სადაცა ენებოს ღმერთსა, იძლევის წესი ბუნებათა
ქრისტე ჩვენი მეგობარია, ჩვენი ძმაა, ქრისტე სიკეთე და მშვენიერებაა. ქრისტეს არ გააჩნია დაღვრემილობა, არც მელანქოლია, არც შინაგანი ცვალებადობა. ადამიანი კი იტანჯება სხვადასხვა ზრახვისა და მდგომარეობისაგან, რომელიც მას დროდადრო ამწუხ...
იხილეთ სრულად
ქრისტე ჩვენი მეგობარია, ჩვენი ძმაა, ქრისტე სიკეთე და მშვენიერებაა. ქრისტეს არ გააჩნია დაღვრემილობა, არც მელანქოლია, არც შინაგანი ცვალებადობა. ადამიანი კი იტანჯება სხვადასხვა ზრახვისა და მდგომარეობისაგან, რომელიც მას დროდადრო ამწუხრებს და ტრავმას აყენებს. ქრისტე სიხარულია, სიცოცხლეა, ნათელია, ჭეშმარიტი ნათელი, რომელიც ახარებს ადამიანს, ფრთებს ასხამს, ანიჭებს ძალას, დაინახოს ყველაფერი და ყველა, გული შესტკიოდეს ყველაზე და სურდეს, რომ ყველა იყოს მასთ...
link
სიცოცხლე ქრისტეს გარეშე, სიცოცხლე კი არა, სიკვდილია. თუ შენს ყოველ საქმესა და აზრში ქრისტეს არ ხედავ, მაშინ ქრისტეს გარეშე ხარ.
სენი უფლის მოსვლის ნიშანია. ვაი მას, ვინც არ ავადმყოფობს! ასეთი ადამიანი უკვე აქ, დედამიწაზევე იღუპება, რადგან ჯანმრთელნი და მდიდარნი შორს არიან ცათა სასუფევლისგან, სამოთხის სავანეებისგან.
სულიერი მოღვაწეობა ქადაგებით და კამათით არ უნდა ხორციელდებოდეს, არამედ ნამდვილი, ოღონდ ფარული სიყვარულით. როცა ჩვენსას ვამტკიცებთ, სხვები გვეწინააღმდეგებიან. როცა ისინი გვიყვარს, სიამოვნებით გვეთანხმებიან. როცა გვიყვარს, ვფიქრობთ ...
იხილეთ სრულად
სულიერი მოღვაწეობა ქადაგებით და კამათით არ უნდა ხორციელდებოდეს, არამედ ნამდვილი, ოღონდ ფარული სიყვარულით. როცა ჩვენსას ვამტკიცებთ, სხვები გვეწინააღმდეგებიან. როცა ისინი გვიყვარს, სიამოვნებით გვეთანხმებიან. როცა გვიყვარს, ვფიქრობთ სხვს ვუკეთებთ სიკეთეს, სინამდვილეში ჩვენ თავს ვუკეთებთ სიკეთეს.
რასაც ვაკეთებთ, ინტერესით ვაკეთოთ, ძალდაუტანებლად, პასუხისმგებლობით და სიამოვნებით.
link
რა არის სულიერი მოღვაწეობა? ვთქვათ, სული ბაღია, ორად გაყოფილი. ერთგან ეკალი ხარობს, მეორეგან ყვავილი. გვაქვს აგრეთვე ცისტერნით წყალი, ორი ონკანით და ორი მილით. ერთი მილით წყალი ეკლისკენ მიედინება, მეორეთი ყვავილისკენ. ყოველი მორწყ...
იხილეთ სრულად
რა არის სულიერი მოღვაწეობა? ვთქვათ, სული ბაღია, ორად გაყოფილი. ერთგან ეკალი ხარობს, მეორეგან ყვავილი. გვაქვს აგრეთვე ცისტერნით წყალი, ორი ონკანით და ორი მილით. ერთი მილით წყალი ეკლისკენ მიედინება, მეორეთი ყვავილისკენ. ყოველი მორწყვისას მხოლოდ ერთი ონკანის მოშვების შესაძლებლობა გვაქვს: ეკალს არ ვრწყავ, ამიტომ ის ჭკნება, ვრწყავ ყვავილს და ის ხარობს.
link
ბედნიერება შესაძლებელია, მაგრამ საჭიროა ერთი პირობა: ცოლ-ქმარმა უნდა შეიძინოს სულიერი სიმდიდრე ქრისტეს სიყვარულითა და აღთქმის შესრულებით. მაშინ ერთმანეთიც უფრო ეყვარებათ და ბედნიერებიც იქნებიან. სხვანაირად სულიერად გაღატაკდებიან, ...
იხილეთ სრულად
ბედნიერება შესაძლებელია, მაგრამ საჭიროა ერთი პირობა: ცოლ-ქმარმა უნდა შეიძინოს სულიერი სიმდიდრე ქრისტეს სიყვარულითა და აღთქმის შესრულებით. მაშინ ერთმანეთიც უფრო ეყვარებათ და ბედნიერებიც იქნებიან. სხვანაირად სულიერად გაღატაკდებიან, სიყვარულიც გაუქრებათ, დემონებიც შეაცდენენ და გააუბედურებენ.
link
ყველა, ვინც შეურაცხგვყოფს, გვლანძღავს და ცილს გვწამებს ჩვენი ძმაა, ბოროტმოქმედის, სატანის ხელში ჩავარდნილი ძმა. თუ ეს ძმა შეგხვდა, იგლოვე, ცრემლი დაღვარე მისთვის, თან უფალს შესთხოვე, გიშველოს ამ განსაცდელში და მიუტევოს ჩვენს ძმას...
იხილეთ სრულად
ყველა, ვინც შეურაცხგვყოფს, გვლანძღავს და ცილს გვწამებს ჩვენი ძმაა, ბოროტმოქმედის, სატანის ხელში ჩავარდნილი ძმა. თუ ეს ძმა შეგხვდა, იგლოვე, ცრემლი დაღვარე მისთვის, თან უფალს შესთხოვე, გიშველოს ამ განსაცდელში და მიუტევოს ჩვენს ძმასაც, რომელიც სატანის მსხვერპლი გამხდარა და ღმერთი გვიშველის ჩვენც და ჩვენს ძმასაც.
link
როცა ჩვენი ძმა ცდება, უნდა ავიტანოთ მისი განსაცდელი. ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასისათვის მსხვერპლის გაღებას შთაგვაგონებს. უმსხვერპლოდ, მხოლოდ განკითხვით, ხელს ვუწყობთ ჩვენი ცოდვილი ძმის უფრო ღრმად დაცემას; ხოლო ჩვენი სიყვარულის ჩუმი...
იხილეთ სრულად
როცა ჩვენი ძმა ცდება, უნდა ავიტანოთ მისი განსაცდელი. ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასისათვის მსხვერპლის გაღებას შთაგვაგონებს. უმსხვერპლოდ, მხოლოდ განკითხვით, ხელს ვუწყობთ ჩვენი ცოდვილი ძმის უფრო ღრმად დაცემას; ხოლო ჩვენი სიყვარულის ჩუმი მსხვერპლითა და მისთვის ლოცვით ვაღვიძებთ მის სინდისს, მისსავე მამხილებელს, მასაც სინანული ეუფლება და გამოსწორების გზას ადგება.
link
როცა ქრისტე მოდის, ჩვენი სულის მთელ სივრცეში ივანებს, მაშინ ყველა პრობლემა იხსნება; ყველა ცდუნება, ყველა დაბრკოლება ქრება, ცოდვებიც გვტოვებენ.