1
2
image
image
Loading..
image

თემა: დემონი

თუ გვეშინია დემონისა და ჯოჯოხეთისა, ისევე უნდა გვეშინოდეს შურისაც; რამეთუ იგი შინაური დემონია, რომელსაც შეუძლია, მოშურნის გულში მოიყვანოს ბოროტ სულთა ლეგიონები; ეს ჯოჯოხეთური ტანჯვაა, რომელიც ღვთის საშინელ სამსჯავრომდე აანთებს გეე... იხილეთ სრულად
link
image

თემა: დემონი

არიან ისეთებიც, რომლებსაც არა სჯერათ ზეციურ ანგელოზთა მხედრობისა და ბოროტ სულთა ლეგიონების არსებობისა. ეს ეჭვი განსაკუთრებით გავრცელებულია „განათლებულთა“ შორის. მათი წყალობით სირცხვილად ითვლება ჩვენს დროში ბოროტ სულთა რეალურად არს... იხილეთ სრულად
link
image

თემა: დემონი

მონაზვნები და განდეგილები, რომელთაც მაღალი სულიერება მოიხვეჭეს, აშკარად გრძნობდნენ ბოროტი ძალის რეალურ წინააღმდეგობას, რამეთუ სულიერ სამყაროს ისევე ნათლად ხედავდნენ, როგორც ჩვენ - გარემომცველ საგნებს. ამგვარი გამოცდილების საფუძველ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: დემონი

411. როდესაც ცოდვილს ხილვები აქვს, ნუთუ მან საერთოდ არ უნდა ირწმუნოს მათი ღვთისნიერება?ცოდვილს ასეთი რამ თუ ემართება, ეს აშკარად ბოროტი დემონების ძალმომრეობაა, რომლებიც მისი უგრძნობი სულის მოხიბლვას და დაღუპვას ცდილობენ. ამიტომ, საკუთარი ცოდვები და უძლურება უნდა შევიცნოთ, შიში და ძრწოლა უნდა გვიპყრობდეს და არასოდეს არ უნდა ვერწმუნოთ მათ.
link
image

თემა: დემონი

412. ნუთუ მაშინაც უნდა შევიძულო ისინი, როდესაც ჩვენი მეუფის, ქრისტეს სახით მეცხადებიან?სწორედ მაშინ უფრო უნდა შეიძულო მათი ბოროტება და ხიბლი, და შეაჩვენო ისინი. ძმაო, არასოდეს მოგხიბლოს ასეთმა დემონურმა გამოცხადებებმა, რამეთუ ღვთაებრივი გამოცხადებები მხოლოდ წმინდანებს აქვთ. და მას წინ ყოველთვის გულისმიერი სიჩუმე, მშვიდობა და სულის კეთილშობილება უძღვის. მაგრამ წმინდანები როცა გამოცხადების ჭეშმარიტებას შეიცნობენ, საკუთარ თავს უღირსებად თვლიან, ხოლო ცოდვილები, იციან რა საკუთარი უღირსება, მით უმეტეს, არასოდეს არ უნდა ერწმუნონ ასეთ გამოცხადებებს.
link
image

თემა: დემონი

413. მითხარი მეუფეო, როგორ ბედავს ეშმაკი ხილვაში ან ძილის ოცნებებში ქრისტე უფალის ან წმიდა ზიარების ჩვენებას?მას არც თავად მეუფე ქრისტეს და არც წმიდა ზიარების ჩვენება არ შეუძლია, არამედ იტყუება და რომელიმე ადამიანის სახეს ან უბრალო პურს წარმოგვიდგენს. მაგრამ წმიდა ჯვრის ჩვენებას ვერ ახერხებს, რამეთუ სხვა სახით მისი გამოსახვის საშუალებას ვერ პოულობს. და რადგან ჩვენ ჯვრის ჭეშმარიტ ნიშანს და სახეს ვიცნობთ, ამიტომ ეშმაკი ვერ ბედავს ჩვენს მოსახიბლად მის გამოყენებას იმიტომ, რომ ჯვარმა გაანადგურა მისი ძალა და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მას. ვინაიდან ჩვენ მეუფე ქრისტეს ხორციელად ვერ ვიცნობთ, ეშმაკი ამიტომაც ცდილობს მოტყუებით დაგვარწმუნოს, რომ ხიბლი ჭეშმარიტებად მივიღოთ და დაგვღუპოს. ამრიგად, როდესაც სიზმარში ჯვარს ნახავ, იცოდე, ეს სიზმარი ჭეშმარიტია და ღვთისგანაა; მაგრამ შეეცადე მისი მნიშვნელობა წმიდანებისაგან გაიგო და არ ერწმუნო შენს აზრს. დაე, უფალმა გაგინათოს გონება და აზრები ძმაო, რომ მტრის ყოველგვარ ხიბლს თავი დააღწიო.
link
image

თემა: დემონი

403. თუ აღმოჩნდა, რომ მოჩვენებითი სიკეთე დემონებისგანაა, მაშინ ამიხსენი, როგორ ავარიდო თავი შენიღბულ საშიშროებას?სიკეთე ყოველთვის სიკეთედ უნდა მივიჩნიოთ. ხოლო თუ გამოცდის შემდეგ სიკეთე ბოროტება აღმოჩნდა, მაშინ უნდა უკუვაგდოთ ის. ისევე, როგორც ვინმეს საჭმელი დანახვისას შეიძლება კარგი ჰგონია, მაგრამ გასინჯვისას, შეიგრძნობს რა უსიამოვნო სიმწარეს, მაშინვე გადმოაფურთხებს (როგორც, მაგალითდ: ბერძნული კაკალი, ნუში ან მათი მსგავსი სხვა რამ, გემოთი კარგ ნაყოფებად ითვლება, მაგრამ თუ ადამიანი სიმწარეს ყურადღებას არ მიაქცევს და ნაყოფს შეჭამს, მაშინ მუცელს გაიმწარებს და ამაში თვითონ იქნება დამნაშავე), ზუსტად ასევეა ამ შემთხვევაში. თუ ადამიანი მიხვდება რომ ეშმაკისაგან შეურაცხყოფილია და იტყვის: „შემინდე მე უფალო და მეუფეო, რამეთუ მე მტერმა გამლანძღა“, მაშინ უფალიც შეუნდობს, რამეთუ მოწყალეა. ამიტომ, ჩემო საყვარელო, ისიც იცოდე, ღმერთი თავის ძალებზე მეტად არავის სცდის (1 კორ. 10, 13). მაშ, ყოველთვის ვევედროთ მას, და ის ჩვენს ჭეშმარიტ სიკეთეს მოჩვენებითისაგან განასხვავებს. მას შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.
link
1
2
image
image