. და უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგიერთი ასეთ განსხვავებას დასაწყისშივე ამჩნევს; ცოდვილები კი ამას განსაცდელის დამთავრებისას ხვდებიან, მსგავსად იმისა, როგორც დახელოვნებული ოქრომჭედელი, ოქროს ხელში აღებისთანავე, ანუ ცეცხლში გამოცდამდე ხვდება როგორია იგი, გამოუცდელი კი ამას მანამ ვერ გაიგებს, სანამ ღუმელში არ გამოსცდის.
link
image

თემა: განსაცდელები

565. საცხოვრებლის აბბას ვედრება იმავე ბერისადმი.
ჩემო მამაო, მძიმე ჟამი დაგვიდგა, ევედრე ღმერთს, რომ ჩაიაროს მან, და ჩვენ, შენი მონები ჩვენი ცოდვების გამო ყოველგვარი განსაცდელისაგან დაცულები ვიყოთ.
თუ სიკეთეს გავაკეთებთ, ღმერთი შეგვეწევა და მძიმე ჟამი არ შეგვეხება; და თუ ბოროტებას გავამრავლებთ, მაშინ საკუთარ თავს ნაადრევად მოვუმზადებთ სიკვდილს. ხოლო, თუ თქვენ სიკეთეში დარჩებით, მაშინ ღმერთი თავის ანგელოზს გამოგზავნის, რომელიც ნიშნით დაგვბეჭდავს, რათა ანგელოზის მომავალმა შემართულმა მახვილმა წმინდანთა ლოცვებით გვერდი აგვიქციოს, ამინ.
link
image

თემა: განსაცდელები

ღვთისაგან დაშვებული განსაცდელები ჩვენი ძალების შესაბამისია, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ განსაცდელებს ხშირად თან სდევს უმოწყალო ადამიანების მხრიდან დაცინვა ან უგუნური მსჯელობა, რის შედეგადაც ჩვენი სისუსტის გამო ვიდრიკებით. ძლიერი ქარი წ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: განსაცდელები

795. ღვთის წმინდა ეკლესიაში წარმოქმნილი არეულობის დროს, როდესაც ელოდნენ, რომ მეფის ბრძანებით ზოგიერთ ისეთ პირს დაასხამდნენ ხელს, რომელსაც ეკლესიასთან საერთო არაფერი ჰქონდა და დევნა დაიწყებოდა, ზოგიერთმა ქრისტესმოყვარე ადამიანმა იმავე ბერს ჰკითხა: ჩვენ თვითონ ხომ არ განვერიდოთ და გადავმალოთ ჩვენი საკუთრება? მან კი უპასუხა: არის კი ვინმე ღმერთზე ძლიერი? როდესაც ჩვენ ღვთის ხელთა ვართ და დავითთან ერთად ვგალობთ: „ხელთა შენთა შევვედრო სული ჩემი“ (ფსალ. 30, 6), მაშინ რატომ გვეშინია? განა ღმერთმა არ წარმოთქვა, დაინგრევა ქალაქი ნინევიაო? (ინ. 3, 4). მაგრამ დაანგრია? - არა, არამედ ნინეველთა სინანულის გამო შეიბრალა. ამიტომ ჩვენც ღვთის წინაშე შევინანოთ და ის ყველაფერს მშვიდობიანად მოაგვარებს. და კიდევ: ნუთუ ეს მიწიერი მეფე ნაბუქოდონოსორზე ძლიერია? მაგრამ დანიელმა და სამმა ჭაბუკმა ზეციურ მეფეს, - ღმერთს სთხოვეს და მან დაუმორჩილა მათ ბაბილონის მეფე. თქვენი შეკითხვიდან კი ჩანს, რომ ორმაგი ბრძოლა გაქვთ: შიშის და ვერცხლისმოყვარეობის. ჩვენ ღვთის ხელში ვართ და მას აქვს ძალა, რომ ჩვენზე თავის ნება აღასრულოს; ამიტომ ნუ გაიქცევით და არაფერი გადამალოთ თქვენი საკუთრებიდან.796. კვლავ მათ ისევ ჰკითხეს იმავე ბერს: მაშინ რატომ წერია: „რაჟამს გდევნიდნენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად“ (მათე 10, 23)?მაგრამ ჩვენ ჯერ არ გვდევნიან.
link
image

