image
image
1374
1375
1376
Loading..
image

თემა: ღვთისადმი მადლიერება,  ღმერთზე მინდობა

579. რაღაც დროის გასვლის შემდეგ, საერთო საცხოვრებლის იღუმენმა, აბბა სერიდმა, რომელიც ღვთის წინაშე წარსადგომად ემზადებოდა, უპირატესობის მიხედვით ძმებიდან თავის საქმის გამგრძელებლები დაადგინა, არა ისე, რომ ყველას ერთად ემართა მონასტერი, რამეთუ ეს არეულობას გამოიწვევდა, არამედ თანმიმდევრობით, ჯერ პირველს, უპირატესობის მიხედვით, მისი აღსრულების შემდეგ მეორეს, და ასე, რიგის მიხედვით. ყველაზე ბოლოს კი მან ქრსიტესმოყვარე ძმა ემელიანე ჩაწერა, რომ ყველას შემდეგ მასაც, თუ ბერი გახდებოდა, ეს საქმე გაეგრძელებინა. ძმამ კი არ იცოდა ეს. ამ ანდერძის შემდეგ, როდესაც აბბა ღმერთს წარუდგა, ძმათაგან უფროსმა, ვისაც რიგის მიხედვით საერთო საცხოვრებლის მართვა უნდა ეტვირთა, ფრიადი სიმდაბლის და მორიდებული ხასიათის გამო უარი განაცხადა და რიგის მიხედვით ყველა სხვა ძმამ მის მაგალითს მიბაძა. ამასობაში, ამ ქრისტესმოყვარე ძმას, ემელიანეს, ეშმაკის მცდელობით ქვეყნის აღსასრულსა და მონასტრის წევრებზე თითქოსდა მოსალოდნელ უბედურებათა გამო და ასევე საუკუნო სატანჯველებზე, წუხილი დაეწყო. აზრებისაგან დამძიმებულს, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის საშიშროება ელოდა, ამიტომ შეკითხვა გაუგზავნა აბბა იოანეს და სთხოვა, რომ ელოცა და მანუგეშებელი სიტყვა ეთქვა მისთვის. მან კი მას ქვემოთ მოყვანილი პასუხი მისწერა, რომელშიც უფრო მეტად მორჩილებას შეაგონებდა, რამეთუ, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, განზრახული ჰქონდა მისთვის საერთო საცხოვრებლის მართვა ჩაებარებინა.საყვარელო ძმაო! ვინც საკუთარ თავს ღმერთს მიანდობს, მას საკუთარ თავზე ხელმწიფება აღარა აქვს და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მის მბრძანებლობას ემორჩილება. ამაში მდგომარეობს ღვთის რწმენა. ამიტომ, რაც შეემთხვევა, მადლიერებით ღებულობს ღვთისაგან. სწორედ ამას ნიშნავს ყველაფრისათვის მადლიერება (1 თეს. 5, 18); ვინაიდან, როცა ადამიანი არ ღებულობს იმას, რაც ღვთისაგან ეგზავნება, მაშინ, სურს რა საკუთარი ნების აღსრულება, ის ღმერთს ეურჩება. იუდეველებიც ასევე „თვისსა მას სიმართლესა ეძიებდეს დამტკიცებად“ (რომ. 10, 3) და ღვთის სჯულს არ ემორჩილებოდნენ, რამეთუ რწმენა სიმდაბლეა და ვისაც ის ჰქონდა, მათ: „უწოდა იგინი და განამართლა, და იგინიცა ადიდნა (რომ. 8, 30). ასე რომ, უკუაგდე ის წუხილი, რომელიც მომაკვდინებელია, რამეთუ „სოფლისა ამის მწუხარებაი სუკუდილსა შეიქმს“ (2 კორ. 7, 10). ილოცე ჩემთვის და ოდნავადაც ნუ დანაღვლიანდები, რამეთუ საკუთარი ნების მიდევნება ღმერთს არისხებს. დაე, მისი ნების აღსრულება შეგაძლებინოს ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, რათა წყალობა მიიღო მისგან. მას შვენის დიდება და სუფევა უკუნისამდე, ამინ.580. მიიღო რა ეს პასუხი, ძმა მაშინვე განთავისუფლდა შემაწუხებელი აზრებისაგან; ის ვერ აცნობიერებდა წერილის არსს და უკვირდა, რომ მან ერთის თაობაზე იკითხა, ხოლო ბერისაგან პასუხი მეორეზე მიიღო. მაშინ ბერმა პირდაპირ უთხრა მას, თუ რაში იყო საქმე, და უბრძანა რომ საერთო საცხოვრებლისთვის ზრუნვა საკუთარ თავზე აეღო. ხოლო ძმას უკვირდა, თუ რატომ შეაჩერა ბერმა მასზე არჩევანი, რამეთუ საკუთარ თავს ამისთვის შეუფერებლად თვლიდა; მაგრამ რადგან ვერ გაბედა მისი ბრძანების შეწინააღმდეგება, შემდეგი პასუხი გაუგზავნა:
აბბა! არც ვიცი უნდა ვთქვა თუ არა კიდევ რაიმე. თქვენში მყოფი ღვთის სული მიცნობს მე და ვფიქრობ რა ამ საქმის საშიშროებაზე, შიში მიპყრობს და ვძრწი. თუ დარწმუნებული ხართ, რომ ეს ჩემთვის წყალობის საქმეა და მე ქრისტეში თქვენი მფარველობით ვისარგებლებ, მაშინ არ გეწინააღმდეგებით, რამეთუ თქვენ ჩემზე ხელმწიფება გაქვთ და მე ღვთისა და თქვენს ხელში ვარ.
ბერმა შემდეგი პასუხი მისწერა: ბატონო ძმაო, ღმერთი დამიმოწმებს, რომ მე მთელი გულწრფელობით მიყვარხარ როგორც ძმა და ვლოცულობ, რომ არაფერმა დააზიანოს შენი სული. მრწამს რა შენი მორჩილებისა და ვზრუნავ რა შენს ცხონებაზე, ხელი შევუწყე სიკეთეს, რამეთუ რაც ადამიანთათვის დაფარულია, ის ღვთისთვის ცხადია. და შენ, ჩემო ძმაო, თავად ხედავ, რომ საქმეები ბევრია და თანაც მძიმე; და არ გჯერა, რომ ყველაფერი, რაც საერთო საცხოვრებელშია, თვით მიწის პეშვიც კი, ღმრთისაა, რომელმაც თავის გარდამოსვლით, შეაერთა რა მიწიერი ზეციურთან, ყველაფერი განსწმიდა. ასე რომ, თუ გინდა ცხონების მსურველთა სულების თანამოზიარე გახდე, შენზეა დამოკიდებული დახმარებაც და დაზიანებაც, რამეთუ მოციქული ამბობს: „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“ (გალ. 6, 2). და კიდევ თქვა: „მდაბალსა მას შეეყვენით“ (რომ. 12, 16). და უფალმაც თქვა: „რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა; და რომელმან თქვენ შეურაცხგყვნეს, მე შეურაცხმყოფს“ (ლუკა 10, 16). რადგან ეს ღვთის საქმეა, ამიტომ უარს ვერ იტყვი. თავად იცი, არის თუ არა ამაში რაიმე ადამიანური; ის შენ ღვთისნიერი ზრუნვისკენ გიზიდავს, რომელიც საზრუნავი კი არაა, არამედ სულის ცხონებაა, როგორც ამას წერილი ამტკიცებს და ამბობს: „რომელმან მოაქციოს ცოდვილი გზისაგან საცთურისა მისისა, იხსნეს სული თვისი სიკუდილისაგან და დაფაროს სიმრავლე ცოდვათაი“ (იაკ. 5, 20). გამნხევდი უფლის მიერ და გრწამდეს იესოსი, და ის როგორც მოციქულების შესახებ ევედრებოდა მამას, ასევე შენ დაგიფარავს ბოროტისაგან. მაშ, ეჭვი ნუ გექნება, განფინე გული შენი (ფსალ. 61, 8) ღმრთისა და უფლის, იესო ქრისტეს და ჭეშმარიტების სულის წინაშე და მრწამს, რომ ამ გზით ღვთის სამსჯავროზე წყალობას მიიღებ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ზიარება წმიდისა სულისა იყოს თქვენთან, ამინ.
link
image

თემა: სასწაულები

ალბათ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ისეთი პერიოდი, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. იგი, დროთა განმავლობაში, არათუ ქრება მეხსიერებიდან, არამედ უფრო და უფრო ღრმა და წარუშლელ კვალს ტოვებს ადამიანის სულში, რა დროსაც მატულობს ნოს... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ერესი,  სექტანტების ლიტერატურის კითხვა

