ჭეშმარიტ ადამიანს მშვენიერი სულის შინაგანი სიწმინდე გარეგნულადაც ალამაზებს: ღვთის სიყვარულის ღვთაებრივი სიტკბოება მის გარეგნულ იერსაც ატკბობს. სულის შინაგანი სილამაზე ადამიანის სულიერად დამამშვენებელი და გარეგნულად განმწმენდელია, და მას წარმოაჩენს მასში საღვთო მადლის არსებობის წყალობით; ამშვენებს და განწმენდს ყველაზე უბადრუკ ტანსაცმელსაც კი, რომელსაც ატარებს მადლცხებული კაცი ღვთისა.
1) უნდა გვახსოვდეს სიკვდილი და ისიც, რომ ფერ–უმარილით შეღებილი სახე ოდესმე მატლების საკვები შეიქნება და ხრწნადობას მიეცემა; 2) თქვენ მოგიხდებათ პასუხისგება ღვთის წინაშე იმათ გამო, ვინც დაგიბრკოლებიათ თქვენივე შეღებილ სახეთა ცქერით და რაც უფრო მეტია დაბრკოლებულ ადამიანთა რიცხვი, მით უფრო მეტად დიდი სასჯელი გელოდებათ, რადგანაც მაცხოვრის სიტყვისამებრ: „ვაი მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური“ (მათ. 18.7).
თავმდაბალი, სინდისიერი, მშვიდი. სახე მისი იყო თეთრი, თვალები – ნათელი, ცისფერი და სათნო. მაგრამ როდესაც წამოიზარდა, არაწმინდა ცხოვრებას მიჰყო ხელი და განეშორა ღვთის მადლი, ხოლო 30 წლისა რომ შესრულდა, იგი უკვე ერთდროულად ჰგავდა ადამიანასაც და ეშმაკსაც, მხეცსა და ავაზაკს, მეტად საშინელი გარეგნობისა იყო. ვიცნობდი, აგრეთვე, ერთ უმშვენიერეს ქალწულსაც, რომლის სილამაზეს მრავალი შენატროდა, მაგრამ ცოდვებით დაკარგა მან მადლი და ბიწიერი შეხედულება შეიძინა. მაგრამ მინახავს სრულიად განსხვავებული რამეც. მინახავს ხალხი, ცოდვებისა და ვნებებისაგან გატანჯული სახით რომ მოვიდნენ მონასტერში და მონაზვნურ ცხოვრების შედეგად ისინი სრულიად შეიცვალნენ და ძალიან სათნონი შეიქნენ.