თემა: განსაცდელები

833. მისივე თხოვნა დიდი ბერისადმი: მეუფეო! მე არ ვეწინააღმდეგები იმას, რასაც შენ მიბრძანებ; მაგრამ ილოცე ჩემთვის, რომ ღმერთი შემეწიოს და დამიფაროს წინააღმდგომი განსაცდელებისაგან.ვიცი, რომ არაფერს წარმოვადგენ და არც ისეთი ლოცვა მაქვს, როგორიც ღმერთს უნდა; მაგრამ, საერთოდ, ის ვინც ვინმესგან ლოცვას ითხოვს, მან თავისი მცირედი შრომაც უნდა შეურთოს მის ლოცვას, რამეთუ დაწერილია: "ფრიად შემძლებელ არს ლოცვაი მართლისაი შეწევნად" (იაკ. 5, 16), ანუ, ვინც ლოცვას ითხოვს, ის უნდა შეეწიოს ლოცვას. ასე რომ, თქვენმა ანგელოზმა უნდა იცოდეს, რომ ღმერთმა წმინდანთა ლოცვებით არაერთხელ დაგიფარათ და გიფარავთ. მაგრამ დაუკვირდი იმას, როგორ ლოცულობს შენზე დიაკონი, როდესაც მოციქულის სიტყვებს წარმოთქვამს: "ურცხვენელად წარმართებად სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა" (2 ტიმ. 2, 15) და შენც ურცხვენელად წარმართე. ნუ შეგრცხვება ძლიერი ადამიანისა, არც არავის სათნო ეყო და ღვთისა და ადამიანების წინაშე მადლს მიიღებ. ასევე, ადამიანურად ნუ ბრძნობ, რამეთუ ყველანაირი ადამიანური საქმე, რომელიც ღვთისნიერად არ აღესრულება, საზიზღრობაა ღვთის წინაშე. დაე, ნურავის გაანაწყენებს შენი ეკლესია, არამედ, დაე, ის ყოველგვარი სამართლიანობის ნიმუში იყოს და ღმერთი იქნება შენში და შენ ღმერთში. ის კი ყოველგვარი ბოროტებისაგან და მტრის ყველა მახეებისაგან დაგიფარავს. უფალი ჩვენი იესო ქრსიტე იყოს შენს სულთან, ამინ.834. მანვე, უგულებელყო რა ეკლესიის ზოგიერთი უფლება, ნაცნობ პირებთან კაცთმოთნეობის გამო, ღვთის დაშვებით, განსაცდელს გადაეცა და დამწუხრებულმა, შეკითხვა გაუგზავნა იმავე დიდ ბერს.მან შემდეგი პასუხი გასცა: ისე უბრალოდ, ღვთის ნების გარეშე, ეს ღალატი არ მოხდებოდა, ამიტომ გამოვიკვლიოთ ჩვენი გული, ღვთის რომელი მცნება დავარღვიეთ და მივხვდებით, რატომ აღმოვჩნდით განსაცდელში.835. მისივე თხოვნა: ვიცი, წმინდა მამაო, რომ მე ზიანი მივაყენე ჩემს სულსაც და ღვთის წმინდა ეკლესიასაც. ის მრავალი რთული საქმეებით დამძიმდა. მისი მოწინააღმდეგენი მრავალრიცხოვანნი და ძლიერნი არიან. მე რომ მათი შეწინააღმდეგება მოვინდომო, ამას ზიანი მოჰყვება და, ადამიანურად თუ ვიმსჯელებთ, გამოსწორების შესაძლებლობას ვერ ვხედავ, თუმცა "ყოველივე შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ" (მარკ. 10, 27). ამიტომ, გევედრები მეუფეო, ითხოვე ჩემთვის შენდობა, დამეხმარე მე და მას (ეკლესიას), და თუ გსურს, ეს მწუხარება სიკეთედ შემიცვალე, რამეთუ შენ ეს შეგიძლია.