611. ჭეშმარიტად, ჩემო მამაო, თქვენ ხართ ბრმების წინამძღოლნი და ბნელში მყოფთათვის ქრსიტესმიერი სინათლე, და თქვენი მეშვეობითაა ჩვენთვის ჭეშმარიტება გაცხადებული. მამათა ცხოვრებიდან ვიცით, რომ იყო ერთი ბერი, რომელიც თავისი უბრალოების გამო ამბობდა, პური, რომელსაც ვეზიარებით, არ არის ქრისტეს ჭეშმარიტი ხორცი, არამედ მხოლოდ მისი სახეაო. ამის თაობაზე მას ღვთისადმი რომ არ ელოცა, ჭეშმარიტებას ვერ შეიცნობდა. ასევე სხვა დიდი ბერი ფიქრობდა, მელქისედეკი ქრისტეაო; და როდესაც მან ამის შესახებ ღვთისადმი ილოცა, ღმერთმა ჭეშმარიტება გაუცხადა მას. ღვთის გულისათვის, შემინდე ჩემო მამაო, რამეთუ შეკითხვას ისეთ საკითხზე გიბედავ, რომელიც ჩემს შესაძლებლობებს აღემატება. ვინაიდან ღმერთმა შენი სიწმინდით ჭეშმარიტების უცდომელ გზაზე სვლისათვის დაგვმოძღვრა, ამიტომ გთხოვ სრულიად აგვიხსნა ჩვენ ეს, რომ ჩვენი გონება და უძლური გული ასეთი გამოკვლევებისაგან წმინდა დარჩეს. რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ ასეთ მამებს არასწორი აზრები ჰქონდათ, თუმცა კი მათ არ უთხოვიათ ამის გაცნობიერება; მაგრამ უსასყიდლოდ რატომ არ მიეცათ მათ ის, იმ ზიანის თავიდან ასაცილებლად, რომელსაც შემდგომში წამკითხველები იწვნევდნენ? მიუხედავად ამისა, ისინი არც მართალ რწმენაში და არც სათნოებებში არ შებრკოლებულან, მაგრამ ჩემნაირი სუსტები და ზარმაცები, რომელთაც დაუეჭვებლად სწამთ მათი, ადვილად დაზიანდებიან, რამეთუ არ იციან თქვენი ნათქვამი, რომ წმინდანებიც ვერ წვდებოდნენ ყველა საიდუმლოს და რომ მათ იმ შეხედულებების სამართლიანობაზე რწმუნების მისაღებად, ღვთისადმი არ ულოციათ. თანაუგრძნე ჩემს უძლურებას და ესეც ამიხსენი, ჩემო გულმოწყალეო მამაო!ჩემო შვილო! ასეთი მამები ღმერთმა არ დატოვა გაურვევლობაში იმიტომ, რომ ვინმეს გაურკვევლობაში ტოვებს ის, ვისაც გზის შესახებ ეკითხებიან, ის კი ჭეშმარიტებას არ ლაპარაკობს. ხოლო წმინდანებს ღმრთისათვის არ უკითხავთ, რათა მისგან შეეტყოთ ჭეშმარიტება. თუ ამბობ, ღმერთი თავის მადლით რატომ არ აღუდგა მათ წინ, რათა სარგებელი მიეღოთ იმათ, ვინც შემდგომში წაიკითხავდა მათ ნაწერებსო, მაშინ იგივე ნებისმიერ ცოდვილზე შეგიძლია თქვა: რატომ არ შეეწინააღმდეგა მას ღმერთი თავის მადლით, როცა იცოდა, რომ ის თავის ცოდვებით მრავალს აცდუნებდა და დააზიანებდა; ასეთ შემთხვევაში ადამიანური ცხოვრებაც თავისუფალი აღარ იქნება, არამედ ძალადობას დაექვემდებარება. ვის შეუძლია ღმერთს შეეწინააღმდეგოს, თუკი მან ყოველი ადამიანის საცხოვნებლად ასეთი გზა აირჩია? მაშ რა, განა წერილში ისეთ გამონათქვამებს არ ვხვდებით, რომელზეც უმეცრები და ისინიც ბრკოლდებიან, ვინც წერილის სულიერ აზრს ვერ აცნობიერებენ? ამიტომ, ის კი არ უნდა ვთქვათ, თუ რატომ არ გაუცხადა ღმერთმა ყველას წერილის სულიერი მნიშვნელობა, რათა ადამიანები არ დაზიანებულიყვნენ, არამედ დავინახოთ ის, რომ მან სხვადასხვა დროში მცხოვრებ წმინდანებს შრომა დააკისრა, რათა მათ აეხსნათ ის, რაც საჭირო იყო. სწორედ ამისთვის არიან დადგენილნი მოძღვრები და განმმარტებლები, როგორც ამას მოციქული ამბობს (1 კორ. 12, 28; 30). ნუ ვარდები გაურკვევლობაში იმ მამების გამო, რომლებზეც მეკითხები: მათ რომ ღვთისათვის ეკითხათ, საკითხში გაერკვეოდნენ, რამეთუ მან თქვა: „ყოველი, რომელი ითხოვდეს, მოიღოს, და რომელი ეძიებდეს, პოვოს“ (მათე 7, 8). ჩვენ ღმერთმა ცხოვრების გზა წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მეშვეობით გაგვიცხადა, თუმცა კი თითოეული მათგანი კერძოდ საუბრობდა და ღმერთიც განსაკუთრებით ერთი მათგანის მეშვეობით არ გვაუწყებდა ყველაფერს, არამედ რასაც ერთი გამოტოვებდა, ღვთის ნებით იმას მეორე ამბობდა. ისევე ექცეოდა ღმერთი იმ წმინდანებსაც, რომლებიც მათ შემდგომ ცხოვრობდნენ. რაზედაც ერთნი საეჭვოდ ლაპარაკობდნენ, იმას შემდგომნი განმარტავენ, რათა ყოველთვის იდიდებოდეს ღმერთი მისი წმინდანების მეშვეობით, რამეთუ ისაა პირველთა და უკანასკნელთა ღმერთი. მას შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.
link
image

