თუ შენ, კაცო, შესცოდე რაიმე, წადი ჩქარა, დაუყოვნებლივ მოძღვართან, განიწმინდე სინიდისი აღსარებით და ნუ დაელოდები მარხვას, როგორც მას უმეცარი ერისკაცნი სჩადიან. აი, უბრალო მაგალითი: თუ თეთრეული გაგეთხვარა, უცებ გამოიცვლი და გარეცხავ. სული შენი განა უფრო ძვირასი არ არის, რომ გაურეცხავს ტოვებ მთელი წლით, მომავალ მარხვამდე და სულაც არ ზრუნავ მის სისუფთავეზე?