1
2
3
image
image
Loading..
image

თემა: ანგელოზი

179. როგორები არიან წმ. ანგელოზები?ანგელოზი არის გონეირი არსება, მარად მოძრავი, თავისუფალი, უსხეულო, ღმერთის მსახური. იგი მოკლებულია სინანულის უნარს, რადგან უსხეულოა. ღვთის მადლით უკვდავია. ისინი მეორე ნათელნი არიან, გონიერნი და გონებით მისაწვდომნი.
link
image

თემა: ქალწულება,  ქორწინება

394. რისი სახეა ქალწულება ანუ უქორწინებლობა?ქალწულება (უქორწინებლობა) არის სახე ანგელოზთა ცხოვრებისა, ანუ განმასხვავებელი ნიშან-თვისება ყოველი უხორცო ბუნებისა. ამას რომ ვამბობთ, ამით ქროწინებას როდი ვგმობთ – ნუ იყოფინ!... მაგრამ იმასაც ვაღიარებთ, რომ ქალწულება (უქორწინელობა) უმჯობესია კარგ და პატიოსან ქორწინებაზე. რადგან სათნოებათა შორისაც არსებობს უფრო მაღალი და დაბალი საფეხური.
link
image

თემა: მრისხანება,  შურისძიება

459. რა არის მრისხანება?მრისხანება არის სისხლის დუღილი გულში და მის სიახლოვეს, რაც ხდება ნაღვლის აორთქლებისა თუ ამღვრევის გამო; ზოგჯერ მრისხანებას თან ახლავს შურისძიების გრძნობაც, რამეთუ, როცა შეურაცხყოფას გვაყენებენ, ანდა გვგონია, რომ შეურაცხყოფა მოგვაყენეს, მრისხანება შეგვიპყრობს ხოლმე, ანუ იმ გრძნობით ვართ აღვსილნი, რომელშიც აღრეულია რისხვა და სწრაფვა შურისძიებისაკენ.460. მრისხანების რამდენი სახეობა არსებობს?არსებობს სამი სახეობა მრისხანებისა: გაღიზიანება (გაფიცხება), გაბოროტება და შურისძიება.461. რას წარმოადგენს თითოეული მათგანი?გაღიზიანებად (სიფიცხედ) იწოდება დასაწყისი მრისხანებისა, როცა ის აღიგზნება. გაბოროტება არის ხანგრძლივი მრისხანება, ანუ დახსომება ბოროტისა, გულღრძოობა. შურისძიების გრძნობა იმგვარი მრისხანებაა, რომელიც ხელსაყრელ შემთხვევას ეძიებს ბოროტისათვის სამაგიეროს გადასახდელად.
link
image

თემა: ბუნება

579. რაზე მიგვანიშნებს მთვარის განლევა და განახლება?მთვარე, როცა ახლად იშვება, ანუ განახლდება, იზრდება, ივსება მანამ, სანამ არ მიაღწევს 14 დღისა და ¾ის ასაკს. შემდეგ კი თანდათან განილევა და 29 დღისა და აღარც ჩანს. მზეს შეუერთდება, განახლდება, ხელახლა იშვება და ადამიანებს მიგვანიშნებს მომავალ აღდგომას მკვდრეთით.
link
image

თემა: ეშმაკი

118. რა შეიძლება ვიცოდეთ ბოროტ სულთა შესახებ?ბოროტი ანგელოზები ღმერთმა კეთილად შექმნა. ისინი ბუნებით ბოროტად არ იყვნენ შექმნილნი. შემოქმედისაგან ამ ანგელოზებს იოტისოდენა ბოროტება არ მიუღიათ, მაგრამ ვერ დაიტიეს ის ნათელი, შემოქმედმა რომ მიანიჭა და იმად იცვალნენ, რაც ეწინააღმდეგება ბუნებას. ეშმაკი ამპარტავნებით აღივსო თავისი შემოქმედის მიმართ, წინააღუდგა მას და პირველი იყო, ვინც სიკეთეს განეშორა და ამის გამო ბოროტებას ეწია. „ეშმაკი“ ბერძნული სიტყვაა და შემასმენელს ნიშნავს
link
1
2
3
image
image