თემა: მონასტერი,  ღვთისადმი მადლიერება,  ღმერთზე მინდობა,  სასულიერო ხელისუფლება

579. რაღაც დროის გასვლის შემდეგ, საერთო საცხოვრებლის იღუმენმა, აბბა სერიდმა, რომელიც ღვთის წინაშე წარსადგომად ემზადებოდა, უპირატესობის მიხედვით ძმებიდან თავის საქმის გამგრძელებლები დაადგინა, არა ისე, რომ ყველას ერთად ემართა მონასტერი, რამეთუ ეს არეულობას გამოიწვევდა, არამედ თანმიმდევრობით, ჯერ პირველს, უპირატესობის მიხედვით, მისი აღსრულების შემდეგ მეორეს, და ასე, რიგის მიხედვით. ყველაზე ბოლოს კი მან ქრსიტესმოყვარე ძმა ემელიანე ჩაწერა, რომ ყველას შემდეგ მასაც, თუ ბერი გახდებოდა, ეს საქმე გაეგრძელებინა. ძმამ კი არ იცოდა ეს. ამ ანდერძის შემდეგ, როდესაც აბბა ღმერთს წარუდგა, ძმათაგან უფროსმა, ვისაც რიგის მიხედვით საერთო საცხოვრებლის მართვა უნდა ეტვირთა, ფრიადი სიმდაბლის და მორიდებული ხასიათის გამო უარი განაცხადა და რიგის მიხედვით ყველა სხვა ძმამ მის მაგალითს მიბაძა. ამასობაში, ამ ქრისტესმოყვარე ძმას, ემელიანეს, ეშმაკის მცდელობით ქვეყნის აღსასრულსა და მონასტრის წევრებზე თითქოსდა მოსალოდნელ უბედურებათა გამო და ასევე საუკუნო სატანჯველებზე, წუხილი დაეწყო. აზრებისაგან დამძიმებულს, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის საშიშროება ელოდა, ამიტომ შეკითხვა გაუგზავნა აბბა იოანეს და სთხოვა, რომ ელოცა და მანუგეშებელი სიტყვა ეთქვა მისთვის. მან კი მას ქვემოთ მოყვანილი პასუხი მისწერა, რომელშიც უფრო მეტად მორჩილებას შეაგონებდა, რამეთუ, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, განზრახული ჰქონდა მისთვის საერთო საცხოვრებლის მართვა ჩაებარებინა.საყვარელო ძმაო! ვინც საკუთარ თავს ღმერთს მიანდობს, მას საკუთარ თავზე ხელმწიფება აღარა აქვს და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მის მბრძანებლობას ემორჩილება. ამაში მდგომარეობს ღვთის რწმენა. ამიტომ, რაც შეემთხვევა, მადლიერებით ღებულობს ღვთისაგან. სწორედ ამას ნიშნავს ყველაფრისათვის მადლიერება (1 თეს. 5, 18); ვინაიდან, როცა ადამიანი არ ღებულობს იმას, რაც ღვთისაგან ეგზავნება, მაშინ, სურს რა საკუთარი ნების აღსრულება, ის ღმერთს ეურჩება. იუდეველებიც ასევე „თვისსა მას სიმართლესა ეძიებდეს დამტკიცებად“ (რომ. 10, 3) და ღვთის სჯულს არ ემორჩილებოდნენ, რამეთუ რწმენა სიმდაბლეა და ვისაც ის ჰქონდა, მათ: „უწოდა იგინი და განამართლა, და იგინიცა ადიდნა (რომ. 8, 30). ასე რომ, უკუაგდე ის წუხილი, რომელიც მომაკვდინებელია, რამეთუ „სოფლისა ამის მწუხარებაი სუკუდილსა შეიქმს“ (2 კორ. 7, 10). ილოცე ჩემთვის და ოდნავადაც ნუ დანაღვლიანდები, რამეთუ საკუთარი ნების მიდევნება ღმერთს არისხებს. დაე, მისი ნების აღსრულება შეგაძლებინოს ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, რათა წყალობა მიიღო მისგან. მას შვენის დიდება და სუფევა უკუნისამდე, ამინ.580. მიიღო რა ეს პასუხი, ძმა მაშინვე განთავისუფლდა შემაწუხებელი აზრებისაგან; ის ვერ აცნობიერებდა წერილის არსს და უკვირდა, რომ მან ერთის თაობაზე იკითხა, ხოლო ბერისაგან პასუხი მეორეზე მიიღო. მაშინ ბერმა პირდაპირ უთხრა მას, თუ რაში იყო საქმე, და უბრძანა რომ საერთო საცხოვრებლისთვის ზრუნვა საკუთარ თავზე აეღო. ხოლო ძმას უკვირდა, თუ რატომ შეაჩერა ბერმა მასზე არჩევანი, რამეთუ საკუთარ თავს ამისთვის შეუფერებლად თვლიდა; მაგრამ რადგან ვერ გაბედა მისი ბრძანების შეწინააღმდეგება, შემდეგი პასუხი გაუგზავნა:
აბბა! არც ვიცი უნდა ვთქვა თუ არა კიდევ რაიმე. თქვენში მყოფი ღვთის სული მიცნობს მე და ვფიქრობ რა ამ საქმის საშიშროებაზე, შიში მიპყრობს და ვძრწი. თუ დარწმუნებული ხართ, რომ ეს ჩემთვის წყალობის საქმეა და მე ქრისტეში თქვენი მფარველობით ვისარგებლებ, მაშინ არ გეწინააღმდეგებით, რამეთუ თქვენ ჩემზე ხელმწიფება გაქვთ და მე ღვთისა და თქვენს ხელში ვარ.
ბერმა შემდეგი პასუხი მისწერა: ბატონო ძმაო, ღმერთი დამიმოწმებს, რომ მე მთელი გულწრფელობით მიყვარხარ როგორც ძმა და ვლოცულობ, რომ არაფერმა დააზიანოს შენი სული. მრწამს რა შენი მორჩილებისა და ვზრუნავ რა შენს ცხონებაზე, ხელი შევუწყე სიკეთეს, რამეთუ რაც ადამიანთათვის დაფარულია, ის ღვთისთვის ცხადია. და შენ, ჩემო ძმაო, თავად ხედავ, რომ საქმეები ბევრია და თანაც მძიმე; და არ გჯერა, რომ ყველაფერი, რაც საერთო საცხოვრებელშია, თვით მიწის პეშვიც კი, ღმრთისაა, რომელმაც თავის გარდამოსვლით, შეაერთა რა მიწიერი ზეციურთან, ყველაფერი განსწმიდა. ასე რომ, თუ გინდა ცხონების მსურველთა სულების თანამოზიარე გახდე, შენზეა დამოკიდებული დახმარებაც და დაზიანებაც, რამეთუ მოციქული ამბობს: „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“ (გალ. 6, 2). და კიდევ თქვა: „მდაბალსა მას შეეყვენით“ (რომ. 12, 16). და უფალმაც თქვა: „რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა; და რომელმან თქვენ შეურაცხგყვნეს, მე შეურაცხმყოფს“ (ლუკა 10, 16). რადგან ეს ღვთის საქმეა, ამიტომ უარს ვერ იტყვი. თავად იცი, არის თუ არა ამაში რაიმე ადამიანური; ის შენ ღვთისნიერი ზრუნვისკენ გიზიდავს, რომელიც საზრუნავი კი არაა, არამედ სულის ცხონებაა, როგორც ამას წერილი ამტკიცებს და ამბობს: „რომელმან მოაქციოს ცოდვილი გზისაგან საცთურისა მისისა, იხსნეს სული თვისი სიკუდილისაგან და დაფაროს სიმრავლე ცოდვათაი“ (იაკ. 5, 20). გამნხევდი უფლის მიერ და გრწამდეს იესოსი, და ის როგორც მოციქულების შესახებ ევედრებოდა მამას, ასევე შენ დაგიფარავს ბოროტისაგან. მაშ, ეჭვი ნუ გექნება, განფინე გული შენი (ფსალ. 61, 8) ღმრთისა და უფლის, იესო ქრისტეს და ჭეშმარიტების სულის წინაშე და მრწამს, რომ ამ გზით ღვთის სამსჯავროზე წყალობას მიიღებ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ზიარება წმიდისა სულისა იყოს თქვენთან, ამინ. 581. აჰა მონაი თქუენი, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა, ესე იგი მე მამათა ბრძანებით მონაზვნური სქემის ღირსი გავხდი. შემდეგ, ყველას სახელით, ეპისკოპოსს თხოვნა გაუგზავნეს, რომელმაც მღვდლად დაასხა მას ხელი და იმ სავანის იღუმენის ხარისხში აიყვანა. მაშინ ეღირსა მას პირველად თვით აბბა იოანესთან მისვლა. ბერს იმდენად დიდი სიმდაბლე ჰქონდა, რომ ის ისევე მიიღო, როგორც ნეტარი აბბა სერიდი და უთხრა: „დამლოცე აბბა!“, ის კი უხმოდ იდგა და ვერ ბედავდა მისთვის ლოცვას; როდესაც ბერმა თხოვნა გაუმეორა, მაშინ, რომ არ შეპასუხებოდა, ილოცა და, როდესაც უბრძანეს, დაჯდა. ბერმა მიუგო: ძმაო! ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე წმინდა ბერმა გვაუწყა შენზე, რომ მონაზონი და საცხოვრებლის იღუმენი გახდებოდი, და აი, ახლა ეს ღვთის კეთილი ნებით აღსრულდა. მაშ, ყურადღებით იყავი! დაე, შენი გული უფლის მიერ განმტკიცდეს (1 მეფ. 2, 1), რომელიც გაგაძლიერებს, ამინ.
582. ჩემო მამაო, შემინდე კადნიერება და ამიხსენი: უფროსმა ძმებმა, რომლებიც აწ გარდაცვლილი აბბას საქმის გამგრძელებლად იყვნენ დადგენილნი, მონასტრის მართვაზე რატომ თქვეს უარი? თქვენ რატომ დაუშვით ეს, როცა იცოდით რომ თვით წესრიგი მოუწოდებდა მათ ამისკენ, და არც სათნოება და მორჩილება აკლდათ მათ ამისთვის; ხოლო მე უღირსს, რომელსაც მონაზვნური საქმეები საერთოდ არ გამაჩნია და ეს საქმე, რომელიც მათ უფრო შეეფერებოდათ, მე დამავალეთ.
ძმებმა დიდი სიმდაბლის გამო თქვეს უარი, რამეთუ აბბას ანდერძის საფუძველზე, ჰქონდათ რა ღვთისნიერი გამგებლობის უფლება, მათ ეს თავის თავზე არ აიღეს, არამედ მორჩილება უფრო შეიყვარეს და აგირჩიეს შენ, მემკვიდრეობის და ნიჭების მაძიებელთა სამხილებლად, რომელთაც ვერცხლისმოყვარის ამქვეყნიური სიბრძნე აქვთ და ზეციურ სამეფოს მიწიერს ამჯობინებენ. ჩვენ კი, გავიხარეთ რა მათი სიმდაბლით, მათი უარი დავუშვით, ხოლო შენზე ვიმსჯელეთ და ამ საქმეში ღვთის მოწოდების გამო აგირჩიეთ, რომელიც ყველაფერს თავის მჭვრეტელობით თითოეულის სარგებლისთვის აგვარებს. არ იფიქრო, რომ ეს მათი ურჩობის გამო მოხდა, რამეთუ, როდესაც მოსემ ღვთისაგან ერის მართვაზე ბრძანება მიიღო, თქვა: „ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ“ (გამ. 4, 10), და ღმერთმა შეუნდო მას, იმიტომ რომ მას ეს შეპასუხების მიზნით არ უთქვამს, არამედ უდიდესი სიმდაბლის გამო თქვა. ასევე მოიქცა იერემია წინასწარმეტყველი, და თქვა: „უფალო ღმერთო! მე ხომ ლაპარაკი არ ვიცი, რადგან ბავშვი ვარ“ (იერ. 1, 6), და არც მას ჩაეთვალა ეს შეპასუხებაში. ასევე მოიქცა ასისთავი, როდესაც მაცხოვარს უთხრა: „არა ღირს ვარ მე, რაითამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხუედ“ (მათე 8, 8), და სიმდაბლესთან შერწმულმა მისმა რწმენამ, გაკვირვება გამოიწვია. ნუ იტყვი: „მაშ, ისუ ნავეს ძემ რატომ არ თქვა უარი უხუცესობაზე და მოციქულებმა ქადაგებაზეო? ნუთუ იმიტომ რომ მათ სიმდაბლე არ ჰქონდათ?“ მაგრამ, სად მოიპოვება იმაზე დიდი სიმდაბლე, რომელიც მათ ჰქონდათ. იცოდე, უარის მთქმელებს მორჩილებაც ჰქონდათ, და ვინც მოწოდება მიიღო - მდაბალიც იყო, რამეთუ შეუძლებელია ერთის განცალკევება მეორისაგან, არამედ ყველაფერი ისე ხდება, რომ ჩვენი ბრძნობისთვის მიუწვდომელი ღვთის განგება აღსრულდეს და მრავალნაირად წარმოჩნდეს წმინდანთა სათნოებები. მაშ, გრწამდეს, ყველაფერი, რაც ღვთის ნებას ეთანხმება, კარგია და მეტი აღარ იცნობისმოყვარეო. დაე, უფალმა წმინდანთა ლოცვებით შეგაგონოს და საცნაური თვალები გაგინათოს, ამინ.
link
image