თუკი ყოველივე შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ (მარკ. 10, 27) და ჩვენ ასე გვრწამს, მაშინ ჩვენი ძალისაებრ მივენდოთ მას და ის ჩვენს მოწინააღმდეგეებს გაანადგურებს. რამეთუ "უფალმან განაქარვნის ზრახვანი წარმართთანი და შეურაცხ-ჰყვნის გულის სიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ჰყვნის ზრახვანი მთავართანი" (ფსალ. 32, 10-11). განამტკიცე ჭეშმარიტება, იღვაწე მისთვის და ღმერთი დაგიცავს მისი მოწინააღმდეგეებისგან. ისინი შენ ხორციელად გეწინააღმდეგებიან, ხოლო შენ სულიერად აღუდექი წინ; ანუ ყოველი საქმისათვის ღვთისგან ლოცვა-ვედრებით ითხოვე შეწევნა. თამამად ამხილე, შერისხენ და ნუგეშინის-ეც (2 ტიმ. 4, 2), როგორც სულიერ მოძღვარს შეეფერება. ნუ შეუშინდები მათ. ისინი, ვინც ჩვენსკენ არიან, ბევრად აღემატებიან მათ, ვინც იმათკენაა (4 მეფ. 6, 16). ისინი ეშმაკთან და მათსავით ვნებიან ადამიანებთან იმყოფებიან, ჩვენ კი ღმერთთან და მის წმინდანებთან ვართ. ჩვენ ღვთის იმედი გვაქვს, რომელიც ამბობს: "არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ" (ებრ. 13, 5) და "იგი შემძლებელ არს უფროის ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ, გინა თუ ვსცნობთ" (ეფეს. 3, 20); და აღსრულდება ჩვენზე: "ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა, და სასოებაი მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა" (ფს. 145, 5), ხოლო იმათ ადამიანების იმედი აქვთ, "რომელთა თანა არა არს ცხორებაი" (ფსალ. 145, 3). ასე რომ, მცირედი უსიამოვნება თუ შეგვემთხვევა, არაფრად ჩავაგდოთ ის, ადამიანის ნუ შეგვრცხვება და ნუ დავუთმობთ მას, რამეთუ სხვაგვარად ღმერთს ვარისხებთ; არამედ მტკიცედ დავდგეთ ჭეშმარიტების მხარეს და მოწინააღმდეგეები არ დააყოვნებენ შენს ფერხთით დაცემას; და განდიდდება ღმერთი, რომელიც ყოველთვის იდიდება თავის მონების მიერ. დაე, წმინდანები ღვთისადმი თავიანთი ლოცვებით თქვენი თანამებრძოლები იყვნენ. ურცხვენელად წარმართე, როგორც მოისმინე, ჭეშმარიტების სიტყვა, ვითარცა ღვთის ეპისკოპოსმა და ადამიანები შენს წინაშე, როგორც ღვთის ჭეშმარიტი მონის წინაშე, შიშით, ძრწოლით და სიყვარულით დაეცემიან. რამეთუ ღვთის მოშიშნი საშიშნი არიან ადამიანებისთვის, ისევე როგორც მისი ანგელოზები ეშმაკებისთვის. მაშ, ნუ შეშინდები, რამეთუ შენთანაა ღმერთი და მისი მადლი. მიიღე მაღლიდან ძალა, რომელიც წმინდა მოციქულებმა ჩვენი ღმერთის, ქრისტეს მადლით მიიღეს და მისი მადლი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შენთან იქნება. მოგესალმები წმინდა ამბორით, მოგესალმები სულიწმინდით და გთხოვ, ილოცე ჩემთვის, ღვთის გულისათვის.
link
image

