მონაზვნობა უმოკლესი გზაა განღმრთობისკენ!

დაცემები – საშუალებაა თავის დასამდაბლებლად.
ღვთაებრივი ზიარება ჯილდო არ არის – იგი წამალია.
განსაცდელის დროს თვალნი ჯვარცმულ ქრისტეს მიაპყარით.
სულიერ კანონთა დარღვევით იტანჯებიან თავად დამრღვევნი.
მწუხარება რომ არ ყოფილიყო, სამოთხის ძებნასაც არ დავიწყებდით.
ადამიანები იმარჯვებენ ორი თვისებით: თავმდაბლობითა და სიყვარულით.
ჩვენი მოყვასის განკითხვის წადილს დავუპირისპიროთ მის ღირსებებზე ფიქრი.
ეშმაკი მხოლოდ გვიბიძგებს ცოდვისაკენ, მაგრამ საბოლოო სიტყვას – „დიახ!“ – ჩვენ ვამბობთ.
მე მოთმინებით ვეკიდები ადამიანებს მანამ, სანამ მათ ცხოვნებას არ ემუქრება რაიმე საფრთხე.