თემა: საკუთარი ნების უარყოფა,  წუთისოფლის უარყოფა

577. ვიცი, აზრების შესახებ შენს სიწმინდეს შეკითხვები რომ დავუსვა, ეს ჩემს შესაძლებლობებს აღემატება; მაგრამ რადგან მოვისმინე, ღვთაებრივი ხმა: „არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ რომელნი ბოროტსა სენსა შინა არიან“ (ლუკა 5, 31), და ვხედავ რა, რომ ბოროტი საქმეებით და ფიქრებით დამძიმებული ვარ, საკუთარ თავს შენი წყალობის მორევში ვაგდებ, მის იმედად, ვინც თქვა: „ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ მინდოდეს ბოროტეულის სიკვდილი, თუ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან და მისი გადარჩენა არ მინდოდეს!“ (ეზეკ. 33, 11), რათა შენი მეშვეობით მისგან მოვისმინო: „შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ (მათე 9, 2). სანამ რაიმეს გკითხავთ, ვიცი და მრწამს, რომ ღმერთმა სულიწმინდით მოგანიჭათ მადლი, იმისა, იცოდეთ თუ რა მსურს, ან როგორი აზრების შესახებ უნდა გკითხოთ; მაგრამ, რადგან ვუსმენ წინასწარმეტყველის ნათქვამს: „გამახსენე, განვიკითხოთ ერთმანეთი; მოჰყევი, რომ თავი გაიმართლო“ (ის. 43, 26), ამიტომ მეც წერილობით გიხსნით და გთხოვთ, არ უგულებელმყოთ მე უბადრუკი, არამედ მიიღეთ ჩემისთანა ცოდვილისაგან ეს ვედრება. ღმერთმა თავის სიკეთით თქვენ სიკვდილის წყვდიადისა და აჩრდილისაგან გამოყვანისა და ჭეშმარიტი ნათლისაკენ დამოძღვრის ხელმწიფება მოგანიჭათ. მიბრძანეთ, როგორ მოვიქცე? ყველაფერი, ყოველგვარი ზრუნვის გარეშე მივატოვო, თუ ჯერ საქმეები მოვაგვარო და შემდეგ წავიდე, რომ შემდგომში, ოდესღაც საზრუნავები არ შემხვდეს, რომლებიც წუხილს და შფოთიან აზრებს აღმიძრავენ და სულიერ და კეთილ ნაყოფებს მოაშთობენ. თუ თქვენ საკუთრების წინასწარ განაწილებას განმისაზღვრავთ, მაშინ, თუ შეიძლება, მომწერეთ, უნდა ვიზრუნო თუ არა ჩემი მცირედი სავარგულების გაყიდვაზე; და გამოითხოვეთ ღვთისაგან ჩემთვის დახმარება. იმიტომ კი არ გეკითხებით, რომ ჩემი ძალებით თქვენი მცნების შესრულებას შევძლებ, არამედ იმიტომ, რომ თქვენი ლოცვების იმედი მაქვს და კიდევ იმისა, რომ თქვენ არა მარტო მიბრძანებთ, არამედ დამეხმარებით კიდეც. მრწამს, თუ თქვენ ღმერთს ჩემთვის შეევედრებით, რათა იგი კეთილ და სასარგებლო საქმეში შემეწიოს და მის აღსასრულებლად ძალა მომცეს, მაშინ ის არ უგულებელყოფს თქვენს თხოვნას; მხოლოდ ამის გამო ვკადნიერდები მე უძლური.ჩემო შვილო! ახლა ბოროტი ჟამია. ეს ცხადია, და ვინც სოდომელი ლოთის მსგავსად გაქცევას შეძლებს, ის გადარჩება, რამეთუ წერილის მოწმობით: „ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას“ (1 იოანე 5, 19) და ის მის წიაღში მყოფთ ყოველმხრივ თავის მსგავსებად გარდააქცევს. ისინი, ვინც მიწიერებს შეერივნენ, თავადაც გამიწიერდნენ, ხოლო მათგან განდგომილნი მიწიდან ამაღლდნენ და, ამიტომ, ცხადია, ზეციურნი გახდნენ. ხოლო ჩვენ, შეჩვენებულები კი იმასაც ვერ ვხვდებით, რომ ღვთის გულისათვის არ გვინდა მივატოვოთ ის, რისი მიტოვებაც სიკვდილის ჟამს უნებურად მოგვიწევს.
შვილო! ღვთის ბრძანება ასეთია, ადამიანი დაუყოვნებლივ უნდა განუდგეს ყველაფერს, ვინაიდან იმ ჭაბუკს, რომელიც მას მიეახლა და სთხოვდა და ეუბნებოდა: „მეც მოგდევდე შენ, უფალო, ხოლო პირველად მიბრძანე მე ჯმნაი სახლეულთა ჩემთაგან“, მან უთხრა: „არავინ დასდვის ხელი სახვნელსა და ხედავნ იგი გარეუკუნ და წარმართებულ არნ სასუფეველსა ღმრთისასა“ (ლუკა 9, 61-62). მეორესაც ასევე უთხრა: „აცადენ მკუდარნი დაფლვად თვისთა მკუდართა“ (ლუკა 9, 60); „რომელსა უყუარდეს მამაი, ანუ დედაი უფროის ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს“ (მათე 10, 37). კიდევ გვიბრძანა, რომ: „გვძულდეს სული თვისი“ (იონ. 12, 25). როგორ შეძლებს ვინმე საკუთარი სულის მოძულებას, თუ ღვთის წინაშე ყველაფერში საკუთარ ნებას არ უარყოფს და არ იტყვის: „არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ“ (მათე 26, 39); და თუ ამას გადაჭრით ამბობ, მაშინ მისი ნებისაებრ ყველაფერი უნდა მიატოვო და მას შეუდგე (მათე 19, 27). მაგრამ, თუ ვერ ვტოვებთ, რა ვქნათ? რადგან, სისუსტის გამო, ამ საზომისათვის არ მიგვიღწევია, ამიტომ ქედი მოვიხაროთ, ჩვენი უძლურება ვაღიაროთ და საკუთრების გასანაწილებლად დავრჩეთ. მაგრამ ქედმაღლობას ნუ დავიწყებთ, რომ თითქოს რაიმე სიკეთეს ვაკეთებთ, არამედ თავი იმად მივიჩნიოთ, ვინც ავადმყოფის შესაფერისად იქცევა, ვინაიდან ერთი დარტყმით ბორკილებს ის ამსხვრევს, ვინც სოფელს მთლიანად განუდგება. ამიტომ შენ, ჩემო შვილო როგორც უძლურმა და არა სრულყოფილმა ჯანმრთელმა, შენი საკუთრების საქმეები წინასწარ მოაგვარე, არა გაყიდვის, არამედ შენი მოხუცის დაწყნარების მიზნით, თორემ სხვაგვარად ეს საქმე ხაფანგის სამსახურს გაგიწევს. მაშასადამე, ამ საკითხში ისეთი თადარიგი დაიჭირე, როგორც ძმამ - იოანემ გიპასუხა. რაც შეეხება მიწების გაყიდვას, იმედი ღმერთზე დაამყარე და ის იზრუნებს შენზე და ყველაფერს მოგიგვარებს; არ დაგავიწყდეს, რომ დღე და ღამე ევედრო მას: „ჩემო მეუფეო, შენი ნებისამებრ წარმიმართე ეს გზა, ჩემი სიკეთისა და სარგებლისთვის“; რამეთუ მან ყველა ადამიანზე უკეთესად იცის, საპყრობილის წყვდიადიდან ნუგეშით როგორ გამოგვიყვანოს (ვგულისხმობ ამაო წთისოფლის ნივთების ტყვეობიდან). ასე რომ, დაე ნუ მოგიუძლურდება გული, რამეთუ მრწამს ჩემი ღმრთისა, რომ გნახავ ჩემს ნაკვალევზე შედგომილს და ღვთისადმი ნაყოფების შემწირველს.
link
image