თემა: განსაცდელები

509. ჩემო მამაო! საჭმლის ჭამა ძალიან მამძიმებს, მაგრამ მარხვაც არ შემიძლია. სხეული მიუძლურდება და ოფლი მასხამს, გულის უგრძნობელობა და ამპარტავნება კი ცრემლებს მაშორებს.ძმაო! მოგესალმები უფლის მიერ და ვთხოვ მას, რომ სიყვარულში გაგაძლიეროს და მოთმინება მოგანიჭოს. იცოდე, ჭამის დროს ეშმაკისეული ბრძოლა იმიტომ გამძიმებს, რომ უძლურებაში ჩავარდე. ეშმაკი მეც დიდხანას მებრძოდა, ძალიან მამძიმებდა, და ყოველ ღამით ღებინებას აღმიძრავდა; მაგრამ, როდესაც ცოტას ჭამა დავიწყე, მან ბრძოლის ხერხი შეცვალა, და ჭამის დაწყებისთანავე, როგორც კი ნაწილს პირში ჩავიდებდი, ღებინებით მანთხევინებდა უკან. ამის შემდეგ, ორ საჭმელს ვიხარშავდი, რათა შემრგებოდა, მაგრამ ესეც დემონისეული ხრიკი აღმოჩნდა და მხოლოდ ქრისტეს მადლით, მოთმინებით და მადლიერებით შეწყდა ის. იმდენად დავუძლურდი, ამას ვერც გამოვთქვამ, მაგრამ მტერს არ დავუთმე და საკუთარ თავს მანამ ვაიძულებდი, სანამ უფალმა არ გამაძლიერა. ძმაო! მე უძლური ასე ვიქცეოდი, შენ კი საკუთარ თავს უფრო კარგად უკვირდები, და ღმერთიც შენთანაა. მხოლოდ ერთის (ეშმაკის) გარდა, შენი არავის შურს. დაე, დაადუმოს იგი უფალმა. რაც შეეხება მარხვას, ქედი მოიხარე, გაიხსენე მამების ცხოვრება და მღვიძარება, გული დაიმდაბლე და თუ შეძლებ, მეცხრე საათამდე მოითმინე, ხოლო თუ ვერ შეძლებ, მაშინ არ იზრუნო; შეეცადე შინაგანი ადამიანის მარხვა შეინახო; „მცნება დაიცავი: ხის ნაყოფი არ შეჭამო“ (დაბ. 2, 17) და თავი სხვა ვნებებისაგან შეიკავე. შინაგანი ადამიანის ეს მარხვა ღმერთს სათნო-ეყოფა და ხორციელი მარხვის დანაკლისს აგინაზღაურებს. შენ ცრემლების შესახებ თქვი, რომ გულის უგრძნობელობა და ამპარტავნება გაშორებენ მას; ამოძირკვე ეს ვნებები, და მაშინ, წმიდათა შეწევნით, ცრემლებს მოიპოვებ. შენს ოფლს გულის გაცივება წარმოშობს, მცირეოდენ გათბი და ღმერთი შეგეწევა. ილოცე ჩემთვის; ჩემი უძლურება მრავალ საფრთხეში მაგდებს, მაგრამ მყავს რა მოწყალე ღმერთი, იმედს არ ვკარგავ.510. როდესაც ეს ძმა დაავადდა, ტანჯვას ვეღარ გაუძლო და დიდი ბერისაგან ლოცვა და დახმარება ითხოვა.უფლის მიერ საყვარელო ჩემო ძმაო! მრწამს რა შენი, ქრისტესმიერი სულიერი სიყვარულით, ღვთის საიდუმლოებებს გიცხადებ. მე დღე და ღამე ვევედრები ღმერთს, რომ მან თავის საუკუნო სასუფეველში ბოროტისაგან გვიხსნას, რაც შენც იცი და დარწმუნებულიც ხარ ამაში. როდესაც ღვთისადმი ჩვეულებრივ შენთვის ლოცვა დავიწყე, მან მითხრა: „დაანებე თავი, მას მისივე სულის სარგებლისათვის გამოვცდი, რათა ხორციელი ტანჯვით გამჟღავნდეს როგორია მისი მოთმინება და რა უნდა დაიმკვიდროს მან ვედრებისა და შრომის ნაცვლად“. მე მივუგე: „მეუფეო, გამოსცადე იგი წყალობით, ვითარცა შვილი, და არა როგორც მემრუშე“. ამის განცხადების აუცილებლობა