თემა: ერესი,  სული,  სხეული

606. ერთმა ძმამ წმინდა ბერს, აბბა ბარსანუფის, ჰკითხა: ჩემო მამაო, არ ვიცი, როგორ გამიტაცა ორიგენეს, დიდიმეს, ევაგრეს და მისი მოწაფეების გნოსტიკურმა თხზულებებმა. ისინი ამბობენ, რომ ადამიანთა სულები სხეულთან ერთად არ შექმნილა, არამედ მანამდე (მარტივი) გონებები ანუ უსხეულონი იყვნენ; მსგავსად ამისა, ანგელოზები და დემონებიც მარტივი გონებები იყვნენო. მაგრამ დაეცნენ რა დანაშაულით, ადამიანებს ამ სხეულში ცხოვრება მიუსაჯეს, ხოლო ანგელოზები, დაიცვეს რა საკუთარი თავი, ანგელოზები გახდნენ. ისინი ბევრ სხვა რამესაც წერენ ამის მსგავსს, რომ მაგალითად, მომავალი სატანჯველები დასრულდება და ადამიანები, ანგელოზები და დემონები კვლავ თავის პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდებიან, ანუ მარტივი გონებები გახდებიან და ამას ისინი (ერეტიკოსები) აღდგენას ეძახიან. მე არ ვიცი ჭეშმარიტია ეს თუ არა, ჩემი სული გაორებულია და ეჭვებითაა დამწუხრებული; ამიტომ გთხოვ მეუფეო, დამანახე ჭეშმარიტება, რომ მას მოვეჭიდო და არ დავიღუპო. რამეთუ ღვთაებრივ წერილში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. თვით ორიგენე, განმარტავს რა ტიტესადმი ეპისტოლეს, ამტკიცებს, რომ არც სამოციქულო და არც საეკლესიო გადმოცემა სხეულის შექმნამდე სულის არსებობის შესახებ არაფერს ამბობს და ამიტომ ორიგენე ერეტიკოსად მიიჩნევს მას, ვინც ამას აღიარებს. მაგრამ ევაგრეც თავის იმ ნაწერებში, რომელთაც გნოსტიკურს ვუწოდებთ, ამოწმებს, ეს ჩვენთვის არავის უცნობებია და თვით სულიწმიდასაც არ განუცხადებიაო. ე.წ. გნოსტიკური თავების მეორე ასეულში, 64-ე მუხლში, ის წერს: „პირველის შესახებ არავინ ლაპარაკობს, ხოლო მეორის თაობაზე იმან გვითხრა, ვინც ქორების მთასთან მეტყველებდაო“. და კვლავ იმავე ასეულის 69-ე მუხლში ამბობს: „სულიწმიდას ჩვენთვის არც გონიერი არსებების პირვანდელი დაყოფის და არც სხეულების პირველყოფილი არსებობის შესახებ არაფერი განუცხადებიაო“. ხოლო ის, რომ არც აღდგინება იქნება და არც ტანჯვა დასრულდება, თავად უფალმა გაგვიცხადა სახარებაში, როდესაც თქვა: „წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა“ (მათე 25, 46), და კიდევ: „მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების“ (მარკ. 9, 43). მაშ, საიდან აიღეს მათ ეს მეუფეო, როდესაც არც მოციქულებს გადმოუციათ ის ჩვენთვის, არც სულიწმიდას გაუცხადებია (როგოც თავადვე ამოწმებენ) და სახარებაშიც პირიქითაა ნათქვამი. შენი გულკეთილობით, ჩემო მამაო, წყალობით მოხედე ჩემს უძლურებას და მითხარი: როგორია ეს სწავლება?ძმაო, ვაი და ვარამი ჩვენს მოდგმას! რა მივატოვეთ და რას ვიკვლევთ, რას ვეძიებთ და რაზე ვბორძიკობთ! სიმართლის გზები მივატოვეთ და ბნელი გზით მოვისურვეთ სვლა, რათა წერილის სიტყვა ჩვენზეც აღსრულდეს: „ვაი სწორი გზის დამტოვებლებს, ბნელი გზით რომ სურთ სიარული“ (იგავ. 2, 13). ძმაო, მე ჭეშმარიტად საკუთარ თავზე გლოვა მივატოვე და შენზე ვტირი; ეს რაში ჩავარდი?! ჩემს ცოდვებზე ტირილს მოვეშვი და შენზე, როგორც ჩემს შვილზე, ვგლოვობ. ცანი შეძრწუნებულნი არიან, რაზე ცნობისმოყვარეობენ ადამიანები! მიწა იძვრის, როგორ მოისურვეს მათ მიუწვდომელის გამოკვლევა! ეს წარმართული დოგმატებია. ეს იმ ადამიანთა ფუჭმეტყველებაა, რომელთაც ჰგონიათ, რომ რაღაცას წარმოადგენენ. ეს უსაქმურ ადამიანთა სიტყვებია. ეს ხიბლის წარმონაქმნია, რამეთუ ნათქვამია: „იტყოდეს თავთა თვისთა ბრძენ და განცოფნეს“ (რომ. 1, 22). თუ შეცნობა გსურს, დაუკვირდი: „ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი“ (მათე 7, 16). როგორია მათი ნაყოფები? ქედმაღლობა, დამცირება, უღონობა, სიზარმაცე, შებრკოლება, რჯულისაგან, ან უკეთესად თუ ვიტყვით, სჯულისმდებელი ღვთისაგან გაუცხოვება. ისინი დემონთა და ეშმაკთა მთავრის საცხოვრისნი არიან. ვისაც მათი სწამს, მათ შეხედულებებს ის სიბნელემდე მიჰყავს და არა სინათლემდე. ისინი ღვთის შიშს კი არ აღძრავენ, არამედ უფრო ეშმაკისეულ წარმატებას უწყობენ ხელს. მათ ჭაობიდან კი არ ამოვყავართ, არამედ უფრო გვძირავენ მასში. შინაარსით ეს ის ღვარძლია, რომელიც მტერმა დათესა სახლის უფალის ყანაში. ეს ის ეკლებია, რომლებიც ღვთისაგან დაწყევლილ მიწაზე ამოიზარდა. ისინი სრულიად ცრუნი, სრულიად ბნელნი, სრულიად მოხიბლულნი და ღვთისაგან მყარად გაუცხოებულნი არიან. გაექეცი მათ, ძმაო, რომ მათი სწავლება შენს გულში არ გამყარდეს. ისინი ცრემლებს აშრობენ, გულს აბრმავებენ და იმ ადამიანებს, რომლებიც მათ უსმენენ, სრულიად ღუპავენ. ნუ შეჩერდები და ნუ ფიქრობ მათზე; ისინი სიმწარით არიან აღსავსე და სიკვდილის ნაყოფები მოაქვთ. რაც შეეხება მომავლის ცოდნას, ნუ გებნევა გზა, რასაც აქ დასთეს, იქ იმას მოიმკი (გალ. 6, 7). აქედან გასვლის შემდეგ, ვერავინ წარემატება. განა სირთულეს წარმოადგენს ღვთისათვის, ადამიანის სხეულთან ერთად, მისი სულიც რომ შექმნას? ზეციურ ხარისხებზე მსჯელობისას კი ღვთაებრივმა წერილმა, ყველა ადამიანს პირი დაუყო, როდესაც თქვა: „მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს და დაადგინა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე“ (ფსალ. 148, 5-6). ხოლო, რაც ღმერთმა დაადგინა, იცვლება კი ის? მასში, წერილის თანახმად: „არა არს ცვალება“ (იაკ. 1, 17). სად მიაგენი, რომ რომელიმე ანგელოზმა საკუთარი მცდელობით წარმატებას მიაღწია? ძმაო, აქ საქმიანობაა, იქ საზღაურია; აქ ღვაწლია, იქ გვირგვინებია. ძმაო, თუ ცხონება გსურს, ნუ გამოეკიდები ამ სწავლებას, რამეთუ ღვთის წინაშე გიმოწმებ, რომ შენ ეშმაკის ორმოში და დაღუპვის უკიდურეს საფრთხეში ჩავარდი. ამიტომ, განუდექი მას და წმინდა მამებს შეუდექი. შეიძინე სიმდაბლე და მორჩილება, გლოვა, მოღვაწეობა, უპოვარება, თავის არაფრად შერაცხვა და ის, რასაც მამების სიტყვებსა და ცხოვრებაში პოულობ. მაშ: „ყავ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაი“ (მათე 3, 8), მე კი ნუ მიყურებ, რადგან ვამბობ და არ ვასრულებ, არამედ ილოცე, რომ ოდესღაც მეც ჭეშმარიტების შეცნობას მივაღწიო და წმინდა სამება ვადიდო, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
link
image

თემა: ერესი,  სული,  სხეული

606. ერთმა ძმამ წმინდა ბერს, აბბა ბარსანუფის, ჰკითხა: ჩემო მამაო, არ ვიცი, როგორ გამიტაცა ორიგენეს, დიდიმეს, ევაგრეს და მისი მოწაფეების გნოსტიკურმა თხზულებებმა. ისინი ამბობენ, რომ ადამიანთა სულები სხეულთან ერთად არ შექმნილა, არამედ მანამდე (მარტივი) გონებები ანუ უსხეულონი იყვნენ; მსგავსად ამისა, ანგელოზები და დემონებიც მარტივი გონებები იყვნენო. მაგრამ დაეცნენ რა დანაშაულით, ადამიანებს ამ სხეულში ცხოვრება მიუსაჯეს, ხოლო ანგელოზები, დაიცვეს რა საკუთარი თავი, ანგელოზები გახდნენ. ისინი ბევრ სხვა რამესაც წერენ ამის მსგავსს, რომ მაგალითად, მომავალი სატანჯველები დასრულდება და ადამიანები, ანგელოზები და დემონები კვლავ თავის პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდებიან, ანუ მარტივი გონებები გახდებიან და ამას ისინი (ერეტიკოსები) აღდგენას ეძახიან. მე არ ვიცი ჭეშმარიტია ეს თუ არა, ჩემი სული გაორებულია და ეჭვებითაა დამწუხრებული; ამიტომ გთხოვ მეუფეო, დამანახე ჭეშმარიტება, რომ მას მოვეჭიდო და არ დავიღუპო. რამეთუ ღვთაებრივ წერილში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. თვით ორიგენე, განმარტავს რა ტიტესადმი ეპისტოლეს, ამტკიცებს, რომ არც სამოციქულო და არც საეკლესიო გადმოცემა სხეულის შექმნამდე სულის არსებობის შესახებ არაფერს ამბობს და ამიტომ ორიგენე ერეტიკოსად მიიჩნევს მას, ვინც ამას აღიარებს. მაგრამ ევაგრეც თავის იმ ნაწერებში, რომელთაც გნოსტიკურს ვუწოდებთ, ამოწმებს, ეს ჩვენთვის არავის უცნობებია და თვით სულიწმიდასაც არ განუცხადებიაო. ე.წ. გნოსტიკური თავების მეორე ასეულში, 64-ე მუხლში, ის წერს: „პირველის შესახებ არავინ ლაპარაკობს, ხოლო მეორის თაობაზე იმან გვითხრა, ვინც ქორების მთასთან მეტყველებდაო“. და კვლავ იმავე ასეულის 69-ე მუხლში ამბობს: „სულიწმიდას ჩვენთვის არც გონიერი არსებების პირვანდელი დაყოფის და არც სხეულების პირველყოფილი არსებობის შესახებ არაფერი განუცხადებიაო“. ხოლო ის, რომ არც აღდგინება იქნება და არც ტანჯვა დასრულდება, თავად უფალმა გაგვიცხადა სახარებაში, როდესაც თქვა: „წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა“ (მათე 25, 46), და კიდევ: „მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების“ (მარკ. 9, 43). მაშ, საიდან აიღეს მათ ეს მეუფეო, როდესაც არც მოციქულებს გადმოუციათ ის ჩვენთვის, არც სულიწმიდას გაუცხადებია (როგოც თავადვე ამოწმებენ) და სახარებაშიც პირიქითაა ნათქვამი. შენი გულკეთილობით, ჩემო მამაო, წყალობით მოხედე ჩემს უძლურებას და მითხარი: როგორია ეს სწავლება?ძმაო, ვაი და ვარამი ჩვენს მოდგმას! რა მივატოვეთ და რას ვიკვლევთ, რას ვეძიებთ და რაზე ვბორძიკობთ! სიმართლის გზები მივატოვეთ და ბნელი გზით მოვისურვეთ სვლა, რათა წერილის სიტყვა ჩვენზეც აღსრულდეს: „ვაი სწორი გზის დამტოვებლებს, ბნელი გზით რომ სურთ სიარული“ (იგავ. 2, 13). ძმაო, მე ჭეშმარიტად საკუთარ თავზე გლოვა მივატოვე და შენზე ვტირი; ეს რაში ჩავარდი?! ჩემს ცოდვებზე ტირილს მოვეშვი და შენზე, როგორც ჩემს შვილზე, ვგლოვობ. ცანი შეძრწუნებულნი არიან, რაზე ცნობისმოყვარეობენ ადამიანები! მიწა იძვრის, როგორ მოისურვეს მათ მიუწვდომელის გამოკვლევა! ეს წარმართული დოგმატებია. ეს იმ ადამიანთა ფუჭმეტყველებაა, რომელთაც ჰგონიათ, რომ რაღაცას წარმოადგენენ. ეს უსაქმურ ადამიანთა სიტყვებია. ეს ხიბლის წარმონაქმნია, რამეთუ ნათქვამია: „იტყოდეს თავთა თვისთა ბრძენ და განცოფნეს“ (რომ. 1, 22). თუ შეცნობა გსურს, დაუკვირდი: „ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი“ (მათე 7, 16). როგორია მათი ნაყოფები? ქედმაღლობა, დამცირება, უღონობა, სიზარმაცე, შებრკოლება, რჯულისაგან, ან უკეთესად თუ ვიტყვით, სჯულისმდებელი ღვთისაგან გაუცხოვება. ისინი დემონთა და ეშმაკთა მთავრის საცხოვრისნი არიან. ვისაც მათი სწამს, მათ შეხედულებებს ის სიბნელემდე მიჰყავს და არა სინათლემდე. ისინი ღვთის შიშს კი არ აღძრავენ, არამედ უფრო ეშმაკისეულ წარმატებას უწყობენ ხელს. მათ ჭაობიდან კი არ ამოვყავართ, არამედ უფრო გვძირავენ მასში. შინაარსით ეს ის ღვარძლია, რომელიც მტერმა დათესა სახლის უფალის ყანაში. ეს ის ეკლებია, რომლებიც ღვთისაგან დაწყევლილ მიწაზე ამოიზარდა. ისინი სრულიად ცრუნი, სრულიად ბნელნი, სრულიად მოხიბლულნი და ღვთისაგან მყარად გაუცხოებულნი არიან. გაექეცი მათ, ძმაო, რომ მათი სწავლება შენს გულში არ გამყარდეს. ისინი ცრემლებს აშრობენ, გულს აბრმავებენ და იმ ადამიანებს, რომლებიც მათ უსმენენ, სრულიად ღუპავენ. ნუ შეჩერდები და ნუ ფიქრობ მათზე; ისინი სიმწარით არიან აღსავსე და სიკვდილის ნაყოფები მოაქვთ. რაც შეეხება მომავლის ცოდნას, ნუ გებნევა გზა, რასაც აქ დასთეს, იქ იმას მოიმკი (გალ. 6, 7). აქედან გასვლის შემდეგ, ვერავინ წარემატება. განა სირთულეს წარმოადგენს ღვთისათვის, ადამიანის სხეულთან ერთად, მისი სულიც რომ შექმნას? ზეციურ ხარისხებზე მსჯელობისას კი ღვთაებრივმა წერილმა, ყველა ადამიანს პირი დაუყო, როდესაც თქვა: „მან თქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა და დაებადნეს და დაადგინა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე“ (ფსალ. 148, 5-6). ხოლო, რაც ღმერთმა დაადგინა, იცვლება კი ის? მასში, წერილის თანახმად: „არა არს ცვალება“ (იაკ. 1, 17). სად მიაგენი, რომ რომელიმე ანგელოზმა საკუთარი მცდელობით წარმატებას მიაღწია? ძმაო, აქ საქმიანობაა, იქ საზღაურია; აქ ღვაწლია, იქ გვირგვინებია. ძმაო, თუ ცხონება გსურს, ნუ გამოეკიდები ამ სწავლებას, რამეთუ ღვთის წინაშე გიმოწმებ, რომ შენ ეშმაკის ორმოში და დაღუპვის უკიდურეს საფრთხეში ჩავარდი. ამიტომ, განუდექი მას და წმინდა მამებს შეუდექი. შეიძინე სიმდაბლე და მორჩილება, გლოვა, მოღვაწეობა, უპოვარება, თავის არაფრად შერაცხვა და ის, რასაც მამების სიტყვებსა და ცხოვრებაში პოულობ. მაშ: „ყავ უკუე ნაყოფი, ღირსი სინანულისაი“ (მათე 3, 8), მე კი ნუ მიყურებ, რადგან ვამბობ და არ ვასრულებ, არამედ ილოცე, რომ ოდესღაც მეც ჭეშმარიტების შეცნობას მივაღწიო და წმინდა სამება ვადიდო, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.607. იმავე ძმამ ამ სწავლების შესახებ მეორე ბერს იოანეს ჰკითხა. „არა არს ესე სიბრძნე ზეგარდამოსრული, არამედ ქუეყანისაი, მშვინვიერი და საეშმაკოი“ (იაკ. 3, 15). ეს ეშმაკისეული სწავლებაა. ამ სწავლებას სამარადისო ტანჯვისაკენ მიჰყავს ის, ვინც მას ყურს უგდებს. ვინც ამ სწავლებითაა დაკავებული, ერეტიკოსი ხდება. ვინც ის ირწმუნა, მან ჭეშმარიტებას ზურგი შეაქცია. ვინც მას ეთანხმება, მისთვის უცხოა ღვთის გზა. ქრისტეს მოღვაწეებს არ უსწავლებიათ ეს. ჭეშმარიტების სიტყვის მიმღებნი არ ღებულობენ ამ აზრებს. ძმაო, სწრაფად მიატოვე ის, რომ გული ეშმაკისეული ცეცხლით არ დასწვა, რომ ხორბლის ნაცვლად შენს მინდორში ეკლები არ დათესო და სიცოცხლის ნაცვლად სიკვდილი არ მოიმკო; და ბევრს იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ქრისტეს ნაცვლად ეშმაკი არ მიიღო. ნუ შეყოვნდები მასში და წმინდანთა ლოცვებით თავს უშველე, როგორც ლოთმა სოდომისაგან, ამინ.
link
image