არც იყო, მაგრამ იმისთვის გეუბნები, რომ გააცნობიერო ის სიხარული, რომელიც შენთვისაა გამზადებული. ამიტომ, ნუ მწუხარებ, ღმერთი წყალობას იჩენს შენდამი. თუ ეჭვი გეპარება, მაშინ ქედი მოიხარე, რადგან იცი, თუ რა დაითმინეს წმინდა მოწამეებმა, და ვარდის ზეთი და ნაკურთხი წყალი გამოიყენე, და ჩვენი ღმერთი, თავის ნებისაებრ, ისეთ წყალობას გამოიჩენს შენდამი, როგორც მისთვისაა სათნო. არ მსურს, რომ შენ სულით ან სხეულით იტანჯო. დაე, ღმერთმა შეგიწყალოს. ილოცე ჩემთვის.511. კვალვ მისი, იმავე ბერისადმი. სადაც სთხოვს მას, რომ მისთვის ილოცოს და ტანჯვაში შეეწიოს.ნაღვლიანო და მდრტვინავო ძმაო! რატომ მწუხარებ, რატომ კვნესი, რას ეძებ შორს, როდესაც იესო გყავს ახლოს და სურს, რომ დასახმარებლად მას მოუხმო? დაუძახე მას: მოძღუარ! და ის გიპასუხებს. მისი სამოსის კიდეს შეეხე და ის არა მარტო ამ ტანჯვისაგან, არამედ ყველა ვნებებისაგან განგკურნავს. შენი გონება იქ რომ იყოს, სადაც მას მოეთხოვება, მაშინ შხამიანი გველები და მორიელები რომც გღრღნიდნენ, ფეხს არ მოიცვლიდი იქიდან და ვერც სხეულის ავადმყოფობას შეიგრძნობდი; „დავივიწყე - ამბობს წერილი, - ჭამად პური ჩემი, ხმითა სულთქუმისა ჩემისაითა“ (ფსალ. 101, 5). ნუ მწუხარებ, ღვთის წყალობა ახლოსაა შენთან. მოგესალმები მოუთმენელო, ვითარცა უფლის მიერ გამოჯანმრთელებულს.512. ეს ძმა ავადმყოფობამ ძლიერ დაამძიმა და ძალიან იტანჯებოდა. მან დიდი ბერისაგან განკურნება ითხოვა.დაე, ჩემმა ღმერთმა სწრაფი კურნება გამოუგზავნოს შენს სულს და სხეულს. მრწამს მისი წმიდა სახელისა, რომ შენ უკვე ახლაც კარგად გრძნობ თავს. ასე რომ, რამდენსაც შეძლებ, მისდამი მადლიერება შეინარჩუნე, რამეთუ მან შეგიყვარა, თავის წმინდა სიტყვებით შეგაგონა და შეგიწყალა.513. როგორც კი ბერმა ეს პასუხი წარმოთქვა, ძმა მაშინვე განიკურნა და ღმერთსა და ბერს მადლიერება შესწირა, და ამავე დროს მოუკლებელი ლოცვა ითხოვა სულიერი წარმატებისა და ცხონებისათვის.უსაყვარლესო ძმაო! ჩვენს მეუფესა და ღმერთს მოუკლებელად უნდა აღვუვლინოთ დიდებისმეტყველება, რამეთუ ის აწმყოსაც ჩვენი ცხოვრების დასამშვიდებლად აგვარებს. შეგვაგონებს, რათა მოგვიპოვოს და განსაცდელში მწუხარებათა დასათმენად შემსუბუქებას და ძალას გვიგზავნის; „აკვდინებს და აცოცხლებს“ (1 მეფ. 2, 6) რა თითოეულ ჩვენგანს, მან ამა სოფლის, ანგელოზებისა და ადამიანებისთვის სანახაობას წარმოვადგენთ (1 კორ. 4, 9) და დაე ჩვენც, ჩვენი სიმდაბლით, მოთმინებით, სიმშვიდით, სულგრძელებით, სიწმიდით, მშვიდობით და მადლიერებით გავახაროთ იგი. ჩემგან ფრიად შეყვარებულო, ის რაც ქრისტე იესოს მიერ ითხოვე, დაე აღსრულდეს შენზე; მოგესალმები მისგან და ვევედრები, რომ მან თავის სახელისათვის ყოველგვარი ბოროტებისაგან დაგიფაროთ, ამინ.
link
image
image
36
37
38
39
image
image