თემა: ადამიანი,  ერესი,  სექტანტების ლიტერატურის კითხვა,  სული,  სხეული

610. ჩემო მამაო! ისინი, ვინც სულების წინასწარი არსებობის შესახებ ბრძნობენ, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველზე უსირცხვილოდ ამბობენ, რომ ქრისტეშობის და პასექის დღესთან დაკავშირებით, თავის სიტყვაში ისიც იგივეს ამტკიცებს, განმარტავენ რა პირადი შეხედულებით მის ზოგიერთ გამონათქვამს და ყურადღების მიღმა ტოვებენ იმას, რაც იქ ეკლესიის გადმოცემის შესაბამისად ნათლადაა ნათქვამი, პირველი ადამიანის შექმნისა და ასევე მისი სულის და სხეულის შესახებ. რამეთუ, აი, რას ამბობს ის: „ეს რომ ეჩვენებინა, შემოქმედებითმა სიტყვამ ორი ბუნებისაგან, უხილავისა და ხილულისაგან, ერთი ცოცხალი არსება - ადამიანი შექმნა. აიღო სხეული წინასწარ შექმნილი ნივთიერებისაგან და ჩაჰბერა მასში თავის სიცოცხლე, რასაც ჩვენ გონიერ სულს და ღვთის ხატებას ვუწოდებთ“ (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყვ. წ. III, გვ. 242, წ. IV გვ. 157). და სხვა მუხლებშიც ვაწყდებით მრავალ ნათელ და უეჭველ გამონათქვამს ადამიანის შესახებ, რომელიც წინასწარქმნილი მასალის და ღვთისაგან მინიჭებული სულითაა შექმნილი. ის იქვე ყოველმხრივ აქებს ადამიანის ბუნებას და სხეულისა და სულის ხსნას ღვთის ღირსეულ საჩუქარს უწოდებს და საერთოდ არ ამბობს იმას, რასაც ისინი მას მიაწერენ, რომ თითქოს სულმა დასჯის შედეგად შეიმოსა სხეული, რათა თავის ძველი შეცოდებების გამო სასჯელი იწვნიოს. და სხვა განსხვავებულ თხზულებებშიც ცხადდება, რომ მისი მიზანი ასეთი სწავლებისაგან სრულიად წმინდაა. ისინი სიხარულით ლაპარაკობენ წმ. გრიგოლიზე, ბასილი დიდის ძმაზე, რომ თითქოს მასაც იგივე აქვს ნათქვამი და ისიც უშვებს სულთა წინაარსებობას, თავისებურად განმარტავენ რა მის ზოგიერთ სიტყვას. მაგრამ ის თავის თხზულების 30-ე თავში „ადამიანის შექმნის შესახებ“, ძლიერ ეწინააღმდეგება აზრს სულის წინასწარი არსებობის შესახებ და ისევე უარყოფს მას, როგორც ნეტარი დავითი, და წმ. იოანე, და ათანასე, და ყველა სხვა მოძღვარი და მნათობი ეკლესიისა. აღდგენის შესახებ კი იგივე წმ. გრიგოლ ნოსელი ნათლად საუბრობს, ოღონდ ისე კი არა, როგორც ისინი ბრძნობენ, რომ თითქოს, ტანჯვის დასასრულს, ადამიანი თავის პირვანდელ მდგომარეობაში იქნება აღდგენილი, ანუ წმინდა გონება იქნება; არამედ ამბობს, რომ ტანჯვა შემსუბუქდება და დამთავრდება (შენიშვნა: კონსტანტინეპოლელი პატრიარქი გენადი (მე-8 ს) ამტკიცებს, რომ გრიგოლ ნოსელის წმინდა თხზულებებში ცრუ სწავლება ერეტიკოსებმა შეიტანეს). ამრიგად, მითხარი, ჩემო მამაო, რატომ არ ლაპარაკობს ასეთი ადამიანი სამართლიანად, როგორც ეს წმინდა მამას შეეფერება, რომელმაც სულიწმინდის შთაგონებით უნდა ილაპარაკოს. ასევე, ზოგიერთ მამასა და მოძღვარს შორის სამოთხის შესახებაც არაა თანხმიერება, ამბობენ რა, რომ ის არა გრძნობადი, არამედ საცნაურია, და ერთგვარი უთანხმოების პოვნა წერილების სხვა თავებშიც შეიძლება. გთხოვთ, მეუფეო, აგვიხსენი ჩვენ ეს, რომ თქვენგან განათლებულებმა, ღმერთი განვადიდოთ და ეჭვი არ შეგვეპაროს ჩვენს წმინდა მამებში.„კურთხეულ არს ღმერთი და მამაი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან მაკურთხნა ჩუენ ყოვლითა კურთხევითა სულიერითა ცათა შინა ქრისტეს მიერ, ამინ.“ (ეფეს. 1, 3). ძმებო! მოიწია ის დრო, მოციქულთან ერთად რომ ვთქვა: „ვიქმენ უგუნურ სიქადულისთვის, რამეთუ თქუენ მაიძულეთ მე“ (2 კორ. 12, 11). რამეთუ თქვენი გულისთვის მე იძულებული ვარ გამოვიკვლიო ის, რაც ჩემს ძალებს აღემატება, და ვთქვა ის, რაც საერთოდ არ რგებს სულს, თუმცა კი არც აზიანებს. ჩვენ დაგვავიწყდა მოციქული პავლე, რომელიც ამბობს: „ყოველი სიმწარე და რისხვაი და გულისწყრომაი და ღაღადებაი და გმობაი მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით“ (ეფეს. 4, 31), ხოლო მე დავამატებ: ღორმუცელობით და სიძვით, ვერცხლისმოყვარეობით და სხვა ვნებებით, რომელთა გამოც დღე და ღამ უნდა ვკვნესოდეთ და განუწყვეტლივ ვტიროდეთ, რათა ცრემლების სიმრავლით სრულიად ჩამოვირეცხოთ მათი სიბილწე, რომ უწმინდურები - წმინდები, ცოდვილები - მართლები, ხოლო მკვდრები ცოცხლები გავხდეთ. ჩვენ კი, პირიქით, მხოლოდ ლაპარაკით ვართ დაკავებულნი, რისთვისაც ასევე პასუხისგება მოგვიწევს, რამეთუ ნათქვამია: „შენ მიაგო კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ“ (ფსალ. 61, 12), და კიდევ: „ჩუენ ყოველნი განცხადებად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა, რაითა მოიღოს კაცად-კაცადმან ხორცთა ამათგან, რაიცა-იგი ქმნა: გინა თუ კეთილი, გინა თუ ბოროტი“ (2 კორ. 5, 10). ჩვენ იმას უნდა ვეცადოთ, რასაც ჩვენი მამები - აბბა პიმენი და სხვები ცდილობდნენ. ეს მცდელობა ჩვენი საკუთარი თავის არაფრად შერაცხვას გვასწავლის, რომ არავის შევადაროთ და მიწად და ნაცრად მივიჩნიოთ იგი. ამ სწავლებებზე ფიქრი და მსჯელობა კი საკუთარი თავის ბრძენად წარმოდგენას გვასწავლის, რათა ვიამაყოთ და მნიშვნელობა მივანიჭოთ მას და ყოველგვარ ვითარებაში სხვებს შევადაროთ და სიმდაბლისაგან გავუცხოვდეთ. შემინდეთ, უსაქმურობის გამო ხომ არა ხართ ამით დაკავებულნი? თუ ასეა, მაშინ წადით უბანთა ზედა და დადექით იქ, სანამ სახლის უფალი მოვა და თავის ვენახში დაგადგენთ სამუშაოდ (მათე 20, 3-4). თქვენი გულები უფალთან მომავალ შეხვედრაზე შიშით რომ ზრუნავდეს, არც გაგახსენდებოდათ ეს სწავლება. წინასწარმეტყველმა დაივიწყაჭამად პური თვისი (ფსალ. 101, 4-5), ჩვენ კი უხვად ვიკვებებით და უდებებას ვნებდებით, ამიტომაც ვცვივდებით ასეთ ბრძნობაში. ღმერთი ჩვენგან განათლებას, განწმენდას, დუმილს და სიმდაბლეს ითხოვს, და არა ამას. მაგრამ, არ მინდა გაუგებრობაში დაგტოვოთ, და არც ის მსურს ღვთისაგან უწყება რომ გამოვითხოვო ამის თაობაზე; ვწუხდი და შემავიწროვა ერთმაც და მეორემაც, ამიტომ თავად ვამჯობინე დამწუხრება, ოღონდ თქვენ გამოგიხსნათ მისგან, ვიხსენებ რა მას, ვინც თქვა: „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ“ (გალ. 6, 2). ასე რომ, ვიდრე თქვენ ამ შეკითხვას გამომიგზავნიდით, სამი დღით ადრე მოისმინეთ ღმერთმა რა განმიცხადა. ღვთის ყველა სათნოყოფილმა მამამ, წმინდანმა და მართალმა, და ღვთის ერთგულმა მონამ, დე, ილოცოს ჩემთვის! ნუ ფიქრობთ, რომ ადამიანებს, თუნდაც წმინდანებს, სრულიად შეუძლიათ ღვთის იდუმალ სიღრმეთა წვდომა; რამეთუ მოციქული ამბობს: „მცირედ-რაიმე ვწინასწარმეტყუელებთ“ (1 კორ. 13, 9), და კიდევ: ერთ ადამიანს ყველა ნიჭი როდი ენიჭება ერთდროულად, არამედ ესა თუ ის ნიჭი თითოეულს სულისაგან ეძლევა, რომელსამე სულისა მისგან სიტყუაი სიბრძნისაი; ხოლო სხუასა - სიტყუაი მეცნიერებისაი. ხოლო ამას ყოველსა შეეწევის ერთი და იგივე სული (1 კორ. 12, 8-11). იცოდა რა, რომ ღვთის განჩინებანი მიუწვდომელია, მოციქულმა წარმოთქვა: „ჰოი სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაი! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი, და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი! რამეთუ ვინ ცნა გონებაი უფლისა? ანუ ვინ თანამზრახველ ეყო მას?“ (რომ 11, 33-34), და ა.შ. გახდნენ რა მოძღვრები, წმინდანებმა, ან თავის თავად, ან სხვა ადამაინების ხელშეწყობით, ფრიად წარმატებას მიაღწიეს, თავიანთ მასწავლებლებს აღემატნენ, მიიღეს რწმუნება მაღლიდან და ახალი სწავლება გადმოგვცეს, მაგრამ ამასთანავე ის არასწორი სწავლებაც შეინარჩუნეს, რაც თავიანთი მასწავლებლებისაგან შეითვისეს; შემდგომში წარმატებულნი, სულიერი მოძღვრები გახდნენ, მაგრამ მათ არ უთხოვიათ ღვთისათვის, რომ მას გაეცხადებინა მათთვის პირველ მასწავლებელთა სწავლების სამართლიანობა და მათ სიბრძნეს და გონიერებას მიაგებდნენ რა პატივს, არ გამოუკვლევიათ მათი სიტყვები და არ გაურკვევიათ, იყო თუ არა მათი გადმოცემა სულიწმიდით შთაგონებული; ასეთნაირად, მათი მასწავლებლების შეხედულებები მათ საკუთარ სწავლებას შეერია, და ეს წმინდანები ზოგჯერ ამბობდნენ იმას, რაც თავის მასწავლებლებისაგან შეისწავლეს, ზოგჯერ კი იმას, რასაც საღად სწვდებოდნენ თავის გონებით; მომავალში კი, როგორც ერთი, ასევე მეორე სიტყვები, მათ მიაწერეს. მიიღეს რა ძველებისაგან და წარემატნენ და გახდნენ უკეთესები, წმიდანები სულიწმიდით ამბობდნენ იმას, რასაც მათ სულიწმინდა რწმუნებით ანდობდა, მაგრამ ამბობდნენ იმასაც, რაც ძველი მასწავლებლებისაგან გადაეცათ და არ იკვლევდნენ მათ სიტყვებს, მაშინ როცა უნდა გამოეკვლიათ და ღვთისადმი ლოცვით და სულით განათლებულთა გამოკითხვით დარწმუნებულიყვნენ, მართლები იყვნენ თუ არა ისინი. ასე შეერია ერთმანეთს სწავლებები და ყველაფერს, რასაც ეს მამები ამბოდნენ, მათ სახელებს მიაწერდნენ. ასე რომ, როდესაც რომელიმე მათგანი სულიწმიდისაგან მოსმენილს გვაუწყებს და თვითონვე აღნიშნავს ამას, მაშინ ეს უეჭველია, და ჩვენც უნდა ვერწმუნოთ მას. ხოლო იქ, სადაც წმინდა მამა ზემოთნახსენებ საკთხებზე ლაპარაკობს, ის არსად არ ასაბუთებს იმას, რომ მის სიტყვებს ზეგარდამო რწმუნება გააჩნიათ, რამეთუ ისინი ძველი მასწავლებლების სწავლებებიდან გამომდინარეობენ, და ის, ენდობოდა რა მათ ცოდნას და სიბრძნეს, არ ეკითხებოდა ღმერთს, ჭეშმარიტი იყო თუ არა მათი სწავლება. აი, თქვენ მოისმინეთ მთელი ჩემი უგუნური ნათქვამი; ამიერიდან დადუმდით და ღვთის გულისათვის იღვაწეთ, მოეშვით ამაოდმეტყველებას და საკუთარ ვნებებს დაუკვირდით, რომელთა გამოც პასუხის გაცემა მოგიწევთ სამსჯავროს დღეს. იმას არ გკითხავენ, რატომ არ იცით ან რატომ არ შეისწავლეთო. ამიერიდან იტირეთ და იკვნესეთ; ჩვენი მამების, პიმენის და სხვათა გზა გამოიკვლიეთ და „რბიოდეთ, რაითა ეწინეთ“ (1 კორ. 9, 24) ჩვენი უფლის, ქრისტე იესოს მიერ, რომელსაც უკუნისამდე შვენის დიდება, ამინ.
link
image
image
1374
1375
1376